პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ ვართ აქ 90 ცალი მუთაქა და თქვენ მგლობის ვერაფერი მე ვერ შეგატყვეთ...რა გაცინებთ? რა თავს აქიცინებთ?" - წულუკიანი ელისაშვილს
"ჩვენ ვართ აქ 90 ცალი მუთაქა და თქვენ მგლობის ვერაფერი მე ვერ შეგატყვეთ...რა გაცინებთ? რა თავს აქიცინებთ?" - წულუკიანი ელისაშვილს

"რა გა­ცი­ნებთ? თქვენ ად­გი­ლას რომ ვიყო, ვი­ტი­რებ­დი დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე. რა თავს აქი­ცი­ნებთ... თქვენ ხართ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფა­რი­სე­ვე­ლი, რო­მე­ლიც წუხს ვი­თომ ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ზე და კულ­ტუ­რულ მემ­კვიდ­რე­ო­ბა­ზე, რო­დე­საც წევ­რი ხართ ჩემს კო­მი­ტეტ­ში, რო­მე­ლიც წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვი­და, რომ ქარ­თულ კულ­ტუ­რას ჰქო­ნო­და მისი სა­მი­ნის­ტრო", - ასე მი­მარ­თა გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ერთ-ერთ ლი­დერს ალე­კო ელი­საშ­ვილს პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე.

მან ელი­საშ­ვილს ძვე­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ახ­სე­ნა და არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი უწო­და.

"არ შე­მიძ­ლია უპა­სუ­ხოდ დავ­ტო­ვო ამ დარ­ბაზ­ში გან­ცხა­დე­ბა, რო­დე­საც მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს ერთ-ერთ წევ­რს, აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის ხელ­მძღვა­ნელს, თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძეს უწო­დე­ბენ მექ­რთა­მეს. ბა­ტო­ნო ალე­კო, თქვენ მოგ­მარ­თავთ. აქ ორი რამ უნდა გავ­მიჯ­ნოთ ერ­თმა­ნე­თის­გან, ის თუ რო­გორ იქ­ცე­ვით თქვენ და რა ხდე­ბა ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში.

თქვენ, რო­გორც ჩანს, ამ­ბა­ვი იცით, ამ­ბის იქით დე­ტა­ლე­ბიც იცით, ერ­თა­დერ­თი რა­შიც ჩვენ გვაქვს თან­ხვედ­რა, არის ის, რომ მეც ზუს­ტად ვფიქ­რობ, რომ ის, რაც იქ შენ­დე­ბა, მი­უ­ღე­ბე­ლია.

თუ ჩვენ გა­ვიხ­სე­ნებთ პარ­ლა­მენ­ტში მოს­ვლამ­დე გა­მო­ნათ­ქვა­მებს, თქვით ასე­თი რამ: "პარ­ლა­მენ­ტში დევს 90 ცალი მუ­თა­ქა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“, ეს ჩვენ ვართ, ძვირ­ფა­სო კო­ლე­გე­ბო, მუ­თა­ქე­ბი და "სა­მო­ცი მგე­ლი, რომ შე­ვალთ იქ, ნა­ხეთ რას და­ვატ­რი­ა­ლებ­თო“, ეს ხომ თქვე­ნი სი­ტყვე­ბია?! ახლა ჩვენ ვართ აქ 90 ცალი მუ­თა­ქა და თქვენ მგლო­ბის მე ვე­რა­ფე­რი შე­გა­ტყვეთ.

ე.ი. თქვენ არამ­ცთუ არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი ხართ, რო­დე­საც თვლით, რომ ერთ დე­პუ­ტატს სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­სი, აქვს რა­ი­მე ტი­პის უფ­ლე­ბა, აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მე­თა­უ­რი ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლად აქ­ცი­ოს მის წი­ნა­შე. ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა და ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით მე მინ­და მო­გი­წო­დოთ, რომ თქვენს გვერ­დით მჯდარ კო­ლე­გას ხან­და­ხან სა­მარ­თალ­ში რა­ღა­ცე­ბი და­ე­კი­თხოთ ხოლ­მე, იმი­ტომ, რომ ჩვენ ვართ პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნო, მაგ­რამ ეს ის ორ­გა­ნოა, რო­მე­ლიც სა­მარ­თლებ­რივ და კა­ნო­ნის შე­მოქ­მე­დე­ბის ფუნ­ქცი­ას ატა­რებს და ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა არ არის მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი, ეს პო­ლი­ტი­კურ-სა­მარ­თლებ­რი­ვია.

თქვენ ხართ ის კაცი, რო­მე­ლიც თქვენ­ზე ბევ­რად უფ­როს კა­ცებ­სა და ქა­ლებს მუ­თა­ქებს ეძა­ხის, ეს არ არის კულ­ტუ­რის მომ­ხრე­ო­ბა, ეს არის უკულ­ტუ­რო­ბა! შე­სა­ბა­მი­სად, ენა იმის­თვის არ მი­უ­ცია ადა­მი­ა­ნის­თვის ღმერ­თს და მი­თუ­მე­ტეს კა­ცის­თვის, რომ ყვე­ლა­ფე­რი ილა­პა­რა­კოს,“- გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

მან იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძე ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ცი­ლის­წა­მე­ბის­თვის სა­ჩი­ვარს შე­ი­ტანს.

"მე მჯე­რა, რომ ბა­ტო­ნი რიჟ­ვა­ძე მო­ძებ­ნის დროს, რომ თქვენს წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნოს ცი­ლის­წა­მე­ბა­ზე, იმი­ტომ, რომ თქვენ და­ნა­შა­ულ­ში ამ­ხი­ლეთ ის. ქრთა­მის აღე­ბა და­ნა­შა­უ­ლია და თუ აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ თქვენ ამის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ გაქვთ, შემ­დეგ მო­გი­წევთ ამის უარ­ყო­ფა,“- გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძეს ქრთამს თუ მის­ცემ, კორ­პუსს თავ­ზე და­იდ­გამს და ისე ივ­ლის, სა­ერ­თოდ არ შე­ა­წუ­ხებს ნა­მუ­სი. რო­გორც ელი­საშ­ვილ­მა ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში მიმ­დი­ნა­რე მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის მშე­ნებ­ლო­ბის სა­კი­თხზე სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რო­გორც ჩანს, ბა­თუ­მის მე­რია და საკ­რე­ბუ­ლო ნო­მი­ნა­ლუ­რია, უმაღ­ლე­სი საბ­ჭო კი სა­ერ­თოდ არა­ფერს აკე­თებს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 50 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
kaxa
69

რატომ უნდა დათმოს ოცნებამ რამე ნაცებო? თქვენს ბელადს ასე აწყობს და ამიტომ? აგიჩემებიათ პატარა ბავშვივით არჩევნები გაყალბდაო და შესაბამისი არგუმენტები არ გაგაჩნიათ! ძლივს მართლა დემოკრატიულ ქვეყანას ვეღირსეთ და გინდათ ხელოვნურად არიოთ! დემოკრატია რომაა ეს ფაქტია. პარლამენტში მოხვდა საკმაოდ დიდი რაოდენობით ოპოზიცია(9 პარტია),მეორე, მედია სრულად თავისუფალია, მესამე, სასამართლო თავისიფალია(თქვენ სპეციალურად ლანძღავთ იმის გამო რომ თქვენი ლიდერები გაასამართლა),ციხეებში ხალხს არ აწამებენ, ხალხს ნორმალური ჯანდაცვა ეღირსა, საქართვრლოში თითქმის ყველა სოფელში დაიგო გზა ,ხიდები,( ნუ ოღღობეები ყველა არა ჯერ),ყველა სოფელში არის წყალი მიყვანილი,ყველგან მიდის გაზი,ყველაგან გამოიცვალა ელექტო გაყავნილობა,ყველა რაიონში მივიდა ინტერნეტი,შემოვიდა ციფრული მაუწყებლობა,სწავლა ბაღებში გახდა უფასო,ღვაწლმოსილ პედაგოგებს მისცეს 2 წლის გასასვლელი(ათასობით ლარი თითოეულს და გააცილეს სკოლიდან) და დაუტოვეს პოლისი,წიგნები ბავშვებისთვის უფასო, შემოიღეს ძალიან კარგი მთის კანონი,7 თვე დენი და გაზი უფასოდ,1 მილიარდის გაუსტუმრეს ბანკის ვალი გაშავებულებს, ევროპასთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა,ევროპასთან უვიზო მიმოსვლა,აშენდა და გარემონტდა(მაგ ვარძია) უამრავი კულტურული და სამედიცინო ცენტრი( ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისში,რუხის საავადმყოფო და უამრავი აქ ვერ ჩამოვთლი),აუშენდათ დევნილებს სახლები ათასობით,აშნდა 26 ჰესი(კიდევ შენდება),ბევრი საწარმო(ტექსტილი და სხვა). რაც მთავარია მშვიდობაა და ვისაც მუშაობა უნდა ყველა მუშაობს! ასე რომ ნაცებო თქვენი პროპაგადა არ გავა ხალხი ბრძენია! 

მიმოზა
0

უკვე მერამდენედ

ავტორი:

"ჩვენ ვართ აქ 90 ცალი მუთაქა და თქვენ მგლობის ვერაფერი მე ვერ შეგატყვეთ...რა გაცინებთ? რა თავს აქიცინებთ?" - წულუკიანი ელისაშვილს

"ჩვენ ვართ აქ 90 ცალი მუთაქა და თქვენ მგლობის ვერაფერი მე ვერ შეგატყვეთ...რა გაცინებთ? რა თავს აქიცინებთ?" - წულუკიანი ელისაშვილს

"რა გაცინებთ? თქვენ ადგილას რომ ვიყო, ვიტირებდი დილიდან საღამომდე. რა თავს აქიცინებთ... თქვენ ხართ ჩვეულებრივი ფარისეველი, რომელიც წუხს ვითომ ბათუმის ბულვარზე და კულტურულ მემკვიდრეობაზე, როდესაც წევრი ხართ ჩემს კომიტეტში, რომელიც წინააღმდეგ წავიდა, რომ ქართულ კულტურას ჰქონოდა მისი სამინისტრო", - ასე მიმართა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა პარტია "მოქალაქეების“ ერთ-ერთ ლიდერს ალეკო ელისაშვილს პლენარულ სხდომაზე.

მან ელისაშვილს ძველი განცხადება გაახსენა და არაკომპეტენტური უწოდა.

"არ შემიძლია უპასუხოდ დავტოვო ამ დარბაზში განცხადება, როდესაც მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს ერთ-ერთ წევრს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელს, თორნიკე რიჟვაძეს უწოდებენ მექრთამეს. ბატონო ალეკო, თქვენ მოგმართავთ. აქ ორი რამ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, ის თუ როგორ იქცევით თქვენ და რა ხდება ბათუმის ბულვარში.

თქვენ, როგორც ჩანს, ამბავი იცით, ამბის იქით დეტალებიც იცით, ერთადერთი რაშიც ჩვენ გვაქვს თანხვედრა, არის ის, რომ მეც ზუსტად ვფიქრობ, რომ ის, რაც იქ შენდება, მიუღებელია.

თუ ჩვენ გავიხსენებთ პარლამენტში მოსვლამდე გამონათქვამებს, თქვით ასეთი რამ: "პარლამენტში დევს 90 ცალი მუთაქა "ქართული ოცნებიდან“, ეს ჩვენ ვართ, ძვირფასო კოლეგებო, მუთაქები და "სამოცი მგელი, რომ შევალთ იქ, ნახეთ რას დავატრიალებთო“, ეს ხომ თქვენი სიტყვებია?! ახლა ჩვენ ვართ აქ 90 ცალი მუთაქა და თქვენ მგლობის მე ვერაფერი შეგატყვეთ.

ე.ი. თქვენ არამცთუ არაკომპეტენტური ხართ, როდესაც თვლით, რომ ერთ დეპუტატს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსი, აქვს რაიმე ტიპის უფლება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური ანგარიშვალდებულად აქციოს მის წინაშე. ეს არის ჩვეულებრივი არაკომპეტენტურობა და ძალიან დიდი პატივისცემით მე მინდა მოგიწოდოთ, რომ თქვენს გვერდით მჯდარ კოლეგას ხანდახან სამართალში რაღაცები დაეკითხოთ ხოლმე, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური ორგანო, მაგრამ ეს ის ორგანოა, რომელიც სამართლებრივ და კანონის შემოქმედების ფუნქციას ატარებს და ჩვენი საქმიანობა არ არის მხოლოდ პოლიტიკური, ეს პოლიტიკურ-სამართლებრივია.

თქვენ ხართ ის კაცი, რომელიც თქვენზე ბევრად უფროს კაცებსა და ქალებს მუთაქებს ეძახის, ეს არ არის კულტურის მომხრეობა, ეს არის უკულტურობა! შესაბამისად, ენა იმისთვის არ მიუცია ადამიანისთვის ღმერთს და მითუმეტეს კაცისთვის, რომ ყველაფერი ილაპარაკოს,“- განაცხადა წულუკიანმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ თორნიკე რიჟვაძე ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ცილისწამებისთვის საჩივარს შეიტანს.

"მე მჯერა, რომ ბატონი რიჟვაძე მოძებნის დროს, რომ თქვენს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს ცილისწამებაზე, იმიტომ, რომ თქვენ დანაშაულში ამხილეთ ის. ქრთამის აღება დანაშაულია და თუ აღმოჩნდება, რომ თქვენ ამის მტკიცებულება არ გაქვთ, შემდეგ მოგიწევთ ამის უარყოფა,“- განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძეს ქრთამს თუ მისცემ, კორპუსს თავზე დაიდგამს და ისე ივლის, საერთოდ არ შეაწუხებს ნამუსი. როგორც ელისაშვილმა ბათუმის ბულვარში მიმდინარე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, როგორც ჩანს, ბათუმის მერია და საკრებულო ნომინალურია, უმაღლესი საბჭო კი საერთოდ არაფერს აკეთებს.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"