პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სუს-მა 300 000 ევროს სანაცვლოდ რადიოაქტიური ნივთიერების გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავა
სუს-მა 300 000 ევროს სანაცვლოდ რადიოაქტიური ნივთიერების გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავა

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის უკა­ნო­ნო რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე, ორი პირი და­ა­კა­ვეს.

რო­გორც უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი, ქუ­თა­ის­ში რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი მა­სა­ლის გა­სა­ღე­ბას 300 000 ევ­როს სა­ნაც­ვლოდ გეგ­მავ­დნენ, რა დრო­საც ისი­ნი და­ა­კა­ვეს.

"რა­დი­ო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, ამო­ღე­ბუ­ლი კონ­ტე­ი­ნე­რი შე­ი­ცავს რა­დი­ო­აქ­ტი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბა ამე­რი­ცი­უმ 241 (Am241). რა­დი­ო­აქ­ტი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბებ­თან და მავ­ნე­ბე­ლი გა­მოს­ხი­ვე­ბის სხვა წყა­რო­ებ­თან მუ­შა­ო­ბის ძი­რი­თა­დი სა­ნი­ტა­რუ­ლი წე­სე­ბის (რუნ 2000) სა­ფუძ­ველ­ზე გა­მოკ­ვლე­ულ კონ­ტე­ი­ნერ­ზე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი Y (გამა) გა­მოს­ხი­ვე­ბის დო­ზის სიმ­ძლავ­რი­სა და თვით წყა­როს რა­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მას­თან უშუ­ა­ლო ხანგძლი­ვი კონ­ტაქ­ტი სა­ში­შია ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 230-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის უკა­ნო­ნო მო­პყრო­ბას გუ­ლის­ხმობს. გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტი“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავტორი:

სუს-მა 300 000 ევროს სანაცვლოდ რადიოაქტიური ნივთიერების გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავა

სუს-მა 300 000 ევროს სანაცვლოდ რადიოაქტიური ნივთიერების გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული პირები, ქუთაისში რადიოაქტიური მასალის გასაღებას 300 000 ევროს სანაცვლოდ გეგმავდნენ, რა დროსაც ისინი დააკავეს.

"რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული კონტეინერი შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერება ამერიციუმ 241 (Am241). რადიოაქტიურ ნივთიერებებთან და მავნებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან მუშაობის ძირითადი სანიტარული წესების (რუნ 2000) საფუძველზე გამოკვლეულ კონტეინერზე დაფიქსირებული რადიოაქტიური Y (გამა) გამოსხივების დოზის სიმძლავრისა და თვით წყაროს რაობის გათვალისწინებით, მასთან უშუალო ხანგძლივი კონტაქტი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო მოპყრობას გულისხმობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

"სათამაშო ტიპის, სპორტული იარაღი ჰქონდა თან... ახლა დიდი ემოციური ფონი აქვს" - რას ამბობს "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელზე ადვოკატი?

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

მკვლელობა ქობულეთში - ძმამ ძმა სანადირო თოფით მოკლა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"