პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ 60-70% იქნება ვაქცინირებული, აღარ დაგვჭირდება გარე სივრცეებში პირბადე, შეგვეძლება ისევ შევიკრიბოთ მეგობრები" - ამირან გამყრელიძე
"თუ 60-70% იქნება ვაქცინირებული, აღარ დაგვჭირდება გარე სივრცეებში პირბადე, შეგვეძლება ისევ შევიკრიბოთ მეგობრები" - ამირან გამყრელიძე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აც­რე­ბის არ­სე­ბუ­ლი ტემ­პით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვერ შეძ­ლებს წლის ბო­ლოს­თვის ზრდას­რუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 60%-ის აც­რას.

რო­გორც მან „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ გან­მარ­ტა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ და­სა­ხუ­ლი გეგ­მის მი­საღ­წე­ვად უკვე მა­ი­სის თვე­ში ყო­ველ­დღი­უ­რად 3000-4000 ადა­მი­ა­ნი უნდა იც­რე­ბო­დეს, ივ­ლი­სის თვის­თვის კი ამ მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა 12 ათას ადა­მი­ანს უნდა მი­აღ­წი­ოს.

"ჯერ­ჯერ­ბით არა­საკ­მა­რი­სად, დუ­ნედ მი­დის ვაქ­ცი­ნა­ცია. მთავ­რო­ბა ვერ გავა ამ პრო­ცენტზე, სა­ზო­გა­დო­ე­ბა უნდა გა­ვი­დეს, ამი­ტომ ჩვენ ერ­თმა­ნეთს უნდა ჩა­ვუ­ნერ­გოთ, რომ ამ ძა­ლი­ან დიდი გა­მოწ­ვე­ვის, ამ „ჭი­რის“ და­მარ­ცხე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ და მხო­ლოდ მა­სობ­რი­ვი ვაქ­ცი­ნა­ცი­ით.

თუ მო­სახ­ლე­ო­ბის 60-70% იქ­ნე­ბა ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი, ამ ეპი­დე­მი­ას ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში წერ­ტი­ლი და­ეს­მე­ბა, აღარ დაგ­ვჭირ­დე­ბა გარე სივ­რცე­ებ­ში პირ­ბა­დე, დიდი დის­ტან­ცი­ე­ბის დაც­ვა, შეგ­ვეძ­ლე­ბა ისევ შე­ვიკ­რი­ბოთ მე­გობ­რე­ბი და ა.შ. მი­ვაღ­წევთ თუ არა 60%-ს? - უნდა მი­ვაღ­წი­ოთ! დღე­ვან­დე­ლი ტემ­პით, როცა 1500-1700 ადა­მი­ანს დღე­ში ვცრით, რა თქმა უნდა, ეს არ გა­მო­ვა. ჩვენ ახლა მა­ის­ში უნდა ავცრათ 3000-4000, ივ­ნის­ში ეს უნდა ავ­წი­ოთ 5000-6000-მდე და შემ­დეგ, ივ­ლი­სი­დან 10000-12000-მდე დღე­ში, მა­შინ გა­ვალთ დე­კემ­ბრის ბო­ლოს სა­მიზ­ნე მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე.

ამა­ვე დროს, რა თქმა უნდა, იცით, რო­გო­რი დე­ფი­ცი­ტია მსოფ­ლი­ო­ში ვაქ­ცი­ნე­ბის. წარ­მო­ე­ბე­ბი სულ უფრო „იქო­ქე­ბა“, სულ უფრო მეტი ვაქ­ცი­ნის წარ­მო­ე­ბა ხდე­ბა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ვაქ­ცი­ნებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა სულ უფრო გა­იზ­რდე­ბა,“- გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში 45 ათა­სი ადა­მი­ა­ნია აც­რი­ლი და აქე­დან მხო­ლოდ 6 ათა­სი - ორ­ჯე­რა­დად.

„300-500 ადა­მი­ა­ნი რომ აიც­რე­ბა, ერთი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს გა­და­ვარ­ჩენთ ამით, ამი­ტომ უნდა ავიც­რათ,“- გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამაზი
117

მერე გახსენით ასაცრელი ცენტრები თქვე უნიათოებო, ვაქცინა აქვთ და ხალხი ვერ იცრება ყველა ადგილი შევსებულია

აკი
2

რაც მეტს აიძულებთ ხალხს, მით ნაკლები აიცრება.

ავტორი:

"თუ 60-70% იქნება ვაქცინირებული, აღარ დაგვჭირდება გარე სივრცეებში პირბადე, შეგვეძლება ისევ შევიკრიბოთ მეგობრები" - ამირან გამყრელიძე

"თუ 60-70% იქნება ვაქცინირებული, აღარ დაგვჭირდება გარე სივრცეებში პირბადე, შეგვეძლება ისევ შევიკრიბოთ მეგობრები" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, აცრების არსებული ტემპით, ხელისუფლება ვერ შეძლებს წლის ბოლოსთვის ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის აცრას.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განმარტა, ხელისუფლების მიერ დასახული გეგმის მისაღწევად უკვე მაისის თვეში ყოველდღიურად 3000-4000 ადამიანი უნდა იცრებოდეს, ივლისის თვისთვის კი ამ მაჩვენებელმა 12 ათას ადამიანს უნდა მიაღწიოს.

"ჯერჯერბით არასაკმარისად, დუნედ მიდის ვაქცინაცია. მთავრობა ვერ გავა ამ პროცენტზე, საზოგადოება უნდა გავიდეს, ამიტომ ჩვენ ერთმანეთს უნდა ჩავუნერგოთ, რომ ამ ძალიან დიდი გამოწვევის, ამ „ჭირის“ დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მასობრივი ვაქცინაციით.

თუ მოსახლეობის 60-70% იქნება ვაქცინირებული, ამ ეპიდემიას ჩვენს ქვეყანაში წერტილი დაესმება, აღარ დაგვჭირდება გარე სივრცეებში პირბადე, დიდი დისტანციების დაცვა, შეგვეძლება ისევ შევიკრიბოთ მეგობრები და ა.შ. მივაღწევთ თუ არა 60%-ს? - უნდა მივაღწიოთ! დღევანდელი ტემპით, როცა 1500-1700 ადამიანს დღეში ვცრით, რა თქმა უნდა, ეს არ გამოვა. ჩვენ ახლა მაისში უნდა ავცრათ 3000-4000, ივნისში ეს უნდა ავწიოთ 5000-6000-მდე და შემდეგ, ივლისიდან 10000-12000-მდე დღეში, მაშინ გავალთ დეკემბრის ბოლოს სამიზნე მაჩვენებელზე.

ამავე დროს, რა თქმა უნდა, იცით, როგორი დეფიციტია მსოფლიოში ვაქცინების. წარმოებები სულ უფრო „იქოქება“, სულ უფრო მეტი ვაქცინის წარმოება ხდება და დარწმუნებული ვარ, ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა სულ უფრო გაიზრდება,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, დღეს საქართველოში 45 ათასი ადამიანია აცრილი და აქედან მხოლოდ 6 ათასი - ორჯერადად.

„300-500 ადამიანი რომ აიცრება, ერთი ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ ამით, ამიტომ უნდა ავიცრათ,“- განაცხადა გამყრელიძემ.

ცვლილება პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოში

"თუ მაისის ნახევარში შემთხვევების კატასტროფული მატება არ გვექნა, ვიმედოვნებთ, რომ..." - რას აცხადებს პაატა იმნაძე?

სააღდგომო საჩუქარი სოციალურად დაუცველ მოხუცებს