პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი მეუღლე ამ ამბით არც თავიდან იყო აღფრთოვანებული და არც ახლა..." - როგორია "პუსკუნას" ცხოვრება ეკრანს მიღმა და რას ამბობს სასცენო პარტნიორზე?
"ჩემი მეუღლე ამ ამბით არც თავიდან იყო აღფრთოვანებული და არც ახლა..." - როგორია "პუსკუნას" ცხოვრება ეკრანს მიღმა და რას ამბობს სასცენო პარტნიორზე?

პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლი "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" ხან­გრძლი­ვი პა­უ­ზის შემ­დეგ, რაც პან­დე­მი­ით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი, ტე­ლე­ეკ­რანს და­უბ­რუნ­და და სე­რი­ა­ლის სხვა მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად, ნინო ნო­დი­აც ჩა­ერ­თო გა­და­ღე­ბებ­ში... მის პერ­სო­ნაჟს პუს­კუ­ნა ჰქვია, ის ჩი­კას მე­გო­ბა­რია, ცოტა უტ­რი­რე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ჟია. თა­ვად ნინო მას მატ­რაკ­ვე­ცა, მატ­რა­ბაზ, რე­ა­ლო­ბას მო­წყვე­ტილ ადა­მი­ანს უწო­დებს.

"პუს­კუ­ნას, თა­ვის წრეს­თან ერ­თად, ჰგო­ნია, რომ დე­და­მი­წა მათ გარ­შე­მო ტრი­ა­ლებს, რომ ისი­ნი არი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პერ­სო­ნე­ბი და უნდა იყ­ვნენ პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლე­ბი, რა თქმა უნდა, ეს არ არის მო­სა­წო­ნი" - აღ­ნიშ­ნავს AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ნინო ნო­დია, იგი­ვე ზუზუ, რო­მე­ლიც სუ­ლაც არ არის პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი. ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნეა, ამას­თან, წლე­ბია, ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი პარ­ფი­უ­მე­რუ­ლი კომ­პა­ნი­ის პი­არ­სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სია, აქვს ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბის და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის, დიდი კონ­ცერ­ტე­ბის წაყ­ვა­ნის გა­მოც­დი­ლე­ბაც.

- ყო­ველ­თვის, როცა სე­ზო­ნი მთავ­რდე­ბა, არის მო­ლო­დი­ნი, რად­გან არ იცი, შემ­დე­გი სე­ზო­ნი და­ი­წყე­ბა თუ არა. გარ­და ამი­სა, უც­ნო­ბია, შენი პერ­სო­ნა­ჟი იქ­ნე­ბა თუ არა სე­რი­ალ­ში და გაგ­რძელ­დე­ბა თუ მისი ის­ტო­რია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყო­ველ­თვის არის ში­ნა­გა­ნი ღელ­ვა და გუ­ლის წყვე­ტაც, თუ ახალ სე­ზონ­ზე შენი გმი­რი სე­რი­ალ­ში აღარ იქ­ნე­ბა. არა­ვინ იფიქ­როს, რომ მარ­ტი­ვად სა­თა­მა­შოა თი­თო­ე­უ­ლი სცე­ნა თუ სე­რია. ყვე­ლა­ფე­რი ბევ­რი ადა­მი­ა­ნის დიდ შრო­მას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი... მოკ­ლედ, დიდი ემო­ცი­ით ვე­ლო­დი პუს­კუ­ნას­თან შეხ­ვედ­რას.

ამას­თან, ეს ხომ ის სე­რი­ა­ლია, სა­დაც ბევ­რი სი­ცი­ლი, იუ­მო­რია, რთუ­ლი მო­მენ­ტე­ბიც არის, მაგ­რამ პო­ზი­ტი­ვი ბევ­რია. ადა­მი­ა­ნე­ბი (ყვე­ლა ასა­კის) მას გარ­თო­ბი­სა და გან­ტვირ­თვის მიზ­ნით უყუ­რე­ბენ... ამ პა­უ­ზის მან­ძილ­ზე, პან­დე­მი­ის დრო­საც, არ არ­სე­ბობ­და ად­გი­ლი, შევ­სუ­ლი­ყა­ვი და არ არ ეკი­თხათ, - რო­დის გაგ­რძელ­დე­ბა სე­რი­ა­ლი, რო­დის გი­ხი­ლავთ და ა.შ.

- მოკ­ლედ, გა­გი­ხარ­და, რომ მა­ყუ­რე­ბელს შენი პერ­სო­ნა­ჟი და­უბ­რუნ­და...

- წინა სე­ზო­ნი ისე დას­რულ­და, რომ თით­ქოს გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი და­ვემ­შვი­დო­ბეთ კი­დეც ერ­თმა­ნეთს და რა­ღაც ეტაპ­ზე, გა­დავ­ხარ­შეთ კი­დეც, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, სე­რი­ა­ლი აღარ გაგ­ძე­ლე­ბუ­ლი­ყო. მაგ­რამ ჩემი საყ­ვა­რე­ლი მე­ნე­ჯე­რის, ნან­კას ზარი რომ გა­ის­მა, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. მან შე­მა­ტყო­ბი­ნა, რომ მუ­შა­ო­ბას ვი­წყებ­დით. დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ისე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და, თით­ქოს ყვე­ლა­ფერს თა­ვი­დან ვი­წყებ­დი და გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი. მერე როლ­ში რომ შე­ვე­დი, უკვე ყვე­ლა­ფე­რი გა­ად­ვილ­და.

- პირ­ვე­ლი სცე­ნა ჩი­კას­თან ერ­თად, სარ­დაფ­ში გქონ­და, სა­დაც შავ­ლე­გოს გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბულ და­ბა­დე­ბის დღეს გეგ­მავ­დით... ჩი­კას პერ­სო­ნაჟ­ზე რა გვე­ტყვი...

- სე­რი­ალს აქვს ერთი თვი­სე­ბა, ყვე­ლა­ფერს, რა­საც ხაზი უნდა გა­ეს­ვას, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლონ, იმის უტ­რი­რე­ბა ხდე­ბა. ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რად­გან სათ­ქმე­ლი მა­ყუ­რებ­ლამ­დე უნდა მი­ვი­დეს. ამი­ტომ, ზოგ­ჯერ რე­ა­ლო­ბას მო­წყვე­ტი­ლი სი­ტუ­ა­ცია თა­მაშ­დე­ბა, მატ­რა­ბა­ზო­ბა, ამ­პარ­ტავ­ნე­ბა, რო­მე­ლიც კოს­მო­სურ ხა­რისხშია აყ­ვა­ნი­ლი... მაგ პე­რი­ოდ­ში ჩიკა ისეთ ფარ­ზებს ამ­ბობს, ყვე­ლას აო­ცებს... მისი ნე­ბის­მი­ე­რი ფრა­ზა, ჩემი აზ­რით, კარ­გად არის გა­სა­ა­ნა­ლი­ზე­ბე­ლი. თუ და­აკ­ვირ­დე­ბი, შე­იძ­ლე­ბა, ჩი­კას ტექ­სტე­ბით სქელ­ტა­ნი­ა­ნი წიგ­ნიც გა­მო­უშ­ვა, რო­მე­ლიც ერთი მხრივ, ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო იქ­ნე­ბა და მე­ო­რე მხრივ - და­სა­ფიქ­რე­ბე­ლიც.

- აქვე მახ­სენ­დე­ბა სე­რი­ალ­ში ჩი­კა­სე­უ­ლი დის­ტან­ცი­უ­რი კოც­ნა, ჯერ კი­დევ პან­დე­მი­ამ­დე კარ­გა ხნით ადრე...

- კი, ეგ ჩვენს ან­გა­რიშ­ზეა, რო­მე­ლიც შემ­დეგ პან­დე­მი­ურ სი­ტუ­ა­ცი­ას და­აკ­ვდა...

- ჩიკა, ანუ მსა­ხი­ო­ბი ანი ჩი­რა­ძე რო­გო­რი პარტნი­ო­რია?

- მას ბევ­რი წე­ლია, ვიც­ნობ დ ამ კი­თხვა­ზე ჩემ­გან რთუ­ლი იქ­ნე­ბა პა­სუ­ხი, რად­გან მისი სას­ცე­ნო შე­ფა­სე­ბი­სას სუ­ბი­ექ­ტუ­რი ვიქ­ნე­ბი. ჩემს მე­გობ­რებ­ზე და ახ­ლობ­ლებ­ზე სა­უბ­რი­სას ვერ ვარ ობი­ექ­ტუ­რი, მაგ­რამ მგო­ნია, რომ ანიმ ამ სე­რი­ალ­ში ისე­თი ტე­ლე­სა­ხე შექ­მნა, რომ­ლის დარი ნამ­დვ­ლად იშ­ვი­ა­თია. ძა­ლი­ან სა­ხა­სი­ა­თოა. თუმ­ცა ეს არ არის მარ­ტო ერთი და ორი ადა­მი­ა­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბა. ეს არის, ანის, სცე­ნა­რის­ტის - ქეთი დევ­და­რი­ა­ნის და რე­ჟი­სო­რის - გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვას ერ­თობ­ლი­ვი შრო­მის შე­დე­გია. სა­ერ­თოდ, ჩვენ რაც უნდა გა­ვა­კე­თოთ, არის კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი, გა­და­სა­რე­ვი კას­ტინ­გმე­ნე­ჯე­რი, ეკა მჟა­ვა­ნა­ძე, რო­მე­ლიც მარ­თლა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბის შემ­სრუ­ლებ­ლებს პო­უ­ლობს. სა­ერ­თოდ კი, ამ ჯგუფს ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­და რა­ღაც სა­ო­ცა­რი ხედ­ვა, უნა­რი, რომ ნე­ბის­მი­ე­რი პერ­სო­ნა­ჟის­გან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტი­პა­ჟი შექ­მნას, რო­მე­ლიც მერე რე­ი­ტინ­გუ­ლი, და­უ­ვი­წყა­რი ხდე­ბა, რო­მელ­საც შე­იყ­ვა­რებს მა­ყუ­რე­ბე­ლი. დიახ, სე­რი­ალს აქვს უნა­რი, და­დე­ბი­თი თუ უარ­ყო­ფით პერ­სო­ნა­ჟი მა­ყუ­რე­ბელს თა­ნაბ­რად შე­აყ­ვა­როს... ჩემ­თვის საყ­ვა­რე­ლი პერ­სო­ნა­ჟი ამ სე­რი­ალ­ში ცოტ­ნე ცო­ტაშ­ვი­ლია.

- პი­რა­დად შენ რა მო­გი­ტა­ნა სე­რი­ალ­მა?

- ჩემი სხა­ვას­ხვა საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ზო­გა­დო­ე­ბა სე­რი­ა­ლამ­დეც მიც­ნობ­და, მაგ­რამ ამ სე­რი­ა­ლის ცნო­ბა­დო­ბა სხვა რამ არის. მას უყუ­რებს, რო­გორც ვთქვი, ყვე­ლა ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რია. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლას­გან იგ­რძნო­ბა პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა. ბავ­შვე­ბის­გან გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი სით­ბო მო­დის. ხან­და­ხან პირ­ბა­დე­შიც კი მცნო­ბენ, მეხ­ვე­წე­ბი­ან, სუ­რა­თი გა­და­ვი­ღოთ. თბი­ლად მე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან, ეს კი მო­ტი­ვა­ცი­ას მიზ­რდის... სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ამ­დენ ადა­მი­ანს უყ­ვარ­ხარ, მოს­წონ­ხარ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემი პერ­სო­ნა­ჟი, პუს­კუ­ნა არ არის გა­სა­გი­ჟე­ბე­ლი და მო­სა­წო­ნი... ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ სა­ლონ­ში შე­ვე­დი, სტი­ლის­ტი თმას მვარ­ცხნი­და და შე­ვა­ტყე, შე­ში­ნე­ბუ­ლი­ვით მი­ყუ­რებ­და, თით­ქოს ცდი­ლობ­და, ზედ­მე­ტი არა­ფე­რი ეთ­ქვა. ეს რომ შევ­ნიშ­ნე, ვუ­თხა­რი, - არ გე­გო­ნოს სე­რი­ალ­ში ვი­საც ვთა­მა­შობ, ცხოვ­რე­ბა­შიც ისე­თი ვარ-მეთ­ქი...

- რას ეტყო­დი პუს­კუ­ნას?

- მო­იხ­სნას "სა­თავ­ლე", რომ­ლიც უკე­თია და რომ­ლი­თაც ჰგო­ნია, რომ ერთ-ერთი ძა­ლი­ან პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია და რა­ღა­ცას წარ­მო­ად­გენს. ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, არ­ცთუ ისე პა­ტივ­სა­ცე­მი პერ­სო­ნაა, რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­საც ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს სა­კუ­თა­რი და ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­შე, რომ იყოს კე­თი­ლი, ლაღი. ჩემი აზ­რით, წარ­მო­სახ­ვა­ში ცხოვ­რობს, მინ­და, მი­წა­ზე და­ეშ­ვას. თუმ­ცა პუს­კუ­ნას თა­ვი­სი შტე­რი მე­გობ­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, აქვს უნა­რი, არ იყოს ისე­თი, რო­გო­რიც არის... მოკ­ლედ, შე­ვუ­ძა­ხებ­დი, რომ გონს მო­ე­გოს, მიხ­ვდეს რა, რო­გორ და რა­ნა­ი­რად არის და უფრო ადა­მი­ა­ნუ­რი გახ­დეს!

- სე­რი­ა­ლამ­დე შენ­თვის სცე­ნა უცხო არ იყო, გრან­დი­ო­ზუ­ლი კონ­ცერ­ტე­ბის წაყ­ვა­ნის გა­მოც­დი­ლე­ბა გაქვს, მაგ­რამ პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი არ ხარ, კა­მე­რას­თან მუ­შა­ო­ბა არ გა­გი­ჭირ­და?

- აქ სცე­ნის გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე მე­ტად, თა­ვის დრო­ზე, სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა და­მეხ­მა­რა. კა­მე­რა არ მე­უ­ცხო­ვა. ერ­თა­დერ­თი სირ­თუ­ლე იყო სცე­ნის გა­თა­მა­შე­ბა რამ­დე­ნი­მე პერ­სო­ნაჟთნ ერ­თად... კას­ტინ­გის დღეს­ვე, ეკა მჟა­ვა­ნა­ძეს­თან რომ მი­ვე­დი, ეს პერ­სო­ნა­ჟი უც­ბად გა­ვი­აზ­რე და წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რა­ნა­ი­რი იყო და მისი იმი­ტა­ცია მა­შინ­ვე გა­ვა­კე­თე. ვფიქ­რობ, რომ ამ რო­ლის თა­მა­შით ჩემ­ში კი­დევ ერთი ნიჭი აღ­მო­ვა­ჩი­ნე.

- ხომ არ ნა­ნობ, რომ თა­ვის დრო­ზე, მსა­ხი­ო­ბის კა­რი­ე­რა­ზე არ იფიქ­რე?

- 12 წელი ნი­ჭი­ერ­თა ათწლედ­ში ვსწავ­ლობ­დი, მერე კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ჩა­ვა­ბა­რე, იქი­დან უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბის ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე წა­ვე­დი... ისე, ჯობ­და, სხვა რამ მე­კე­თე­ბი­ნა, შე­საძ­ლოა, უკე­თე­სი მსა­ხი­ო­ბი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. სულ ვფიქ­რობ, ამ­დე­ნი წელი სხვა რა­მის­თვის რომ და­მეთ­მო, რა შე­იძ­ლე­ბო­და გა­მოვ­სულ­ყა­ვი-მეთ­ქი, მაგ­რამ არ ვნა­ნობ.

- შვი­ლე­ბი რას გე­უბ­ნე­ბი­ან, რომ­ლებ­საც დედა ცნო­ბი­ლი სე­რი­ა­ლის მსა­ხი­ო­ბი გა­უხ­დათ...

- აჟი­ტი­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, რო­დე­საც გა­ი­გეს, რომ სე­რი­ალ­ში უნდა მე­თა­მა­შა. არა­ერ­თი სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში "და­ქა­ლე­ბის" მა­ყუ­რებ­ლე­ბი იყ­ვნენ. რომ გა­ი­გეს, მეც უნდა მე­თა­მა­შა, გა­და­ი­რივ­ნენ. ასე რომ, ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან. რო­დე­საც სად­მე ერ­თად მივ­დი­ვართ, კესო მე­უბ­ნე­ბა, რომ ვი­ღა­ცამ მიც­ნო, თვა­ლი გა­მო­მა­ყო­ლა. მო­ნი­ტო­რინგს აწარ­მო­ე­ბენ, ვის მოვ­წონ­ვარ და ვის - არა. თუმ­ცა მე­უღ­ლე ამ ამ­ბით არც თა­ვი­დან იყო აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი და არც - ახლა. ზო­გა­დად კრი­ტი­კუ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლია, იმ სცე­ნა­ში ცუ­დად გა­მო­ი­ხე­დე, ამ სცე­ნა­ში ასე და­ი­ლა­პა­რა­კე... ასე­თი დე­ტა­ლე­ბი ჩემ­თვის არ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. მთა­ვა­რია, თუ ერთ ადა­მი­ანს მა­ინც მო­ე­წო­ნა ჩემი ნა­მუ­შე­ვა­რი, იცი­ნა, იხა­ლი­სა, ან მა­გა­ლი­თი აიღო, რომ ისე­თი არ იყოს, ეს ჩემ­თვის ბედ­ნი­ე­რე­ბა იქ­ნე­ბა. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ ნაკ­ლო­ვან მხა­რეს ზუს­ტად ისე წარ­მო­ვად­გენ, რო­გორც არის.

- რას ეტყო­დი მა­ყუ­რე­ბელს?

- გა­გე­ბით შე­ხე­დონ სე­რი­ალს. მა­ყუ­რე­ბელ­თა ნა­წილს, ჩემი აზ­რით, აკ­ლია ერთი რამ - ისე უყუ­რე­ბენ და აფა­სე­ბენ პერ­სო­ნა­ჟებს და იქა­ურ ამ­ბებს, თით­ქოს რე­ა­ლო­ბა იყოს. სე­რი­ა­ლის გმი­რებს ნამ­დვილ ადა­მი­ა­ნე­ბად გა­ნი­ხი­ლა­ვენ. ეს სე­რი­ა­ლია, მისი ყუ­რე­ბი­სას უნდა გა­ერ­თო, მაქ­სი­მა­ლუ­რად პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა მი­ი­ღო. თუ ვინ­მეს რა­ი­მე აღი­ზი­ა­ნებს, ხან­და­ხან და­ფიქ­რდეს იმა­ზე, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს ანუ მას­ში მო­ნა­წი­ლე მსა­ხი­ო­ბებს ჰყავთ ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი, ამი­ტომ სა­ნამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რა­მეს და­წე­რენ, კარ­გად გა­ი­აზ­რონ. ხან­და­ხან ძა­ლი­ან აღ­მა­ტე­ბით ხა­რისხში იწე­რე­ბა შე­ფა­სე­ბე­ბი და ხან­და­ხან - მი­უ­ღე­ბე­ლით. ამი­ტომ, სა­ნამ და­წე­რენ, სა­კუ­თა­რი თავი ჩა­ა­ყე­ნონ ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­გა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ვი­მე­ო­რებ, ამ სე­რი­ალ­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნის დიდი შრო­მა იდე­ბა, რომ კვი­რის ბო­ლოს მა­ყუ­რე­ბელ­მა ტე­ლე­ვი­ზორ­თან ისი­ა­მოვ­ნოს. მსა­ხი­ო­ბე­ბი ზოგ­ჯერ იმ სა­ო­ცარ შე­ფა­სე­ბებს არ იმ­სა­ხუ­რე­ბენ, ისი­ნი მა­ყუ­რებ­ლის­თვის გუ­ლით თა­მა­შო­ბენ...

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nati
11

არ უხდება სერიალს და ვერც თამაშობს კარგად ეს პერსონაჟი

ნინი
4

პუსკუნა ღა გვაკლდა რა. 

და მეორე, მაგალითი შეიძლება იყოს მხოლოდ კარგი. სამაგალითო ცუდი საქციელი არ არსებობს.

ავტორი:

"ჩემი მეუღლე ამ ამბით არც თავიდან იყო აღფრთოვანებული და არც ახლა..." - როგორია "პუსკუნას" ცხოვრება ეკრანს მიღმა და რას ამბობს სასცენო პარტნიორზე?

"ჩემი მეუღლე ამ ამბით არც თავიდან იყო აღფრთოვანებული და არც ახლა..." - როგორია "პუსკუნას" ცხოვრება ეკრანს მიღმა და რას ამბობს სასცენო პარტნიორზე?

პოპულარული სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, რაც პანდემიით იყო გამოწვეული, ტელეეკრანს დაუბრუნდა და სერიალის სხვა მსახიობებთან ერთად, ნინო ნოდიაც ჩაერთო გადაღებებში... მის პერსონაჟს პუსკუნა ჰქვია, ის ჩიკას მეგობარია, ცოტა უტრირებული პერსონაჟია. თავად ნინო მას მატრაკვეცა, მატრაბაზ, რეალობას მოწყვეტილ ადამიანს უწოდებს.

"პუსკუნას, თავის წრესთან ერთად, ჰგონია, რომ დედამიწა მათ გარშემო ტრიალებს, რომ ისინი არიან მნიშვნელოვანი პერსონები და უნდა იყვნენ პრივილეგირებულები, რა თქმა უნდა, ეს არ არის მოსაწონი" - აღნიშნავს AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ნინო ნოდია, იგივე ზუზუ, რომელიც სულაც არ არის პროფესიით მსახიობი. ხელოვნებათმცოდნეა, ამასთან, წლებია, ერთ-ერთი ცნობილი პარფიუმერული კომპანიის პიარსამსახურის უფროსია, აქვს ტელევიზიაში მუშაობის და ღონისძიებების, დიდი კონცერტების წაყვანის გამოცდილებაც.

- ყოველთვის, როცა სეზონი მთავრდება, არის მოლოდინი, რადგან არ იცი, შემდეგი სეზონი დაიწყება თუ არა. გარდა ამისა, უცნობია, შენი პერსონაჟი იქნება თუ არა სერიალში და გაგრძელდება თუ მისი ისტორია. აქედან გამომდინარე, ყოველთვის არის შინაგანი ღელვა და გულის წყვეტაც, თუ ახალ სეზონზე შენი გმირი სერიალში აღარ იქნება. არავინ იფიქროს, რომ მარტივად სათამაშოა თითოეული სცენა თუ სერია. ყველაფერი ბევრი ადამიანის დიდ შრომასთან არის დაკავშირებული... მოკლედ, დიდი ემოციით ველოდი პუსკუნასთან შეხვედრას.

ამასთან, ეს ხომ ის სერიალია, სადაც ბევრი სიცილი, იუმორია, რთული მომენტებიც არის, მაგრამ პოზიტივი ბევრია. ადამიანები (ყველა ასაკის) მას გართობისა და განტვირთვის მიზნით უყურებენ... ამ პაუზის მანძილზე, პანდემიის დროსაც, არ არსებობდა ადგილი, შევსულიყავი და არ არ ეკითხათ, - როდის გაგრძელდება სერიალი, როდის გიხილავთ და ა.შ.

- მოკლედ, გაგიხარდა, რომ მაყურებელს შენი პერსონაჟი დაუბრუნდა...

- წინა სეზონი ისე დასრულდა, რომ თითქოს გადამღები ჯგუფი დავემშვიდობეთ კიდეც ერთმანეთს და რაღაც ეტაპზე, გადავხარშეთ კიდეც, რომ შესაძლებელი იყო, სერიალი აღარ გაგძელებულიყო. მაგრამ ჩემი საყვარელი მენეჯერის, ნანკას ზარი რომ გაისმა, ძალიან გამიხარდა. მან შემატყობინა, რომ მუშაობას ვიწყებდით. დაბრუნების შემდეგ, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ყველაფერს თავიდან ვიწყებდი და გადასაღებ მოედანზე პირველად ვიყავი. მერე როლში რომ შევედი, უკვე ყველაფერი გაადვილდა.

- პირველი სცენა ჩიკასთან ერთად, სარდაფში გქონდა, სადაც შავლეგოს გასაიდუმლოებულ დაბადების დღეს გეგმავდით... ჩიკას პერსონაჟზე რა გვეტყვი...

- სერიალს აქვს ერთი თვისება, ყველაფერს, რასაც ხაზი უნდა გაესვას, რომ ადამიანებმა ყურადღება გაამახვილონ, იმის უტრირება ხდება. ეს აუცილებელია, რადგან სათქმელი მაყურებლამდე უნდა მივიდეს. ამიტომ, ზოგჯერ რეალობას მოწყვეტილი სიტუაცია თამაშდება, მატრაბაზობა, ამპარტავნება, რომელიც კოსმოსურ ხარისხშია აყვანილი... მაგ პერიოდში ჩიკა ისეთ ფარზებს ამბობს, ყველას აოცებს... მისი ნებისმიერი ფრაზა, ჩემი აზრით, კარგად არის გასაანალიზებელი. თუ დააკვირდები, შეიძლება, ჩიკას ტექსტებით სქელტანიანი წიგნიც გამოუშვა, რომელიც ერთი მხრივ, ძალიან სასაცილო იქნება და მეორე მხრივ - დასაფიქრებელიც.

- აქვე მახსენდება სერიალში ჩიკასეული დისტანციური კოცნა, ჯერ კიდევ პანდემიამდე კარგა ხნით ადრე...

- კი, ეგ ჩვენს ანგარიშზეა, რომელიც შემდეგ პანდემიურ სიტუაციას დააკვდა...

- ჩიკა, ანუ მსახიობი ანი ჩირაძე როგორი პარტნიორია?

- მას ბევრი წელია, ვიცნობ დ ამ კითხვაზე ჩემგან რთული იქნება პასუხი, რადგან მისი სასცენო შეფასებისას სუბიექტური ვიქნები. ჩემს მეგობრებზე და ახლობლებზე საუბრისას ვერ ვარ ობიექტური, მაგრამ მგონია, რომ ანიმ ამ სერიალში ისეთი ტელესახე შექმნა, რომლის დარი ნამდვლად იშვიათია. ძალიან სახასიათოა. თუმცა ეს არ არის მარტო ერთი და ორი ადამიანის დამსახურება. ეს არის, ანის, სცენარისტის - ქეთი დევდარიანის და რეჟისორის - გიორგი ლიფონავას ერთობლივი შრომის შედეგია. საერთოდ, ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, არის კიდევ ერთი ადამიანი, გადასარევი კასტინგმენეჯერი, ეკა მჟავანაძე, რომელიც მართლა განსაკუთრებული პერსონაჟების შემსრულებლებს პოულობს. საერთოდ კი, ამ ჯგუფს ჩამოუყალიბდა რაღაც საოცარი ხედვა, უნარი, რომ ნებისმიერი პერსონაჟისგან განსაკუთრებული ტიპაჟი შექმნას, რომელიც მერე რეიტინგული, დაუვიწყარი ხდება, რომელსაც შეიყვარებს მაყურებელი. დიახ, სერიალს აქვს უნარი, დადებითი თუ უარყოფით პერსონაჟი მაყურებელს თანაბრად შეაყვაროს... ჩემთვის საყვარელი პერსონაჟი ამ სერიალში ცოტნე ცოტაშვილია.

- პირადად შენ რა მოგიტანა სერიალმა?

- ჩემი სხავასხვა საქმიანობიდან გამომდინარე, საზოგადოება სერიალამდეც მიცნობდა, მაგრამ ამ სერიალის ცნობადობა სხვა რამ არის. მას უყურებს, როგორც ვთქვი, ყველა ასაკობრივი კატეგორია. შესაბამისად, ყველასგან იგრძნობა პოზიტიური განწყობა. ბავშვებისგან განსაკუთრებით დიდი სითბო მოდის. ხანდახან პირბადეშიც კი მცნობენ, მეხვეწებიან, სურათი გადავიღოთ. თბილად მელაპარაკებიან, ეს კი მოტივაციას მიზრდის... სასიხარულოა, რომ ამდენ ადამიანს უყვარხარ, მოსწონხარ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პერსონაჟი, პუსკუნა არ არის გასაგიჟებელი და მოსაწონი... ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ სალონში შევედი, სტილისტი თმას მვარცხნიდა და შევატყე, შეშინებულივით მიყურებდა, თითქოს ცდილობდა, ზედმეტი არაფერი ეთქვა. ეს რომ შევნიშნე, ვუთხარი, - არ გეგონოს სერიალში ვისაც ვთამაშობ, ცხოვრებაშიც ისეთი ვარ-მეთქი...

- რას ეტყოდი პუსკუნას?

- მოიხსნას "სათავლე", რომლიც უკეთია და რომლითაც ჰგონია, რომ ერთ-ერთი ძალიან პრივილეგირებული ადამიანია და რაღაცას წარმოადგენს. ერთი ჩვეულებრივი, არცთუ ისე პატივსაცემი პერსონაა, რიგითი მოქალაქე, რომელსაც ვალდებულება აქვს საკუთარი და ადამიანების წინაშე, რომ იყოს კეთილი, ლაღი. ჩემი აზრით, წარმოსახვაში ცხოვრობს, მინდა, მიწაზე დაეშვას. თუმცა პუსკუნას თავისი შტერი მეგობრებისგან განსხვავებით, აქვს უნარი, არ იყოს ისეთი, როგორიც არის... მოკლედ, შევუძახებდი, რომ გონს მოეგოს, მიხვდეს რა, როგორ და რანაირად არის და უფრო ადამიანური გახდეს!

- სერიალამდე შენთვის სცენა უცხო არ იყო, გრანდიოზული კონცერტების წაყვანის გამოცდილება გაქვს, მაგრამ პროფესიით მსახიობი არ ხარ, კამერასთან მუშაობა არ გაგიჭირდა?

- აქ სცენის გამოცდილებაზე მეტად, თავის დროზე, სატელევიზიო ეთერში მუშაობის გამოცდილება დამეხმარა. კამერა არ მეუცხოვა. ერთადერთი სირთულე იყო სცენის გათამაშება რამდენიმე პერსონაჟთნ ერთად... კასტინგის დღესვე, ეკა მჟავანაძესთან რომ მივედი, ეს პერსონაჟი უცბად გავიაზრე და წარმოვიდგინე, რანაირი იყო და მისი იმიტაცია მაშინვე გავაკეთე. ვფიქრობ, რომ ამ როლის თამაშით ჩემში კიდევ ერთი ნიჭი აღმოვაჩინე.

- ხომ არ ნანობ, რომ თავის დროზე, მსახიობის კარიერაზე არ იფიქრე?

- 12 წელი ნიჭიერთა ათწლედში ვსწავლობდი, მერე კონსერვატორიაში ჩავაბარე, იქიდან უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობის ისტორიის ფაკულტეტზე წავედი... ისე, ჯობდა, სხვა რამ მეკეთებინა, შესაძლოა, უკეთესი მსახიობი ვყოფილიყავი. სულ ვფიქრობ, ამდენი წელი სხვა რამისთვის რომ დამეთმო, რა შეიძლებოდა გამოვსულყავი-მეთქი, მაგრამ არ ვნანობ.

- შვილები რას გეუბნებიან, რომლებსაც დედა ცნობილი სერიალის მსახიობი გაუხდათ...

- აჟიტირებულები იყვნენ, როდესაც გაიგეს, რომ სერიალში უნდა მეთამაშა. არაერთი სეზონის განმავლობაში "დაქალების" მაყურებლები იყვნენ. რომ გაიგეს, მეც უნდა მეთამაშა, გადაირივნენ. ასე რომ, ბედნიერები არიან. როდესაც სადმე ერთად მივდივართ, კესო მეუბნება, რომ ვიღაცამ მიცნო, თვალი გამომაყოლა. მონიტორინგს აწარმოებენ, ვის მოვწონვარ და ვის - არა. თუმცა მეუღლე ამ ამბით არც თავიდან იყო აღფრთოვანებული და არც - ახლა. ზოგადად კრიტიკული მაყურებელია, იმ სცენაში ცუდად გამოიხედე, ამ სცენაში ასე დაილაპარაკე... ასეთი დეტალები ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი. მთავარია, თუ ერთ ადამიანს მაინც მოეწონა ჩემი ნამუშევარი, იცინა, იხალისა, ან მაგალითი აიღო, რომ ისეთი არ იყოს, ეს ჩემთვის ბედნიერება იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნაკლოვან მხარეს ზუსტად ისე წარმოვადგენ, როგორც არის.

- რას ეტყოდი მაყურებელს?

- გაგებით შეხედონ სერიალს. მაყურებელთა ნაწილს, ჩემი აზრით, აკლია ერთი რამ - ისე უყურებენ და აფასებენ პერსონაჟებს და იქაურ ამბებს, თითქოს რეალობა იყოს. სერიალის გმირებს ნამდვილ ადამიანებად განიხილავენ. ეს სერიალია, მისი ყურებისას უნდა გაერთო, მაქსიმალურად პოზიტიური განწყობა მიიღო. თუ ვინმეს რაიმე აღიზიანებს, ხანდახან დაფიქრდეს იმაზე, რომ ამ ადამიანებს ანუ მასში მონაწილე მსახიობებს ჰყავთ ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები, ამიტომ სანამ სოციალურ ქსელში რამეს დაწერენ, კარგად გაიაზრონ. ხანდახან ძალიან აღმატებით ხარისხში იწერება შეფასებები და ხანდახან - მიუღებელით. ამიტომ, სანამ დაწერენ, საკუთარი თავი ჩააყენონ ნებისმიერი ჩვენგანის მდგომარეობაში. ვიმეორებ, ამ სერიალში ბევრი ადამიანის დიდი შრომა იდება, რომ კვირის ბოლოს მაყურებელმა ტელევიზორთან ისიამოვნოს. მსახიობები ზოგჯერ იმ საოცარ შეფასებებს არ იმსახურებენ, ისინი მაყურებლისთვის გულით თამაშობენ...

"ზურასა და ჩემს ნიჭს მარინა ბერიძე ჩრდილს ვერ მიაყენებს... მე ზურა გავაბედნიერე" - რას ჰყვება მუსიკოსი რუსუდან მუმლაძე მეუღლის ყოფილ ოჯახზე და როგორ პასუხობს ცნობილ პროდიუსერს

"გუშინდელი შერიგება არის პროცესების გაყინვა, დროებითი ჩახშობა - რთული რეგიონია" - რას ამბობს კონფლიქტოლოგი დმანისის მოვლენებზე?

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები CERN-ის საერთაშორისო კონფერენციაში - CHEP 2021 იღებენ მონაწილეობას