სპორტი
მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალები დაწერენ განცხადებას, რომ მანდატზე ამბობენ უარს" - "გირჩი“ პარლამენტში ალექსანდრე რაქვიაშვილის შეყვანის მიზნით, პარტიის სიიდან ყველა ქალის ჩახსნას გეგმავს
"ქალები დაწერენ განცხადებას, რომ მანდატზე ამბობენ უარს" - "გირჩი“ პარლამენტში ალექსანდრე რაქვიაშვილის შეყვანის მიზნით, პარტიის სიიდან ყველა ქალის ჩახსნას გეგმავს

პარ­ტია “გირ­ჩი“ ცეს­კო­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სი­ი­დან ყვე­ლა ქალი კან­დი­და­ტის ამო­ღე­ბა­სა და ამ მო­თხოვ­ნით ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­თვის მი­მარ­თვას გეგ­მავს.

მი­ზა­ნი პარ­ტი­ის ერთ-ერთი ლი­დე­რის, ალექ­სან­დრე რაქ­ვი­აშ­ვი­ლის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რად ცნო­ბაა. ამა­ვე მიზ­ნით, დე­პუ­ტა­ტის მან­დატს სა­ლო­მე მუ­ჯი­რი დათ­მობს, რო­მე­ლიც “გირ­ჩის“ სიით გა­სუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი წევ­რია.

“გირ­ჩი“ ახლა იმ სა­მარ­თლებ­რივ-პრო­ცე­დუ­რუ­ლი სა­კი­თხე­ბის გარ­კვე­ვის პრო­ცეს­შია, რაც რაქ­ვი­აშ­ვი­ლის­თვის დე­პუ­ტა­ტის მან­და­ტის მი­ნი­ჭე­ბის­თვის არის სა­ჭი­რო.

“ჩვენ­მა ყვე­ლა მხარ­და­ჭერ­მა იცო­და, რომ გენ­დერულ კვო­ტი­რე­ბას მხარს არ ვუ­ჭერთ და მას გვერდს ავუვ­ლით. სი­ა­ში ყვე­ლა ჩა­იხ­სნე­ბა. ქა­ლე­ბი და­წე­რენ გან­ცხა­დე­ბას, რომ მან­დატ­ზე ამ­ბო­ბენ უარს. ჩვენ არ ჩავ­ხსნით მთლი­ან სა­არ­ჩევ­ნო სიას. ეს მარ­ტო ქა­ლებს შე­ე­ხე­ბათ - ჩვენ სი­ა­ში ყვე­ლა ქალი ნო­მი­ნა­ლუ­რად არის ჩას­მუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრე რაქ­ვი­აშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტის წევრ თა­ნა­პარ­ტი­ე­ლებ­თან ერ­თად ყო­ველ დღე პარ­ლა­მენ­ტშია და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვებ­საც პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან პა­სუ­ხობს.

არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, თუკი სა­არ­ჩევ­ნო სი­ი­დან მხო­ლოდ ქა­ლე­ბის “ჩახ­სნა­ზე“ ცეს­კოს პარ­ტია მი­მარ­თავს, სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ამა­ზე უარი თქვას, რად­გან ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, შე­საძ­ლოა, “სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსში“ ჩა­დე­ბუ­ლი გენ­დერუ­ლი კვო­ტი­რე­ბის პრინ­ცი­პი და­ირ­ღვეს. კვო­ტი­რე­ბის პრინ­ცი­პი რომ არ და­ირ­ღვეს, სა­ვა­რა­უ­დოდ, მთე­ლი სია უნდა ჩა­იხ­სნას - რო­გორც ქა­ლე­ბი, ასე­ვე კა­ცე­ბი და სი­ა­ში მხო­ლოდ ალექ­სან­დრე რაქ­ვი­აშ­ვი­ლი დარ­ჩეს. ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს ნორ­მას, როცა სი­ა­ში წარ­დგე­ნილ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბის კან­დი­დატს შე­უძ­ლია სი­ი­დან სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რის მოხ­სნის მიზ­ნით, ცეს­კოს პი­რა­დი გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თოს.

“სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სით“, ცეს­კო­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში ყო­ვე­ლი მე­ო­თხე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლი უნდა იყოს. გენ­დერუ­ლი კვო­ტი­რე­ბის პრინ­ცი­პი მოქ­მე­დებს დე­პუ­ტა­ტის ად­გილ­მო­ნაც­ვლე­ო­ბის შემ­თხვე­ვა­შიც.

31 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად, “გირ­ჩის” სიით პარ­ლა­მენ­ტში შე­ვიდ­ნენ და სა­დე­პუ­ტა­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა აქვთ ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძეს, იაგო ხვი­ჩი­ას, ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი­სა და სა­ლო­მე მუ­ჯირს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკა
6

ვაი თქვენს პატრონს! და ვაი ჩვენ თქვენს შემყურეს! რომელმა ქალბატონმა თუ საქალბატონემ შემოხაზეთ გირჩი! "პრადვინუტები!"

123
0

ეს არ არის ადამიანის უფლებების დარღვევა და ძალადობა?

ავტორი:

"ქალები დაწერენ განცხადებას, რომ მანდატზე ამბობენ უარს" - "გირჩი“ პარლამენტში ალექსანდრე რაქვიაშვილის შეყვანის მიზნით, პარტიის სიიდან ყველა ქალის ჩახსნას გეგმავს

"ქალები დაწერენ განცხადებას, რომ მანდატზე ამბობენ უარს" - "გირჩი“ პარლამენტში ალექსანდრე რაქვიაშვილის შეყვანის მიზნით, პარტიის სიიდან ყველა ქალის ჩახსნას გეგმავს

პარტია “გირჩი“ ცესკოში რეგისტრირებული საარჩევნო სიიდან ყველა ქალი კანდიდატის ამოღებასა და ამ მოთხოვნით ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიმართვას გეგმავს.

მიზანი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის პარლამენტის წევრად ცნობაა. ამავე მიზნით, დეპუტატის მანდატს სალომე მუჯირი დათმობს, რომელიც “გირჩის“ სიით გასული პარლამენტის უფლებამოსილი წევრია.

“გირჩი“ ახლა იმ სამართლებრივ-პროცედურული საკითხების გარკვევის პროცესშია, რაც რაქვიაშვილისთვის დეპუტატის მანდატის მინიჭებისთვის არის საჭირო.

“ჩვენმა ყველა მხარდაჭერმა იცოდა, რომ გენდერულ კვოტირებას მხარს არ ვუჭერთ და მას გვერდს ავუვლით. სიაში ყველა ჩაიხსნება. ქალები დაწერენ განცხადებას, რომ მანდატზე ამბობენ უარს. ჩვენ არ ჩავხსნით მთლიან საარჩევნო სიას. ეს მარტო ქალებს შეეხებათ - ჩვენ სიაში ყველა ქალი ნომინალურად არის ჩასმული“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა, რომელიც პარლამენტის წევრ თანაპარტიელებთან ერთად ყოველ დღე პარლამენტშია და ჟურნალისტების კითხვებსაც პარლამენტის ტრიბუნიდან პასუხობს.

არ არის გამორიცხული, თუკი საარჩევნო სიიდან მხოლოდ ქალების “ჩახსნაზე“ ცესკოს პარტია მიმართავს, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამაზე უარი თქვას, რადგან ასეთი გადაწყვეტილებით, შესაძლოა, “საარჩევნო კოდექსში“ ჩადებული გენდერული კვოტირების პრინციპი დაირღვეს. კვოტირების პრინციპი რომ არ დაირღვეს, სავარაუდოდ, მთელი სია უნდა ჩაიხსნას - როგორც ქალები, ასევე კაცები და სიაში მხოლოდ ალექსანდრე რაქვიაშვილი დარჩეს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კანონმდებლობა ითვალისწინებს ნორმას, როცა სიაში წარდგენილ პარლამენტის წევრობის კანდიდატს შეუძლია სიიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნის მიზნით, ცესკოს პირადი განცხადებით მიმართოს.

“საარჩევნო კოდექსით“, ცესკოში რეგისტრირებულ საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესის წარმომადგენლი უნდა იყოს. გენდერული კვოტირების პრინციპი მოქმედებს დეპუტატის ადგილმონაცვლეობის შემთხვევაშიც.

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, “გირჩის” სიით პარლამენტში შევიდნენ და სადეპუტატო უფლებამოსილება აქვთ ზურაბ ჯაფარიძეს, იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილისა და სალომე მუჯირს.

"ვერაფრით ვხვდები, რა შედეგზეა გათვლილი "პრაიდის" გამართვა" - ალეკო ელისაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"