სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროკავშირის ვაქცინ-ფიასკო და ბრიტანელებზე "შურისძიება", ანუ რა მოხდა სინამდვილეში?" - ზურაბ გურული "ასტრაზენეკას" სკანდალს გლობალური პოლიტიკის ჭრილში განიხილავს
"ევროკავშირის ვაქცინ-ფიასკო და ბრიტანელებზე "შურისძიება", ანუ რა მოხდა სინამდვილეში?" - ზურაბ გურული "ასტრაზენეკას" სკანდალს გლობალური პოლიტიკის ჭრილში განიხილავს

"ას­ტრა­ზე­ნე­კა­თი უკვე აც­რი­ლებს არა აქვთ პა­ნი­კის ობი­ექ­ტუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი"

მი­სი­სი­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, აშშ-ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მი ზუ­რაბ გუ­რუ­ლი "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნის გარ­შე­მო მსოფ­ლი­ო­ში აგო­რე­ბულ სკან­დალს ეხ­მა­უ­რე­ბა და შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას გლო­ბა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის ჭრილ­ში მი­მო­ი­ხი­ლავს:

"ძა­ლი­ან ბევ­რი ობი­ექ­ტუ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა დაგ­როვ­და უკვე, რომ "ას­ტრა­ზე­ნე­კას" წი­ნა­აღ­მდეგ ევ­რო­კავ­ში­რის დიდი ქვეყ­ნე­ბის შე­თან­ხმე­ბუ­ლი "დარ­ტყმა" ძი­რი­თა­დად პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვა­ცი­ით არის გა­პი­რო­ბე­ბუ­ლი. ბევ­რმა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბამ უკვე გა­ჟო­ნა პრე­სა­ში. რო­გორც ჩანს, ამ დღე­ებ­ში კი­დევ უფრო მეტი ინ­ფორ­მა­ცია და­ი­დე­ბა გერ­მა­ნია-საფ­რან­გე­თის ერ­თობ­ლი­ვი "ან­ტიბ­რი­ტა­ნუ­ლი ოპე­რა­ცი­ის" წი­ნა­აღ­მდეგ. ტყუ­ი­ლად არ და­ი­ბეჭ­და გა­სულ თვე­ში გერ­მა­ნულ "ბილდში" სტა­ტია სა­თა­უ­რით: "ძვირ­ფა­სო ბრი­ტა­ნე­ლე­ბო, ჩვენ თქვე­ნი გვშურს!". ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო "აღ­მო­ჩე­ნის" მოწ­მე­ნი გავ­ხდე­ბით.

სა­ო­ცა­რი უსინ­დი­სო­ბაა, კრი­მი­ნა­ლის რან­გში აყ­ვა­ნი­ლი, ადა­მი­ა­ნე­ბის ში­ში­სა და ნერ­ვი­უ­ლო­ბის ხარ­ჯზე პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა. ეს გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლი არ და ვერ დარ­ჩე­ბა.

ასევე დაგაინტერესებთ
11:07 / 15-03-2021

"არ ცხრება ვნებათაღელვა ასტრაზენიკას ირგვლივ... ვისმენ ათას შეთქმულების თეორიას" - რას წერს ავსტრიაში მომუშავე ქართველი ექიმი ვაქცინაზე და რა გზა გაიარა მან აცრამდე და მის შემდეგ

16:36 / 15-03-2021

"ვაქცინას და ამ გართულებას შორის კავშირი არ დასტურდება" - ექიმი "ასტრაზენეკასთან" დაკავშირებით ახალი აღმოჩენის შესახებ წერს

23:09 / 16-03-2021

"...გამოდის, რომ ვაქცინა თრომბის რისკს ამცირებს" - რას წერს აშშ-ში მომუშავე ქართველი ინფექციონისტი ვაქცინაციასა და "ასტრაზენეკაზე"

13:39 / 17-03-2021

"AstraZeneca-ს ვაქცინა Covid-19-ისთვის უფრო ძლიერია, ვიდრე Pfizer-ისა და Moderna-ს რნმ ვაქცინები" - როგორ მუშაობს Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინა?

15:31 / 18-03-2021

"22 მარტს შემოვა "ფაიზერი", შემდეგ 80 ათასი ისევ "ასტრაზენეკა", გამზადებულია მილიონიანი ხელშეკრულება "ნოვაქსზე" - ცერცვაძე ვაქცინაციის მომდევნო ეტაპებზე

მა­ნამ კი - "ას­ტრა­ზე­ნე­კა­თი" უკვე აც­რი­ლებს არა აქვთ პა­ნი­კის ობი­ექ­ტუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი. გა­ირ­კვე­ვა ორი­ო­დე კვი­რა­ში ბევ­რი რამ. იმე­დია, სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ო­ზი შე­სა­ბა­მის მოქ­მე­დე­ბებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­სამ­შვი­დებ­ლად და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის უსაფრ­თხოდ გა­საგ­რძე­ლებ­ლად, რათა ქვე­ყა­ნამ დრო­უ­ლად და უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ შეძ­ლოს ნორ­მა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის აღ­დგე­ნა", - წერს ექი­მი.

***

ძა­ლი­ან დიდი აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია ჩემ­მა დღე­ვან­დელ­მა ლო­გი­კურ­მა სპე­კუ­ლა­ცი­ამ იმის შე­სა­ხებ, რომ დიდი ალ­ბა­თო­ბით, "ას­ტრა­ზე­ნე­კას­თან" და­კავ­ში­რე­ბუ­ლი აურ­ზა­უ­რი ევ­რო­კავ­ში­რის გერ­მა­ნო-ფრან­გულ პო­ლი­ტი­კურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბას წარ­მო­ად­გენს „გან­დგო­მი­ლი“ ბრი­ტა­ნე­თის მი­მართ. გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი გერ­მა­ნე­ლე­ბი დარ­ჩნენ. ჩემი მსჯე­ლო­ბა უსა­ფუძ­ვლო და თი­თი­დან გა­მო­წო­ვი­ლი არ ყო­ფი­ლა; ფაქ­ტებს ემ­ყა­რე­ბა. ფაქ­ტებს, რომ­ლებ­საც მო­ძი­ე­ბა და ერ­თად ლო­გი­კუ­რი და­ლა­გე­ბა სჭირ­დე­ბა. შე­ვე­ცა­დე სწო­რედ გერ­მა­ნულ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით და­მე­წე­რა ეს სტა­ტუ­სი, რათა პრი­მი­ტი­უ­ლი ან­ტი­გერ­მა­ნუ­ლი გან­წყო­ბა არ დამ­ბრალ­დეს.

Wolfgang Münchau ცნო­ბი­ლი გერ­მა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტია. ის „Financial Times“-ის ასო­ცი­რე­ბუ­ლი რე­დაქ­ტო­რია და ყო­ველკ­ვი­რე­ულ მი­მო­ხილ­ვით სტა­ტი­ებს წერს ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ევ­რო­პუ­ლი ეკო­ნო­მი­კის შე­სა­ხებ.

„ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე უა­რე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი შეც­დო­მა“ - ასე ერ­ქვა მი­მო­ხილ­ვას, რო­მე­ლიც მან 23 იან­ვარს გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

„ვაქ­ცი­ნე­ბის შეს­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კა­ტას­ტრო­ფუ­ლი პო­ლი­ტი­კით ევ­რო­კავ­შირ­მა და­უშ­ვა გა­დამ­წყვე­ტი შეც­დო­მა: მათ რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მი­ზე­ზი მის­ცეს ადა­მი­ა­ნებს, წინ აღ­დგო­მოდ­ნენ ევ­რო­პულ ინ­ტეგ­რა­ცი­ას. “კო­რო­ნა-პან­დე­მი­ამ ბევ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი „თავი“ გა­ა­გო­რა და იმ­სხვერ­პლა. ეს ბუ­ნებ­რი­ვი იყო. პან­დე­მია ომია და ომს ძა­ლი­ან კომ­პლექ­სუ­რი პო­ლი­ტი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბა. ამე­რი­კამ პრე­ზი­დენტ ტრამ­პის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ბრწყინ­ვა­ლედ იმუ­შა­ვა, რო­გორც ვაქ­ცი­ნე­ბის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად, ასე­ვე მისი ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი მხა­რის ეფექ­ტუ­რად, უმოკ­ლეს ვა­დებ­ში მო­საგ­ვა­რებ­ლად. „ზო­ზი­ნა, ბე­ბე­რი კუ“ - ასე უწო­და FDA-ს ტრამპმა, უჩ­ვე­უ­ლოდ სწრა­ფად „და­ფა­ცურ­და“ და გზა გა­უხ­სნა "პფა­ი­ზე­რი­სა" და "მო­დერ­ნას" ვაქ­ცი­ნის ოფი­ცი­ა­ლურ აღი­ა­რე­ბას.

კო­რო­ნას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ის­ტო­რია სპე­ცი­ა­ლურ სტა­ტი­ას იმ­სა­ხუ­რებს, რად­გან ეს იყო მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო „გემბლინ­გი“, რო­დე­საც და­ახ­ლო­ე­ბით 2 მი­ლი­არ­დი­ა­ნი ფსო­ნით წა­ხა­ლი­სე­ბულ­მა კერ­ძო კომ­პა­ნი­ებ­მა უმოკ­ლეს დრო­ში მო­ა­ხერ­ხეს უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ეფექ­ტუ­რად ამუ­შა­ვე­ბა და თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შეძ­ლეს შთამ­ბეჭ­და­ვი „ია­რა­ღის“ შექ­მნა. ოპე­რა­ცია „კოს­მო­სუ­რი სის­წრა­ფე“ ბრწყინ­ვა­ლე გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და.

რას აკე­თებ­და ამ დროს ევ­რო­კავ­ში­რი? ამე­რი­კის სრულ­ყო­ფილ­მა სა­პირ­წო­ნე ფი­ნან­სურ­მა მონ­სტრმა არა­თუ ვაქ­ცი­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ვერ შეძ­ლო, (მა­შინ რო­დე­საც ამას თა­ვი­სუფ­ლად გა­უმკლავ­და რუ­სე­თი), არა­მედ გამ­ზა­დე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბის დრო­უ­ლი და­ბე­ვე­ბა და შეს­ყიდ­ვაც ვერ მო­ა­ხერ­ხა; რად­გან რო­გორც ბა­ტო­ნი ვოლ­ფგან­გი მოხ­დე­ნი­ლად აღ­ნიშ­ნავს, ევ­რო­კავ­შირს ჰი­პო­თე­ტუ­რა­დაც კი არ გა­აჩ­ნია ამე­რი­კუ­ლი პრინ­ცი­პი: Whatever it takes! (რა­დაც არ უნდა დაჯ­დეს!) და ვაქ­ცი­ნე­ბის მწარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნი­ებს „ცენ­ტებ­ზე“ ევაჭ­რა უკა­ნას­კნე­ლი წუ­წუ­რა­ქი­ვით.

„ტრი­ან­გუ­ლა­ცია ბრი­უ­სე­ლის, გერ­მა­ნი­ი­სა და საფ­რან­გე­თის ეკო­ნო­მი­კურ ინ­ტე­რე­სებს შო­რის - ეს არის ის, რი­თაც სულ­დგმუ­ლობს ევ­რო­კავ­ში­რი“ - ესეც ჰერ ვოლ­ფგან­გის შე­ფა­სე­ბა გახ­ლავთ.

ეს არ იყო უბ­რა­ლო შეც­დო­მა. ამ შეც­დო­მის მიღ­მა მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის და­კარ­გუ­ლი სი­ცო­ცხლე და ჯან­მრთე­ლო­ბა დგას. ასეთ შეც­დო­მებს მარ­ტო თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მა არ მოჰ­ყვე­ბა ხოლ­მე, უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი შე­დე­გე­ბი ექ­ნე­ბა. და ევ­რო­კავ­ში­რის ამ კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ფი­ას­კოს ფონ­ზე „გან­დგო­მი­ლი“ ბრი­ტა­ნე­თი თა­ვი­სი ვაქ­ცი­ნით ფრი­ად სო­ლი­დუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა და კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს, ამ­ჟა­მად ემ­პი­რი­უ­ლად, რომ დრო­უ­ლად ჩა­მოს­ცილ­და ევ­რო­კავ­ში­რის ბი­უ­როკ­რა­ტი­ულ მონ­სტრს და ამით მი­ლი­ო­ნო­ბით სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნა.

აი ეს გახ­ლავთ მოკ­ლედ იმ პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის მი­მო­ხილ­ვა, რო­მე­ლიც ფო­ნად და­ე­დო "ას­ტრა-ზე­ნე­კას­თან" და­კავ­ში­რე­ბულ „სა­მე­დი­ცი­ნო“ კრი­ზისს.

ვი­ნა­ი­დან გრძელ სტა­ტუ­სებს ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლი დი­დად არ სწყა­ლობს, და­ნარ­ჩენს შემ­დგომ სტა­ტი­ებ­ში გან­ვავ­რცობ", - წერს ზუ­რაბ გუ­რუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Fantazia
19

Nonsense :))

რობერტი
1

იქნებ ისიც გაეანალიზებინა ქართული ოპოზიციური მედია რას ერჩის ასტრაზენეკას? ეგეც დანაშაულთან გათანაბრებული ქმედება ხომარაა? ხელისუფლებისთვის ვაქცინაციის პროცესში ხელის შეშლა უნდათ შემდეგ რომ გააკრიტიკონ ვერ მოახერხეთ დროული ვაქცინაციაო და ამისთვის ყველაფერზე მიდიან, იქნება ისიც თქვას ვინმემ რატომ უთმობს ეთერს ნაცმედია ხალხს რომლებიც შეთქმულების თეორიებს და ვაქცინისადმი შიშს ნერგავს ხალხში?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ევროკავშირის ვაქცინ-ფიასკო და ბრიტანელებზე "შურისძიება", ანუ რა მოხდა სინამდვილეში?" - ზურაბ გურული "ასტრაზენეკას" სკანდალს გლობალური პოლიტიკის ჭრილში განიხილავს

"ევროკავშირის ვაქცინ-ფიასკო და ბრიტანელებზე "შურისძიება", ანუ რა მოხდა სინამდვილეში?" - ზურაბ გურული "ასტრაზენეკას" სკანდალს გლობალური პოლიტიკის ჭრილში განიხილავს

"ასტრაზენეკათი უკვე აცრილებს არა აქვთ პანიკის ობიექტური საფუძველი"

მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი, აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმი ზურაბ გურული "ასტრაზენეკას" ვაქცინის გარშემო მსოფლიოში აგორებულ სკანდალს ეხმაურება და შექმნილ ვითარებას გლობალური პოლიტიკის ჭრილში მიმოიხილავს:

"ძალიან ბევრი ობიექტური მტკიცებულება დაგროვდა უკვე, რომ "ასტრაზენეკას" წინააღმდეგ ევროკავშირის დიდი ქვეყნების შეთანხმებული "დარტყმა" ძირითადად პოლიტიკური მოტივაციით არის გაპირობებული. ბევრმა მტკიცებულებამ უკვე გაჟონა პრესაში. როგორც ჩანს, ამ დღეებში კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია დაიდება გერმანია-საფრანგეთის ერთობლივი "ანტიბრიტანული ოპერაციის" წინააღმდეგ. ტყუილად არ დაიბეჭდა გასულ თვეში გერმანულ "ბილდში" სტატია სათაურით: "ძვირფასო ბრიტანელებო, ჩვენ თქვენი გვშურს!". ბევრი საინტერესო "აღმოჩენის" მოწმენი გავხდებით.

საოცარი უსინდისობაა, კრიმინალის რანგში აყვანილი, ადამიანების შიშისა და ნერვიულობის ხარჯზე პოლიტიკური ანგარიშსწორება. ეს გამოუძიებელი არ და ვერ დარჩება.

მანამ კი - "ასტრაზენეკათი" უკვე აცრილებს არა აქვთ პანიკის ობიექტური საფუძველი. გაირკვევა ორიოდე კვირაში ბევრი რამ. იმედია, საქართველოს ოფიციოზი შესაბამის მოქმედებებს განახორციელებს საზოგადოების დასამშვიდებლად და ვაქცინაციის უსაფრთხოდ გასაგრძელებლად, რათა ქვეყანამ დროულად და უმტკივნეულოდ შეძლოს ნორმალური ფუნქციონირების აღდგენა", - წერს ექიმი.

***

ძალიან დიდი აღშფოთება გამოიწვია ჩემმა დღევანდელმა ლოგიკურმა სპეკულაციამ იმის შესახებ, რომ დიდი ალბათობით, "ასტრაზენეკასთან" დაკავშირებული აურზაური ევროკავშირის გერმანო-ფრანგულ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას წარმოადგენს „განდგომილი“ ბრიტანეთის მიმართ. განსაკუთრებით განაწყენებული ქართველი გერმანელები დარჩნენ. ჩემი მსჯელობა უსაფუძვლო და თითიდან გამოწოვილი არ ყოფილა; ფაქტებს ემყარება. ფაქტებს, რომლებსაც მოძიება და ერთად ლოგიკური დალაგება სჭირდება. შევეცადე სწორედ გერმანულ წყაროებზე დაყრდნობით დამეწერა ეს სტატუსი, რათა პრიმიტიული ანტიგერმანული განწყობა არ დამბრალდეს.

Wolfgang Münchau ცნობილი გერმანელი ჟურნალისტია. ის „Financial Times“-ის ასოცირებული რედაქტორია და ყოველკვირეულ მიმოხილვით სტატიებს წერს ევროკავშირისა და ევროპული ეკონომიკის შესახებ.

„ჩვენი ყველაზე უარესი პოლიტიკური შეცდომა“ - ასე ერქვა მიმოხილვას, რომელიც მან 23 იანვარს გამოაქვეყნა.

„ვაქცინების შესყიდვასთან დაკავშირებული კატასტროფული პოლიტიკით ევროკავშირმა დაუშვა გადამწყვეტი შეცდომა: მათ რაციონალური მიზეზი მისცეს ადამიანებს, წინ აღდგომოდნენ ევროპულ ინტეგრაციას. “კორონა-პანდემიამ ბევრი პოლიტიკური „თავი“ გააგორა და იმსხვერპლა. ეს ბუნებრივი იყო. პანდემია ომია და ომს ძალიან კომპლექსური პოლიტიკურ-ეკონომიკური მიდგომა სჭირდება. ამერიკამ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით ბრწყინვალედ იმუშავა, როგორც ვაქცინების გასავითარებლად, ასევე მისი ბიუროკრატიული მხარის ეფექტურად, უმოკლეს ვადებში მოსაგვარებლად. „ზოზინა, ბებერი კუ“ - ასე უწოდა FDA-ს ტრამპმა, უჩვეულოდ სწრაფად „დაფაცურდა“ და გზა გაუხსნა "პფაიზერისა" და "მოდერნას" ვაქცინის ოფიციალურ აღიარებას.

კორონას საწინააღმდეგო ვაქცინების განვითარების ისტორია სპეციალურ სტატიას იმსახურებს, რადგან ეს იყო მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო „გემბლინგი“, როდესაც დაახლოებით 2 მილიარდიანი ფსონით წახალისებულმა კერძო კომპანიებმა უმოკლეს დროში მოახერხეს უახლესი ტექნოლოგიების ეფექტურად ამუშავება და თვეების განმავლობაში შეძლეს შთამბეჭდავი „იარაღის“ შექმნა. ოპერაცია „კოსმოსური სისწრაფე“ ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა.

რას აკეთებდა ამ დროს ევროკავშირი? ამერიკის სრულყოფილმა საპირწონე ფინანსურმა მონსტრმა არათუ ვაქცინების განვითარება ვერ შეძლო, (მაშინ როდესაც ამას თავისუფლად გაუმკლავდა რუსეთი), არამედ გამზადებული ვაქცინების დროული დაბევება და შესყიდვაც ვერ მოახერხა; რადგან როგორც ბატონი ვოლფგანგი მოხდენილად აღნიშნავს, ევროკავშირს ჰიპოთეტურადაც კი არ გააჩნია ამერიკული პრინციპი: Whatever it takes! (რადაც არ უნდა დაჯდეს!) და ვაქცინების მწარმოებელ კომპანიებს „ცენტებზე“ ევაჭრა უკანასკნელი წუწურაქივით.

„ტრიანგულაცია ბრიუსელის, გერმანიისა და საფრანგეთის ეკონომიკურ ინტერესებს შორის - ეს არის ის, რითაც სულდგმულობს ევროკავშირი“ - ესეც ჰერ ვოლფგანგის შეფასება გახლავთ.

ეს არ იყო უბრალო შეცდომა. ამ შეცდომის მიღმა მილიონობით ადამიანის დაკარგული სიცოცხლე და ჯანმრთელობა დგას. ასეთ შეცდომებს მარტო თანამდებობიდან გადადგომა არ მოჰყვება ხოლმე, უფრო სერიოზული შედეგები ექნება. და ევროკავშირის ამ კატასტროფული ფიასკოს ფონზე „განდგომილი“ ბრიტანეთი თავისი ვაქცინით ფრიად სოლიდურად გამოიყურება და კიდევ ერთხელ ადასტურებს, ამჟამად ემპირიულად, რომ დროულად ჩამოსცილდა ევროკავშირის ბიუროკრატიულ მონსტრს და ამით მილიონობით საკუთარი მოქალაქის სიცოცხლე გადაარჩინა.

აი ეს გახლავთ მოკლედ იმ პოლიტიკური სიტუაციის მიმოხილვა, რომელიც ფონად დაედო "ასტრა-ზენეკასთან" დაკავშირებულ „სამედიცინო“ კრიზისს.

ვინაიდან გრძელ სტატუსებს ქართველი მკითხველი დიდად არ სწყალობს, დანარჩენს შემდგომ სტატიებში განვავრცობ", - წერს ზურაბ გურული.

"ვკითხე, ბატონო გურამ, გახსოვთ განავლის მზიდი მანქანის ამბავი-მეთქი. ჩაეცინა... ასეთი იყო. პირველივე შეხვედრაზე მიმანიშნა, როგორიც უნდა იყოს ნორმალური კაცი" - რას იხსენებს დოჩანაშვილზე გურამ მეგრელიშვილი

სოფო ნიჟარაძე საბავშვო ეტლით - მომღერლის პირველი ფოტო შვილთან ერთად

"პირველად გრენობლში შევხვდით ერთმანეთს, ისე ვიკამათეთ მეპატრონეს ჩხუბი ეგონა" - როგორ იხსენებს საზოგადოება საყვარელ მწერალს?