მსოფლიო
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება" - რა განცახდა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში?
"შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება" - რა განცახდა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში?

შემ­დე­გი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი 2024 წელს ჩა­ტარ­დე­ბა - რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კო­სი პა­ტიმ­რე­ბის გა­მოშ­ვე­ბას, ჩემი გა­და­სა­წყვე­ტი არაა, რო­დის ან რო­გორ გა­მო­უშ­ვებს ვინ­მეს სა­სა­მარ­თლო შემ­დე­გი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი 2024 წელს ჩა­ტარ­დე­ბა,- ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ბრი­უ­სელ­ში, სა­ქარ­თვე­ლო-ევ­რო­კავ­ში­რის ასო­ცი­რე­ბის საბ­ჭოს მე-6 სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

ღა­რი­ბაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა კი­თხვას, არის თუ არა მზად სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის რე­ფორ­მის­თვის, ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბი­სა და და­კა­ვე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად და აღ­ნიშ­ნა, რომ მისი გა­და­სა­წყვე­ტი არაა, რო­დის ან რო­გორ გა­მო­უშ­ვებს ვინ­მეს სა­სა­მარ­თლო. ამას­თან, პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­სა­მარ­თლოს რე­ფორ­მა კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

„სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მა კრი­ტი­კუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა ჩვენ­თვი­საც. ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს ნა­კის­რი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის რე­ფორ­მა­ზე. ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წინსვლა გვაქვს ამ კუ­თხით. არ ვა­ჭარ­ბებ, 2012 წელს რომ მო­ვე­დით, კა­ტას­ტრო­ფუ­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო, ბევ­რი რე­ფორ­მა გან­ხორ­ცი­ელ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, რო­მე­ლიც ეხე­ბა პო­ლი­ტი­კო­სი პა­ტიმ­რე­ბის გა­მოშ­ვე­ბას. პო­ლი­ტი­კო­სო­ბა მი­ზე­ზი არაა, რომ გა­მო­ვუშ­ვათ ვინ­მე. თუ ვინ­მემ და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა, მან უნდა მო­ი­ხა­დოს სას­ჯე­ლი. ამი­ტომ, ჩემი გა­და­სა­წყვე­ტი არაა, რო­დის ან რო­გორ გა­მო­უშ­ვებს ვინ­მეს სა­სა­მარ­თლო. ესაა სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბა, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ვინ­მე გა­უშ­ვას პა­ტიმ­რო­ბა­ში თუ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს.

რაც შე­ე­ხე­ბა ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებს, ჩემი პრე­რო­გა­ტი­ვა არაა, გა­დავ­წყვი­ტო, რო­დის ჩა­ტარ­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბი. ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, ეუ­თომ, „ოდირ­მა“, ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვე­ბელ­მა აღი­ა­რა, რომ არ­ჩევ­ნე­ბი კონ­კუ­რენ­ტუ­ლი, სა­მარ­თლი­ა­ნი და თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო. შემ­დე­გი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი 2024 წელს ჩა­ტარ­დე­ბა“,- აღ­ნიშ­ნა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 74 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zurabi
244

ოო მელანო საღად მოაზროვნეებმა არაო... ახლა ადექით და კიმ ჩენ ირს შეეკარით ნაცებო აბა ბიძია სხვანაირად არ გამოდის ამ მსოფლიოსთან ლაპარაკი.

dato
244

ნაცებოოო ატომური ბომბი რომ გქონდეთ ფასი გექნებოდათ და ახლა კაპიკიც აღარაა მგონი თქვენი ფასი დამთავრდა კინო წაით ახლა სახლში.

ავტორი:

"შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება" - რა განცახდა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში?

"შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება" - რა განცახდა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში?

შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება - რაც შეეხება პოლიტიკოსი პატიმრების გამოშვებას, ჩემი გადასაწყვეტი არაა, როდის ან როგორ გამოუშვებს ვინმეს სასამართლო შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ღარიბაშვილმა უპასუხა კითხვას, არის თუ არა მზად სასამართლო სისტემის რეფორმისთვის, ვადამდელი არჩევნების ჩატარებისა და დაკავებული ოპოზიციის ლიდერის გასათავისუფლებლად და აღნიშნა, რომ მისი გადასაწყვეტი არაა, როდის ან როგორ გამოუშვებს ვინმეს სასამართლო. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ სასამართლოს რეფორმა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„სასამართლო რეფორმა კრიტიკული მნიშვნელობისაა ჩვენთვისაც. ვალდებულება გვაქვს ნაკისრი სასამართლო სისტემის რეფორმაზე. ბევრი მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს ამ კუთხით. არ ვაჭარბებ, 2012 წელს რომ მოვედით, კატასტროფული სიტუაცია იყო, ბევრი რეფორმა განხორციელდა.

რაც შეეხება კითხვას, რომელიც ეხება პოლიტიკოსი პატიმრების გამოშვებას. პოლიტიკოსობა მიზეზი არაა, რომ გამოვუშვათ ვინმე. თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, მან უნდა მოიხადოს სასჯელი. ამიტომ, ჩემი გადასაწყვეტი არაა, როდის ან როგორ გამოუშვებს ვინმეს სასამართლო. ესაა სამართლის უზენაესობა, სასამართლოს გადაწყვეტილება, ვინმე გაუშვას პატიმრობაში თუ გაათავისუფლოს.

რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ჩემი პრეროგატივა არაა, გადავწყვიტო, როდის ჩატარდება არჩევნები. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ეუთომ, „ოდირმა“, ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა აღიარა, რომ არჩევნები კონკურენტული, სამართლიანი და თავისუფალი იყო. შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება“,- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

"2024 წელს საქართველო წარადგენს ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე" - რას წერს ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციის მე-4 წლისთავზე

"ახლა საჭიროს გამბედაობა და კომპრომისი, კომპრომისი არის ევროპული გზა" - რას ამბობს კრისტიან დანიელსონი დღევანდელი შეხვედრების შემდეგ

კრისტიან დანიელსონი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება