პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დმანისში, თიბისის მხარდაჭერითა და ქართულ-ფრანგული ინვესტიციით, მაღალტექნოლოგიური ფერმა ამოქმედდა
დმანისში, თიბისის მხარდაჭერითა და ქართულ-ფრანგული ინვესტიციით, მაღალტექნოლოგიური ფერმა ამოქმედდა

დმა­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ქარ­თულ-ფრან­გუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ი­თა და თი­ბი­სის მხარ­და­ჭე­რით, მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ფერ­მა ამოქ­მედ­და. სო­ფელ ზემო ყა­რა­ბუ­ლახ­ში, ფრან­გუ­ლი მე­ხორ­ცუ­ლი ჯი­შის - სა­ლერ­სის ფერ­მა აგრო-ინ­დუსტრი­ულ­მა ჯგუფ­მა - „GREEN ALLIANCE“ და­ა­ფუძნა. ფერ­მის მო­წყო­ბა ჯამ­ში 10 მი­ლი­ო­ნი ლარი დაჯ­და, სა­ი­და­ნაც თი­ბი­სის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, შე­ღა­ვა­თი­ა­ნი აგ­როკ­რე­დი­ტის ფარ­გლებ­ში, 6 მი­ლი­ო­ნი ლა­რია.

სა­ლერ­სის ჯი­შის 130 სული პი­რუ­ტყვი საფ­რან­გე­თის ცენ­ტრა­ლუ­რი მა­სი­ვი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნეს. ტე­რი­ტო­რია ბევ­რი კვლე­ვის შე­დე­გად შე­ირ­ჩა - კლი­მა­ტუ­რი და მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბით ის ძა­ლი­ან ჰგავს ცენ­ტრა­ლურ მა­სივს და ამას­თა­ნა­ვე, სა­ძოვ­რე­ბიც მა­ღა­ლი ხა­რის­ხის რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბის ბა­ლა­ხი­თაა და­ფა­რუ­ლი.

ფერ­მა 820 ჰექტრამ­დე სა­ძო­ვარ და სახ­ნავ-სა­თეს მი­წას ფლობს და აღ­ჭურ­ვი­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რით. კომ­პა­ნია სა­ქონ­ლის 900 სუ­ლამ­დე გაზ­რდას, ყო­ველ­წლი­უ­რად კი 1000 ტო­ნამ­დე ხორ­ცის წარ­მო­ე­ბა­სა და რე­ა­ლი­ზა­ცი­ას გეგ­მავს.

ფერ­მა­ში და­საქ­მე­ბუ­ლია ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა. ამას­თა­ნა­ვე, კომ­პა­ნია თა­ნამ­შრომ­ლობს ფრან­გი კონ­სულ­ტან­ტე­ბის ტექ­ნი­კურ ჯგუფ­თან, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებს, ვე­ტე­რი­ნა­რებს, ნუტ­რი­ცი­ო­ნის­ტებ­სა და მე­ქა­ნი­კო­სებს. ტექ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფი ჩარ­თუ­ლია ყო­ველ­დღი­ურ სა­მუ­შაო პრო­ცეს­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი კად­რე­ბის პრო­ფე­სი­ულ გა­დამ­ზა­დე­ბა­ში. ფერ­მის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად გა­დი­ან სტა­ჟი­რე­ბას საფ­რან­გეთ­ში, მსგავ­სი კონ­ცეფ­ცი­ის ფერ­მა­ში.

„აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი სრუ­ლად ავ­ტო­ნო­მი­უ­რი ფერ­მის კონ­ცეფ­ცი­ას ეფუძ­ნე­ბა. ანა­ლო­გი­უ­რი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სხვა რე­გი­ო­ნებ­შიც ვგეგ­მავთ. სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი კი, ქვე­ყა­ნა­ში მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბის ევ­რო­პულ სტან­დარტზე აყ­ვა­ნაა“, - ლე­ვან ხუ­რო­ძე, დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი პარტნი­ო­რი.

თი­ბი­სის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სექ­ტორ­ში, ჯა­მუ­რად 500 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი ინ­ვეს­ტი­ცია აქვს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი.

„სოფ­ლის მე­უ­რე­ნო­ბა ქვეყ­ნის­თვის და ასე­ვე თი­ბი­სის­თვის ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. ჩვენ აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტებ­თან და სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მებ­თან იმის­თვის, რომ სექ­ტო­რის მო­ნა­წი­ლე­ებს და­ფი­ნან­სე­ბის სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბე­ბი შევ­თა­ვა­ზოთ. ქვე­ყა­ნა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცია, ბა­ზარ­ზე ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტის შექ­მნა და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის და­საქ­მე­ბა, ჩვენ­თვის ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტე­ბია, რო­მელ­თა გა­მოც „GREEN ALLIANCE“-ის არა­ერთ პრო­ექტს ვუ­ჭერთ მხარს“, - ლე­ვან შავ­კა­ციშ­ვი­ლი, თი­ბი­სის კორ­პო­რა­ცი­უ­ლი კლი­ენ­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი.

აგრო-ინ­დუსტრი­უ­ლი ჯგუ­ფი „GREEN ALLIANCE“ 2019 წელს ქარ­თველ­მა, ფრან­გმა და ჰო­ლან­დი­ელ­მა პარტნი­ო­რებ­მა - ჟაკ ფლუ­რიმ, ლე­ვან ხუ­რო­ძემ, ზაზა კიკ­ვა­ძემ, ლაშა ჯინ­ჭა­რა­ძემ და კომ­პა­ნი­ამ - „MG Law” და­ა­ფუძ­ნეს.

აგრო-ინ­დუსტრი­უ­ლი ჯგუ­ფი 4 კომ­პა­ნი­ას აერ­თი­ა­ნებს, რო­მელ­თა­გან 3 - „დმა­ნი­სის მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბა“, „ჯე­ო­რე­გი’’ და „სარ­თი­ჭა­ლა ვა­ი­ნი­არდ მე­ნე­ჯმენ­ტი“, თი­ბი­სის მხარ­და­ჭე­რით და­არ­სდა.

R

ლია
19

რაღა მაინცდამაინც ეკოლოგიურად დაბინძურებული დმანისი და სართიჭალა აარჩიეთ,ძალიან გიჭირთ ჭკუაში.მერე გაუკვირდებათ ერთხელაც მძიმე მეტალებს რომ აღმოუჩენენ პროდუქციაში.

ავტორი:

დმანისში, თიბისის მხარდაჭერითა და ქართულ-ფრანგული ინვესტიციით, მაღალტექნოლოგიური ფერმა ამოქმედდა

დმანისში, თიბისის მხარდაჭერითა და ქართულ-ფრანგული ინვესტიციით, მაღალტექნოლოგიური ფერმა ამოქმედდა

დმანისის მუნიციპალიტეტში, ქართულ-ფრანგული ინვესტიციითა და თიბისის მხარდაჭერით, მაღალტექნოლოგიური ფერმა ამოქმედდა. სოფელ ზემო ყარაბულახში, ფრანგული მეხორცული ჯიშის - სალერსის ფერმა აგრო-ინდუსტრიულმა ჯგუფმა - „GREEN ALLIANCE“ დააფუძნა. ფერმის მოწყობა ჯამში 10 მილიონი ლარი დაჯდა, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, 6 მილიონი ლარია.

სალერსის ჯიშის 130 სული პირუტყვი საფრანგეთის ცენტრალური მასივიდან ჩამოიყვანეს. ტერიტორია ბევრი კვლევის შედეგად შეირჩა - კლიმატური და მეტეოროლოგიური მახასიათებლებით ის ძალიან ჰგავს ცენტრალურ მასივს და ამასთანავე, საძოვრებიც მაღალი ხარისხის რამდენიმე სახეობის ბალახითაა დაფარული.

ფერმა 820 ჰექტრამდე საძოვარ და სახნავ-სათეს მიწას ფლობს და აღჭურვილია თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ინფრასტრუქტურით. კომპანია საქონლის 900 სულამდე გაზრდას, ყოველწლიურად კი 1000 ტონამდე ხორცის წარმოებასა და რეალიზაციას გეგმავს.

ფერმაში დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა. ამასთანავე, კომპანია თანამშრომლობს ფრანგი კონსულტანტების ტექნიკურ ჯგუფთან, რომელიც აერთიანებს მეცხოველეობის სპეციალისტებს, ვეტერინარებს, ნუტრიციონისტებსა და მექანიკოსებს. ტექნიკური ჯგუფი ჩართულია ყოველდღიურ სამუშაო პროცესსა და ადგილობრივი კადრების პროფესიულ გადამზადებაში. ფერმის თანამშრომლები პერიოდულად გადიან სტაჟირებას საფრანგეთში, მსგავსი კონცეფციის ფერმაში.

„აღნიშნული პროექტი სრულად ავტონომიური ფერმის კონცეფციას ეფუძნება. ანალოგიური პროექტის განხორციელებას საქართველოს სხვა რეგიონებშიც ვგეგმავთ. საბოლოო მიზანი კი, ქვეყანაში მეცხოველეობის ევროპულ სტანდარტზე აყვანაა“, - ლევან ხუროძე, დამფუძნებელი პარტნიორი.

თიბისის სოფლის მეურნეობის სექტორში, ჯამურად 500 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

„სოფლის მეურენობა ქვეყნისთვის და ასევე თიბისისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ინსტიტუტებთან და სახელმწიფო პროგრამებთან იმისთვის, რომ სექტორის მონაწილეებს დაფინანსების საუკეთესო პირობები შევთავაზოთ. ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიცია, ბაზარზე ჯანსაღი პროდუქტის შექმნა და ადგილობრივების დასაქმება, ჩვენთვის ის მნიშვნელოვანი კომპონენტებია, რომელთა გამოც „GREEN ALLIANCE“-ის არაერთ პროექტს ვუჭერთ მხარს“, - ლევან შავკაციშვილი, თიბისის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი.

აგრო-ინდუსტრიული ჯგუფი „GREEN ALLIANCE“ 2019 წელს ქართველმა, ფრანგმა და ჰოლანდიელმა პარტნიორებმა - ჟაკ ფლურიმ, ლევან ხუროძემ, ზაზა კიკვაძემ, ლაშა ჯინჭარაძემ და კომპანიამ - „MG Law” დააფუძნეს.

აგრო-ინდუსტრიული ჯგუფი 4 კომპანიას აერთიანებს, რომელთაგან 3 - „დმანისის მეცხოველეობა“, „ჯეორეგი’’ და „სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტი“, თიბისის მხარდაჭერით დაარსდა.

R

როგორ იწარმოება პრემიალური ხაზის ხორცპროდუქტები საქართველოში - კაიზერის ისტორია

მცხეთაში „სმარტის“ ახალი ფორმატის სუპერმარკეტი გაიხსნა

5 რამ, რაც თქვენს იმუნიტეტზე არ იცით და ბუნებრივი საშუალებები, რომელიც იმუნიტეტის გაძლიერებაში დაგეხმარებათ