მსოფლიო
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოდერძი ჩოხელისა და გურამ პეტრიაშვილის ნაწარმოებები გერმანულ და ფრანგულ ენებზე ითარგმნება
გოდერძი ჩოხელისა და გურამ პეტრიაშვილის ნაწარმოებები გერმანულ და ფრანგულ ენებზე ითარგმნება

ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­ზღვრებს გა­რეთ გა­ტა­ნი­სა და აღი­ა­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბის უცხო­ე­ლი მკი­თხვე­ლე­ბი­სათ­ვის წარ­დგე­ნის მო­რი­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბა - გა­მორ­ჩე­უ­ლი ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი რამ­დე­ნი­მე ენა­ზე ითარ­გმნე­ბა და სა­ზღვარ­გა­რეთ გა­მო­ი­ცე­მა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას „მწე­რალ­თა სახ­ლი“ ავ­რცე­ლებს.

უცხო­ე­ლი გა­მომ­ცემ­ლე­ბის­თვის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი მთარ­გმნე­ლო­ბი­თი პროგ­რა­მის „ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა თარ­გმა­ნებ­ში“ 2021 წლის მე­ო­რე სა­აპ­ლი­კა­ციო პე­რი­ო­დის ფარ­გლებ­ში შე­მო­სუ­ლი გა­ნა­ცხა­დე­ბი­დან, სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მწე­რალ­თა სახ­ლის მიერ 15 პრო­ექ­ტი და­ფი­ნანსდე­ბა.

და­ფი­ნან­სე­ბულ პრო­ექ­ტებს შო­რის მოხ­ვდა გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“-ის ორი წიგ­ნი - გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლის მო­თხრო­ბე­ბის კრე­ბუ­ლი და გუ­რამ პეტ­რი­აშ­ვი­ლის "პა­ტა­რა ქა­ლა­ქის ზღაპ­რე­ბი". სა­ბო­ლო­ოდ, შერ­ჩე­უ­ლი 14 ავ­ტო­რის ნა­წარ­მო­ე­ბებს 10 ქვეყ­ნის მკი­თხვე­ლი უკვე მშობ­ლი­ურ ენა­ზე გა­ეც­ნო­ბა.

გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლის მო­თხრო­ბე­ბის კრე­ბუ­ლი ფრან­გუ­ლი, ხოლო გუ­რამ პეტ­რი­აშ­ვი­ლის „პა­ტა­რა ქა­ლა­ქის ზღაპ­რე­ბი“ გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი მკი­თხვე­ლის­თვის გახ­დე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. წიგ­ნებს საფ­რან­გეთ­ში გა­მომ­ცემ­ლო­ბა Meduza Publishing გა­მოს­ცემს, ხოლო გერ­მა­ნი­ა­ში - Drava Verlag GmbH.

რო­გორც გა­მომცმე­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“-ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბის ნა­წარ­მო­ებ­თა თარ­გმნა ქარ­თუ­ლი კლა­სი­კუ­რი და თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. „პა­ლიტ­რა L“ ულო­ცავს შერ­ჩე­ულ ავ­ტო­რებს და წარ­მა­ტე­ბებს უსურ­ვებს მათ სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე.

ავტორი:

გოდერძი ჩოხელისა და გურამ პეტრიაშვილის ნაწარმოებები გერმანულ და ფრანგულ ენებზე ითარგმნება

გოდერძი ჩოხელისა და გურამ პეტრიაშვილის ნაწარმოებები გერმანულ და ფრანგულ ენებზე ითარგმნება

ქართული ლიტერატურის საზღვრებს გარეთ გატანისა და აღიარებული ქართველი მწერლების უცხოელი მკითხველებისათვის წარდგენის მორიგი შესაძლებლობა - გამორჩეული ქართველი მწერლების ნაწარმოებები რამდენიმე ენაზე ითარგმნება და საზღვარგარეთ გამოიცემა. ამის შესახებ ინფორმაციას „მწერალთა სახლი“ ავრცელებს.

უცხოელი გამომცემლებისთვის გამოცხადებული მთარგმნელობითი პროგრამის „ქართული ლიტერატურა თარგმანებში“ 2021 წლის მეორე სააპლიკაციო პერიოდის ფარგლებში შემოსული განაცხადებიდან, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მწერალთა სახლის მიერ 15 პროექტი დაფინანსდება.

დაფინანსებულ პროექტებს შორის მოხვდა გამომცემლობა „პალიტრა L“-ის ორი წიგნი - გოდერძი ჩოხელის მოთხრობების კრებული და გურამ პეტრიაშვილის "პატარა ქალაქის ზღაპრები". საბოლოოდ, შერჩეული 14 ავტორის ნაწარმოებებს 10 ქვეყნის მკითხველი უკვე მშობლიურ ენაზე გაეცნობა.

გოდერძი ჩოხელის მოთხრობების კრებული ფრანგული, ხოლო გურამ პეტრიაშვილის „პატარა ქალაქის ზღაპრები“ გერმანულენოვანი მკითხველისთვის გახდება ხელმისაწვდომი. წიგნებს საფრანგეთში გამომცემლობა Meduza Publishing გამოსცემს, ხოლო გერმანიაში - Drava Verlag GmbH.

როგორც გამომცმელობა „პალიტრა L“-ში აღნიშნავენ, ქართველი მწერლების ნაწარმოებთა თარგმნა ქართული კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია. „პალიტრა L“ ულოცავს შერჩეულ ავტორებს და წარმატებებს უსურვებს მათ საერთაშორისო ასპარეზზე.

4 შეკითხვა, რომლებიც თქვენს ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის

უკვე დღეიდან New York Times-ის ბესტსელერი - რუტა სეპეტისის „რუხ ჩრდილებს შორის“ -ჟურნალ „გზასთან“ ერთად

22 მარტიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად „დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის“ ბოლო, მეშვიდე ტომი, გამოვა