მსოფლიო
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რიონის ხეობის მცველები ქუთაისის მაჟორიტარს შეხვდნენ - რას აცხადებენ შეხვედრის მონაწილეები მისი დასრულების შემდეგ?
რიონის ხეობის მცველები ქუთაისის მაჟორიტარს შეხვდნენ - რას აცხადებენ შეხვედრის მონაწილეები მისი დასრულების შემდეგ?

სო­ფელ გუ­მათ­ში "ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის" მშე­ნებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში ქუ­თა­ი­სის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი ზაზა ლო­მი­ნა­ძე შეხ­ვდა.

შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლემ ვარ­ლამ გო­ლე­თი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მათი მო­თხოვ­ნე­ბი უც­ვლე­ლი რჩე­ბა და თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მათ მო­თხოვ­ნებს არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს არა­ნა­ირ შეხ­ვედ­რას აზრი არ აქვს.

"ბა­ტო­ნი ზაზა დაგ­ვი­კავ­შირ­და და გვი­თხრა, რომ უნ­დო­და ჩვენ­თან შეხ­ვედ­რა, რის შემ­დე­გაც ჩვენ ის მო­ვიწ­ვი­ეთ გუ­მათ­ში. რა თქმა უნდა, და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბა შეგ­ვიძ­ლია მივ­ცეთ მის აქ მოს­ვლას რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის. თუმ­ცა ახა­ლი მის­გან არა­ფე­რი მოგ­ვის­მე­ნია, რო­გორც ის ამ­ბობს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ჩვენს მო­თხოვ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მი­უ­ღია. ჩვენ მას­თან კი­დევ ერთხელ გა­ვუს­ვით ხაზი, რომ ჩვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბი რჩე­ბა უც­ვლე­ლი და ამ მო­თხოვ­ნე­ბის სხვაგ­ვა­რად წარ­მო­ჩე­ნა იქ­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი.

თუ მათ ჰქონ­დათ ილუ­ზია, ჩვე­ნი წინა შეხ­ვედ­რი­დან იმა­ზე, რომ ჩვენ სამ მო­თხოვ­ნას ნა­წი­ლობ­რივ დაგ­ვიკ­მა­ყო­ფი­ლებ­დნენ, ან პო­ზი­ცი­ას შეგ­ვირ­ბი­ლებ­დნენ, კი­დევ ერთხელ გან­ვუ­მარ­ტეთ მათ, რომ მსგავ­სი მიდ­გო­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან პრო­ტესტს უფრო გაზ­რდის. ამი­ტომ კი­დევ ერთხელ შე­ა­ფა­სონ მოვ­ლე­ნე­ბი გო­ნივ­რუ­ლად, რად­გან დი­ნა­მი­კა ამ პრო­ცესს აქვს.

თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ ლო­გი­კურ სამ მო­თხოვ­ნას, რაც მდგო­მა­რე­ობს ხე­ო­ბა­ში სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­წყვე­ტა­ში, ბლოკ პოს­ტის მოხ­სნა­ში და მოგ­ვე­ცეს უფ­ლე­ბა დაგ­ვიშ­ვან ნა­მოხ­ვან­ში პრო­ტეს­ტის ძი­რი­თად ად­გი­ლას, რა თქმა უნდა, არ გა­ნი­ხი­ლე­ბა არა­ნა­ი­რი შეხ­ვედ­რა. ჩვენ არ შეგვნე­ლე­ბია პრო­ტეს­ტის ტალ­ღა და არც შე­ვა­ჩე­რებთ“ , - გა­ნა­ცხა­და ვარ­ლამ გო­ლე­თი­ან­მა.

ზაზა ლო­მი­ნა­ძის თქმით, გუ­მათ­ში მი­ვი­და იმის­თვის, რომ მზად­ყოფ­ნა გა­მო­ეთ­ქვა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გა­საგ­რძე­ლებ­ლად.

"პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მე­ლიც იმ­ყო­ფე­ბო­და ქუ­თა­ის­ში და აწარ­მო­ებ­და მო­ლაპ­რა­კე­ბას, მას­თან შე­თან­ხმე­ბით ამო­ვე­დი აქ იმის­თვის, რომ დღეს კი­დევ ერთხელ გა­მოგ­ვეთ­ქვა მზად­ყოფ­ნა მო­ლა­პა­რა­კე­ბის გა­საგ­რძე­ლებ­ლად. მთა­ვა­რია, რომ ჩვენ ყვე­ლა იმ სა­კითხს ვი­ხი­ლავთ, რო­მე­ლიც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა და­ა­ყე­ნეს. ჩემი პი­რა­დი შე­ხე­დუ­ლე­ბა არის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰე­სე­ბი უნდა აშენ­დეს. ისი­ნი გვიმ­ტკი­ცე­ბენ, რომ არ უნდა აშენ­დეს, ჩვენ ვამ­ტკი­ცებთ, რომ უნდა აშენ­დეს. ამი­ტომ ჩვენს გან­ვი­ხი­ლავთ ამ სა­კი­თხებს“, - გან­ცხა­და ზაზა ლო­მი­ნა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tyt
29
უფ,ქუთაისის მაჟორიტარი თუ შეხვდა, მორჩა,საქმე,ჩათვალეთ,გადაწყვეტილია.სად იყო აქამდე.
sea
22
გურიის მაჟორიტარივით კაი ნასვამ ნაჭამი იქნება.ფულები კი აქვთ ჩეჩქივით.ინტელექტი დაეკარგათ.მთლად მამა მარჩენალს გვანან.
ავტორი:

რიონის ხეობის მცველები ქუთაისის მაჟორიტარს შეხვდნენ - რას აცხადებენ შეხვედრის მონაწილეები მისი დასრულების შემდეგ?

რიონის ხეობის მცველები ქუთაისის მაჟორიტარს შეხვდნენ - რას აცხადებენ შეხვედრის მონაწილეები მისი დასრულების შემდეგ?

სოფელ გუმათში "ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტში ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე შეხვდა.

შეხვედრის დაწყებამდე აქციის მონაწილემ ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება და თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს არანაირ შეხვედრას აზრი არ აქვს.

"ბატონი ზაზა დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ უნდოდა ჩვენთან შეხვედრა, რის შემდეგაც ჩვენ ის მოვიწვიეთ გუმათში. რა თქმა უნდა, დადებითი შეფასება შეგვიძლია მივცეთ მის აქ მოსვლას როგორც პარლამენტის წევრის. თუმცა ახალი მისგან არაფერი მოგვისმენია, როგორც ის ამბობს პრემიერ-მინისტრს ჩვენს მოთხოვნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია. ჩვენ მასთან კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი, რომ ჩვენი მოთხოვნები რჩება უცვლელი და ამ მოთხოვნების სხვაგვარად წარმოჩენა იქნება შეუძლებელი.

თუ მათ ჰქონდათ ილუზია, ჩვენი წინა შეხვედრიდან იმაზე, რომ ჩვენ სამ მოთხოვნას ნაწილობრივ დაგვიკმაყოფილებდნენ, ან პოზიციას შეგვირბილებდნენ, კიდევ ერთხელ განვუმარტეთ მათ, რომ მსგავსი მიდგომა ხელისუფლების მხრიდან პროტესტს უფრო გაზრდის. ამიტომ კიდევ ერთხელ შეაფასონ მოვლენები გონივრულად, რადგან დინამიკა ამ პროცესს აქვს.

თუ ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი არ დააკმაყოფილებენ ლოგიკურ სამ მოთხოვნას, რაც მდგომარეობს ხეობაში სამუშაოების შეწყვეტაში, ბლოკ პოსტის მოხსნაში და მოგვეცეს უფლება დაგვიშვან ნამოხვანში პროტესტის ძირითად ადგილას, რა თქმა უნდა, არ განიხილება არანაირი შეხვედრა. ჩვენ არ შეგვნელებია პროტესტის ტალღა და არც შევაჩერებთ“ , - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ზაზა ლომინაძის თქმით, გუმათში მივიდა იმისთვის, რომ მზადყოფნა გამოეთქვა მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.

"პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი, რომელიც იმყოფებოდა ქუთაისში და აწარმოებდა მოლაპრაკებას, მასთან შეთანხმებით ამოვედი აქ იმისთვის, რომ დღეს კიდევ ერთხელ გამოგვეთქვა მზადყოფნა მოლაპარაკების გასაგრძელებლად. მთავარია, რომ ჩვენ ყველა იმ საკითხს ვიხილავთ, რომელიც აქციის მონაწილეებმა დააყენეს. ჩემი პირადი შეხედულება არის, რომ საქართველოში ჰესები უნდა აშენდეს. ისინი გვიმტკიცებენ, რომ არ უნდა აშენდეს, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ უნდა აშენდეს. ამიტომ ჩვენს განვიხილავთ ამ საკითხებს“, - განცხადა ზაზა ლომინაძემ.

"მზად ვართ, გავაგრძელოთ საქმიანი დისკუსია... "ნამახვანჰესის" პროექტი არის ქართული საქმე, რომელიც ემსახურება მთელი ქვეყნის კეთილდღეობას" - "ენკა"

რესპუბლიკის მოედანზე "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეების აქციას სასულიერო პირების ნაწილი შეუერთდა

"ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა კარვები გაშალეს - რა ხდება ამ დროისთვის რესპუბლიკის მოედანზე