პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვფიქრობ, რომ ნათიას და დათოს რომანი შეცდომა იყო..." - რას ამბობს ნინო მუმლაძე საკუთარ პერსონაჟზე, "ნინასა" და კრიტიკოს მაყურებელზე?
"ვფიქრობ, რომ ნათიას და დათოს რომანი შეცდომა იყო..." - რას ამბობს ნინო მუმლაძე საკუთარ პერსონაჟზე, "ნინასა" და კრიტიკოს მაყურებელზე?

უყ­ვარს თა­ვის პრო­ფე­სია და წუხს, რომ პან­დე­მი­ის გამო მსა­ხი­ო­ბებს, ბოლო ერთი წლის მან­ძილ­ზე, პრო­ფე­სი­უ­ლად რე­ა­ლი­ზა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა შე­ე­ზღუ­დათ. თუმ­ცა, ცოტა ხნის წინ, ნინო მუმ­ლა­ძე პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" ისევ მი­იწ­ვი­ეს, რად­გან გა­დამ­ღებ­მა ჯგუფ­მა მო­რი­გი მე-17 სე­ზო­ნი გა­ნა­ახ­ლა. ნი­ნოს პერ­სო­ნაჟს - ნა­თი­ას, სე­რი­ა­ლის მთავ­რი გმი­რის­გან, და­თოს­გან შვი­ლი ჰყავს. და­თოს ცოლ­მა, ნი­ნომ კი, რო­მე­ლიც მძი­მე და­ა­ვა­დე­ბას ებ­რძო­და, ქმარ-შვი­ლი მი­ა­ტო­ვა, უცხო ქვე­ყა­ნა­ში გა­და­იხ­ვე­წა.

მრა­ვალ­შვი­ლი­ან, დე­დის გა­რე­შე დარ­ჩე­ნილ ოჯახ­ში ცხა­დია, პრობ­ლე­მებ­მა მო­ი­მა­ტა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოჯახს ძიძა ეხ­მა­რე­ბა და ბავ­შვებ­ზე ბე­ბი­ე­ბი ზრუ­ნა­ვენ, და­თომ, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო - ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­თა­ნაც შვი­ლი ჰყავს, სა­ცხოვ­რებ­ლად თა­ვის სახ­ლში გად­მო­იყ­ვა­ნოს. სე­რი­ა­ლის ის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ოც­რად გა­ნიც­დი­ან ხოლ­მე პერ­სო­ნა­ჟე­ბის ბედს, ამ ამ­ბავ­მა გა­ა­ღი­ზი­ა­ნა და სა­კუ­თა­რი უსი­ა­მო­ვო მო­საზ­რე­ბე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს.

AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და ნა­თი­ას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელს, მსა­ხი­ობ ნინო მუმ­ლა­ძეს:

- თქვე­ნი პერ­სო­ნა­ჟი ამ სე­ზონ­ზეც გა­მოჩ­ნდა სე­რი­ალ­ში. რა ემო­ცი­აა, რო­დე­საც ამ­დე­ნი ხნის შემ­დეგ დაბ­რუნ­დით პო­პუ­ლა­რულ პრო­ექ­ტში?

ასევე დაგაინტერესებთ
18:54 / 07-10-2020

"ჩემს თავს ტელევიზორში ვერ ვუყურებდი, მრცხვენოდა" - ჩცდ-ის ტასო ეკრანს მიღმა: როგორ ცხოვრობს გოგონა, რომელიც გადასაღებ მოედანზე გაიზარდა

09:11 / 23-01-2021

"თეატრალურზე" ჩაბარების სურვილი არ მქონდა, სულ მსახიობი ხომ არ ვიქნებოდი?!" - როგორ ცხოვრობს ეკრანს მიღმა "ჯეკო", სტუდენტის სტატუსითა და შეცვლილი იმიჯით

16:52 / 17-04-2021

"მეუბნებოდნენ, შენი შვილების ცრემლებად არც ერთი ქალი არ ღირსო, მართლა სჯეროდათ ეს ყველაფერი" - როგორია ლევან ყოჩიაშვილის 10-წლიანი "ორმაგი ცხოვრება"

20:05 / 11-05-2021

"ძალიან ეგოისტი ქალია ნინა, შვილების მონატრებაც ვერ გამოხატა..." - რას ამბობს ჩცდ-ს პროდუსერი სეზონის სკანდალურ სერიაზე და როგორ პასუხობს კრიტიკოსებს "ნათია"?

- ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბო­და მუ­შა­ო­ბა ამ გუნდთან. პან­დე­მი­ამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მო­მა­ნატ­რა ჩემი საქ­მე და რა თქმა უნდა, დიდი სი­ხა­რუ­ლით და ენ­თუ­ზი­აზ­მით გან­ვე­წყე, როცა გა­ვი­გე, რომ მაბ­რუ­ნე­ბენ სე­რი­ალ­ში.

- დაბ­რუ­ნე­ბა და მარ­თლაც ასე­თი? სე­რი­ო­ზუ­ლი სკან­და­ლის ზღავრზეა ეს ყვე­ლა­ფე­რი. არა­ვინ იცის, რა ბედი ელის თქვენ პერ­სო­ნაჟს ოჯახ­ში, სა­დაც მი­ვი­და... რა მოხ­დე­ბა? რას იტყვით ამა­ზე?

- ჯერ მეც არ ვიცი, რა მოხ­დე­ბა, სე­რი­ე­ბი ეტა­პობ­რი­ვად იწე­რე­ბა და მეც ეტა­პობ­რი­ვად ვკი­თხუ­ლობ... რა ელის ჩემს გმირს, სა­ბო­ლო­ოდ მხო­ლოდ სცე­ნა­რის­ტებ­მა იცი­ან.

- თა­ვად თა­ნა­უგ­რძნობთ მას? უნდა გა­და­ედ­გა ეს ნა­ბი­ჯი? უნდა და­თან­ხმდე­ბო­და და­თოს შე­თა­ვა­ზე­ბულ წი­ნა­და­დე­ბას?

- რა გი­თხრათ, მე სა­ერ­თოდ ვფიქ­რობ, რომ ეს რო­მა­ნი შეც­დო­მა იყო... თუმ­ცა არა­ვინ იცის, რო­გორ მო­იქ­ცე­ო­და თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, გვერ­დი­დან ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად ჩანს...

- თა­ვად რას იტყვით ნი­ნო­ზე, რო­გორ აფა­სებთ მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მან მი­ა­ტო­ვა ოჯა­ხი და წა­ვი­და? და აქვე და­თოც შე­ვა­ფა­სოთ, სწო­რად მო­იქ­ცა, რაც გა­და­წყვი­ტა?

- ზო­გა­დად არ მიყ­ვარს ადა­მი­ა­ნე­ბის ქცე­ვე­ბის შე­ფა­სე­ბა და არც პერ­სო­ნა­ჟებს ვა­ფა­სებ ასე. სი­ნამ­დვი­ლე­ში ხომ არა­ვინ იცის, რა არის კარ­გი და ცუდი ამა თუ იმ ადა­მი­ა­ნის­თვის, ეს მხო­ლოდ მან იცის, ვინც იღებს კონ­კრე­ტულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, გვერ­დი­დან ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად ჩანს... ჩვე­ნი კი, ანუ მსა­ხი­ო­ბე­ბის საქ­მე ისაა, რომ გა­ი­თა­ვი­სო მო­ცე­მუ­ლი პერ­სო­ნა­ჟის პრობ­ლე­მე­ბი და ფსი­ქო­ტი­პი და ეცა­დო, და­ი­ნა­ხო ყვე­ლა­ფე­რი სწორ­წდ ისე, რო­გორც ეს პერ­სო­ნა­ჟი ხე­დავს.

- ისე, თქვენს პერ­სო­ნაჟს სულ ასე­თი რის­კე­ბის ზღვარ­ზე უწევს ყოფ­ნა. მგო­ნი, ახ­ლაც გა­მოჩ­დნენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი მო­წი­ნაღ­მდე­გე­ე­ბი...

- ღმერ­თმა შე­არ­გოთ... ზო­გა­დად თუ პერ­სო­ნა­ჟი დიდ ვნე­ბა­თა­ღელ­ვას იწ­ვევს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ე.ი. სა­ინ­ტე­რე­სო და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლია... მე ამ ამ­ბავს, რო­გორც მსა­ხი­ო­ბი, კომ­პლი­მენ­ტად ვი­ღებ.

- ად­ვი­ლია სე­რი­ა­ლის პარტნი­ორ­თან, ლე­ვან ყო­ჩი­აშ­ვილ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბა?

- "ყოჩი" სა­ოც­რად კარ­გი მსა­ხი­ო­ბია და უფრო კარ­გი პარტნი­ო­რი. ზო­გა­დად არ­სე­ბო­ბენ კარ­გი მსა­ხი­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც არ არი­ან კომ­ფორ­ტუ­ლი პარტნი­ო­რე­ბი, მაგ­რამ თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ლე­ვან ყო­ჩი­აშ­ვილ­ზე კარ­გი პარტნი­ო­რი ჯერ­ჯე­რო­ბით ჩემ პრო­ფე­სი­ა­ში არ შემ­ხვედ­რია.

- რა ად­გი­ლი უკა­ვია "და­ქა­ლებს" თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- რა ად­გი­ლი უნდა ეკა­ვოს... ჩემი საქ­მეა, ჩემი სამ­სა­ხუ­რი, რე­ა­ლი­ზე­ბის და შე­მო­სავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა. ასე­ვე მო­მი­ტა­ნა თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა და მეტი პო­პუ­ლა­რო­ბა.

- პან­დე­მია უკვე ერთი წე­ლია ბო­ბოქ­რობს, ამან სე­რი­ო­ზუ­ლი კრი­ზი­სი გა­მო­იწ­ვია თე­ატ­რებ­ში. და­ი­ხუ­რა ყვე­ლა­ფე­რი მსოფ­ლი­ო­ში. რო­გო­რია მსა­ხი­ო­ბის­თვის უთე­ატ­როდ ცხოვ­რე­ბა?

- რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან ცუ­დათ იმოქ­მე­და. შე­უძ­ლე­ბე­ლია სტაგ­ნა­ცია აქ­ტი­ურ ცხოვ­რე­ბას მიჩ­ვე­ულ ადა­მი­ანს არ უქ­მნი­დეს გარ­კვე­ულ დეპ­რე­სი­ულ ფონს, მით უმე­ტეს, ხე­ლო­ვან ადა­მი­ანს. ნამ­დვი­ლად არ იყო კარ­გი... მი­ხა­რია, რომ დამ­თავ­რდა და აღ­დგა სპექ­ტაკ­ლე­ბი... დიდი იმე­დი მაქვს, რომ ისევ არ ჩაგ­ვკე­ტა­ვენ.

- თქვენ­მა თე­ატრმა გა­ნა­ახ­ლა ხომ მუ­შა­ო­ბა?

- დიახ და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა, თუმ­ცა წუ­ხელ გა­ვი­გეთ, რომ თე­ატ­რში კო­რო­ნა­ვირუ­სის 1 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და და დრო­ე­ბით ისევ შევ­ჩერ­დით... ამ ეტაპ­ზე მი­დის მთე­ლი და­სის აქ­ტი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბა. ვნა­ხოთ, მოვ­ლე­ნე­ბი რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა...

- რას მიხ­ვდით ამ პე­რი­ოდ­ში მას მერე, რაც შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პა­უ­ზის აღე­ბა არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო მო­გიხ­დათ?

- მივ­ხვდი, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი რე­ა­ლი­ზა­ცია და კო­მუ­ნი­კა­ცია ადა­მი­ა­ნებ­თან ჩემ­თვის ჰა­ე­რი­ვით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- რამ­დე­ნად კა­ნონ­მორ­ჩი­ლი ხართ და რამ­დე­ნად იცავთ ყვე­ლა რე­გუ­ლა­ცი­ას, რაც პან­დე­მი­ი­სას ცხად­დე­ბა?

- ვცდი­ლობ, მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვიც­ვა.

- რო­გო­რი გეგ­მე­ბი გაქვთ?

- ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვცდი­ლობ ძა­ლი­ან დიდი გეგ­მე­ბი არ დავ­სა­ხო, რომ შემ­დეგ იმედ­გაც­რუ­ე­ბებ­მა არ დამ­სტრე­სოს. ამ ეტაპ­ზე უბ­რა­ლოდ ვცდი­ლობ, მაქ­სი­მა­ლუ­რად გამ­ვი­ყე­ნო მო­ცე­მუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და ვემ­სა­ხუ­რი ჩემს საქ­მეს!

- რას ეტყო­დით მა­ყუ­რე­ბელს, რო­მე­ლიც აგერ უკვე მე-17 სე­ზო­ნია, აქ­ტი­უ­რად უყუ­რებს სე­რი­ალს?

- დიდი მად­ლო­ბა მათ ერ­თგუ­ლე­ბის­თვის. იმედს ვი­ტო­ვებ, რომ ეს სე­ზო­ნი გა­ა­მარ­თლებს მათ მო­ლო­დი­ნებს!

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
10

მძიმე მარაზმია.

მარიამი
1

საქართველოში არ ვცხოვრობ, ამ სერიალს ვუყურებ და ვერ გამიგია და ამიხსენით: რატომ არ არის ფილმში დადებითი პერსონაჟი? რატომ არიან მხოლოდ სნობები, უზრდელები, მექალთანეები, ცუდი ადამიანები, უსაქმურები, ეშმაკები , ლოთები, ბო...ბი ან მოძალადეები?!

 რატომ მთავრდება ყველა ეპიზოდი დეპრესიულად, რატომ იმარჯვებს ბოროტი კეთილზე? 

სცენარის ავტორს მძიმე დეპრესია ხომ არ აწუხებს? 

ასეთი ცხოვრებაა საქართველოში თუ მოგონილია? 

ერთი დადებითი პერსონაჟი შემოიყვანეთ!!!

ხალხს აჩვენეთ, ვის მიბაძონ!!! ასეა ყველა ფილმში! 

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ვფიქრობ, რომ ნათიას და დათოს რომანი შეცდომა იყო..." - რას ამბობს ნინო მუმლაძე საკუთარ პერსონაჟზე, "ნინასა" და კრიტიკოს მაყურებელზე?

"ვფიქრობ, რომ ნათიას და დათოს რომანი შეცდომა იყო..." - რას ამბობს ნინო მუმლაძე საკუთარ პერსონაჟზე, "ნინასა" და კრიტიკოს მაყურებელზე?

უყვარს თავის პროფესია და წუხს, რომ პანდემიის გამო მსახიობებს, ბოლო ერთი წლის მანძილზე, პროფესიულად რეალიზაციის საშუალება შეეზღუდათ. თუმცა, ცოტა ხნის წინ, ნინო მუმლაძე პოპულარულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" ისევ მიიწვიეს, რადგან გადამღებმა ჯგუფმა მორიგი მე-17 სეზონი განაახლა. ნინოს პერსონაჟს - ნათიას, სერიალის მთავრი გმირისგან, დათოსგან შვილი ჰყავს. დათოს ცოლმა, ნინომ კი, რომელიც მძიმე დაავადებას ებრძოდა, ქმარ-შვილი მიატოვა, უცხო ქვეყანაში გადაიხვეწა.

მრავალშვილიან, დედის გარეშე დარჩენილ ოჯახში ცხადია, პრობლემებმა მოიმატა, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს ძიძა ეხმარება და ბავშვებზე ბებიები ზრუნავენ, დათომ, გადაწყვეტილება მიიღო - ქალბატონი, რომელთანაც შვილი ჰყავს, საცხოვრებლად თავის სახლში გადმოიყვანოს. სერიალის ის გულშემატკივრები, რომლებიც საოცრად განიცდიან ხოლმე პერსონაჟების ბედს, ამ ამბავმა გააღიზიანა და საკუთარი უსიამოვო მოსაზრებები სოციალურ ქსელში დააფიქსირეს.

AMBEBI.GE დაუკავშირდა ნათიას როლის შემსრულებელს, მსახიობ ნინო მუმლაძეს:

- თქვენი პერსონაჟი ამ სეზონზეც გამოჩნდა სერიალში. რა ემოციაა, როდესაც ამდენი ხნის შემდეგ დაბრუნდით პოპულარულ პროექტში?

- ძალიან მენატრებოდა მუშაობა ამ გუნდთან. პანდემიამ განსაკუთრებულად მომანატრა ჩემი საქმე და რა თქმა უნდა, დიდი სიხარულით და ენთუზიაზმით განვეწყე, როცა გავიგე, რომ მაბრუნებენ სერიალში.

- დაბრუნება და მართლაც ასეთი? სერიოზული სკანდალის ზღავრზეა ეს ყველაფერი. არავინ იცის, რა ბედი ელის თქვენ პერსონაჟს ოჯახში, სადაც მივიდა... რა მოხდება? რას იტყვით ამაზე?

- ჯერ მეც არ ვიცი, რა მოხდება, სერიები ეტაპობრივად იწერება და მეც ეტაპობრივად ვკითხულობ... რა ელის ჩემს გმირს, საბოლოოდ მხოლოდ სცენარისტებმა იციან.

- თავად თანაუგრძნობთ მას? უნდა გადაედგა ეს ნაბიჯი? უნდა დათანხმდებოდა დათოს შეთავაზებულ წინადადებას?

- რა გითხრათ, მე საერთოდ ვფიქრობ, რომ ეს რომანი შეცდომა იყო... თუმცა არავინ იცის, როგორ მოიქცეოდა თითოეული ჩვენგანი მსგავს სიტუაციაში, გვერდიდან ყოველთვის ყველაფერი სხვანაირად ჩანს...

- თავად რას იტყვით ნინოზე, როგორ აფასებთ მის გადაწყვეტილებას, მან მიატოვა ოჯახი და წავიდა? და აქვე დათოც შევაფასოთ, სწორად მოიქცა, რაც გადაწყვიტა?

- ზოგადად არ მიყვარს ადამიანების ქცევების შეფასება და არც პერსონაჟებს ვაფასებ ასე. სინამდვილეში ხომ არავინ იცის, რა არის კარგი და ცუდი ამა თუ იმ ადამიანისთვის, ეს მხოლოდ მან იცის, ვინც იღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას. როგორც უკვე აღვნიშნე, გვერდიდან ყოველთვის ყველაფერი სხვანაირად ჩანს... ჩვენი კი, ანუ მსახიობების საქმე ისაა, რომ გაითავისო მოცემული პერსონაჟის პრობლემები და ფსიქოტიპი და ეცადო, დაინახო ყველაფერი სწორწდ ისე, როგორც ეს პერსონაჟი ხედავს.

- ისე, თქვენს პერსონაჟს სულ ასეთი რისკების ზღვარზე უწევს ყოფნა. მგონი, ახლაც გამოჩდნენ სოციალურ ქსელში მისი მოწინაღმდეგეები...

- ღმერთმა შეარგოთ... ზოგადად თუ პერსონაჟი დიდ ვნებათაღელვას იწვევს საზოგადოებაში, ე.ი. საინტერესო და დასამახსოვრებელია... მე ამ ამბავს, როგორც მსახიობი, კომპლიმენტად ვიღებ.

- ადვილია სერიალის პარტნიორთან, ლევან ყოჩიაშვილთან ერთად მუშაობა?

- "ყოჩი" საოცრად კარგი მსახიობია და უფრო კარგი პარტნიორი. ზოგადად არსებობენ კარგი მსახიობები, რომლებიც არ არიან კომფორტული პარტნიორები, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ლევან ყოჩიაშვილზე კარგი პარტნიორი ჯერჯერობით ჩემ პროფესიაში არ შემხვედრია.

- რა ადგილი უკავია "დაქალებს" თქვენს ცხოვრებაში?

- რა ადგილი უნდა ეკავოს... ჩემი საქმეა, ჩემი სამსახური, რეალიზების და შემოსავლის საშუალება. ასევე მომიტანა თვითრეალიზაციის საშუალება და მეტი პოპულარობა.

- პანდემია უკვე ერთი წელია ბობოქრობს, ამან სერიოზული კრიზისი გამოიწვია თეატრებში. დაიხურა ყველაფერი მსოფლიოში. როგორია მსახიობისთვის უთეატროდ ცხოვრება?

- რა თქმა უნდა, ძალიან ცუდათ იმოქმედა. შეუძლებელია სტაგნაცია აქტიურ ცხოვრებას მიჩვეულ ადამიანს არ უქმნიდეს გარკვეულ დეპრესიულ ფონს, მით უმეტეს, ხელოვან ადამიანს. ნამდვილად არ იყო კარგი... მიხარია, რომ დამთავრდა და აღდგა სპექტაკლები... დიდი იმედი მაქვს, რომ ისევ არ ჩაგვკეტავენ.

- თქვენმა თეატრმა განაახლა ხომ მუშაობა?

- დიახ დავიწყეთ მუშაობა, თუმცა წუხელ გავიგეთ, რომ თეატრში კორონავირუსის 1 შემთხვევა დაფიქსირდა და დროებით ისევ შევჩერდით... ამ ეტაპზე მიდის მთელი დასის აქტიური ტესტირება. ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება...

- რას მიხვდით ამ პერიოდში მას მერე, რაც შემოქმედებითი პაუზის აღება არსებული მდგომარეობის გამო მოგიხდათ?

- მივხვდი, რომ პროფესიული რეალიზაცია და კომუნიკაცია ადამიანებთან ჩემთვის ჰაერივით მნიშვნელოვანია.

- რამდენად კანონმორჩილი ხართ და რამდენად იცავთ ყველა რეგულაციას, რაც პანდემიისას ცხადდება?

- ვცდილობ, მაქსიმალურად დავიცვა.

- როგორი გეგმები გაქვთ?

- ვითარებიდან გამომდინარე, ვცდილობ ძალიან დიდი გეგმები არ დავსახო, რომ შემდეგ იმედგაცრუებებმა არ დამსტრესოს. ამ ეტაპზე უბრალოდ ვცდილობ, მაქსიმალურად გამვიყენო მოცემული შესაძლებლობები და ვემსახური ჩემს საქმეს!

- რას ეტყოდით მაყურებელს, რომელიც აგერ უკვე მე-17 სეზონია, აქტიურად უყურებს სერიალს?

- დიდი მადლობა მათ ერთგულებისთვის. იმედს ვიტოვებ, რომ ეს სეზონი გაამართლებს მათ მოლოდინებს!

"ზურასა და ჩემს ნიჭს მარინა ბერიძე ჩრდილს ვერ მიაყენებს... მე ზურა გავაბედნიერე" - რას ჰყვება მუსიკოსი რუსუდან მუმლაძე მეუღლის ყოფილ ოჯახზე და როგორ პასუხობს ცნობილ პროდიუსერს

"გუშინდელი შერიგება არის პროცესების გაყინვა, დროებითი ჩახშობა - რთული რეგიონია" - რას ამბობს კონფლიქტოლოგი დმანისის მოვლენებზე?

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები CERN-ის საერთაშორისო კონფერენციაში - CHEP 2021 იღებენ მონაწილეობას