პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ სააკაშვილს მტკიცედ აქვს გაწყვეტილი, რომ ჩამოვიდეს - ის ერთობა, რომელიც ახლა გვაქვს, არ არის საკმარისი" - ლევან ბეჟაშვილი
"მიხეილ სააკაშვილს მტკიცედ აქვს გაწყვეტილი, რომ ჩამოვიდეს - ის ერთობა, რომელიც ახლა გვაქვს, არ არის საკმარისი" - ლევან ბეჟაშვილი

ნიკა მე­ლი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, შექ­მნის წი­ნა­პი­რო­ბას იმის­თვის, რომ მე­დი­ა­ტო­რე­ბის მხრი­დან შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ დო­კუ­მენტს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მხრი­დან ხელი მო­ე­წე­როს, - ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ლე­ვან ბეჟაშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც პარ­ტი­ი­სად­მი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­წო­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ნიკა მე­ლი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენტს შე­უ­ერ­თდეს.

რო­გორც ბეჟაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­კი­თხზე: უნდა მო­ა­წე­როს თუ არა „ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ დო­კუ­მენტს ხელს, პარ­ტი­ა­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბია, პი­რა­დად მას კი "გა­ო­რე­ბუ­ლი შეგ­რძნე­ბე­ბი" აქვს.

"გუ­შინ ჩვენ პო­ლიტ­საბ­ჭო ჩა­ვა­ტა­რეთ და ამ პო­ლიტ­საბ­ჭო­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი იყო, მაგ­რამ ყვე­ლა ვთან­ხმდე­ბით იმა­ზე, რომ თუ ნიკა მე­ლია კვლავ სა­პა­ტიმ­რო­ში რჩე­ბა, ამ სა­კი­თხის გან­ხილ­ვა არც კი ხდე­ბა. ამი­ტომ, ნიკა მე­ლი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, შექ­მნის წი­ნა­პი­რო­ბას იმის­თვის, რომ ხელ­მო­წე­რა გა­კეთ­დეს და ჩვენ უკვე ჩა­ვერ­თოთ მუ­შა­ო­ბა­ში. სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი უნდა იყოს ყვე­ლა რე­სურ­სის, ყვე­ლა ბერ­კე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა, მათ შო­რის სა­პარ­ლა­მენ­ტო რე­სუ­სურ­სის, თუ სა­ჭი­რო გახ­და იმის­თვის, რომ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში ოპო­ზი­ცი­ამ და ხალ­ხმა გა­ი­მარ­ჯვოს.

ერთი მხრივ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ვი­ყოთ თან­მიმ­დევ­რუ­ლე­ბი, ჩვე­ნი ამომ­რჩე­ვე­ლი სწო­რედ თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბას და ობი­ექ­ტუ­რო­ბას აფა­სებს, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, ვხე­დავთ, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის ჩიხ­ში შეყ­ვა­ნამ ზო­გა­დად ქვე­ყა­ნა არ უნდა შე­იყ­ვა­ნოს ჩიხ­ში. ვხე­დავთ, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში მარ­ტო არ უნდა დავ­რჩეთ და ისე­თი ინ­ტერპრე­ტა­ცია მი­ე­ცეს, თით­ქოს ჩვენ მარ­ტო დესტრუქ­ცი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის მომ­ხრე ვართ და ქვე­ყა­ნა­ზე არ ვფიქ­რობთ, მათ შო­რის ჩვე­ნი სა­ერ­თშო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის ძა­ლის­ხმე­ვა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ბეჟაშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, ბეჟაშ­ვი­ლი ცალ­კე­უ­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის მიერ შე­თან­ხმე­ბის დო­კუ­მენტზე ხელ­მო­წე­რას გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მიმ­დი­ნა­რე ბრძო­ლა­ში ერთ-ერთი მთა­ვა­რი მედ­რო­შე ნიკა მე­ლია იყო, მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­რე­შე ცალ­კე­უ­ლი პარ­ტი­ე­ბის მხრი­დან დო­კუ­მენტზე ხელ­მო­წე­რა კი მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია.

"ვფიქ­რობ, გუ­შინ­დე­ლი დღე ერ­თგვა­რად "ნერ­ვე­ბის ომი" იყო და ამ ომში ბევ­რმა ვერ გა­უძ­ლო, არ გა­მო­ი­ჩი­ნა სა­თა­ნა­დო სიმ­ტკი­ცე, ნე­ბის­ყო­ფა, ზოგს არ ეყო გა­მოც­დი­ლე­ბა, ზოგს კო­ლე­გი­ა­ლო­ბა. რო­დე­საც შენი პარტნი­ო­რი, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რი, პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლია ცი­ხე­შია, ნამ­დვი­ლად არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო ის, რაც გუ­შინ მოხ­და. ნიკა მე­ლი­ამ თა­ვის თავ­ზე აიღო ყვე­ლა ის სიმ­ძი­მე, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბო­და ლი­დე­რო­ბას, თა­ვის თავ­ზე აიღო მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აი­ძუ­ლა, ასეთ მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე წა­მო­სუ­ლი­ყო. პრაქ­ტი­კუ­ლად ნიკა მე­ლი­ამ და­ათ­მო­ბი­ნა ის, რაც ამ შე­თან­ხმე­ბა­ში ღი­რე­ბუ­ლია - ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მიბ­მა თვით­მარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში. რო­დე­საც ეს ადა­მი­ა­ნი ცი­ხე­შია, შენ დო­კუ­მენტს ხელს აწერ და ამას იმის­თვის აკე­თებ, რომ „ნიკა მე­ლი­ას გა­სა­თა­ვი­სუფ­ლე­ბად იბ­რძვი“, ერ­თგვა­რად არას­წო­რია.ეს არის არა­მარ­ტო ჩვე­ნი, არა­მედ ნიკა მე­ლი­ას პო­ზი­ცი­აც“, - გა­ნა­ცხა­და ბეჟაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლის პო­ზი­ცი­ას, ლე­ვან ბეჟაშ­ვი­ლის თქმით, მისი მი­სა­მარ­თით უხამს გან­ცხა­დე­ბებს პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბი ემიჯ­ნე­ბი­ან, თუმ­ცა სა­მა­დაშ­ვი­ლის მიერ შე­თან­ხმე­ბის დო­კუ­მენტზე ხელ­მო­წე­რა გა­უ­მარ­თლებ­ლად მი­აჩ­ნი­ათ.

„რაც შე­ე­ე­ხე­ბა თა­ვად სა­ლო­მეს მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ბუ­ნებ­რი­ვია, გა­უ­მარ­თლე­ბად მი­მაჩ­ნია. როცა პარ­ტი­ა­ში იხი­ლე­ბა სა­კი­თხი, პარ­ტი­ის წევრთა აზრი გა­ყო­ფი­ლია, შე­ნი­ვე პარ­ტი­ის ლი­დე­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი აკე­თებს გან­ცხა­დე­ბას, რომ ნიკა მე­ლი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ დო­კუ­მენტზე გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა, შენ მა­ინც მი­დი­ხარ, არ ელო­დე­ბი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას და წი­ნას­წარ, გა­ურ­კვე­ვე­ლი მო­ტი­ვა­ცი­ით ამ ხელ­მო­წე­რას აკე­თებ, ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ბევ­რის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი რჩე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ბეჟაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ყო­ფილ თავ­მჯდო­მა­რე გრი­გოლ ვა­შა­ძეს, რო­მელ­მაც მი­შე­ლის დო­კუ­მენტს დღეს ხელი მო­ა­წე­რა, ბეჟაშ­ვი­ლის­თვის მისი პო­ზი­ცია გა­უ­გე­ბა­რია.

„მან მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, პო­ლი­ტი­კი­დან წა­ვი­და, პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბი­დან წა­ვი­და, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მერე არა­ვის შეხ­მი­ა­ნე­ბია. არც არა­ვინ აძა­ლებ­და და სთხოვ­და ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას, რომ მა­ინც და მა­ინც ხელი მო­ე­წე­რა. რა იყო მისი მო­ტი­ვა­ცია ამ ხელ­მო­წე­რის გა­კე­თე­ბის დროს, სი­მარ­თლე გი­თხრათ, ახ­ლაც აუხ­ნე­ლია. მარ­თლაც გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დარ­ჩა ყვე­ლა, ვინც ეს კად­რე­ბი იხი­ლა. მო­ტი­ვა­ცია უც­ნო­ბია, ალ­ბათ, ეს მას უნდა ჰკი­თხოთ“, -გა­ნა­ცხა­და ბეჟაშ­ვილ­მა.

ასე­ვე, მან ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოდ­გო­მა­ზე ჩა­მოს­ვლის თა­ო­ბა­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბაც შე­ა­ფა­სა და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ა­კაშ­ვილს დაბ­რუ­ნე­ბა მტკი­ცეთ აქვს გა­და­წყვე­ტი­ლი.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მტკი­ცედ აქვს გა­წყვე­ტი­ლი, რომ ჩა­მო­ვი­დეს და ად­გილ­ზე გა­და­წყდეს მისი პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის ბედი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის, ვინც ამ პე­რი­ო­დამ­დე არ­ჩევ­ნებ­ში არ იყო ჩაბ­მუ­ლი, არ­ჩევ­ნებ­ზე არ მო­დი­ო­და, სტი­მუ­ლი იქ­ნე­ბა, რათა ისი­ნი პო­ლი­ტი­კუ­რად გა­აქ­ტი­ურ­დნენ და ჩვენ ერ­თობ­ლი­ვად, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, სხვა­დას­ხვა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­თან ერ­თად შევ­ძლოთ ამ ქვე­ყა­ნა­ში რე­ა­ლუ­რად ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ვხე­დავთ, ის ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც გვაქვს, ამ ეტაპ­ზე არ არის საკ­მა­რი­სი იმის­თვის, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი მისი დიდი ფუ­ლით და­ვა­მარ­ცხოთ“, - გა­ნა­ცხა­და ბეჟაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სალი
11

აკოც მაგ აზრზეა მინაშვილი?

: )))))))
42

შენც მაგრად გაუბრუებიხარ ბელადს

ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილს მტკიცედ აქვს გაწყვეტილი, რომ ჩამოვიდეს - ის ერთობა, რომელიც ახლა გვაქვს, არ არის საკმარისი" - ლევან ბეჟაშვილი

"მიხეილ სააკაშვილს მტკიცედ აქვს გაწყვეტილი, რომ ჩამოვიდეს - ის ერთობა, რომელიც ახლა გვაქვს, არ არის საკმარისი" - ლევან ბეჟაშვილი

ნიკა მელიას გათავისუფლება მაღალი ალბათობით, შექმნის წინაპირობას იმისთვის, რომ მედიატორების მხრიდან შემოთავაზებულ დოკუმენტს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ხელი მოეწეროს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც პარტიისადმი მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტს შეუერთდეს.

როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, საკითხზე: უნდა მოაწეროს თუ არა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დოკუმენტს ხელს, პარტიაში განსხვავებული პოზიციებია, პირადად მას კი "გაორებული შეგრძნებები" აქვს.

"გუშინ ჩვენ პოლიტსაბჭო ჩავატარეთ და ამ პოლიტსაბჭოზე განსხვავებული პოზიციები იყო, მაგრამ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ თუ ნიკა მელია კვლავ საპატიმროში რჩება, ამ საკითხის განხილვა არც კი ხდება. ამიტომ, ნიკა მელიას გათავისუფლება მაღალი ალბათობით, შექმნის წინაპირობას იმისთვის, რომ ხელმოწერა გაკეთდეს და ჩვენ უკვე ჩავერთოთ მუშაობაში. საბოლოო მიზანი უნდა იყოს ყველა რესურსის, ყველა ბერკეტის გამოყენება, მათ შორის საპარლამენტო რესუსურსის, თუ საჭირო გახდა იმისთვის, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციამ და ხალხმა გაიმარჯვოს.

ერთი მხრივ მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ თანმიმდევრულები, ჩვენი ამომრჩეველი სწორედ თანმიმდევრულობას და ობიექტურობას აფასებს, მაგრამ ამავდროულად, ვხედავთ, რომ პოლიტიკური პროცესების ჩიხში შეყვანამ ზოგადად ქვეყანა არ უნდა შეიყვანოს ჩიხში. ვხედავთ, რომ ამ შემთხვევაში მარტო არ უნდა დავრჩეთ და ისეთი ინტერპრეტაცია მიეცეს, თითქოს ჩვენ მარტო დესტრუქციული პოლიტიკის მომხრე ვართ და ქვეყანაზე არ ვფიქრობთ, მათ შორის ჩვენი საერთშორისო პარტნიორების ძალისხმევაზე“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

გარდა ამისა, ბეჟაშვილი ცალკეული ოპოზიციური პარტიის მიერ შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიმდინარე ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი მედროშე ნიკა მელია იყო, მისი გათავისუფლების გარეშე ცალკეული პარტიების მხრიდან დოკუმენტზე ხელმოწერა კი მათთვის მიუღებელია.

"ვფიქრობ, გუშინდელი დღე ერთგვარად "ნერვების ომი" იყო და ამ ომში ბევრმა ვერ გაუძლო, არ გამოიჩინა სათანადო სიმტკიცე, ნებისყოფა, ზოგს არ ეყო გამოცდილება, ზოგს კოლეგიალობა. როდესაც შენი პარტნიორი, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია ციხეშია, ნამდვილად არ უნდა მომხდარიყო ის, რაც გუშინ მოხდა. ნიკა მელიამ თავის თავზე აიღო ყველა ის სიმძიმე, რომელიც უკავშირდებოდა ლიდერობას, თავის თავზე აიღო მთელი პასუხისმგებლობა და ხელისუფლება აიძულა, ასეთ მოლაპარაკებაზე წამოსულიყო. პრაქტიკულად ნიკა მელიამ დაათმობინა ის, რაც ამ შეთანხმებაში ღირებულია - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიბმა თვითმართველობის არჩევნებში. როდესაც ეს ადამიანი ციხეშია, შენ დოკუმენტს ხელს აწერ და ამას იმისთვის აკეთებ, რომ „ნიკა მელიას გასათავისუფლებად იბრძვი“, ერთგვარად არასწორია.ეს არის არამარტო ჩვენი, არამედ ნიკა მელიას პოზიციაც“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

რაც შეეხება სალომე სამადაშვილის პოზიციას, ლევან ბეჟაშვილის თქმით, მისი მისამართით უხამს განცხადებებს პარტიის ლიდერები ემიჯნებიან, თუმცა სამადაშვილის მიერ შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერა გაუმართლებლად მიაჩნიათ.

„რაც შეეეხება თავად სალომეს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, გაუმართლებად მიმაჩნია. როცა პარტიაში იხილება საკითხი, პარტიის წევრთა აზრი გაყოფილია, შენივე პარტიის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი აკეთებს განცხადებას, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების შემთხვევაში, შესაძლებელია ამ დოკუმენტზე განცხადების გაკეთება, შენ მაინც მიდიხარ, არ ელოდები პარტიის თავმჯდომარის გათავისუფლებას და წინასწარ, გაურკვეველი მოტივაციით ამ ხელმოწერას აკეთებ, ბუნებრივია, ეს ბევრისთვის მიუღებელი რჩება“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძეს, რომელმაც მიშელის დოკუმენტს დღეს ხელი მოაწერა, ბეჟაშვილისთვის მისი პოზიცია გაუგებარია.

„მან მიიღო გადაწყვეტილება, პოლიტიკიდან წავიდა, პარტიის თავმჯდომარეობიდან წავიდა, ამ გადაწყვეტილების მერე არავის შეხმიანებია. არც არავინ აძალებდა და სთხოვდა ამ გადაწყვეტილების მიღებას, რომ მაინც და მაინც ხელი მოეწერა. რა იყო მისი მოტივაცია ამ ხელმოწერის გაკეთების დროს, სიმართლე გითხრათ, ახლაც აუხნელია. მართლაც გაკვირვებული დარჩა ყველა, ვინც ეს კადრები იხილა. მოტივაცია უცნობია, ალბათ, ეს მას უნდა ჰკითხოთ“, -განაცხადა ბეჟაშვილმა.

ასევე, მან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში შემოდგომაზე ჩამოსვლის თაობაზე გაკეთებული განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ სააკაშვილს დაბრუნება მტკიცეთ აქვს გადაწყვეტილი.

"მიხეილ სააკაშვილს მტკიცედ აქვს გაწყვეტილი, რომ ჩამოვიდეს და ადგილზე გადაწყდეს მისი პოლიტიკური საქმიანობის ბედი. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანისთვის, ვინც ამ პერიოდამდე არჩევნებში არ იყო ჩაბმული, არჩევნებზე არ მოდიოდა, სტიმული იქნება, რათა ისინი პოლიტიკურად გააქტიურდნენ და ჩვენ ერთობლივად, მიხეილ სააკაშვილთან, საზოგადოებასთან, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შევძლოთ ამ ქვეყანაში რეალურად ცვლილებების განხორციელება. ვხედავთ, ის ერთობა, რომელიც გვაქვს, ამ ეტაპზე არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ივანიშვილი მისი დიდი ფულით დავამარცხოთ“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

რას წერს ვიოლა ფონ კრამონი "ტვიტერზე", ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ