პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინფორმირებული იყო ასევე მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ალბათ, იცოდა ივანიშვილმაც" - რას ჰყვება აფგან მუხთარლი გატაცების შესახებ
"ინფორმირებული იყო ასევე მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ალბათ, იცოდა ივანიშვილმაც" - რას ჰყვება აფგან მუხთარლი გატაცების შესახებ

აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, აფგან მუხ­თარ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მო­კი­თხვა­ზე მი­ვი­და. მა­ნამ­დე მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა.

"ჩემს გა­ტა­ცე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რე და ქარ­თუ­ლი მხა­რის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი, სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცია.

პრო­კუ­რა­ტუ­რას უნდა მი­ვა­წო­დო ინ­ფორ­მა­ცია, რა გზით წა­მიყ­ვა­ნეს აზერ­ბა­ი­ჯან­ში, ნა­ხე­ვარ გზას ვხე­დავ­დი. უნდა ვა­ნა­ხო ად­გი­ლი, სა­ი­და­ნაც მოხ­და ჩემი გა­ტა­ცე­ბა. დიდი იმე­დი ქარ­თუ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის არ მაქვს.

ეს ქარ­თულ­მა მხა­რემ აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­თან ერ­თად ჩა­ი­დი­ნა, ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყო ასე­ვე მა­შინ­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი, ალ­ბათ, იცო­და ივა­ნიშ­ვილ­მაც. თუ ფო­ტო­ებს მიჩ­ვე­ნე­ბენ, თავ­დამ­სხმე­ლებს ვიც­ნობ", - გა­ნა­ცხა­და მუხ­თარ­ლიმ. (შე­ნიშ­ვნა: მომ­ზა­დე­ბუ­ლია "ფორ­მუ­ლას" თარ­გმან­ზე დაყ­რდნო­ბით).

ცნო­ბის­თვის, პრო­კუ­რა­ტუ­რამ აფგან მუხ­თარ­ლის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, მუხ­თარ­ლის გა­მო­კი­თხვის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის მი­ხედ­ვით, სა­მარ­თლებ­რი­ვი დახ­მა­რე­ბის­თვის გერ­მა­ნი­ის შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს 2020 წლის 24 მარტს მი­მარ­თა. გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე მიმ­დი­ნა­რე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე აფგან მუხ­თარ­ლი გერ­მა­ნი­ა­ში შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ 2020 წლის 24 ივ­ლისს გა­მო­ი­კი­თხა. და­კი­თხვის ოქმი და შე­სა­ბა­მი­სი მა­სა­ლე­ბი გერ­მა­ნი­ი­დან სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში 2020 წლის პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს გა­მო­იგ­ზავ­ნა და და­ერ­თო სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თა) მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მუხ­თარ­ლი თბი­ლის­ში 2017 წლის 29 მა­ისს გა­უ­ჩი­ნარ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­მოჩ­ნდა, რომ ის აზერ­ბა­ი­ჯან­ში იმ­ყო­ფე­ბა. აფგან მუხ­თარ­ლის ბრა­ლი სამი მუხ­ლით - აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თის, კონ­ტრა­ბან­დის და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის მუხ­ლე­ბით ჰქონ­და წა­ყე­ნე­ბუ­ლი. 2018 წლის 12 იან­ვარს აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ აფგან მუხ­თარ­ლის 6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა, თუმ­ცა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ცი­ხი­დან ერთი წლის წინ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. დარ­ჩე­ნი­ლი წლე­ბი მას პი­რო­ბი­თად ჩა­ეთ­ვა­ლა.

აფგან მუხ­თარ­ლი 7 აპ­რილს თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
101

წადი რა აზერბაიჯანში ივაჟკაცე,დაანებე თავი საქართველოს.

@
21

შანსი არაა,საქართველოში კანონი უზენაესია,კობახიძემ თქვა!

ავტორი:

"ინფორმირებული იყო ასევე მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ალბათ, იცოდა ივანიშვილმაც" - რას ჰყვება აფგან მუხთარლი გატაცების შესახებ

"ინფორმირებული იყო ასევე მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ალბათ, იცოდა ივანიშვილმაც" - რას ჰყვება აფგან მუხთარლი გატაცების შესახებ

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. მანამდე მან ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა.

"ჩემს გატაცებაში მონაწილეობას იღებდა აზერბაიჯანული მხარე და ქართული მხარის შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სასაზღვრო პოლიცია.

პროკურატურას უნდა მივაწოდო ინფორმაცია, რა გზით წამიყვანეს აზერბაიჯანში, ნახევარ გზას ვხედავდი. უნდა ვანახო ადგილი, საიდანაც მოხდა ჩემი გატაცება. დიდი იმედი ქართული პროკურატურის არ მაქვს.

ეს ქართულმა მხარემ აზერბაიჯანულთან ერთად ჩაიდინა, ინფორმირებული იყო ასევე მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ალბათ, იცოდა ივანიშვილმაც. თუ ფოტოებს მიჩვენებენ, თავდამსხმელებს ვიცნობ", - განაცხადა მუხთარლიმ. (შენიშვნა: მომზადებულია "ფორმულას" თარგმანზე დაყრდნობით).

ცნობისთვის, პროკურატურამ აფგან მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მუხთარლის გამოკითხვის შუამდგომლობით მისი ადგილსამყოფელის მიხედვით, სამართლებრივი დახმარებისთვის გერმანიის შესაბამის სამსახურებს 2020 წლის 24 მარტს მიმართა. გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე აფგან მუხთარლი გერმანიაში შესაბამისი სამსახურების მიერ 2020 წლის 24 ივლისს გამოიკითხა. დაკითხვის ოქმი და შესაბამისი მასალები გერმანიიდან საქართველოს პროკურატურაში 2020 წლის პირველ ოქტომბერს გამოიგზავნა და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) მიმდინარეობს.

მუხთარლი თბილისში 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით ჰქონდა წაყენებული. 2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა აზერბაიჯანის ციხიდან ერთი წლის წინ გაათავისუფლეს. დარჩენილი წლები მას პირობითად ჩაეთვალა.

აფგან მუხთარლი 7 აპრილს თბილისში დაბრუნდა.

თბილისში სავარაუდო მოძალადისგან გაქცევის დროს 9 წლის ბავშვი თხრილში ჩავარდა

"მგონია, რომ ვიღაც არის დაინტერესებული, რომ ამ ადამიანმა ეს ილაპარაკოს" - რას ამბობს გიორგი კვირიკაშვილი აფგან მუხთარლის ბრალდებაზე

"პროკურატურას არ სურს ჩემი საქმის გამოძიება, მაგრამ მე მსურს ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო - ყველამ იცის მე ვინც მომიპარა, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ბრძანება" - აფგან მუხთარლი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"