პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის უხდის პირველ მადლობას ნიკა მელია საპატიმროს დატოვების შემდეგ
ვის უხდის პირველ მადლობას ნიკა მელია საპატიმროს დატოვების შემდეგ

მინ­და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ვუ­სურ­ვო ყვე­ლა პა­ტი­მარს, გა­ნურ­ჩევ­ლად რა სას­ჯელს იხ­დი­ან ისი­ნი ცი­ხე­ში, - ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დერ­მა ნიკა მე­ლი­ამ სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, იმ სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, რო­მელ­შიც იმ­ყო­ფე­ბო­და, ბევ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რია.

„ყვე­ლა ადა­მი­ანს მოს­დის ცხოვ­რე­ბა­ში შეც­დო­მა. სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ცი­ხე­ში მი­ყუ­რებს ახლა ბევ­რი პა­ტი­მა­რი და მათ ვუ­სურ­ვებ ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას და სა­კუ­თარ ოჯა­ხის წევ­რებ­თან დაბ­რუ­ნე­ბას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით არი­ან ისი­ნი და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი, თუ არა. თუმ­ცა, ამ ცი­ხე­ში, რო­მელ­შიც გახ­ლდით, ძა­ლი­ან ბევ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რია და მათ ვუ­სურ­ვებ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დერ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებს და ელ­ჩებს მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის საქ­მე­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

„ასე­ვე მინ­და გა­და­გი­ხა­დოთ დიდი მად­ლო­ბა თქვენ, ყვე­ლა გულ­შე­მატ­კი­ვარს, ვინც ქვე­ყა­ნა­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბას გულ­შე­მატ­კივ­რობს. არა მძი­მე სტა­ბი­ლუ­რო­ბას, არა­მედ, ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის ფარ­გლებ­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბას. მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი და რა თქმა უნდა, ხაზ­გა­სას­მე­ლია ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ელ­ჩის, კარლ ჰარ­ცე­ლის ღვაწ­ლი და მონ­დო­მე­ბა, ძა­ლის­ხმე­ვა ამ პრო­ცეს­ში. მად­ლო­ბას ვუხ­დი მე მას, რო­გორც დიპ­ლო­მატს, რო­გორც ადა­მი­ანს. ამას აქვს თა­ვი­სი მი­ზე­ზე­ბი რა­ტო­მაც ვუს­ვამ ხაზს, მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმსაც. ბუ­ნებ­რი­ვია, მად­ლო­ბა ეკუთ­ვნის პრე­ზი­დენტ მი­შელ­საც იმ კონ­ტრი­ბუ­ცი­ის­თვის, რო­მე­ლიც მას შე­აქვს ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ცეს­ში. მად­ლო­ბას ვუხ­დი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელჩს. თუმ­ცა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჟი­გი­მან­ტას პა­ვი­ლი­ო­ნისს, ეს არის ადა­მი­ა­ნი, ლი­ე­ტუ­ვის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, რო­მელ­მაც გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­რე­შე გა­მო­აღ­ვი­ძა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა. მა­შინ, რო­დე­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად მი­ჭირ­და ბევ­რი თვალ­საზ­რი­სით, ჩა­მოფ­რინ­და ლი­ე­ტუ­ვი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში და მო­ვი­და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რე­ა­ო­ბის“ ცენ­ტრა­ლურ ოფის­ში სო­ლი­და­რო­ბის გა­მო­სა­ცხა­დებ­ლად და ამის შემ­დეგ უზარ­მა­ზა­რი შრო­მა გას­წია, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის სწო­რი რე­აქ­ცია ყო­ფი­ლი­ყო 23 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ. რომ არა ბა­ტო­ნი პა­ვი­ლი­ო­ნი­სი, არა მგო­ნია, ეს შე­დე­გი დამ­დგა­რი­ყო, რო­გორც დად­გა, ვგუ­ლის­ხმობ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოხ­მა­უ­რე­ბებს“, - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gio
0

რურუასნაირი "პოლიტპატიმრებია" ეტყობა, აი მაგ სიმართლით იარეთ ყველა ნაცმა. ამას თავი მგონი მართლა პოლიტიკოსი ჰგონია, რაც უფრო ნაკლებად იაქტიურებ სჯობია, ხალხს თავს ნუ აძულებ. 

ედიკა!
0

შენ შეიძლება კმაყოფილი იყო, მაგრამ მე ძალიან დამეკარგა შეხედულება ევროკავშირზე! ძალიან საეჭვო დემოკრატია აქვთ, ფულით აკაბალებენ ყველაფერს, შენც დაგაკაბალეს და მთლანად საქართველოც, მაგენი თოფის ნაცვლად ფულს ხმარობენ(( რაც ცოტა ჰუმანურია, რუსეთთან შედარებით, შედეგი კი"სრული მორჩილება"ერთია.)) კაროჩე რეზულტატში ერთი და იგივეა, ჩრდილოეთი თოფით, დასავლეთი ფულით. ჩვენ კი არჩევანიც კი არა გვაქვს.

ავტორი:

ვის უხდის პირველ მადლობას ნიკა მელია საპატიმროს დატოვების შემდეგ

ვის უხდის პირველ მადლობას ნიკა მელია საპატიმროს დატოვების შემდეგ

მინდა გათავისუფლება ვუსურვო ყველა პატიმარს, განურჩევლად რა სასჯელს იხდიან ისინი ციხეში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ საპატიმრო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისივე შეფასებით, იმ საპატიმრო დაწესებულებაში, რომელშიც იმყოფებოდა, ბევრი პოლიტიკური პატიმარია.

„ყველა ადამიანს მოსდის ცხოვრებაში შეცდომა. საქართველოს ყველა ციხეში მიყურებს ახლა ბევრი პატიმარი და მათ ვუსურვებ ადრე გათავისუფლებას და საკუთარ ოჯახის წევრებთან დაბრუნებას, მიუხედავად იმისა, პოლიტიკური ნიშნით არიან ისინი დაპატიმრებული, თუ არა. თუმცა, ამ ციხეში, რომელშიც გახლდით, ძალიან ბევრი პოლიტიკური პატიმარია და მათ ვუსურვებ გათავისუფლებას“, - განაცხადა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა საერთაშორისო პარტნიორებს და ელჩებს მისი გათავისუფლების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„ასევე მინდა გადაგიხადოთ დიდი მადლობა თქვენ, ყველა გულშემატკივარს, ვინც ქვეყანაში სტაბილურობას გულშემატკივრობს. არა მძიმე სტაბილურობას, არამედ, ნორმალური ცხოვრების ფარგლებში სტაბილურობას. მადლობას გადავუხდი და რა თქმა უნდა, ხაზგასასმელია ევროკავშირის წარმომადგენელი ელჩის, კარლ ჰარცელის ღვაწლი და მონდომება, ძალისხმევა ამ პროცესში. მადლობას ვუხდი მე მას, როგორც დიპლომატს, როგორც ადამიანს. ამას აქვს თავისი მიზეზები რატომაც ვუსვამ ხაზს, მის პროფესიონალიზმსაც. ბუნებრივია, მადლობა ეკუთვნის პრეზიდენტ მიშელსაც იმ კონტრიბუციისთვის, რომელიც მას შეაქვს ამ მნიშვნელოვან პროცესში. მადლობას ვუხდი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს. თუმცა, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჟიგიმანტას პავილიონისს, ეს არის ადამიანი, ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელმაც გადაჭარბების გარეშე გამოაღვიძა საერთაშორისო საზოგადოება. მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად მიჭირდა ბევრი თვალსაზრისით, ჩამოფრინდა ლიეტუვიდან საქართველოში და მოვიდა „ნაციონალური მოძრეაობის“ ცენტრალურ ოფისში სოლიდარობის გამოსაცხადებლად და ამის შემდეგ უზარმაზარი შრომა გასწია, რომ საერთაშორისო საზოგადოების სწორი რეაქცია ყოფილიყო 23 თებერვლის შემდეგ. რომ არა ბატონი პავილიონისი, არა მგონია, ეს შედეგი დამდგარიყო, როგორც დადგა, ვგულისხმობ საერთაშორისო გამოხმაურებებს“, - განაცხადა მელიამ.

"...ევროპაში ასე მუშაობს დემოკრატია!" - რა მიმართვას უგზავნის ანდრიუს კუბილიუსი "ნაციონალურ მოძრაობას"?

"მარტივად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება" - ფოთის და მარტვილის მერების მოადგილეები თანამდებობას ტოვებენ და გახარიას გუნდს უერთდებიან

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"