ქვეყანა ჩაკეტო, თქვა, ყველანი სახლში იჯექით და არ გამოხვიდეთ, ამას არ ჰქვია კარგი კრიზისმენეჯერი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.
როგორც კახიშვილი "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" აცხადებს, ამ შემთხვევაში სერიოზული ჩაკეტვა მოხდა, რამაც ბიზნესი დააზიანა.
"პანდემიის დროს სწორი მართვა, რას ნიშნავს, იცით? - როდესაც არც პანდემიის ტალღა დაგარტყამს და არც ბიზნესი ჩავარდება ასეთ ვითარებაში. კოლბაში შეიძლება ნებისმიერი ადამიანი ჩასვა, საერთოდ არც პანდემია გაეკარება და არც არაფერი, მაგრამ იმ კოლბაში რომ ჩასვა, რამდენად კომფორტული იქნება ადამიანი, სხვა საკითხია. ქვეყანა ჩაკეტო, თქვა, რომ ყველანი სახლში იჯექით და არ გამოხვიდეთო, ამას არ ჰქვია კარგი კრიზისმენეჯერი. მითუმეტეს, როდესაც შენზე მთელი გუნდი მუშაობს.
თქვენ თუ მეტყვით, რომ მარტო ის იჯდა და სხვა არავინ მუშაობდა, არც შს მინისტრი, არც ჯანდაცვის მინისტრი, არც ეკონომიკის, არც იუსტიციის, არც პარტია, კი, ბატონო დაგეთანხმებით, მაგრამ კარგი მენეჯერი არის რა - როცა არც მწვადს წვავ, არც შამფურს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ, რომ სერიოზული ჩაკეტვა მოხდა ქვეყნის, რამაც მცირე ბიზნესი დააზიანა. ბიუჯეტში სერიოზული პრობლემები გაჩნდა, გარდა ამისა სხვა ტიპის პრობლემებია, რომელიც ადრე თუ გვიან გახდება ცნობილი“, - აღნიშნა კახიშვილმა.
..და საპარლამენტო უმრავლესობამ თქვენი არქიფოიანად ქვეყანას დედა რო აუფეთქეთ, დანაშაული არაა და სხვას ჭკუას ასწავლით კიდევ? გახარია მე მაინცადამაინც გულზე არ მეხატება, მაგრამ თქვენთან, კრიმინალურ-დეპუტატურ დაჯგუფებებთან და ჭორვილელ ოლიგარქთან შედარებით უცოდველი კრავია. მიტინგიც თქვენი დარბეულია ბიძოს კურთხევით რასაკვირველია, რომ ხალხიც დაეშინებინა და გახარიასთვის ჩირქი მოეცხო. ამ ძველ კაგებეშნიკურ მეთოდებს აღარავინ ჭამს ახლა..
რას ბოდიალობს ნეტა. არც მწვადი დაწვა და არ შამფური ეგრე სადაა, პოლიტიკოსი მზად უნდა იყოს რომ ყველა კმაყოფილი არ იქნება მისი ქმედებებით. დღევანდელ საქართველოში თუ დიდ მასას არ მოწონხარ მგონი მართლა აკეთებ რაღაც სასარგებლოს :) ესეთი ნე რიბა ნე მიასა ხალხი უნდა მოაშორო აქედან - მთელი ოცნება ეგეთები არიან.