მსოფლიო
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაისის შუა რიცხვებში კორონავირუსის შემთხვევების პიკია მოსალოდნელი" - თამარ გაბუნია ინფიცირების მაჩვენებლის გაზრდის შესახებ
"მაისის შუა რიცხვებში კორონავირუსის შემთხვევების პიკია მოსალოდნელი" - თამარ გაბუნია ინფიცირების მაჩვენებლის გაზრდის შესახებ

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, მა­ი­სის შუა რი­ცხვებ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის პი­კია მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

"წი­ნას­წა­რი პროგ­ნო­ზით, მა­ი­სის შუა რი­ცხვე­ბი არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პი­კუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის­თვის. დღე­ვან­დე­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ეპი­დე­მი­ის ზრდის ტენ­დენ­ცი­ე­ბის ჭეშ­მა­რი­ტი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არ არის, ეს არის დაგ­რო­ვი­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­მე­ლიც სა­აღ­დგო­მო დღე­სას­წა­უ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში არ გა­მოვ­ლინ­და და მათი ან­გა­რიშ­გე­ბა არ მოხ­და, თუმ­ცა ეს ზრდის ტენ­დენ­ცია არის და მა­ი­სის შუა რი­ცხვე­ბი არის გან­სა­ზღვრუ­ლი, რომ იქ­ნე­ბა პი­კუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი“,- გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რდე­ბა და ამ დრო­ის­თვის 6000-მდე სა­წო­ლი არის მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, რო­მელ­თა­გან 1500-მდე სა­წო­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლია.

გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბოა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად იზ­რდე­ბა, ამი­ტომ პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბა უნდა გა­და­ვი­დეს.

"გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბოა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რაც ასე­ვე მო­სა­ლოდ­ნე­ლია შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად. ამ­დე­ნად, ჩვე­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბა უნდა გა­და­ვი­დეს პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, რომ მოხ­დეს შემ­თხვე­ვე­ბის შემ­დგო­მი მა­ტე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა. ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რდე­ბა, და­მა­ტე­ბი­თი სა­წო­ლე­ბი ჩა­ერ­თოს პროგ­რა­მა­ში, 6000-მდე სა­წო­ლი არის მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. აქე­დან 1500-მდე სა­წო­ლი არის თა­ვი­სუ­ფა­ლი, და­ნარ­ჩე­ნი და­კა­ვე­ბუ­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლია დატ­ვირ­თვის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი თბი­ლის­ში. ასე­ვე აგ­რძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ე­ბი და ონ­ლა­ინ­კლი­ნი­კე­ბი. ბოლო პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან გა­აქ­ტი­ურ­და ვაქ­ცი­ნა­ცია რო­გორც „ას­ტრა­ზე­ნე­კა­თი“ ასე­ვე „სი­ნო­ფარ­მით“, აქ­ტი­უ­რია და­ჯავ­შნა და 'სი­ნო­ფარ­მით“ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის 18 000-მდე მო­ქა­ლა­ქემ და­ი­კა­ვა რიგი. რა თქმა უნდა, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის აქ­ტი­უ­რი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არის ჩვენ­თვის კი­დევ ერთი გა­მო­სა­ვა­ლი ეპი­დე­მი­ის ეს­კა­ლა­ცი­ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით“, - აღ­ნიშ­ნა თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ასე­ვე უპა­სუ­ხა შე­კი­თხვას შე­ზღუდ­ვე­ბის გამ­კაც­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მისი გან­მარ­ტე­ბით, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბას, არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის გა­რე­შე ეფექ­ტი არ ექ­ნე­ბა.

"მთა­ვა­რია, ახლა და­წე­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი აღ­სრულ­დეს. რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბას აღ­სრუ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გა­რე­შე მცი­რე ეფექ­ტი იქ­ნე­ბა. კარ­გია, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში გა­ი­ზარ­და პირ­ბა­დის ტა­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და ჯან­დაც­ვის კვლე­ვის ინ­სტი­ტუტ­მა გუ­შინ­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით 70% და­ა­ფიქ­სი­რა, რაც იმე­დის მომ­ცე­მია, თუმ­ცა 90%-ზე მა­ღა­ლი მა­ინც უნდა იყოს ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რომ თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ინ­ფექ­ცი­ის შემ­დგო­მი გავ­რცე­ლე­ბა. ბიზ­ნეს­გა­რე­მო­ში წე­სე­ბის დაც­ვა და სო­ცი­ა­ლუ­რი თავ­ყრი­ლო­ბე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბა არის უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, სამ­წუ­ხა­როდ, შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის სამ­სა­ხურს ყო­ველ­დღე უხ­დე­ბა და­ა­ჯა­რი­მოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და ბიზ­ნე­სი იმის გამო, რომ ჩა­ტარ­და ქორ­წი­ლი ან სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა, სა­დაც ბევ­რი ადა­მი­ა­ნის თავ­შეყ­რა იყო, რაც გარ­და­უვ­ლად იწ­ვევს ეპი­დე­მი­ის ხელ­შე­წყო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
1

მსოფლიო ბლეფი და აფიორა

გიორგი
3

სასწრაფოდ უნდა გაერთიანება ძველ საბჭოთა ქვეყნებს ხოლოთ ქრისტიანულ სოციალისტური წყობით

ავტორი:

"მაისის შუა რიცხვებში კორონავირუსის შემთხვევების პიკია მოსალოდნელი" - თამარ გაბუნია ინფიცირების მაჩვენებლის გაზრდის შესახებ

"მაისის შუა რიცხვებში კორონავირუსის შემთხვევების პიკია მოსალოდნელი" - თამარ გაბუნია ინფიცირების მაჩვენებლის გაზრდის შესახებ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მაისის შუა რიცხვებში კორონავირუსის შემთხვევების პიკია მოსალოდნელი.

"წინასწარი პროგნოზით, მაისის შუა რიცხვები არის გათვალისწინებული პიკური მაჩვენებლებისთვის. დღევანდელი მაჩვენებელი ეპიდემიის ზრდის ტენდენციების ჭეშმარიტი მაჩვენებელი არ არის, ეს არის დაგროვილი შემთხვევები, რომელიც სააღდგომო დღესასწაულების პერიოდში არ გამოვლინდა და მათი ანგარიშგება არ მოხდა, თუმცა ეს ზრდის ტენდენცია არის და მაისის შუა რიცხვები არის განსაზღვრული, რომ იქნება პიკური მაჩვენებელი“,- განაცხადა გაბუნიამ.

მისივე ინფორმაციით, ჰოსპიტალური სექტორის მობილიზაციის მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება და ამ დროისთვის 6000-მდე საწოლი არის მობილიზებული, რომელთაგან 1500-მდე საწოლი თავისუფალია.

გაბუნიას განცხადებით, განსაკუთრებით საყურადღებოა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რომელიც შემთხვევების მატებასთან ერთად იზრდება, ამიტომ პრევენციულ ღონისძიებებზე მაქსიმალური ყურადღება უნდა გადავიდეს.

"განსაკუთრებით საყურადღებოა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რაც ასევე მოსალოდნელია შემთხვევების მატებასთან ერთად. ამდენად, ჩვენი მაქსიმალური ყურადღება უნდა გადავიდეს პრევენციულ ღონისძიებებზე, რომ მოხდეს შემთხვევების შემდგომი მატების თავიდან აცილება. ჰოსპიტალური სექტორის მობილიზაციის მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება, დამატებითი საწოლები ჩაერთოს პროგრამაში, 6000-მდე საწოლი არის მობილიზებული. აქედან 1500-მდე საწოლი არის თავისუფალი, დანარჩენი დაკავებულია, განსაკუთრებით მაღალია დატვირთვის მაჩვენებელი თბილისში. ასევე აგრძელებენ მუშაობას კოვიდსასტუმროები და ონლაინკლინიკები. ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა ვაქცინაცია როგორც „ასტრაზენეკათი“ ასევე „სინოფარმით“, აქტიურია დაჯავშნა და 'სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის 18 000-მდე მოქალაქემ დაიკავა რიგი. რა თქმა უნდა, ვაქცინაციის აქტიური განხორციელება არის ჩვენთვის კიდევ ერთი გამოსავალი ეპიდემიის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილემ ასევე უპასუხა შეკითხვას შეზღუდვების გამკაცრებასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, რეგულაციების გამკაცრებას, არსებული რეგულაციების აღსრულების გარეშე ეფექტი არ ექნება.

"მთავარია, ახლა დაწესებული რეგულაციები აღსრულდეს. რეგულაციების გამკაცრებას აღსრულების უზრუნველყოფის გარეშე მცირე ეფექტი იქნება. კარგია, რომ ბოლო პერიოდში გაიზარდა პირბადის ტარების მაჩვენებელი და ჯანდაცვის კვლევის ინსტიტუტმა გუშინდელი მონაცემებით 70% დააფიქსირა, რაც იმედის მომცემია, თუმცა 90%-ზე მაღალი მაინც უნდა იყოს ეს მაჩვენებელი, რომ თავიდან ავიცილოთ ინფექციის შემდგომი გავრცელება. ბიზნესგარემოში წესების დაცვა და სოციალური თავყრილობებისგან თავის არიდება არის უაღრესად მნიშვნელოვანი, სამწუხაროდ, შრომის ინსპექციის სამსახურს ყოველდღე უხდება დააჯარიმოს მოქალაქეები და ბიზნესი იმის გამო, რომ ჩატარდა ქორწილი ან სხვა ღონისძიება, სადაც ბევრი ადამიანის თავშეყრა იყო, რაც გარდაუვლად იწვევს ეპიდემიის ხელშეწყობას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რამდენ ხანში შეიძლება ალკოჰოლის მიღება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ - "ეს არის საქართველოში ყველაზე აქტუალური საკითხი - როდის დავლევ?"

"განმეორებით ინფიცირება გახშირდა და ასეთი შემთხვევები მსუბუქად არ მიდის" - ამირან გამყრელიძე

"მე გამოვხატე უდიერი განწყობა ხაშურის ეპისკოპოსის მიმართ, მერე კი..." - რას ყვება დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი მიტროპოლიტ იობის რეზიდენციაში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე