პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეალობა არის ის, რომ შეთანხმების გარეშე ნიკა მელიას ვერ ვათავისუფლებდით" - ხათუნა სამნიძე შეთანხმების დოკუმენტის დეტალებზე
"რეალობა არის ის, რომ შეთანხმების გარეშე ნიკა მელიას ვერ ვათავისუფლებდით" - ხათუნა სამნიძე შეთანხმების დოკუმენტის დეტალებზე

შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე, რე­ა­ლო­ბა არის ის, რომ ნიკა მე­ლი­ას ვერ ვა­თა­ვი­სუფ­ლებ­დით. ახლა თავ­დას­ხმა ვინ­მე­ზე, ვინც ხელი მო­ა­წე­რა ამ დო­კუ­მენტს, არის არას­წო­რი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მხარ­და­ჭე­რე­ბის­გან, - ამის შე­სა­ხებ „რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის“ თავ­მჯდო­მა­რემ ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ევ­რო­პე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან ნიკა მე­ლი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ გი­რაო იყო შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი იმ მიზ­ნით, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დე­რის მყი­სი­ე­რი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო და მას, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად მო­ე­წე­რა ხელი შე­თან­ხმე­ბის დო­კუ­მენტზე. თუმ­ცა, სამ­ნი­ძის თქმით, ეს თა­ვად მე­ლი­ას გა­და­სა­წყვე­ტია და თუ ის გი­რა­ო­ზე უარს აცხა­დებს, გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა ამ­ნის­ტი­ის კა­ნო­ნით, რო­მე­ლის ინი­ცი­რე­ბაც პარ­ლა­მენ­ტში უნდა მოხ­დეს.

„გი­რაო იყო შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი იმი­ტომ, რომ ეს მყი­სი­ე­რად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­და ნიკა მე­ლი­ას და ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­აჩ­ნდათ ჩვენს ევ­რო­პელ პარტნი­ო­რებს. მათ სურ­დათ, რომ ხელ­მო­წე­რა შე­ეძ­ლოს ნიკა მე­ლი­ას მალე. ახ­ლაც დო­კუ­მენ­ტი ღიაა, ახ­ლაც ვე­ლო­დე­ბით, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ მი­ი­ღე­ბენ კონ­კრე­ტულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რად­გან მათ პი­რო­ბა და­ა­ყე­ნეს, რომ ნიკა მე­ლია უნდა იყოს გა­რეთ და მყი­სი­ე­რად გა­მოს­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა იყო ევ­რო­პე­ლე­ბის მხრი­დან გა­დახ­დი­ლი გი­რაო - ისი­ნი თვლი­ან, რომ სა­კუ­თა­რი წვლი­ლი უნდა შე­ი­ტა­ნონ, რომ კრი­ზი­სი­დან გა­მო­ვი­დეთ და ამას სთა­ვა­ზო­ბენ მთელს ოპო­ზი­ცი­ას, არა მარ­ტო ნიკა მე­ლი­ას, მაგ­რამ აქვე ხაზს უს­ვა­მენ, რომ ეს არის პი­რა­დი ნება და მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თუ მან არ მი­ი­ღო გა­დახ­დის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, რა თქმა უნდა, რჩე­ბა ამ­ნის­ტი­ის სა­კი­თხი, რო­მე­ლიც არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმა­ზე, იხ­დი­ან თუ არა გი­რა­ოს. ამ­ნის­ტი­ის კა­ნო­ნით ის თა­ვი­სუფ­ლდე­ბა. მუხ­ლებ­ზე შე­თან­ხმე­ბუ­ლი არ ვართ, ეს არის სე­რი­ო­ზუ­ლი სა­კი­თხი და სა­მუ­შაო, ეს არის ოპო­ზი­ცი­ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, საკ­მა­ოდ რთუ­ლი და მძი­მე ნა­წი­ლია ამ დო­კუ­მენ­ტში, მაგ­რამ უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რა იყო სას­წორ­ზე, რის­თვის უნდა მიგ­ვეღ­წია. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ნიკა მე­ლია გა­მო­ვი­დეს ცი­ხი­დან, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ის ჩა­უდ­გეს სა­თა­ვე­ში სა­კუ­თარ პარ­ტი­ას, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს დო­კუ­მენ­ტი ხელ­მო­წე­რი­ლი იყოს მისი მხრი­დან და კი­დევ ერთხელ ხაზს გა­ვუს­ვამ, ახლა თავ­დას­ხმე­ბი ვინ­მე­ზე, ვინც ხელი მო­ა­წე­რა ამ დო­კუ­მენტს, არის არას­წო­რი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მხარ­დამ­ჭე­რე­ბის­გან, მი­უ­ხე­და­ვად მათი იმედ­გაც­რუ­ე­ბი­სა კონ­კრე­ტულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამ შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე, რე­ა­ლო­ბა არის ის, რომ ნიკა მე­ლი­ას ვერ ვა­თა­ვი­სუფ­ლებ­დით. მეს­მის, რომ ჩვენ გვყავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც და­პა­ტიმ­რე­ბე­ბით და ასე­თი უკა­ნო­ნო­ბე­ბით ებ­რძვის ოპო­ზი­ცი­ას, მაგ­რამ ეს ხომ ფაქ­ტია, რომ ჩვე­ნი ევ­რო­პე­ლი და ამე­რი­კე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მხარ­და­ჭე­რით გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე,“ - გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძემ.

„რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის“ თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­საც უპა­სუ­ხა და აღ­ნიშ­ნა, რომ "5 კო­მი­ტე­ტი იმი­ტომ არის მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ ეს არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­გორ ხე­და­ვენ ჩვე­ნი მე­დი­ა­ტო­რე­ბი, ითა­ნამ­შრომ­ლოს ოპო­ზი­ცი­ამ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, ნდო­ბა აღ­დგეს და შე­წყდეს მტრო­ბა, რაც დღეს შე­უძ­ლე­ბე­ლია".

სამ­ნი­ძის შე­ფა­სე­ბით, ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვი­ლი არ იც­ნობს მო­ლა­პა­რა­კე­ბის დე­ტა­ლებს და მისი მხრი­დან არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და. მი­სი­ვე თქმით, დო­კუ­მენ­ტში არა­ნა­ირ დათ­ქმებ­ზე სა­უ­ბა­რი არ ყო­ფი­ლა. რო­გორც სამ­ნი­ძემ გა­ნა­ცხა­და, აქ სა­უ­ბა­რი არა თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბა­ზე, არა­მედ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის და­წყე­ბა­ზე.

„ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვი­ლი არ იც­ნობს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დე­ტა­ლებს, რაზე იყო სა­უ­ბა­რი და მას ვურ­ჩევ, ჰკი­თხოს შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­სა და არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძეს. არა­ვი­თა­რი დათ­ქმე­ბი და არით­მე­ტი­კა ამ შე­თან­ხმე­ბის დროს არ ყო­ფი­ლა, რო­გორც წე­რია შე­თან­ხმე­ბა­ში, ისე უნდა მოხ­დეს. ეს არ არის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ნა­წი­ლი ამ შე­თან­ხმე­ბის, გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლე­ბია, მაგ­რამ ეს არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ეს არ არის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბა­ზე ლა­პა­რა­კი, ეს არის ძა­ლა­უფ­ლე­ბის ანუ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა, რაც არის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი იმის­კენ, რომ ჩვენ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შევ­ძლოთ და არა ასე, არით­მე­ტი­კით პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მა იმა­ზე, რა­ზეც ხე­ლია უკვე მო­წე­რი­ლი. კე­თი­ლი ინე­ბოს, ჰკი­თხოს მომ­ლა­პა­რა­კებ­ლებს და გა­ერ­კვეს! არა­ვი­თა­რი დათ­ქმე­ბი, ვინ შევა და ვინ არა, ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას არ აქვს. 5 კო­მი­ტე­ტი იმი­ტომ არის მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ ეს არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­გორ ხე­და­ვენ ჩვე­ნი მე­დი­ა­ტო­რე­ბი, ითა­ნამ­შრომ­ლოს ოპო­ზი­ცი­ამ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, ნდო­ბა აღ­დგეს და შე­წყდეს მტროლ­ბა, რაც დღეს შე­უძ­ლე­ბე­ლია, ეს არის სა­ფუძ­ვე­ლი ამ პუნ­ქტის შე­თან­ხმე­ბა­ში,“- გა­ნა­ცხა­და სამ­ნი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, პარ­ლა­მენ­ტის საპ­რო­ცე­დუ­რო სა­კი­თხთა და წე­სე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის მიერ 5 კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პოს­ტის და­კა­ვე­ბის­თვის ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლაა სა­ჭი­რო.

რო­გორც ქა­და­გიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, 5 კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბა 60 დე­პუ­ტა­ტის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში შეს­ვლა­ზეა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
22

ქ-ნ ხათუნა ამ მონიტორინგზე უკეთ ინახა, საღ აზროვნებაშია და სხვაზე უკეთ ესმის და აზროვნებს. ნაერთიდან საკუთარი პოლიტიკა შექმნა, ისე, რომ ჭუჭყი არ აიკრა. ყოჩაღ! თუ არა რესპუბლიკელებს არაფერი ჩანსი ცალკე პოლიტიკის კეთებისა არ ქონდათ, ხოლო სარად აზროვნებამ ხელთ პოლიტიკა დააკავა. ვნახოთ წინ რა იქნება.

madona
1

ssshennairma matrakveca qalebma gaanadgura **respublikuri partia**

ავტორი:

"რეალობა არის ის, რომ შეთანხმების გარეშე ნიკა მელიას ვერ ვათავისუფლებდით" - ხათუნა სამნიძე შეთანხმების დოკუმენტის დეტალებზე

"რეალობა არის ის, რომ შეთანხმების გარეშე ნიკა მელიას ვერ ვათავისუფლებდით" - ხათუნა სამნიძე შეთანხმების დოკუმენტის დეტალებზე

შეთანხმების გარეშე, რეალობა არის ის, რომ ნიკა მელიას ვერ ვათავისუფლებდით. ახლა თავდასხმა ვინმეზე, ვინც ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს, არის არასწორი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერებისგან, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპელი პარტნიორების მხრიდან ნიკა მელიას გათავისუფლების სანაცვლოდ გირაო იყო შეთავაზებული იმ მიზნით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის მყისიერი გათავისუფლება მომხდარიყო და მას, რაც შეიძლება სწრაფად მოეწერა ხელი შეთანხმების დოკუმენტზე. თუმცა, სამნიძის თქმით, ეს თავად მელიას გადასაწყვეტია და თუ ის გირაოზე უარს აცხადებს, გათავისუფლდება ამნისტიის კანონით, რომელის ინიცირებაც პარლამენტში უნდა მოხდეს.

„გირაო იყო შემოთავაზებული იმიტომ, რომ ეს მყისიერად გაათავისუფლებდა ნიკა მელიას და ეს ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. მათ სურდათ, რომ ხელმოწერა შეეძლოს ნიკა მელიას მალე. ახლაც დოკუმენტი ღიაა, ახლაც ველოდებით, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რადგან მათ პირობა დააყენეს, რომ ნიკა მელია უნდა იყოს გარეთ და მყისიერად გამოსვლის შესაძლებლობა იყო ევროპელების მხრიდან გადახდილი გირაო - ისინი თვლიან, რომ საკუთარი წვლილი უნდა შეიტანონ, რომ კრიზისიდან გამოვიდეთ და ამას სთავაზობენ მთელს ოპოზიციას, არა მარტო ნიკა მელიას, მაგრამ აქვე ხაზს უსვამენ, რომ ეს არის პირადი ნება და მისი გადაწყვეტილება, თუ მან არ მიიღო გადახდის შემოთავაზება, რა თქმა უნდა, რჩება ამნისტიის საკითხი, რომელიც არ არის დამოკიდებული იმაზე, იხდიან თუ არა გირაოს. ამნისტიის კანონით ის თავისუფლდება. მუხლებზე შეთანხმებული არ ვართ, ეს არის სერიოზული საკითხი და სამუშაო, ეს არის ოპოზიციის პასუხისმგებლობა, საკმაოდ რთული და მძიმე ნაწილია ამ დოკუმენტში, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რა იყო სასწორზე, რისთვის უნდა მიგვეღწია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნიკა მელია გამოვიდეს ციხიდან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ჩაუდგეს სათავეში საკუთარ პარტიას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დოკუმენტი ხელმოწერილი იყოს მისი მხრიდან და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, ახლა თავდასხმები ვინმეზე, ვინც ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს, არის არასწორი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებისგან, მიუხედავად მათი იმედგაცრუებისა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ამ შეთანხმების გარეშე, რეალობა არის ის, რომ ნიკა მელიას ვერ ვათავისუფლებდით. მესმის, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც დაპატიმრებებით და ასეთი უკანონობებით ებრძვის ოპოზიციას, მაგრამ ეს ხომ ფაქტია, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერით გამოვიყვანოთ პოლიტპატიმრები თავისუფლებაზე,“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ "5 კომიტეტი იმიტომ არის მითითებული, რომ ეს არის შესაძლებლობა, როგორ ხედავენ ჩვენი მედიატორები, ითანამშრომლოს ოპოზიციამ და ხელისუფლებამ, ნდობა აღდგეს და შეწყდეს მტრობა, რაც დღეს შეუძლებელია".

სამნიძის შეფასებით, ირაკლი ქადაგიშვილი არ იცნობს მოლაპარაკების დეტალებს და მისი მხრიდან არაკომპეტენტური განცხადება გაკეთდა. მისივე თქმით, დოკუმენტში არანაირ დათქმებზე საუბარი არ ყოფილა. როგორც სამნიძემ განაცხადა, აქ საუბარი არა თავმჯდომარეობაზე, არამედ პასუხისმგებლობის განაწილებასა და თანამშრომლობის დაწყებაზე.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ირაკლი ქადაგიშვილი არ იცნობს მოლაპარაკებების დეტალებს, რაზე იყო საუბარი და მას ვურჩევ, ჰკითხოს შალვა პაპუაშვილსა და არჩილ თალაკვაძეს. არავითარი დათქმები და არითმეტიკა ამ შეთანხმების დროს არ ყოფილა, როგორც წერია შეთანხმებაში, ისე უნდა მოხდეს. ეს არ არის ყველაზე მთავარი ნაწილი ამ შეთანხმების, გაცილებით მნიშვნელოვანი ნაწილებია, მაგრამ ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ეს არ არის თავმჯდომარეობაზე ლაპარაკი, ეს არის ძალაუფლების ანუ პასუხისმგებლობის განაწილება, რაც არის პირველი ნაბიჯები იმისკენ, რომ ჩვენ თანამშრომლობა შევძლოთ და არა ასე, არითმეტიკით პასუხების გაცემა იმაზე, რაზეც ხელია უკვე მოწერილი. კეთილი ინებოს, ჰკითხოს მომლაპარაკებლებს და გაერკვეს! არავითარი დათქმები, ვინ შევა და ვინ არა, ამ ხელშეკრულებას არ აქვს. 5 კომიტეტი იმიტომ არის მითითებული, რომ ეს არის შესაძლებლობა, როგორ ხედავენ ჩვენი მედიატორები, ითანამშრომლოს ოპოზიციამ და ხელისუფლებამ, ნდობა აღდგეს და შეწყდეს მტროლბა, რაც დღეს შეუძლებელია, ეს არის საფუძველი ამ პუნქტის შეთანხმებაში,“- განაცხადა სამნიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ 5 კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დაკავებისთვის ყველა ოპოზიციონერის პარლამენტში შესვლაა საჭირო.

როგორც ქადაგიშვილი განმარტავს, 5 კომიტეტის თავმჯდომარეობა 60 დეპუტატის საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზეა გათვალისწინებული.

"შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნურად შექმნილი კრიზისი დასრულებულია" - მთავარი მესიჯები მიშელისა და ღარიბაშვილის ერთობლივი პრესკონფერენციიდან

"მანამ არ აგიდგეთ გვერდები..." - რა მიმართვას უგზავნის ნიკა მელია "ქართულ ოცნებას"?

რაზე ესაუბრა ნიკა მელია თანაგუნდელებს რუსთავის ციხეში - კობა ნაყოფიამ პარტიის თავმჯდომარის პოზიცია გააჟღერა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"