მოდელი და ტელეწამყვანი ლიკა ევგენიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ნინუცა მაყაშვილის ისტორიას ეხმაურება. ტელეწამყვანი სრულ მხარდაჭერას უცხადებს მსახიობს და რუსეთველის თეატრის ადმინისტრაციას მოუწოდებს, ბესო ზანგურთან დაკავშირებით შესაბამისი ზომები მიიღოს.
"სრული მხარდაჭერა ნინუცას! მადლობა გამბედაობისთვის, დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანისთვის გახდები მაგალითი. ყველამ ხმამაღლა უნდა ისაუბროს ასეთ საკითხებზე და ყველა მოძალადე უნდა იქნას გამოაშკარავებული! ნინუცას საოცარი ხასიათიდან გამომდინარე, ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ასეთ ტკივილს ატარებდა ამდენი წლის მანძილზე... Rustaveli Theatre - რუსთაველის თეატრი იმედია რეაგირებას მოახდენთ და ზანგურისთვის ხალხს ტაშს არ დააკვრევინებთ!" - წერს ლიკა ევგენიძე.
ცნობისთვის, გადაცემა "ფარულ კონვერტში" ნინუცა მაყაშვილმა თქვა, რომ ყოფილ მეუღლესთან დაშორების მიზეზი ძალადობა იყო. როგორც მან აღნიშნა, ბესო ზანგური მას ფიზიკურადაც უსწორდებოდა და ამ ყველაფერს თავი გაქცევით დააღწია. ბესო ზანგურმა ყოფილი მეუღლის ბრალდებები უარყო და მას სასამართლოში ჩივილით დაემუქრა.
რეაგირებას მოახდენს არა ისა კიდე. აქეთ დააბრალებენ მაგ გოგოს ყველაფერს.
ეს ერთი სფერო იყო დარჩენილი საიდანაც ზიზღი და სიძულვილი არ შეიმჩნეოდა თუმცა არც ეს დატოვენ მიცვდნენ და გამოაფინენ გულში შენახული ვისაც რა ქონდა. იცოდეთ რომ ძველებს რაც უთქვამთ ყველაფერი მართალია და ყველამ წაიკითხეთ და ცხოვრებაშიც გამოიყენეთ. ხოლო ახალი და ევროპული არცერთი ცხოვრებისეული არააა. ყველა დამანგრეველია და ეს ნგრევა ყველასთვის ფსიხოლოგიურად დამაზიანებელია. ამას მოყვება უდედოდ ან უმამოდ დარჩენილი შვილები რომ არაფერი ვთქვატ დანგრეულ ოჯახებზე.