Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცეცხლთან თამაში არ შეიძლება, უახლოეს დღეებში მოსახლეობამ უნდა გააკეთოს არჩევანი" - თენგიზ ცერცვაძე მიმართვას ავრცელებს
"ცეცხლთან თამაში არ შეიძლება, უახლოეს დღეებში მოსახლეობამ უნდა გააკეთოს არჩევანი" - თენგიზ ცერცვაძე მიმართვას ავრცელებს

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბას ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­სა და წე­სე­ბის დაც­ვის­კენ მო­უ­წო­დებს.

მისი თქმით, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ქვე­ყა­ნა შე­ზღუდ­ვებს ვერ გა­და­ურ­ჩე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლო გზა­გა­სა­ყარ­ზე -

სა­დღე­ი­სოდ მთელს მსოფ­ლი­ო­ში, პირ­ველ რიგ­ში ევ­რო­პის და ამე­რი­კის ქვეყ­ნე­ბის დიდ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში აღი­ნიშ­ნე­ბა COVID-19-ის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის და გარ­დაც­ვა­ლე­ბის მა­ტე­ბა. ევ­რო­პის ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში უკვე სა­უბ­რო­ბენ ე.წ. მე­სა­მე ტალ­ღის და­წყე­ბა­ზე, ან მის მო­ახ­ლო­ე­ბა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ამ­კაც­რებს შე­ზღუდ­ვებს, ხოლო ზო­გი­ერ­თმა მათ­გან­მა უკვე გა­მო­ა­ცხა­და ე.წ. მე­სა­მე lockdown. მდგო­მა­რე­ო­ბას არ­თუ­ლებს SARS-CoV-2-ის ახა­ლი შტა­მე­ბით (ე.წ. ბრი­ტა­ნუ­ლი, სამ­ხრეთ აფ­რი­კუ­ლი და სხვ., რომ­ლე­ბიც მეტი გა­დამ­დებ­ლო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბი­ან) გა­მოწ­ვე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ზრდა.

სა­ქარ­თვე­ლომ ა.წ. 15 მარ­ტამ­დე ვაქ­ცი­ნის არ­ქო­ნის და ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი შე­ზღუდ­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, COVID პან­დე­მი­ის სწო­რი მე­ნე­ჯმენ­ტით მი­აღ­წია იმას, რომ COVID ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის და გარ­დაც­ვა­ლე­ბის რი­ცხვი ევ­რო­პის და ამე­რი­კის ქვეყ­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბას­თან შე­და­რე­ბით და­ბა­ლია, რა­მაც სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცა მი­ნი­მუ­მამ­დე დაგ­ვეყ­ვა­ნა შე­ზღუდ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა.

სამ­წუ­ხა­როდ, ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ამ მო­სახ­ლე­ო­ბის თვით­დამ­შვი­დე­ბას შე­უ­წყო ხელი, რაც იმა­ში გა­მო­ი­ხა­ტა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი არ ჩქა­რობს ვაქ­ცი­ნა­ცი­ას (გან­სა­კუთ­რე­ბით რე­გი­ო­ნებ­ში), უარს ამ­ბობს პირ­ბა­დე­ე­ბის ტა­რე­ბა­ზე, სო­ცი­ა­ლურ დის­ტან­ცი­რე­ბა­ზე და პი­რი­ქით - არ ამ­ბობს უარს ხალ­ხმრა­ვალ შეკ­რე­ბებ­ზე.

ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­ი­ცავს COVID შემ­თხვე­ვე­ბის და მით გა­მოწ­ვე­უ­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბის სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს. მი­თუ­მე­ტეს, რომ ბოლო დღე­ებ­ში ჩვენ­თა­ნაც შე­იმ­ჩნე­ვა ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის და ე.წ. და­დე­ბი­თო­ბის პრო­ცენ­ტის მა­ტე­ბის ტენ­დენ­ცია. დღეს სა­ქარ­თვე­ლო COVID პან­დე­მი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში დგას გზა­გა­სა­ყარ­ზე და უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში უნდა გა­და­წყდეს, თუ რო­მე­ლი გზით წა­ვალთ.

ცე­ცხლთან თა­მა­ში არ შე­იძ­ლე­ბა და უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბამ უნდა გა­ა­კე­თოს სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი. თუ გვინ­და არ გვქონ­დეს შე­ზღუდ­ვე­ბი და მალე და­ვუბ­რუნ­დეთ ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას - უნდა ჩა­ვერ­თოთ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მას­შტა­ბურ კამ­პა­ნი­ა­ში, აუ­ცი­ლებ­ლად ვიხ­მა­როთ პირ­ბა­დე რო­გორც და­ხუ­რულ, ისე ღია სივ­რცე­ში, და­ვიც­ვათ სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა და თავი ავა­რი­დოთ ხალ­ხმრა­ვალ შეკ­რე­ბებს.

ვი­მე­ო­რებ, ეს უნდა გა­კეთ­დეს უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში­ვე, თო­რემ შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა გვი­ან იყოს. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ დღეს ქვე­ყა­ნას აქვს მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო ვაქ­ცი­ნე­ბის არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა და ძა­ლი­ან კარ­გად გა­მარ­თუ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ქსე­ლი მთელს ქვე­ყა­ნა­ში, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მსურ­ველ­თა ნა­კა­დე­ბის ოპ­ტი­მა­ლურ მარ­თვას. სხვა ქვეყ­ნე­ბი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში ვაქ­ცი­ნა­ცია ხორ­ცი­ელ­დე­ბა მხო­ლოდ სა­თა­ნა­დოდ აღ­ჭურ­ვილ და მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მედ­პერ­სო­ნა­ლით და­კომ­პლექ­ტე­ბულ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის მაქ­სი­მა­ლურ უსაფრ­თხო­ე­ბას" - ნათ­ქვა­მია მი­მარ­თვა­ში.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
lado
14

რაიყო ბრძანებაა მსოფლიო ბანკიდან და ჯამნოდან ? ქართველები არ ხართ რამდენს გიხდიან ამდენს ? რატო წირავთ ერს თქვე ?? წიხეშია შენი და ყველა მუშკეტერის ადგილი ... სააღდგომოთ გიბრძანეს ისევჩაკეტვები ხო ?

მახო
14

დაბერდი ბატონო თენგიზ წადი პენსიაზე... დავალება აქვთ გაზარდონ ხელოვნურად რიცხვები და ჩაგვკეტონ ისე სანამ გარეთ არ გავალტ და არ გავაპროტესტებთ ამათ სახლებთან და სირცხვილის კორიდორებში არ ვაცხოვრებთ ვერ მოისვენებ ესენი გავედით ყველა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"ცეცხლთან თამაში არ შეიძლება, უახლოეს დღეებში მოსახლეობამ უნდა გააკეთოს არჩევანი" - თენგიზ ცერცვაძე მიმართვას ავრცელებს

"ცეცხლთან თამაში არ შეიძლება, უახლოეს დღეებში მოსახლეობამ უნდა გააკეთოს არჩევანი" - თენგიზ ცერცვაძე მიმართვას ავრცელებს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძე მიმართვას ავრცელებს, სადაც მოსახლეობას ვაქცინაციისა და წესების დაცვისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა შეზღუდვებს ვერ გადაურჩება.

"საქართველო გზაგასაყარზე -

სადღეისოდ მთელს მსოფლიოში, პირველ რიგში ევროპის და ამერიკის ქვეყნების დიდ უმრავლესობაში აღინიშნება COVID-19-ის ახალი შემთხვევების და გარდაცვალების მატება. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე საუბრობენ ე.წ. მესამე ტალღის დაწყებაზე, ან მის მოახლოებაზე. შესაბამისად, ევროპის ქვეყნების უმრავლესობა ამკაცრებს შეზღუდვებს, ხოლო ზოგიერთმა მათგანმა უკვე გამოაცხადა ე.წ. მესამე lockdown. მდგომარეობას ართულებს SARS-CoV-2-ის ახალი შტამებით (ე.წ. ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული და სხვ., რომლებიც მეტი გადამდებლობით ხასიათდებიან) გამოწვეული შემთხვევების ზრდა.

საქართველომ ა.წ. 15 მარტამდე ვაქცინის არქონის და ევროპის ქვეყნებთან შედარებით ნაკლები შეზღუდვების მიუხედავად, COVID პანდემიის სწორი მენეჯმენტით მიაღწია იმას, რომ COVID ახალი შემთხვევების და გარდაცვალების რიცხვი ევროპის და ამერიკის ქვეყნების უმეტესობასთან შედარებით დაბალია, რამაც საშუალება მოგვცა მინიმუმამდე დაგვეყვანა შეზღუდვების რაოდენობა.

სამწუხაროდ, ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციამ მოსახლეობის თვითდამშვიდებას შეუწყო ხელი, რაც იმაში გამოიხატა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ჩქარობს ვაქცინაციას (განსაკუთრებით რეგიონებში), უარს ამბობს პირბადეების ტარებაზე, სოციალურ დისტანცირებაზე და პირიქით - არ ამბობს უარს ხალხმრავალ შეკრებებზე.

ასეთი დამოკიდებულება შეიცავს COVID შემთხვევების და მით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევების მატების სერიოზულ საფრთხეს. მითუმეტეს, რომ ბოლო დღეებში ჩვენთანაც შეიმჩნევა ახალი შემთხვევების და ე.წ. დადებითობის პროცენტის მატების ტენდენცია. დღეს საქართველო COVID პანდემიასთან მიმართებაში დგას გზაგასაყარზე და უახლოეს დღეებში უნდა გადაწყდეს, თუ რომელი გზით წავალთ.

ცეცხლთან თამაში არ შეიძლება და უახლოეს დღეებში მოსახლეობამ უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი. თუ გვინდა არ გვქონდეს შეზღუდვები და მალე დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას - უნდა ჩავერთოთ ვაქცინაციის მასშტაბურ კამპანიაში, აუცილებლად ვიხმაროთ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, დავიცვათ სოციალური დისტანცირება და თავი ავარიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს.

ვიმეორებ, ეს უნდა გაკეთდეს უახლოეს დღეებშივე, თორემ შემდეგ შეიძლება გვიან იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ქვეყანას აქვს მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინების არჩევანის საშუალება და ძალიან კარგად გამართული ვაქცინაციის ქსელი მთელს ქვეყანაში, რაც უზრუნველყოფს ვაქცინაციის მსურველთა ნაკადების ოპტიმალურ მართვას. სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით საქართველოში ვაქცინაცია ხორციელდება მხოლოდ სათანადოდ აღჭურვილ და მაღალკვალიფიციური მედპერსონალით დაკომპლექტებულ სამედიცინო დაწესებულებებში, რაც უზრუნველყოფს ვაქცინაციის პროცესის მაქსიმალურ უსაფრთხოებას" - ნათქვამია მიმართვაში.

რა არის ნიკოტინი და როგორ მოქმედებს ის ადამიანის ჯანმრთელობაზე?

"დევნილების შემწეობა, 45 ლარი უნდა აეღოთ და ოჯახისთვის წვრილმანები ეყიდათ..." - ვინ არიან ენგურზე დაღუპული ცოლ-ქმარი?

დავით სერგეენკო "ასტრაზენეკას" ვაქცინით საჯაროდ აიცრა - "ეს ერთადერთი სწორი გზაა"