პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დასავლეთზე ოცნება ისევ ჩავარდა, ვრჩებით რუსულ გუბერნიად" - როგორ აფასებენ ექსპერტები ფაშინიანის შეხვედრას პუტინთან და დაეხმარება თუ არა ეს სომხეთის პრემიერს გამარჯვებაში
"დასავლეთზე ოცნება ისევ ჩავარდა, ვრჩებით რუსულ გუბერნიად" - როგორ აფასებენ ექსპერტები ფაშინიანის შეხვედრას პუტინთან და დაეხმარება თუ არა ეს სომხეთის პრემიერს გამარჯვებაში

"სომ­ხე­თი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან ფარ­თო და გრძელ­ვა­დი­ან სამ­ხედ­რო-ტექ­ნი­კურ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რაც ორი­ვე სა­ხელ­მწი­ფოს გრძელ­ვა­დი­ან სტრა­ტე­გი­ულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი", - ეს იყო დას­კვნი­თი ფრა­ზა, რო­მე­ლიც სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა მოს­კოვ­ში 7 აპ­რილს და­გეგ­მილ ვი­ზი­ტამ­დე რუ­სულ მე­დი­ას­თან წარ­მოთ­ქვა.

მი­სი­ვე თქმით, სომ­ხურ-რუ­სუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არა­ერთ სფე­როს მო­ი­ცავს და ორი ხალ­ხის ის­ტო­რი­უ­ლი სი­ახ­ლო­ვით არის გან­მტკი­ცე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი არ არის.

მო­უ­ტანს თუ არა ბო­ნუ­სებს ნი­კოლ ფა­ში­ნი­ანს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის თვალ­ში რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტთან შეხ­ვედ­რა და ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე სა­უ­ბა­რი, ამის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა აქ­ტი­უ­რად მსჯე­ლობს. 7 აპ­რილს, ფა­ში­ნი­ან­მა პუ­ტინ­თან შეხ­ვედ­რი­სას აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტყვე­ო­ბა­ში მყო­ფი ყა­რა­ბა­ღის ომის მო­ნა­წი­ლე სო­მე­ხი სამ­ხედ­რო­ე­ბის თემა გა­ახ­მო­ვა­ნა. თა­ვის მხრიც, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა სომ­ხეთ­ში ეკო­ნო­მი­კურ პრო­ექ­ტებ­ზე, მათ შო­რის ქვე­ყა­ნა­ში ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა.

"ერთ დროს და­სავ­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ახლა კი თვით­გა­დარ­ჩე­ნის­თვის მებ­რძო­ლი ლი­დე­რის გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლის გა­მარ­თლე­ბა­საც უმ­წე­ოდ ცდი­ლობს. მოს­კოვ­ში, თურ­მე, "სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბის" გამო დარ­ბის..." - ასე შე­ა­ფა­სა სო­მე­ხი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თმა ნა­წილ­მა ფა­ში­ნი­ა­ნის მოს­კო­ვუ­რი ვი­ზი­ტი. მა­თი­ვე შე­ფა­სე­ბით, პრო­რუ­სულ­მა ოპო­ზი­ცი­ამ გავ­ლე­ნე­ბი არ დათ­მო და ფა­ში­ნი­ანს მარ­ყუ­ჟი მო­უ­ჭი­რა.

სხვე­ბის მო­საზ­რე­ბით, "ფა­ში­ა­ნი­ნი გონს მო­ვი­და და რო­გორც იქნა გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რომ ამ რე­ა­ლო­ბა­ში სომ­ხეთს რუ­სეთ­თან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­და, სხვა პერ­სპტექ­ტი­ვა არ აქვს". ზო­გი­ერ­თმა მოს­კოვ­ში ვი­ზი­ტი ფა­ში­ნი­ანს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პი­ა­რის ელე­მენ­ტად ჩა­უთ­ვა­ლა.

პო­ლი­ტო­ლოგ არ­მენ ვარ­და­ნი­ა­ნის მო­საზ­რე­ბით, სომ­ხე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას არ აინ­ტე­რე­სებს, რო­მელ კან­დი­დატს და­უ­ჭერს კრემ­ლი მხარს, მათ უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბი და სტა­ბი­ლუ­რო­ბა სჭირ­დე­ბათ.

"გარ­და ამი­სა, რუ­სე­თი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მიერ ტყვე­ე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­თან­ხმე­ბის გა­რან­ტო­რად გა­მო­ვი­და. ფა­ში­ნი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბა რუ­სე­თის მი­მართ ფა­რულ საყ­ვე­დურ­სა და მი­ნიშ­ნე­ბას შე­ი­ცავ­და, რომ მისი მხრი­დან შე­თან­ხმე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა მის რე­პუ­ტა­ცი­ას და­ა­ზი­ა­ნებს", - აცხა­დებს ვარ­და­ნი­ა­ნი kavkaz-uzel.eu-სთან სა­უბ­რი­სას.

მი­სი­ვე თქმით, სომ­ხუ­რი მხა­რე ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბის თე­მა­საც შე­ე­ხო, რაც ქვე­ყა­ნა­ში რუ­სუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შე­მო­დი­ნე­ბად აღიქ­მე­ბა.

"ამას­თან, გა­ი­ნი­ხი­ლეს სამ­ხედ­რო-ტექ­ნი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რაც ნიშ­ნავს, რომ ომმა სომ­ხე­თის არ­მი­ას ძა­ლი­ან დიდი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა, რო­მე­ლიც სას­წრა­ფოდ უნდა გა­მოს­წორ­დეს", - ამ­ბობს ვარ­და­ნი­ა­ნი.

რო­გორც პო­ლი­ტო­ლო­გი აცხა­დებს, პრე­ზი­დენ­ტებ­მა სომ­ხეთ­ში არ­სე­ბუ­ლი შიდა პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­აც გა­ნი­ხი­ლეს, ოღონდ და­ხუ­რულ კარს მიღ­მა, რათა რუ­სე­თის მხრი­დან სომ­ხურ პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­რე­ვა­ში ბრალ­დე­ბე­ბი არ ყო­ფი­ლი­ყო.

"არ მგო­ნია, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა რო­მე­ლი­მე კან­დი­და­ტის მი­მართ თა­ვი­სი სიმ­პა­თი­ე­ბის შე­სა­ხებ ღიად ისა­უბ­როს, კრემ­ლის­თვის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, კონ­კრე­ტუ­ლად ვინ იქ­ნე­ბა სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, მთა­ვა­რია ენ­დო­ბოდ­ნენ, ფა­ში­ნი­ანს კი, ვფიქ­რობ, არ ენ­დო­ბი­ან", - ამ­ბობს ვარ­და­ნი­ა­ნი, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, ყა­რა­ბა­ღის ომში რუ­სე­თის ნე­იტ­რა­ლურ­მა პო­ზი­ცი­ამ სო­მეხ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში მის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შეც­ვა­ლა.

კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ტო­ლო­გის, სტე­ფან და­ნი­ე­ლი­ა­ნის ცნო­ბით, კრემლთან ფა­ში­ნი­ა­ნის მჭიდ­რო კავ­ში­რებ­მა, შე­საძ­ლოა მის­კენ ის ელექ­ტო­რა­ტი მო­აბ­რუ­ნოს, რო­მე­ლიც მას­ზე გამ­წყრა­ლი იყო.

რუ­სეთს თა­ვა­დაც არ აწყობს ახლა რო­მე­ლი­მე მხა­რის მიერ შე­თან­ხმე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა და ამის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და კი­დეც - თუ ასე მოხ­და, ეს რე­გი­ონ­ში ნე­გა­ტი­ურ გე­ო­პო­ლი­ტი­კურ ცვლი­ლე­ბებს გა­მო­იწ­ვევს, ამი­ტო­მაც ჩვენ-ჩვენს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბებს ფრთხი­ლად უნდა მო­ვე­კი­დო­თო", - ამ­ბობს და­ნი­ე­ლი­ა­ნი.

მისი შე­ფა­სე­ბით, კრემ­ლი ფა­ში­ნი­ანს ფო­რას აძ­ლევს, რაც სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ ენ­დო­ბა, პი­რი­ქით, ამით ეუბ­ნე­ბა, რომ თა­ვად უნდა მო­აგ­ვა­როს სომ­ხეთ­ში დაგ­რო­ვი­ლი პო­ლიტ­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი.

"რუ­სეთ­ში იცი­ან, რომ ფა­ში­ნი­ა­ნი ვერ აკონ­ტრო­ლებს ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ას, რუ­სეთს კი ეს არ აწყობს, რად­გან სომ­ხე­თის მი­მართ გრძელ­ვა­დი­ა­ნი გეგ­მე­ბი აქვს და ურ­ჩევ­ნია, იქ სტა­ბი­ლუ­რი ვი­თა­რე­ბა იყოს.

რუ­სეთ­ში ვი­ზი­ტი სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ვე­რა­ვი­თარ ბო­ნუსს ვერ მის­ცემს, რაც უნდა აშ­კა­რად ცდი­ლობ­დეს კრემლთან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბას, ძი­რი­თად­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ელექ­ტო­რატ­მა, განსკა­უთ­რე­ბით ელი­ტამ, კარ­გად იცის, რომ ში­ნა­გა­ნად მას მა­ინც ან­ტი­რუ­სუ­ლი ხედ­ვე­ბი აქვს. ის ნა­წი­ლი, ვის­თვი­საც რუ­სეთ­თან ახლო კავ­ში­რე­ბი მი­სა­ღე­ბია, აუ­ცი­ლებ­ლად დას­ვამს კი­თხვას - რა­ტომ უნდა მივ­ცეთ ფა­ში­ნი­ანს ხმა, რო­დე­საც უკვე არ­სე­ბობს პრო­რუ­სუ­ლი კად­რი რო­ბერტ ქო­ჩა­რი­ა­ნი, რო­მე­ლიც რუ­სე­თის­თვის წლე­ბია "ში­ნა­უ­რად" ით­ვლე­ბა და კრემლთა­ნაც სრუ­ლი­ად და­ლა­გე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს?!" - აცხა­დებს და­ნი­ე­ლი­ა­ნი.

პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მომ­ხილ­ვე­ლის, ნა­ი­რა არუ­მი­ა­ნის მო­საზ­რე­ბით, "პუ­ტი­ნის მხარ­და­ჭე­რა რო­ბერტ ქო­ჩა­რი­ან­თან მე­ტო­ქე­ო­ბა­ში ფა­ში­ნი­ა­ნის­თვის ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია".

ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, თით­ქოს ფა­ში­ნი­ან­მა პუ­ტინს თა­ვი­სი ფასი შეს­თა­ვა და ახლა ვაჭ­რო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, პუ­ტინს ვი­დე­ო­კონ­ტაქ­ტი ჰქონ­და რო­ბერტ ქო­ჩა­რი­ან­თან. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, პუ­ტი­ნის პრეს-სპი­კერ­მა პეს­კოვ­მა აღი­ა­რა, რომ მათ, რო­გორც მე­გობ­რებს, მუდ­მი­ვი კავ­ში­რი აქვთ. თა­ვის მხრივ, ფა­ში­ნი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ პუ­ტინ­თან მა­საც მუდ­მი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. ახლა სუ­რა­თი ასე­თი კო­მი­კუ­რია, სომ­ხე­თის ორი­ვე ლი­დერს შო­რის ღია კონ­კუ­რენ­ცი­აა, რო­მელს უფრო ახლო და ხში­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტთან", - აცხა­დებს აი­რუ­მი­ა­ნი.

ფა­ში­ნი­ა­ნის მოს­კოვ­ში ვი­ზიტს ად­გი­ლობ­რი­ვი ინ­ტერ­ნეტ-მომ­ხმა­რებ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

"ომის შემ­დეგ, სომ­ხეთ­ში რუ­სე­თის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა. ამომ­რჩე­ველ­თა არც ისე მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა მი­იჩ­ნევს, რომ პუ­ტი­ნის მხარ­და­ჭე­რა ბო­ნუ­სად ვერ ჩა­ით­ვლე­ბა, რად­გან ლა­მის სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი მითი, რომ რუ­სე­თი რე­გი­ონ­ში ლი­დე­რია და სომ­ხე­თი ყო­ველ­გვა­რი საფრ­თხე­ე­ბის­გან და­ცუ­ლია, რო­გორც მისი სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რი და მო­კავ­ში­რე, და­იმ­სხვრა. ამი­ტომ, ფა­ში­ნი­ანს შე­საძ­ლოა ახლა სჭირ­დე­ბო­დეს კრემ­ლის მხარ­და­ჭე­რა, რათა ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი შე­და­რე­ბით სტა­ბი­ლუ­რი გა­ხა­დოს, თო­რემ გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ეს მას სარ­გე­ბელს ვერ მო­უ­ტანს", - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი აქ­ტი­ვის­ტი რო­ბერტ აბ­რა­მი­ა­ნი.

"ფა­ში­ნი­ა­ნი რუ­სე­თის ერთ-ერთი გეგ­მის ნა­წი­ლია, სი­ნამ­დვი­ლე­ში მას სუ­ლაც არ აღელ­ვებს, ვინ იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, მთა­ვა­რია, და­სავ­ლე­თის­კენ არ გა­ვი­ხე­დოთ. ეს კი იმ ჭა­ობ­ში დარ­ჩე­ნას ნიშ­ნავს, რა­შიც ლა­მის სა­უ­კუ­ნეა ვართ. ისევ ერთ წრე­ზე ვტრი­ა­ლებთ, ხალ­ხს არა­ვინ ეკი­თხე­ბა, რა უნდა, აქ მთა­ვა­რია, რუ­სე­თის­თვის ვი­ყოთ მი­სა­ღე­ბი და სა­სურ­ვე­ლი. ახლა არ­ცა­ხის (მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის რე­გი­ო­ნი) ომში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის­თვის მი­ყი­დუ­ლი რუ­სუ­ლი ია­რა­ღით დაჭ­რი­ლი სო­მე­ხი ბი­ჭე­ბი რუ­სეთ­ში მკურ­ნა­ლო­ბენ, ჩვენ კი მად­ლო­ბე­ლი უნდა ვი­ყოთ ამ სი­კე­თის­თვის, რად­გან თა­ვად არაფ­რის თავი გვაქვს", - წერს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რე­ბე­ლი ბენი არუ­თი­ნი­ა­ნი.

"წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ფა­ში­ნი­ა­ნის მოს­კოვ­ში ვი­ზი­ტი ნიშ­ნავს, რომ ტრა­დი­ცია გრძელ­დე­ბა - სომ­ხე­თის­თვის კი­დევ რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა. და­სავ­ლეთ­ზე ოც­ნე­ბა კი­დევ ერთხელ ჩა­ვარ­და. ვრჩე­ბით რუ­სე­თის გუ­ბერ­ნი­ად", - მი­აჩ­ნია აი­სულ ქა­ი­რუ­მი­ანს.

სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკვე არ­სე­ბობს ორი სომ­ხურ-რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო და­ნა­ყო­ფი - უსაფრ­თხო­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი და­ნა­ყო­ფი და სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნუ­ლი სის­ტე­მა. ქვეყ­ნე­ბი კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის შე­თან­ხმე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბი არი­ან, რაც გარ­კვე­ულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­საც აკის­რებთ, თუმ­ცა გა­სულ შე­მოდ­გო­მა­ზე, ყა­რა­ბა­ღის ომში რუ­სეთ­მა ნე­იტ­რა­ლუ­რი პო­ზი­ცია აირ­ჩია.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
lK
553

რუსეთი თავის გარშემო არასოდეს არ დაალაგებს სიტუაციას. აწყობს ღარიბი, გაუბედურებული მეზობლები, ვისაც მუდამ უკარხებს თავის სურვილებს. 

!!!!!!!!
115

რა საინტერესო ხალხია. მთელი ამერიკა სომხებითაა გაჭედილი და ესენი რუსებს ეტენებიან.

ავტორი:

"დასავლეთზე ოცნება ისევ ჩავარდა, ვრჩებით რუსულ გუბერნიად" - როგორ აფასებენ ექსპერტები ფაშინიანის შეხვედრას პუტინთან და დაეხმარება თუ არა ეს სომხეთის პრემიერს გამარჯვებაში

"დასავლეთზე ოცნება ისევ ჩავარდა, ვრჩებით რუსულ გუბერნიად" - როგორ აფასებენ ექსპერტები ფაშინიანის შეხვედრას პუტინთან და დაეხმარება თუ არა ეს სომხეთის პრემიერს გამარჯვებაში

"სომხეთი რუსეთის ფედერაციასთან ფართო და გრძელვადიან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზეა ორიენტირებული, რაც ორივე სახელმწიფოს გრძელვადიან სტრატეგიულ ურთიერთობებზეა დაფუძნებული", - ეს იყო დასკვნითი ფრაზა, რომელიც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მოსკოვში 7 აპრილს დაგეგმილ ვიზიტამდე რუსულ მედიასთან წარმოთქვა.

მისივე თქმით, სომხურ-რუსული სტრატეგიული ურთიერთობები არაერთ სფეროს მოიცავს და ორი ხალხის ისტორიული სიახლოვით არის განმტკიცებული, რომელიც მომავალ ვადამდელ არჩევნებზე დამოკიდებული არ არის.

მოუტანს თუ არა ბონუსებს ნიკოლ ფაშინიანს ადგილობრივი მოსახლეობის თვალში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი, ამის შესახებ ადგილობრივი პოლიტოლოგები და საზოგადოება აქტიურად მსჯელობს. 7 აპრილს, ფაშინიანმა პუტინთან შეხვედრისას აზერბაიჯანის ტყვეობაში მყოფი ყარაბაღის ომის მონაწილე სომეხი სამხედროების თემა გაახმოვანა. თავის მხრიც, რუსეთის პრეზიდენტმა სომხეთში ეკონომიკურ პროექტებზე, მათ შორის ქვეყანაში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე ისაუბრა.

"ერთ დროს დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული, ახლა კი თვითგადარჩენისთვის მებრძოლი ლიდერის განცხადება, რომლის გამართლებასაც უმწეოდ ცდილობს. მოსკოვში, თურმე, "სახელმწიფოებრივი ინტერესების" გამო დარბის..." - ასე შეაფასა სომეხი საზოგადოების ერთმა ნაწილმა ფაშინიანის მოსკოვური ვიზიტი. მათივე შეფასებით, პრორუსულმა ოპოზიციამ გავლენები არ დათმო და ფაშინიანს მარყუჟი მოუჭირა.

სხვების მოსაზრებით, "ფაშიანინი გონს მოვიდა და როგორც იქნა გააცნობიერა, რომ ამ რეალობაში სომხეთს რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის გარდა, სხვა პერსპტექტივა არ აქვს". ზოგიერთმა მოსკოვში ვიზიტი ფაშინიანს წინასაარჩევნო პიარის ელემენტად ჩაუთვალა.

პოლიტოლოგ არმენ ვარდანიანის მოსაზრებით, სომხეთის მოსახლეობას არ აინტერესებს, რომელ კანდიდატს დაუჭერს კრემლი მხარს, მათ უსაფრთხოების გარანტიები და სტაბილურობა სჭირდებათ.

"გარდა ამისა, რუსეთი აზერბაიჯანის მიერ ტყვეების გათავისუფლების შეთანხმების გარანტორად გამოვიდა. ფაშინიანის განცხადება რუსეთის მიმართ ფარულ საყვედურსა და მინიშნებას შეიცავდა, რომ მისი მხრიდან შეთანხმების შეუსრულებლობა მის რეპუტაციას დააზიანებს", - აცხადებს ვარდანიანი kavkaz-uzel.eu-სთან საუბრისას.

მისივე თქმით, სომხური მხარე ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის თემასაც შეეხო, რაც ქვეყანაში რუსული ინვესტიციების შემოდინებად აღიქმება.

"ამასთან, გაინიხილეს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა, რაც ნიშნავს, რომ ომმა სომხეთის არმიას ძალიან დიდი ზიანი მიაყენა, რომელიც სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს", - ამბობს ვარდანიანი.

როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, პრეზიდენტებმა სომხეთში არსებული შიდა პოლიტიკური სიტუაციაც განიხილეს, ოღონდ დახურულ კარს მიღმა, რათა რუსეთის მხრიდან სომხურ პოლიტიკაში ჩარევაში ბრალდებები არ ყოფილიყო.

"არ მგონია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა რომელიმე კანდიდატის მიმართ თავისი სიმპათიების შესახებ ღიად ისაუბროს, კრემლისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, კონკრეტულად ვინ იქნება სომხეთის ხელისუფლებაში, მთავარია ენდობოდნენ, ფაშინიანს კი, ვფიქრობ, არ ენდობიან", - ამბობს ვარდანიანი, რომლის ცნობითაც, ყარაბაღის ომში რუსეთის ნეიტრალურმა პოზიციამ სომეხ მოსახლეობაში მის მიმართ დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეცვალა.

კიდევ ერთი ადგილობრივი პოლიტოლოგის, სტეფან დანიელიანის ცნობით, კრემლთან ფაშინიანის მჭიდრო კავშირებმა, შესაძლოა მისკენ ის ელექტორატი მოაბრუნოს, რომელიც მასზე გამწყრალი იყო.

რუსეთს თავადაც არ აწყობს ახლა რომელიმე მხარის მიერ შეთანხმების შეუსრულებლობა და ამის შესახებ განაცხადა კიდეც - თუ ასე მოხდა, ეს რეგიონში ნეგატიურ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს გამოიწვევს, ამიტომაც ჩვენ-ჩვენს პასუხისმგებლობებს ფრთხილად უნდა მოვეკიდოთო", - ამბობს დანიელიანი.

მისი შეფასებით, კრემლი ფაშინიანს ფორას აძლევს, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ ენდობა, პირიქით, ამით ეუბნება, რომ თავად უნდა მოაგვაროს სომხეთში დაგროვილი პოლიტკური პრობლემები.

"რუსეთში იციან, რომ ფაშინიანი ვერ აკონტროლებს ქვეყანაში პოლიტიკურ სიტუაციას, რუსეთს კი ეს არ აწყობს, რადგან სომხეთის მიმართ გრძელვადიანი გეგმები აქვს და ურჩევნია, იქ სტაბილური ვითარება იყოს.

რუსეთში ვიზიტი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ვერავითარ ბონუსს ვერ მისცემს, რაც უნდა აშკარად ცდილობდეს კრემლთან მჭიდრო ურთიერთობების დემონსტრირებას, ძირითადმა პოლიტიკურმა ელექტორატმა, განსკაუთრებით ელიტამ, კარგად იცის, რომ შინაგანად მას მაინც ანტირუსული ხედვები აქვს. ის ნაწილი, ვისთვისაც რუსეთთან ახლო კავშირები მისაღებია, აუცილებლად დასვამს კითხვას - რატომ უნდა მივცეთ ფაშინიანს ხმა, როდესაც უკვე არსებობს პრორუსული კადრი რობერტ ქოჩარიანი, რომელიც რუსეთისთვის წლებია "შინაურად" ითვლება და კრემლთანაც სრულიად დალაგებული ურთიერთობა აქვს?!" - აცხადებს დანიელიანი.

პოლიტიკური მიმომხილველის, ნაირა არუმიანის მოსაზრებით, "პუტინის მხარდაჭერა რობერტ ქოჩარიანთან მეტოქეობაში ფაშინიანისთვის ძალზე მნიშვნელოვანია".

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ფაშინიანმა პუტინს თავისი ფასი შესთავა და ახლა ვაჭრობა მიმდინარეობს. რამდენიმე დღის წინ, პუტინს ვიდეოკონტაქტი ჰქონდა რობერტ ქოჩარიანთან. მოგვიანებით, პუტინის პრეს-სპიკერმა პესკოვმა აღიარა, რომ მათ, როგორც მეგობრებს, მუდმივი კავშირი აქვთ. თავის მხრივ, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ პუტინთან მასაც მუდმივი ურთიერთობა აქვს. ახლა სურათი ასეთი კომიკურია, სომხეთის ორივე ლიდერს შორის ღია კონკურენციაა, რომელს უფრო ახლო და ხშირი ურთიერთობა აქვს რუსეთის პრეზიდენტთან", - აცხადებს აირუმიანი.

ფაშინიანის მოსკოვში ვიზიტს ადგილობრივი ინტერნეტ-მომხმარებლებიც აქტიურად განიხილავენ.

"ომის შემდეგ, სომხეთში რუსეთის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. ამომრჩეველთა არც ისე მცირე რაოდენობა მიიჩნევს, რომ პუტინის მხარდაჭერა ბონუსად ვერ ჩაითვლება, რადგან ლამის საუკუნოვანი მითი, რომ რუსეთი რეგიონში ლიდერია და სომხეთი ყოველგვარი საფრთხეებისგან დაცულია, როგორც მისი საიმედო პარტნიორი და მოკავშირე, დაიმსხვრა. ამიტომ, ფაშინიანს შესაძლოა ახლა სჭირდებოდეს კრემლის მხარდაჭერა, რათა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შედარებით სტაბილური გახადოს, თორემ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მას სარგებელს ვერ მოუტანს", - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში ადგილობრივი აქტივისტი რობერტ აბრამიანი.

"ფაშინიანი რუსეთის ერთ-ერთი გეგმის ნაწილია, სინამდვილეში მას სულაც არ აღელვებს, ვინ იქნება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მთავარია, დასავლეთისკენ არ გავიხედოთ. ეს კი იმ ჭაობში დარჩენას ნიშნავს, რაშიც ლამის საუკუნეა ვართ. ისევ ერთ წრეზე ვტრიალებთ, ხალხს არავინ ეკითხება, რა უნდა, აქ მთავარია, რუსეთისთვის ვიყოთ მისაღები და სასურველი. ახლა არცახის (მთიანი ყარაბაღის რეგიონი) ომში აზერბაიჯანისთვის მიყიდული რუსული იარაღით დაჭრილი სომეხი ბიჭები რუსეთში მკურნალობენ, ჩვენ კი მადლობელი უნდა ვიყოთ ამ სიკეთისთვის, რადგან თავად არაფრის თავი გვაქვს", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ბენი არუთინიანი.

"წინასაარჩევნოდ ფაშინიანის მოსკოვში ვიზიტი ნიშნავს, რომ ტრადიცია გრძელდება - სომხეთისთვის კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში არაფერი შეიცვლება. დასავლეთზე ოცნება კიდევ ერთხელ ჩავარდა. ვრჩებით რუსეთის გუბერნიად", - მიაჩნია აისულ ქაირუმიანს.

სომხეთის ტერიტორიაზე უკვე არსებობს ორი სომხურ-რუსული სამხედრო დანაყოფი - უსაფრთხოების გაერთიანებული დანაყოფი და საჰაერო თავდაცვის გაერთიანებული რეგიონული სისტემა. ქვეყნები კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრები არიან, რაც გარკვეულ ვალდებულებებსაც აკისრებთ, თუმცა გასულ შემოდგომაზე, ყარაბაღის ომში რუსეთმა ნეიტრალური პოზიცია აირჩია.

"დიდი ხანია შეერთებულმა შტატებმა კანონებით ცხოვრება დაიწყო? დაე, მათ სანქციებით საკუთარი თავი დაისაჯონ" - მარია ზახაროვა

სომხეთის საპარლამენტო არჩევნები: როგორია ამ დროის მონაცემები და რას აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი

მასშტაბური შენობები, რომლებიც აფრიკის კონტინენტს სრულიად შეცვლიდა - პროექტების ფოტოები