პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდებოდა 100 წლის წინ მოსკოვში: "ბათუმი - ჩვენ, ართვინ-არტაანი - თქვენ" -  ლენინის წერილის მიხედვით, რაზე უნდა დალაპარაკებოდა სტალინი თურქებს?
რა ხდებოდა 100 წლის წინ მოსკოვში: "ბათუმი - ჩვენ, ართვინ-არტაანი - თქვენ" -  ლენინის წერილის მიხედვით, რაზე უნდა დალაპარაკებოდა სტალინი თურქებს?

1921 წლის 16 მარ­ტი. მოს­კოვ­ში, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­ხალ­ხო კო­მი­სა­რი­ა­ტის შე­ნო­ბა­ში ერ­თობ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბის ფი­ნა­ლი იწყე­ბა - ხელი უნდა მო­ე­წე­როს "რუ­სეთ-თურ­ქე­თის მე­გობ­რო­ბი­სა და ძმო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას".

აი, სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში შე­დის თურ­ქე­თის დე­ლე­გა­ცია: ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი იუ­სუფ ქე­მა­ლი (მე­თა­უ­რი), თურ­ქე­თის ელჩი რუ­სეთ­ში, გე­ნე­რა­ლი ალი ფუად ჯე­ბე­სოი, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი რიზა ნური-ბეი...

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­ხალ­ხო კო­მი­სა­რი გი­ორ­გი ჩი­ჩე­რი­ნი თურ­ქე­თის დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რებს მა­გი­დას­თან იწ­ვევს, რო­მელ­ზეც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პა­რა­ფი­რე­ბუ­ლი ტექ­სტი დევს. დგე­ბა ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტი: დო­კუ­მენტს ხელს ჯერ აწე­რენ გი­ორ­გი ჩი­ჩე­რი­ნი და სრუ­ლი­ად რუ­სე­თის ცაკ-ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჯე­ლა­ლე­დინ კორკმა­სო­ვი, შემ­დეგ კი იუ­სუფ ქე­მა­ლი, რიზა ნური და ალი ფუ­ა­დი.

მოს­კოვ­ში ხელ­მო­წე­რი­ლი "რუ­სეთ-თურ­ქე­თის მე­გობ­რო­ბი­სა და ძმო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით", სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ბე­დიც გა­და­წყდა - ქარ­თველ­თა და­უ­კი­თხა­ვად, რუ­სე­თის წი­თე­ლი არ­მი­ის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი თბი­ლი­სი­დან შორს... იგი­ვე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ეხე­ბო­და აგ­რეთ­ვე სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ას და სა­ზღვრებს.

  • ის­ტო­რი­ი­დან: სან-სტე­ფა­ნოს ზა­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის

სა­ქარ­თვე­ლო-თურ­ქე­თის (ოს­მა­ლე­თის) ურ­თი­ერ­თო­ბა მჭიდ­რო­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რუ­სეთ-თურ­ქე­თის ურ­თი­ერ­თო­ბას­თან, უფრო მე­ტიც, ძალ­ზე ხში­რად ორი დიდი იმ­პე­რი­ის სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბა გან­სა­ზღვრავ­და ხოლ­მე სა­ქარ­თვე­ლოს ბედს. ასე იყო XVIII სა­უ­კუ­ნე­ში (ია­სის სამ­შვი­დო­ბო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, 1792 წელს); XIX სა­უ­კუ­ნე­ში (ად­რი­ა­ნო­პო­ლის სამ­შვი­დო­ბო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, 1829 წელს; სან-სტე­ფა­ნოს სამ­შვი­დო­ბო (სა­ზა­ვო) ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა 1878 წელს). სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო სან-სტე­ფა­ნოს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მად, რუ­სე­თის იმ­პე­რი­ამ 1878-79 წლე­ბის ომში და­მარ­ცხე­ბუ­ლი ოს­მა­ლე­თი­სა­გან ის­ტო­რი­უ­ლი ქარ­თუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი (ტაო-კლარ­ჯე­თი, ერუ­შე­თი... აჭა­რა და არ­თვინ-არ­ტა­ა­ნი) მი­ი­ღო - კონ­ტრი­ბუ­ცი­ის სა­ხით. აქვე შევ­ნიშ­ნავთ, რომ სან-სტე­ფა­ნოს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით და მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ბერ­ლი­ნის კონ­გრე­სის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით დად­გე­ნი­ლი რუ­სეთ-ოს­მა­ლე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი იუ­რი­დი­უ­ლად უც­ვლე­ლი იყო 37 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

გი­ორ­გი ჩი­ჩე­რი­ნი

პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომში ან­ტან­ტა­სა და "ოთხთა კავ­შირს" შო­რის სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი კავ­კა­სი­ა­შიც გა­ჩაღ­და. რუ­სე­თი, რო­გორც ან­ტან­ტის წევ­რი, "ოთხთა კავ­ში­რის" წევრ ოს­მა­ლეთ­თან ომში ჩა­ე­ბა. კავ­კა­სი­ის ფრონტზე მომ­ხდარ­მა მოვ­ლე­ნებ­მა კო­რექ­ტი­ვე­ბი შე­ი­ტა­ნა სა­სა­ზღვრო-ტე­რი­ტო­რი­ულ სა­კი­თხებ­შიც: ბა­თუმ­სა და არ­თვინს ჯერ ოს­მა­ლე­ბი (ბრეს­ტის 1918 წლის 3 მარ­ტის ზა­ვით და ბა­თუ­მის 1918 წლის 4 ივ­ნი­სის უსა­მარ­თლო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით), მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, ოს­მა­ლე­თის და­მარ­ცხე­ბის შემ­დგომ, ბრი­ტა­ნე­ლე­ბი და­ე­უფლნენ (მუდ­რო­სის 1918 წლის ოქ­ტომ­ბრის ზა­ვით), არ­ტა­ა­ნი კი პრო­თურ­ქუ­ლი ელე­მენ­ტე­ბი­სა­გან ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ­მა თვით­მარ­ქვია ე. წ. "ყარ­სის რეს­პუბ­ლი­კამ" ჩა­იგ­დო ხელ­ში. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დიპ­ლო­მა­ტი­ი­სა და ქარ­თუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­სა­ხე­ლოდ უნდა ით­ქვას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი თურ­ქეთ­თან საკ­მა­ოდ სწრა­ფად აღ­დგა თით­ქმის იმა­ვე სა­ხით, რო­გო­რიც პირ­ველ მსოფ­ლიო ომამ­დე იყო: 1920 წლის ივ­ლის­ში, როცა აჭა­რა (ბა­თუ­მის ოლქი არ­თვი­ნი­თურთ) სა­ქარ­თვე­ლოს და­უბ­რუნ­და, ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ტე­რი­ტო­რი­ის ფარ­თობ­მა თით­ქმის აბ­სო­ლუ­ტურ მაქ­სი­მუმს მი­აღ­წია. ეს იყო უდი­დე­სი მიღ­წე­ვა XIV სა­უ­კუ­ნის 30-იანი წლე­ბის შემ­დგომ, როცა გი­ორ­გი ბრწყინ­ვა­ლემ სა­ქარ­თვე­ლო კვლავ გა­ა­ერ­თი­ა­ნა. აქვე და­ვა­მა­ტებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის სა­გა­რეო-პო­ლი­ტი­კუ­რი ორი­ენ­ტა­ცია მკვეთ­რად იყო გა­მო­ხა­ტუ­ლი და­სავ­ლუ­რი ვექ­ტო­რით.

აი, ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქონ­და სა­ქარ­თვე­ლოს 1920 წლის ივ­ლის­ში, მაგ­რამ რა ხდე­ბა თურ­ქეთ­ში?

  • თურ­ქუ­ლი "ეროვ­ნუ­ლი აღ­თქმა" და ბა­თუ­მის სა­კი­თხი

პირ­ველ მსოფ­ლი­ომ ომში და­მარ­ცხე­ბუ­ლი ოს­მა­ლე­თის ტე­რი­ტო­რია გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებ­მა - ან­ტან­ტის წევ­რებ­მა - გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბად გა­და­ი­ნა­წი­ლეს. გე­ნე­რა­ლი მუს­ტა­ფა ქე­მა­ლი, თა­ვის თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებ­თან ერ­თად, არ შე­უ­რიგ­და შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ას და ეროვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი ბრძო­ლა და­ი­წყო: რე­გი­ო­ნებ­ში ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა "თურ­ქთა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბი", მი­იმხრო ოს­მა­ლე­თის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტატ­თა ნა­წი­ლი, სა­ხელ­მწი­ფო და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოღ­ვა­წე­ე­ბი და ჯერ ერ­ზე­რუმ­ში (1919 წლის აგ­ვის­ტო), შემ­დეგ კი სი­ვას­ში (1919 წლის სექ­ტემ­ბე­რი) "უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­თა" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ყრი­ლო­ბე­ბი ჩა­ა­ტა­რა "სამ­შობ­ლოს გა­დარ­ჩე­ნის გზე­ბის" ძი­ე­ბის მიზ­ნით. აქვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია ით­ქვას, რომ კონ­სტან­ტი­ნო­პოლ­ში, ან­ტან­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის კონ­ტრო­ლით, ოს­მა­ლე­თის სულ­თნის მეჰ­მედ VI-ის მთავ­რო­ბა ჯერ კი­დევ არ­სე­ბო­ბას გა­ნაგ­რძობ­და. მარ­თა­ლია, სულ­თნის მთავ­რო­ბას მუს­ტა­ფა ქე­მა­ლის მი­მართ სიმ­პა­თი­ე­ბი არ ჰქონ­და, მაგ­რამ მა­ინც და­თან­ხმდა პარ­ლა­მენ­ტის (დე­პუ­ტატ­თა პა­ლა­ტის) არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას. არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­მა ან­ტან­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებს იმე­დი გა­უც­რუა - დე­პუ­ტატ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბამ მუს­ტა­ფა ქე­მა­ლის მხა­რე და­ი­კა­ვა: მათ პირ­ვე­ლი­ვე სხდო­მა­ზე, 1920 წლის 28 იან­ვარს მი­ი­ღეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტი - "თურ­ქე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დეკ­ლა­რა­ცია", ანუ "ეროვ­ნუ­ლი აღ­თქმა", რომ­ლი­თაც თურ­ქე­თის მო­მა­ვა­ლი სა­ზღვრე­ბი და სა­ხელ­მწი­ფო მო­წყო­ბა გა­ნი­სა­ზღვრა. სხვა­თა შო­რის, ამ დეკ­ლა­რა­ცი­ის მე­ო­რე პუნ­ქტში ბა­თუ­მის ოლქი თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ად არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი, "რო­მე­ლიც "დედა-სამ­შობ­ლოს" ჯერ კი­დევ 1918 წლის ივ­ნის­ში და­უბ­რუნ­და". ამას­თან, პარ­ლა­მენ­ტმა "ეროვ­ნულ აღ­თქმა­ში" ბა­თუ­მის ოლ­ქის მო­სახ­ლე­ო­ბის ნე­ბის პლე­ბის­ცი­ტით გა­მო­ხატ­ვის პრინ­ცი­პიც შე­ი­ტა­ნა.

მუს­ტა­ფა ქე­მა­ლი

1920 წლის 16 მარ­ტის შემ­დეგ კი, როცა ან­ტან­ტამ კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის ოკუ­პი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა და ოს­მა­ლე­თის ახ­ლა­დარ­ჩე­უ­ლი, მაგ­რამ ჯი­უ­ტი პარ­ლა­მენ­ტი და­შა­ლა, მუს­ტა­ფა ქე­მალ­მა ანა­ტო­ლი­ის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე ქა­ლაქ ან­გო­რა­ში (ან­კა­რა­ში) თა­ვი­სი მთავ­რო­ბა და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო - დიდი ეროვ­ნუ­ლი კრე­ბა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა, რო­მელ­შიც კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლი­დან გა­მოქ­ცე­უ­ლი 105 დე­პუ­ტა­ტი შე­ვი­და, და­ნარ­ჩე­ნი კი - 233 დე­პუ­ტა­ტი, ხე­ლახ­ლა აირ­ჩი­ეს.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ იმ პე­რი­ოდ­ში რუ­სე­თი­სა და თურ­ქე­თის ლი­დე­რე­ბის - ვლა­დი­მერ ლე­ნი­ნი­სა და მუს­ტა­ფა ქე­მა­ლის ინტე­რე­სე­ბი ერ­თმა­ნეთს და­ემ­თხვა: ორი­ვე ან­ტან­ტის ქვეყ­ნე­ბი­სა და მათი მო­კავ­ში­რე­ე­ბის ინ­ტერ­ვენ­ცი­ას ებ­რძო­და, ევ­რო­პას ორი­ვე - მოს­კო­ვიც და ან­გო­რაც მტრად თვლიდ­ნენ. ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ერ­თო პრობ­ლე­მებ­მა სა­გა­რეო-პო­ლი­ტი­კურ ინ­ტე­რეს­თა დამ­თხვე­ვა გა­მო­იწ­ვია - რუ­სე­თის კო­მუ­ნის­ტურ­მა და თურ­ქე­თის ქე­მა­ლის­ტურ­მა მთავ­რო­ბებ­მა ერ­თმა­ნეთს დახ­მა­რე­ბის ხელი გა­უ­წო­დეს. 1920 წლის მა­ის­ში მუს­ტა­ფა ქე­მალ­მა მოს­კოვ­ში თა­ვი­სი მთავ­რო­ბის "სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­ხკო­მი" (ასე უწო­დებ­დნენ თურ­ქი ქე­მა­ლის­ტე­ბი მი­ნის­ტრებს, რუსი კო­მუ­ნის­ტე­ბის მსგავ­სად) ბე­ქირ სამი-ბეი და მისი მო­ად­გი­ლე იუ­სუფ ქე­მა­ლი მოს­კოვ­ში გაგ­ზავ­ნა. ისი­ნი ჯერ თა­ვი­ანთ საბ­ჭო­ტა კო­ლე­გებს - სა­ხკომ გი­ორ­გი ჩი­ჩე­რინს და მის მო­ად­გი­ლეს - ლევ კა­რა­ხანს შეხ­ვდნენ, შემ­დეგ კი თვით სა­ხკო­მსაბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რეს ვლა­დი­მერ ლე­ნინს. თურ­ქე­ბი მოს­კოვ­ში საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი დრო­ით დარ­ჩნენ - აგ­ვის­ტოს ბო­ლომ­დე. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­მუ­შავ­და "მე­გობ­რო­ბა-ძმო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის" პრო­ექ­ტი, აგ­რეთ­ვე შე­თან­ხმე­ბა ფი­ნან­სე­ბით და ია­რა­ღით დახ­მა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე (და­ახ­ლო­ე­ბით 8 ტონა ოქრო, რამ­დე­ნი­მე ათა­სი შაშ­ხა­ნა, ქვე­მე­ხე­ბი და ჭურ­ვე­ბი).

ეხ­მა­რე­ბოდ­ნე რა თურქ "ამ­ხა­ნა­გებს", რუს ბოლ­შე­ვი­კებს უფრო შორს მი­მა­ვა­ლი მიზ­ნე­ბი ჰქონ­დათ - საბ­ჭო­თა რუ­სე­თი ქე­მა­ლის­ტურ მთავ­რო­ბას ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ბოლ­შე­ვი­კუ­რი იდე­ე­ბის გა­ტა­რე­ბის (მსოფ­ლიო რე­ვო­ლუ­ცი­ის) ინ­სტრუ­მენ­ტად გა­ნი­ხი­ლავ­და. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, რო­გორც ქე­მა­ლის­ტე­ბი, ასე­ვე კო­მუ­ნის­ტე­ბი ქარ­თველ სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტებს ეჭ­ვი­თა და უნ­დობ­ლო­ბით უყუ­რებ­დნენ და თბი­ლი­სის და­სავ­ლუ­რი დიპ­ლო­მა­ტია აშ­კა­რად არ მოს­წონ­დათ.

კი­დევ ერთი მი­ზა­ნი, რო­მე­ლიც თურქ ქე­მა­ლის­ტებ­სა და რუს კო­მუ­ნის­ტებს აერ­თი­ა­ნებ­დათ: ორი­ვე­ნი ცდი­ლობ­დნენ ყო­ფი­ლი იმ­პე­რი­ე­ბის რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ტე­რი­ტო­რია გა­ე­კონ­ტრო­ლე­ბი­ნათ. უფრო მე­ტიც, ან­გო­რის მთავ­რო­ბა მოქ­მე­დებ­და 1918 წლის 4 ივ­ნისს ბა­თუმ­ში სა­ქარ­თვე­ლო­სა და სომ­ხეთ­თან და­დე­ბუ­ლი კა­ბა­ლურ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­თა დე­ბუ­ლე­ბე­ბით და რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ულ აჭა­რა-ტაო-კლარ­ჯეთს, ასე­ვე სომ­ხურ ყარსსა და ყა­გიზ­მანს (ანუ თურ­ქე­თის აღ­მო­სავ­ლე­თით და ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე ვი­ლა­ი­ე­თებს) თა­ვის ტე­რი­ტო­რი­ე­ბად მი­იჩ­ნევ­და.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ "აღ­თქმის" სა­ფუძ­ველ­ზე პირ­ვე­ლი პრო­ტეს­ტი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გამო თურ­ქეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ჯერ კი­დევ 1920 წლის ივ­ლის­ში გა­მო­უ­ცხა­და, როცა დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა აჭა­რი­დან ჯა­რე­ბი გა­იყ­ვა­ნა და ბა­თუ­მი სა­ქარ­თვე­ლოს და­უბ­რუ­ნა, თუმ­ცა იმ დროს ქე­მა­ლის­ტე­ბის პრო­ტეს­ტი­სათ­ვის თბი­ლისს ჯე­რო­ვა­ნი ყუ­რა­დღე­ბა არ მი­უქ­ცე­ვია. არა­და, თით­ქმის იგი­ვე გან­მე­ორ­და 1921 წლის იან­ვარ­შიც, როცა სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სია სი­მონ მდივ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ან­გო­რა­ში ჩა­ვი­და: "შეხ­ვედ­რის დროს, სა­ზღვრებ­ზე სა­უბ­რი­სას, მუს­ტა­ფა ქე­მალ­მა "ეროვ­ნუ­ლი აღ­თქმა" შეგ­ვახ­სე­ნა და მისი ტექ­სტი გად­მოგ­ვცა", - ატყო­ბი­ნებ­და ქარ­თვე­ლი ელჩი სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლის­ში. სხვა­დას­ხვა წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, "ეროვ­ნუ­ლი აღ­თქმა" თურ­ქე­თის­თვის დღე­საც მოქ­მე­დი იუ­რი­დი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტია, რად­გან სწო­რედ მას­ში არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ის ფარ­გლე­ბი.

  • თურ­ქე­ბი მოს­კოვ­ში: "ბა­თუ­მი და არ­თვინ-არ­ტა­ა­ნი ჩვე­ნია!"

1920 წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში თურ­ქეთ-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბა სულ უფრო მტკიც­დე­ბო­და. წლის და­სას­რულს გა­და­წყდა მე­გობ­რო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბაც. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ბა­ქოს გავ­ლით მოს­კოვს მი­მა­ვა­ლი ან­გო­რის მთავ­რო­ბის დე­ლე­გა­ცია იუ­სუფ ქე­მა­ლის მე­თა­უ­რო­ბით ბა­თუ­მი­დან თბი­ლის­ში 4 თე­ბერ­ვალს, რუ­სე­თის თავ­დას­ხმამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ჩა­მო­ვი­და. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თურ­ქე­ბი დიდი პა­ტი­ვით მი­ი­ღო, გა­ი­მარ­თა ხან­მოკ­ლე მო­ლა­პა­რა­კე­ბა, რომ­ლის დრო­საც ქე­მა­ლის­ტებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს ახლო მო­მა­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბის სურ­ვი­ლი.

საბ­ჭო­თა სარ­კი­ნიგ­ზო ტრან­სპორ­ტის ცუდი მუ­შა­ო­ბის გამო თურ­ქე­თის დე­ლე­გა­ცი­ამ მოს­კოვ­ში ჩას­ვლა და­აგ­ვი­ა­ნა. თურ­მე ბა­ქო­ში მათი ვა­გო­ნი შეც­დო­მით რო­მე­ლი­ღაც მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი ნელ­მა­ვა­ლი ეშე­ლო­ნის­თვის ჩა­უ­ბამთ. იუ­სუფ ქე­მა­ლი თით­ქმის ყო­ვე­ლი სად­გუ­რი­დან ტე­ლე­ფო­ნით უკავ­შირ­დე­ბო­და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­ხკო­მს გი­ორ­გი ჩი­ჩე­რინს და დახ­მა­რე­ბას სთხოვ­და, სპე­ცი­ა­ლუ­რი ორ­თქლმა­ვა­ლი გვჭირ­დე­ბაო. რო­გორც იქნა, 19 თე­ბერ­ვალს, თურ­ქე­ბი მოს­კოვ­ში ჩა­ვიდ­ნენ...

სა­ნამ დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რე­ბი მი­ლაგ-მო­ლაგ­დე­ბოდ­ნენ და პო­ლი­ტი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ას გა­ეც­ნო­ბოდ­ნენ, მათ შო­რის კავ­კა­სი­ა­შიც (სა­დაც რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომი იყო უკვე და­წყე­ბუ­ლი), რამ­დე­ნი­მე დღე გა­ვი­და, 26 თე­ბერ­ვალს კი რუ­სეთ-თურ­ქე­თის მო­ლა­პა­რა­კე­ბა (კონ­ფე­რენ­ცია) და­ი­წყო. თურ­ქებ­მა მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა და­ა­ფიქ­სი­რეს: 1920 წლის აგ­ვის­ტო­ში შედ­გე­ნილ ძმო­ბა-მე­გობ­რო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პრო­ექ­ტში ცვლი­ლე­ბე­ბი უნდა შე­სუ­ლი­ყო კავ­კა­სი­ა­ში მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით: დო­კუ­მენ­ტის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ბუ­ლე­ბა უნდა ყო­ფი­ლი­ყო თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ი­სა და მისი აღ­მო­სავ­ლე­თის სა­ზღვრის აღი­ა­რე­ბა რუ­სე­თის მიერ.

ამ დროს კი სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ვე­ლი მხრი­დან შე­მო­სე­ულ­მა რუ­სე­თის ჯა­რებ­მა თბი­ლი­სი და­ი­კა­ვეს, მთავ­რო­ბა ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლია ჯერ ქუ­თა­ის­ში, შემ­დეგ ბა­თუმ­ში... მარ­ტის და­სა­წყის­ში ან­გო­რი­დან (ან­კა­რი­დან) მი­ღე­ბუ­ლი დი­რექ­ტი­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე იუ­სუფ ქე­მალ­მა რუ­სე­თის მთავ­რო­ბას ბა­თუ­მის, არ­თვი­ნი­სა და არ­ტა­ა­ნის, აგ­რეთ­ვე ყარ­სის თურ­ქე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში აღი­ა­რე­ბა მოს­თხო­ვა. ამით მან ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ა­ცხა­და, რომ ეს ქა­ლა­ქე­ბი მხო­ლოდ და მხო­ლოდ თურ­ქეთს ეკუთ­ვნის...

რო­გორც თურ­ქუ­ლი, რუ­სუ­ლი და სომ­ხუ­რი წყა­რო­ე­ბით ირ­კვე­ვა, გი­ორ­გი ჩი­ჩე­რი­ნი წი­ნა­აღ­მდე­გი ყო­ფი­ლა, რომ თურ­ქეთს ყარ­სის ოლქი გა­დას­ცე­მო­და. სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში სო­მეხ­თა ლო­ბის­ტად წო­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ჩი­ჩე­რი­ნი მარ­თლაც "კბი­ლე­ბით იცავ­და" სო­მეხ­თა ინ­ტე­რე­სებს, კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ი­თხოვ­და თურ­ქებს და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ ყარ­სი და ალექ­სან­დრო­პო­ლი (დღე­ვან­დე­ლი გი­უმ­რი, ყო­ფი­ლი ლე­ნი­ნა­კა­ნი), რომ­ლე­ბიც ქე­მა­ლის­ტებ­მა სომ­ხეთ­თან 1920 წლის აგ­ვის­ტოს ბო­ლოს და­წყე­ბუ­ლი ომის დროს ჩა­იგ­დეს ხელ­ში. ცნო­ბი­ლი რუსი დიპ­ლო­მა­ტის ამ­გვარ მოქ­მე­დე­ბას თურ­ქე­თის დე­ლე­გა­ცია ძალ­ზე გა­უ­ნა­წყე­ნე­ბია, მო­ლა­პა­რა­კე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე უა­რიც კი უთ­ქვამთ.

საქ­მეს ისე­თი პირი უჩან­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­დამ­ჭე­რი არც ან­კა­რა­ში და არც მოს­კოვ­ში არა­ვინ იყო. ჩვე­ნი მოს­კო­ვე­ლი ელჩი, სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი გე­რა­სი­მე მა­ხა­რა­ძე ჩე­კამ და­ა­პა­ტიმ­რა, ხოლო ან­კა­რა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩს სი­მონ მდი­ვანს მუს­ტა­ფა ქე­მა­ლი სი­ტყვით დახ­მა­რე­ბას ჰპირ­დე­ბო­და, საქ­მით კი პი­რი­ქით აკე­თებ­და - ულ­ტი­მა­ტუ­მი წა­მოგ­ვი­ყე­ნეს, რომ ჩვენს სამ­ხედ­რო გარ­ნი­ზო­ნებს უმოკ­ლეს ვა­და­ში არ­თვი­ნი და არ­ტა­ა­ნი უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ. ნათ­ქვა­მია, ძალა აღ­მარ­თსა ხნავ­სო. რა უნდა ექნა უთა­ნას­წო­როდ ბრძო­ლა­ში მყოფ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას?

გე­რა­სი­მე მა­ხა­რა­ძე

თბი­ლის­მა ან­გო­რას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა შეს­თა­ვა­ზა: ჩვენ ჯარს გა­ვიყ­ვანთ, მაგ­რამ სა­მო­ქა­ლა­ქო მარ­თვა-გამ­გებ­ლო­ბა ჩვე­ნი დარ­ჩე­სო. თურ­ქებ­მა უარი გა­ნა­ცხა­დეს. მათი არ­მია ბა­თუ­მის­კენ მი­ი­წევ­და. 7 მარტს ქარ­თულ­მა ჯარ­მა არ­თვი­ნი და არ­ტა­ა­ნი და­ტო­ვა. მოს­კოვ­ში რუ­სე­თის სა­ხკო­მსაბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ვლა­დი­მერ ლე­ნი­ნი შეშ­ფო­თე­ბუ­ლია თურ­ქე­ბის დე­ლე­გა­ცი­ის ჯი­უ­ტო­ბით. და აი, სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის ასეთ დრა­მა­ტულ ჟამს არე­ნა­ზე გა­მოჩ­ნდა კავ­კა­სი­ის პრობ­ლე­მა­თა მცოდ­ნე, რუ­სე­თის ეროვ­ნე­ბა­თა საქ­მე­ე­ბის სა­ხალ­ხო კო­მი­სა­რი იო­სებ სტა­ლი­ნი.

  • ლე­ნი­ნი: "თურ­ქებს სტა­ლი­ნი და­ე­ლა­პა­რა­კე­ბა"

9 მარტს ვლა­დი­მერ ლე­ნი­ნი გი­ორ­გი ჩი­ჩე­რინს წე­რილს წერს: "ამ­ხა­ნა­გო ჩი­ჩე­რინ! მე უკი­დუ­რე­სად ვარ შეშ­ფო­თე­ბუ­ლი იმით, რომ თურ­ქე­ბი ბა­თუ­მის შე­სა­ხებ თან­ხმო­ბას აჭი­ა­ნუ­რე­ბენ და დროს იგე­ბენ, სა­ნამ მათი არ­მია ქა­ლა­ქი­სა­კენ მი­ი­წევს. ჩვენ არ უნდა მივ­ცეთ მათ გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბის უფ­ლე­ბა. გა­ნი­ხი­ლეთ ასე­თი ზომა: თქვენ მო­ლა­პა­რა­კე­ბას წყვეტთ იმ მო­ტი­ვით, რომ ჩემ­თან ნა­ხე­ვარ­სა­ა­თი­ა­ნი შეხ­ვედ­რა გსურთ, სტა­ლი­ნი კი ამა­სო­ბა­ში თურ­ქე­ბის დე­ლე­გა­ცი­ას­თან გუ­ლახ­დი­ლად მო­ი­ლა­პა­რა­კებს, რომ საქ­მე დღეს­ვე ბო­ლომ­დე მი­იყ­ვა­ნოს" (ვ.ი.ლე­ნი­ნი. თხზუ­ლე­ბა­თა სრუ­ლი კრე­ბუ­ლი, ტომი 52-ე, გვ.92, მოს­კო­ვი, 1970 (რუს). // http://bolshevick.org/teoriya-i-praktika-bolshevizma/lenin/52.pdf

ვლა­დი­მერ ლე­ნინს სუ­ლაც არ სურ­და თა­ვი­სი თურ­ქი კო­ლე­გის, მუს­ტა­ფა ქე­მა­ლის გა­ნა­წყე­ნე­ბა, რად­გან კრემ­ლი თურ­ქეთს, რო­გორც უკვე ვთქვით, აღ­მო­სავ­ლეთ­ში თა­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვან რე­ვო­ლუ­ცი­ურ მო­კავ­ში­რედ მი­აჩ­ნევ­და. რო­გორც თურ­ქი მკვლე­ვა­რე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, მო­ლა­პა­რა­კე­ბის დროს ბა­თუ­მის კუთ­ვნი­ლე­ბის ირ­გვლივ წარ­მოქ­მნი­ლი უთან­ხმო­ე­ბის გა­დაჭ­რა­ში მთა­ვა­რი როლი სწო­რედ იო­სებ სტა­ლინს შე­უს­რუ­ლე­ბია. ამას­ვე ადას­ტუ­რე­ბენ სო­მე­ხი ის­ტო­რი­კო­სე­ბიც.

რო­გორც ლე­ნი­ნის წე­რი­ლი­დან ხდე­ბა ცნო­ბი­ლი, 9 მარტს მან თურ­ქებ­თან სა­კი­თხის გარ­კვე­ვა იო­სებ სტა­ლინს და­ა­ვა­ლა, 10 მარტს კი იუ­სუფ ქე­მალ­მა თა­ვი­სი მო­თხოვ­ნე­ბი ბა­თუ­მის თურ­ქე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში აღი­ა­რე­ბა­ზე უკან წა­ი­ღო, ორი­ო­დე დღის შემ­დეგ კი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პრო­ექ­ტზე სა­ზე­ი­მო ხელ­მო­წე­რის თა­რი­ღად 16 მარ­ტი და­ი­ნიშ­ნა.

  • სტა­ლი­ნი: "ბა­თუ­მი ჩვენ, არ­თვინ-არ­ტა­ა­ნი - თქვენ"

იბა­დე­ბა კი­თხვა: მა­ინც რა მოხ­და 9 მარ­ტის ღა­მეს ისე­თი, რა­მაც თურ­ქე­ბის პრე­ტენ­ზი­ე­ბი და­ა­ცხრო? ზუს­ტად თქმა ძნე­ლია (მო­ლა­პა­რა­კე­ბის სტე­ნოგ­რა­მა სა­ქარ­თვე­ლოს არ­ქი­ვებ­ში არ არის), მაგ­რამ შე­დე­გი გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ სტა­ლი­ნი თურ­ქებ­თან შეხ­ვედ­რი­სას ერ­თგვარ კომ­პრო­მის­ზე წა­ვი­და: მან პრი­ო­რი­ტე­ტი მი­ა­ნი­ჭა ბა­თუმს, რო­გორც შა­ვი­ზღვის­პი­რე­თის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ნავ­სად­გურ­სა და ბა­ქოს ნავ­თობ­სა­დე­ნის ბოლო მო­ნაკ­ვე­თის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, სხვა ქარ­თუ­ლი მი­წე­ბი კი, სომ­ხურ­თან ერ­თად, თურ­ქებს და­უთ­მო. თუმ­ცა­ღა, ბა­თუ­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაც სა­ეჭ­ვო კომ­პრო­მი­სად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: თურ­ქებს თით­ქოს­და უთ­ქვამთ, ბა­თუ­მი ჩვე­ნია, მისი სი­უ­ზე­რე­ნე­ბი ჩვენ ვართ, მაგ­რამ კარ­გი, გით­მობთ, ოღონდ აჭა­რას ავ­ტო­ნო­მი­ის სტა­ტუ­სი უნდა მი­ა­ნი­ჭო­თო.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, იო­სებ სტა­ლინ­მა კარ­გად იცო­და, რომ ის­ტო­რი­უ­ლი ტაო-კლარ­ჯე­თი ქარ­თუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ერთ-ერთი აკ­ვა­ნი იყო - მას ხომ სა­სუ­ლი­ე­რო გა­ნათ­ლე­ბა ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი და ისიც იცო­და, რომ თურ­ქე­თი­სათ­ვის გა­და­ცე­მულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უამ­რა­ვი ქარ­თუ­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ძეგლი იყო შე­მორ­ჩე­ნი­ლი... მაშ, რა­ტომ მოხ­და, რომ შატ­ბერ­დი, ბერ­თა, ანჩი, პარ­ხა­ლი და იშ­ხა­ნი თურ­ქეთს დარ­ჩა? შე­იძ­ლე­ბა სტა­ლი­ნი ფიქ­რობ­და, რომ ეს მხო­ლოდ დრო­ე­ბი­თია, იმ­ჟა­მად აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო თურ­ქეთ­თან მე­გობ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, ვი­თა­რე­ბას კი მო­მა­ვალ­ში გა­მო­ას­წო­რებ­და? ასე იყო თუ ისე, სა­ქარ­თვე­ლომ ტე­რი­ტო­რი­ის თით­ქმის ერთი მე­სა­მე­დი და­კარ­გა.

მოვ­ლე­ნებს თუ წინ გა­ვუს­წრებთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ იო­სებ სტა­ლინ­მა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის მი­წუ­რულს სა­ქარ­თვე­ლო­სა და სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­კი­თხი მარ­თლაც გა­იხ­სე­ნა და თურ­ქეთს მათი დაბ­რუ­ნე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად მოს­თხო­ვა... ალ­ბათ, მძი­მე ტვირ­თად აწვა 1921 წლის 9 მარ­ტის ღა­მით გა­წე­უ­ლი კომ­პრო­მი­სი თურ­ქებ­თან....

მოს­კო­ვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა:

ა) "თურ­ქე­თი თმობს სი­უ­ზე­რე­ნი­ტეტს ბა­თუმ­ზე"

მოს­კოვ­ში ხელ­მო­წე­რი­ლი 16-მუხ­ლი­ა­ნი დო­კუ­მენ­ტის მთა­ვა­რი მარ­ცვა­ლი პირ­ველ მუხ­ლშია, რო­მელ­შიც თურ­ქე­თის ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თი სა­ზღვა­რია მო­ცე­მუ­ლი (ანუ სა­ზღვა­რი სა­ქარ­თვე­ლოს­თან, სომ­ხეთ­თან და აზერ­ბა­ი­ჯან­თან). "ცნე­ბა­ში "თურ­ქე­თი" იგუ­ლის­ხმე­ბა ის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ნი­სა­ზღვრა ოს­მა­ლე­თის დე­პუ­ტატ­თა პა­ლა­ტის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი 1336 (1920) წლის 28 იან­ვრის "ეროვ­ნუ­ლი აღ­თქმით", - ნათ­ქვა­მია მას­ში. შემ­დეგ აღ­წე­რი­ლია თურ­ქე­თის ამ­ჟა­მინ­დე­ლი სა­ზღვა­რი - სარ­ფი­დან ნა­ხ­ჭე­ვა­ნამ­დე. რაც შე­ე­ხე­ბა ბა­თუ­მის ოლქს, მე­ო­რე მუხ­ლში ვკი­თხუ­ლობთ: "თურ­ქე­თი თა­ნახ­მაა და­უთ­მოს თა­ვი­სი სი­უ­ზე­რე­ნი­ტე­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ბა­თუ­მის პორტზე, ქა­ლაქ­სა და იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მე­ლიც ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პირ­ველ მუხ­ლში მო­ცე­მუ­ლი სა­ზღვრის ჩრდი­ლო­ე­თით მდე­ბა­რე­ობს, იმ პი­რო­ბით, რომ 1) ამ ად­გი­ლე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა ფარ­თო ავ­ტო­ნო­მი­ით ისარ­გებ­ლებს, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს თი­თო­ე­უ­ლი თე­მის სარ­წმუ­ნო­ებ­რივ-კულ­ტუ­რულ უფ­ლე­ბებს და მი­ი­ღებს ისეთ სა­ად­გილ­მა­მუ­ლო კა­ნონს, რო­მე­ლიც მათ სურ­ვი­ლებს ეთან­ხმე­ბა; 2) თურ­ქეთს მი­ე­ცე­მა ბა­თუ­მის პორ­ტით სხვა­დას­ხვა სა­ქონ­ლის თა­ვი­სუ­ფა­ლი ტრან­ზი­ტის უფ­ლე­ბა, უბა­ჟოდ და დაბ­რკო­ლე­ბე­ბის გა­რე­შე, ხარ­ჯე­ბის და­უ­ბეგ­რა­ვად".

აქვე მოკ­ლედ გან­ვმარ­ტოთ, თუ რას ნიშ­ნავს ტერ­მი­ნი "სი­უ­ზე­რე­ნი­ტე­ტი" ("სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა­გან" გან­სხვა­ვე­ბით). "სი­უ­ზე­რე­ნი" - ფრან­გუ­ლი წარ­მო­შო­ბი­საა და ნიშ­ნავს მმარ­თველს [მფლო­ბელს], ხოლო "სი­უ­ზე­რე­ნი­ტე­ტი" - ამა თუ იმ ტე­რი­ტო­რი­ის მარ­თვის [ფლო­ბის] უფ­ლე­ბას. ეს ტერ­მი­ნი ძი­რი­თა­დად შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში იხ­მა­რე­ბო­და, თუმ­ცა დღე­საც შე­მორ­ჩე­ნი­ლია.

ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სხვა მუხ­ლე­ბით გა­ნი­სა­ზღვრა ნა­ხი­ჩე­ვა­ნის ოლ­ქის სა­ზღვრე­ბი და სტა­ტუ­სი (ავ­ტო­ნო­მია აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრო­ტექ­ტო­რა­ტით), ორი­ვე მხა­რე აუქ­მებ­და ადრე ხელ­მო­წე­რილ ყვე­ლა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, რომ­ლე­ბიც მათ ინ­ტე­რე­სებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ, და­უშ­ვებ­ლად მი­იჩ­ნევ­დნენ ერ­თმა­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მტრუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ან დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბას... ცალ­კე­უ­ლი მუხ­ლე­ბი ეხე­ბო­და სა­კონ­სუ­ლო კონ­ვენ­ცი­ის და­დე­ბას, ვაჭ­რო­ბას, მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის გა­და­ად­გი­ლე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბას და ოპ­ტა­ცი­ას (მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შეც­ვლას, რაც ბა­თუ­მის ოლ­ქის მო­სახ­ლე­ო­ბა­ზეც ვრცელ­დე­ბო­და), აგ­რეთ­ვე ბოს­ფორ-დარ­და­ნე­ლის სრუ­ტე­ე­ბის სტა­ტუ­სის შე­მუ­შა­ვე­ბას შავი ზღვის რე­გი­ო­ნის სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე. მე-15 მუხ­ლის მი­ხედ­ვით, რუ­სე­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბას იღებ­და, ამი­ერ­კავ­კა­სი­ის რეს­პუბ­ლი­კე­ბის - აზერ­ბა­ი­ჯა­ნის, სა­ქარ­თვე­ლოს და სომ­ხე­ბის სსრ-ების - მი­მართ ძა­ლის­ხმე­ვა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა იმ მიზ­ნით, რომ მა­თაც და­ე­დოთ თურ­ქეთ­თან მსგავ­სი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა (რაც შეს­რულ­და კი­დეც 1921 წლის 13 ოქ­ტომ­ბერს ყარსში. იხ. ქვე­მოთ).

მოს­კო­ვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას თან ახ­ლდა ორი და­ნარ­თი, რომ­ლებ­შიც მო­ცე­მუ­ლია თურ­ქე­თის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თი სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცია (არაქ­სი­სა და არ­ფა­ჩა­ის ზო­ნე­ბის ჩათ­ვლით, რუ­სე­თის გენშტა­ბის მიერ შედ­გე­ნი­ლი ტო­პოგ­რა­ფი­უ­ლი რუ­კე­ბის მი­ხედ­ვით.

ბ) სა­მარ­თლი­ა­ნი თუ უსა­მარ­თლო?

სა­ერ­თოდ, ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ირ­გვლივ ბევ­რი კრი­ტი­კა გა­მოთ­ქმუ­ლა, გან­სა­კუთ­რე­ბით 1990-იანი წლე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი და ახ­ლაც ხში­რად ით­ქმის: ყვე­ლა­ზე მე­ტად სომ­ხე­ბი აქ­ტი­უ­რო­ბენ, რად­გან მათ, ყარსზე და არა­რა­ტის მთა­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ, და­კარ­გეს სევ­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით მო­პო­ვე­ბუ­ლი შავ ზღვა­ზე გა­სას­ვლე­ლი და­კარ­გეს.

მა­ინც რო­გო­რი სტა­ტუ­სი აქვს მოს­კო­ვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას? რა­ტომ უნდა იყოს ამ დო­კუ­მენ­ტით დად­გე­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლო-თურ­ქე­თი­სა და სომ­ხეთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრე­ბი, როცა არც სა­ქარ­თვე­ლოს და არც სომ­ხე­თის წარ­მო­მად­გენ­ლებს მას­ზე ხელი არ მო­უ­წე­რი­ათ? და რა­ტომ არის დღე­საც ძა­ლა­ში ასი წლის წინ ხელ­მო­წე­რი­ლი დო­კუ­მენ­ტი? რა­ტომ ვერ (არ) ხერ­ხდე­ბა მისი დე­ნონ­სი­რე­ბა?

  • მო­დით, გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ

პირ­ვე­ლი:

სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა და­ი­დოს სუ­ვე­რე­ნულ და სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო­ებს შო­რის - ასე იყო 1921 წლის დრო­ინ­დე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლით და ეს პრინ­ცი­პი დღე­საც არ შეც­ვლი­ლა. იყ­ვნენ თუ არა კო­მუ­ნის­ტუ­რი რუ­სე­თი­სა და ქე­მა­ლის­ტუ­რი თურ­ქე­თის მთავ­რო­ბე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ­ნი? თუ გა­დავ­ხე­დავთ იმ­დრო­ინ­დე­ლი ევ­რო­პუ­ლი (და­სავ­ლუ­რი) სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ან­გო­რი­სა და მოს­კო­ვის მთავ­რო­ბე­ბის მი­მართ, და­ვი­ნა­ხავთ, რომ არც ერთი და არც მე­ო­რე და­სავ­ლე­თის წამ­ყვა­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მიერ იუ­რი­დი­უ­ლად აღი­ა­რე­ბულ­ნი არ იყ­ვნენ, ანუ მათ არ ჰქონ­დათ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა რა­ი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და­ე­დოთ. გან­სა­კუთ­რე­ბით ეს ეხე­ბა ქე­მა­ლის­ტე­ბის მთავ­რო­ბის სტა­ტუსს: რად­გან კონ­სტან­ტი­ნო­პოლ­ში 1921 წლის მარ­ტი­სათ­ვის არ­სე­ბობ­და ოს­მა­ლე­თის (თურ­ქე­თის) სულ­თნის კა­ნო­ნი­ე­რი მთავ­რო­ბა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ოს­მა­ლე­თის 1909 წლის კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ხედ­ვით, ქე­მა­ლის­ტუ­რი მთავ­რო­ბა უკა­ნო­ნო იყო და ბუ­ნებ­რი­ვია, მას არა­ნა­ი­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა არ გა­აჩ­ნდა. რა და­სა­მა­ლია და იმ დროს თვი­თონ მუს­ტა­ფა ქე­მა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის დამ­ნა­შა­ვედ (სულ­თნის მთავ­რო­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გედ) იყო შე­რა­ცხუ­ლი და მას სამ­ხედ­რო ტრი­ბუ­ნა­ლის მიერ 1920 წლის 11 მა­ისს გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნით სიკ­ვდი­ლით დას­ჯა ემუქ­რე­ბო­და.

მე­ო­რე:

წე­სით და რი­გით, რად­გა­ნაც ქე­მა­ლის­ტუ­რი მთავ­რო­ბა უკა­ნო­ნო იყო, მას არ ჰქონ­და უფ­ლე­ბა მოს­კოვ­ში, რუ­სეთ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის დროს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ი­სა და სა­ზღვრე­ბის ბედი გა­და­ე­წყვი­ტა. მაგ­რამ თუნ­დაც ის კა­ნო­ნი­ე­რი ყო­ფი­ლი­ყო, ამ შემ­თხვე­ვა­შიც კი ქე­მა­ლის­ტე­ბის მიერ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბა მა­ინც უსა­მარ­თლო იქ­ნე­ბო­და - მათ ხომ იუ­რი­დი­უ­ლად ჰყავ­დათ აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კა, რომ­ლის მთავ­რო­ბა 1921 წლის 16 მარ­ტის­თვის ჯერ კი­დევ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და (ბა­თუმ­ში). უფრო მე­ტიც, ან­გო­რის მთავ­რო­ბამ ფაქ­ტი­უ­რად და­არ­ღვია დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან, რო­მე­ლიც 1921 წლის 8 თე­ბერ­ვალს იყო დამ­ყა­რე­ბუ­ლი.

მე­სა­მე - მოს­კო­ვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა უკა­ნო­ნო და უსა­მარ­თლოა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის იმის გა­მოც, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ში თბი­ლი­სი არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და (ამის შე­სა­ხებ ზე­მოთ უკვე ვთქვით) და მისი ტე­რი­ტო­რია, ისარ­გებ­ლეს რა ქვეყ­ნის უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბით, ორმა მე­ზო­ბელ­მა გა­ი­ყო. ეს იყო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სათ­ვის იძუ­ლე­ბით თავ­სმოხ­ვე­უ­ლი ქე­მა­ლის­ტურ-კო­მუ­ნის­ტუ­რი გა­რი­გე­ბა.

  • მოს­კო­ვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის დე­ნონ­სა­ცი­ის მცდე­ლო­ბე­ბი

ასე­თი არა­სა­მარ­თლებ­რი­ვი სტა­ტუ­სის მქო­ნე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, დიდი ხნის დე­ნონ­სი­რე­ბუ­ლი (გა­უქ­მე­ბუ­ლი) უნდა იყოს, მაგ­რამ ის მა­ინც დღემ­დე არ­სე­ბობს ის­ტო­რი­უ­ლი არ­ტე­ფაქ­ტის სა­ხით. გა­სა­გე­ბია, რომ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ოდ­ში მას კი­დევ გა­აჩ­ნდა მნიშ­ვნე­ლო­ბა (იმ დროს სსრკ-ს და თურ­ქეთს სა­ზღვა­რი სა­ერ­თო ჰქონ­დათ), მაგ­რამ საბ­ჭო­თა იმ­პე­რი­ის დაშ­ლის შემ­დეგ, როცა რუ­სე­თის და თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ებს უკვე ერ­თმა­ნე­თი­სა­გან მრა­ვა­ლი კი­ლო­მეტ­რი აშო­რებთ, როცა სა­ქარ­თვე­ლო სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თალ­სუ­ბი­ექ­ტია, მოს­კო­ვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა უი­მე­დოდ მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია.

1921 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, მოს­კო­ვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­უქ­მე­ბის (დე­ნონ­სა­ცი­ის მცდე­ლო­ბა) რამ­დენ­ჯერ­მე იყო: პირ­ვე­ლად 1945 წლის მარ­ტში, როცა იო­სებ სტა­ლინ­მა თურ­ქეთს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი პრე­ტენ­ზი­ე­ბი წა­უ­ყე­ნა და ახა­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბა მოს­თხო­ვა (მაგ­რამ უშე­დე­გოდ), მე­ო­რედ - 2016 წლის თე­ბერ­ვალ­ში, როცა რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­როს დე­პუ­ტა­ტებ­მა, თურ­ქეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის ფონ­ზე (სი­რი­ა­ში რუ­სუ­ლი თვითმფრი­ნა­ვის ჩა­მოგ­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით), ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის დე­ნონ­სა­ცი­ის მიზ­ნით სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა შე­ი­ტა­ნეს (მაგ­რამ ასე­ვე უშე­დე­გოდ). რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ დო­კუ­მენ­ტის ცალ­მხრი­ვი გა­უქ­მე­ბა მი­ზან­შე­უ­წონ­ლად მი­იჩ­ნია, რაც ან­კა­რას­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას კი­დევ უფრო გა­ამ­წვა­ვებ­და.

  • ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბის ვადა: მი­თე­ბი თუ სი­ნამ­დვი­ლე?

მოს­კო­ვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის 100 წლის­თა­ვის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ის­მის ხმე­ბი, რო­მელ­თა თა­ნახ­მად, 2021 წლის 16 მარტს დო­კუ­მენ­ტი თა­ვის იუ­რი­დი­ულ ძა­ლას კარ­გავს და ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­უქ­მდე­ბა. მა­ვან­ნი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა 100 წლის ვა­დით არის და­დე­ბუ­ლიო. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ გავ­რცელ­და ასე­თი თვალ­საზ­რი­სი, რა არ­გუ­მენ­ტე­ბი აქვთ ავ­ტო­რებს? თუ ყუ­რა­დღე­ბით წა­ვი­კი­თხავთ ტექსტს, მას­ში მოქ­მე­დე­ბის ვადა მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის, ესე იგი, ეს ნიშ­ნავს რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა უვა­დოა. მით უმე­ტეს, რომ როცა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით სა­ზღვრე­ბი და ტე­რი­ტო­რი­ის ფარ­გლე­ბია დად­გე­ნი­ლი, იმ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში ვა­დე­ბი არ იწე­რე­ბა, სა­მო­მავ­ლოდ რა­ი­მე კონ­ფლიქ­ტის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად.

არის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი იმი­სა, რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ვა­დის იდეა სო­მეხ მკვლე­ვა­რებს და­ე­ბა­დათ: ჯერ კი­დევ 1990-იან წლებ­ში სო­მე­ხი დიპ­ლო­მა­ტი ლე­ვონ ეი­რამ­ჯი­ან­ცი ვა­რა­უ­დობ­და, რომ მოს­კო­ვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას და­ნარ­თის აქვს ე.წ. "სა­ი­დუმ­ლო ოქ­მე­ბი" (რი­ბენ­ტროპ-მო­ლო­ტო­ვის პაქ­ტის მსგავ­სად), რომ­ლებ­შიც დო­კუ­მენ­ტის მოქ­მე­დე­ბის სა­ბო­ლოო ვა­დაა მი­თი­თე­ბუ­ლი - 100 წელი და რო­გორც უკვე ვთქვით, მას ვადა გას­დის. ლე­ვონ ეი­რამ­ჯი­ან­ცმა ეს ჰი­პო­თე­ზა სა­ჯა­როდ 2001 წელს გა­აჟ­ღე­რა. მას შემ­დეგ მიმ­დი­ნა­რე­ობს სპე­კუ­ლა­ცი­აც ამ თე­მა­ზე. ლო­გი­კუ­რია კი­თხვის გა­ჩე­ნა: თუ სო­მეხ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა, რომ­ლებ­საც რუ­სულ (და თურ­ქულ) არ­ქი­ვებ­ში ყველ­გან ხელი მი­უწ­ვდე­ბათ, დღემ­დე ვერ იპო­ვეს "სა­ი­დუმ­ლო ოქ­მე­ბი", ესე იგი, მათი არ­სე­ბო­ბის იდეა მხო­ლოდ მი­თებს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, რე­ა­ლუ­რად არა­ვი­თა­რი "სა­ი­დუმ­ლო ოქ­მე­ბი" არ არ­სე­ბობს. სამ­წუ­ხა­როდ, "სომ­ხუ­რი პო­ზი­ცია" ქარ­თველ­მა პო­ლი­ტო­ლო­გებ­მაც "გა­ი­ზი­ა­რეს" და მათი უსა­ფუძ­ვლო გან­ცხა­დე­ბე­ბის წყა­ლო­ბით ბევრ ქარ­თველს დღემ­დე სჯე­რა, რომ მოს­კო­ვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­უქ­მდე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­უ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის შან­სი გა­უჩ­ნდე­ბა...

  • მოს­კო­ვის შემ­დეგ - ყარსში: დეჟა­ვიუ

მოს­კო­ვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მე-15 მუხ­ლით რუ­სე­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბას იღებ­და, რომ ამი­ერ­კავ­კა­სი­ის რეს­პუბ­ლი­კე­ბი მოს­კო­ვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბებს აღი­ა­რებ­დნენ, ანუ კრემ­ლი მათ­ზე ზე­წო­ლას მო­ახ­დენ­და. მოვ­ლე­ნებს ისევ წინ გა­ვუს­წრებთ: საქ­მე ის იყო, რომ რო­გორც ქარ­თველ კო­მუ­ნის­ტებს, ისე მათ სო­მეხ კო­ლე­გებს, ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­კარ­გვა გულ­ზე მა­ინ­ცდა­მა­ინც არ ეხა­ტე­ბო­დათ. შე­სა­ბა­მი­სად, როცა 1921 წლის ზა­ფხულ­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, მო­ლა­პა­რა­კე­ბა ყარსში გა­ი­მარ­თე­ბაო, მათ რე­ვან­შის აღე­ბა გა­ნიზ­რა­ხეს. პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი ხა­ზი­დან გა­დამ­ხრე­ლე­ბის ("უკ­ლო­ნის­ტე­ბის") გან­ზრახ­ვა ცნო­ბი­ლი გახ­და რუ­სე­თის კომ­პარ­ტი­ის კავ­კა­სი­ის ბი­უ­როს­თვის (ორ­ჯო­ნი­კი­ძე, კი­რო­ვი, ფი­გატ­ნე­რი, პლეშ­ჩა­კო­ვი და სხვე­ბი), რო­მელ­მაც მკაც­რი დი­რექ­ტი­ვა მის­ცა ქარ­თველ და სო­მეხ ამ­ხა­ნა­გებს: ყარსში მო­ლა­პა­რა­კე­ბა ჩა­ტარ­დეს მოს­კო­ვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ჩარ­ჩო­ე­ბის მკაც­რი დაც­ვით; კავ­კა­სი­ის საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კებ­მა მო­ახ­დი­ნონ თურ­ქეთ­თან სო­ლი­და­რო­ბის დე­მონ­სტრა­ცია; არ და­უშ­ვან ცალ­კე­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კე­ბის სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი გა­მოს­ვლე­ბი; გა­მო­ი­ჩი­ნონ ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა... ცხა­დია, ასე­თი მკაც­რი გაფრ­თხი­ლე­ბის შემ­დეგ ძალ­ზე რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და პრე­ტენ­ზი­ე­ბის წა­მო­ყე­ნე­ბა, თუმ­ცა ქარ­თველ­მა უკ­ლო­ნის­ტებ­მა ბედი მა­ინც სცა­დეს.

რა მოხ­და ყარსში, რო­გო­რი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გა­წევ-გა­მო­წე­ვა იყო მო­ლა­პა­რა­კე­ბის დროს, ეს ცალ­კე სა­უბ­რის თე­მას წარ­მო­ად­გენს. ახლა კი ისევ მოს­კო­ვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე ვიმ­სჯე­ლოთ.

  • 2008 წლის აგ­ვის­ტო: რა­ტომ არ შე­ვიდ­ნენ რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი აჭა­რა­ში?

სხვა­თა შო­რის, სხვა­დას­ხვა წყა­რო­ე­ბით ირ­კვე­ვა, რომ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში იყო მო­მენ­ტი, როცა 1921 წლის 16 მარ­ტის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კა­ში იქნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი: 2008 წლის აგ­ვის­ტოს რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის დროს, როცა რუ­სე­თის ჯა­რე­ბი აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­ურ რეს­პუბ­ლი­კას მი­უ­ახ­ლოვ­დნენ, თუმ­ცა მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ შე­სუ­ლან. სა­ვა­რა­უ­დოდ, თურ­ქეთ­მა რუ­სე­თი გა­აფრ­თხი­ლა, ამ ტე­რი­ტო­რი­ის მთა­ვა­რი სი­უ­ზე­რე­ნი მე ვარო....

თუმ­ცა არ­სე­ბობს კი­დევ ერთი თვალ­საზ­რი­სი: თურ­ქებს სურ­დათ აჭა­რა­ში ჯა­რე­ბის შეყ­ვა­ნა, მაგ­რამ კრემ­ლმა წი­ნას­წარ მკაც­რად გა­ნუ­ცხა­და ან­კა­რას, რომ მსგავ­სი ნა­ბი­ჯი არ გა­და­ედ­გა, რად­გა­ნაც რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბი იქ­ნე­ბო­და შე­ლა­ხუ­ლი.

რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს ეს ვა­რა­უ­დე­ბი? ალ­ბათ, მას­ში არის ჭეშ­მა­რი­ტე­ბის მარ­ცვა­ლი. გა­ვიხ­სე­ნოთ თურ­ქე­თის იმ­დრო­ინ­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის რე­ჯეფ ერ­დო­ღა­ნის სას­წრა­ფო ვი­ზი­ტი მოს­კოვ­ში სწო­რედ იმ ხა­ნებ­ში, როცა მან რუ­სე­თის ლი­დე­რებს კავ­კა­სი­ის სტა­ბი­ლუ­რო­ბის პლატ­ფორ­მის პრო­ექ­ტი გა­უ­ზი­ა­რა....

----------------

მოს­კო­ვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე კი­დევ ბევ­რის თქმა შე­იძ­ლე­ბა (არის საკ­მა­ოდ ბევ­რი უც­ნო­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი დე­ტა­ლე­ბი), მაგ­რამ მოკ­ლე რე­ზი­უ­მეს სა­ხით პუბ­ლი­კა­ცია შე­იძ­ლე­ბა ასე და­ვას­რუ­ლოთ:

ა) რად­გან მოს­კო­ვის უვა­დო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის რიგი დე­ბუ­ლე­ბე­ბი დღე­ი­სათ­ვის აშ­კა­რად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ნორ­მებს - ვე­ნის კონ­ვენ­ცი­ის პრინ­ცი­პებს და უი­მე­დოდ მოძ­ველ­დნენ, ამი­ტომ მი­ზან­შე­წო­ნი­ლი იქ­ნე­ბა, რომ ხელ­მომ­წერ­მა მხა­რე­ებ­მა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის დე­ნონ­სი­რე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ (ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბის ან ნო­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით).

ბ) მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა უშუ­ა­ლოდ ეხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ას და სა­ზღვრებს, სამ­წუ­ხა­როდ, იუ­რი­დი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, სა­ქარ­თვე­ლო რა­ი­მე პრაქ­ტი­კუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა არ შე­უძ­ლია, რად­გან მის ხელ­მომ­წერ მხა­რეს არ წარ­მო­ად­გენს.

----------------

და­ბო­ლოს, ორი­ო­დე სი­ტყვით, თუ რა ბედი ეწი­ათ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც 100 წლის წინ ხელი მო­ა­წე­რეს მოს­კო­ვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას...

რუ­სე­თის მხრი­დან:

გი­ორ­გი ჩი­ჩე­რი­ნი, დე­ლე­გა­ცი­ის მე­თა­უ­რი, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­ხკო­მი. თურ­ქებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის შემ­დეგ იგი მე­თა­უ­რობ­და საბ­ჭო­თა დე­ლე­გა­ცი­ას გე­ნუ­ის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, ხელი მო­ა­წე­რა რა­პა­ლოს შე­ტან­ხმე­ბას. 1923 წელს მე­თა­უ­რობ­და საბ­ჭო­თა დე­ლე­გა­ცი­ას ლო­ზა­ნის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, რომ­ლის დრო­საც სრუ­ტე­ე­ბის სა­კი­თხიც იქნა გან­ხი­ლუ­ლი. 1925-27 წლებ­ში ხელი მო­ა­წე­რა სსრკ-თურ­ქე­თის შე­თან­ხმე­ბას მე­გობ­რო­ბი­სა და ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტის შე­სა­ხებ (რო­მე­ლიც 1945 წელს იო­სებ სტა­ლი­ნის მიერ იქნა დე­ნონ­სი­რე­ბუ­ლი), ასე­ვე სპარ­სეთ­თან (ირან­თან). გი­ორ­გი ჩი­ჩე­რი­ნი 1930 წლი­დან პენ­სი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. გარ­და­იც­ვა­ლა 1936 წელს.

ჯა­ლა­ლე­დინ კორკმა­სო­ვი, დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რი, და­ღეს­ტნის ასსრ-ის სა­ხკო­მსაბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე, იმავდრო­უ­ლად მიწ­ვე­უ­ლი იყო სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­ხალ­ხო კო­მი­სა­რი­ატ­ში, თურქ ქე­მა­ლის­ტე­ბის დე­ლე­გა­ცი­ას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის დროს. ხელ­სეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის შემ­დეგ იგი და­ღეს­ტან­ში თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბას და­უბ­რუნ­და. 1931 წელს გა­და­იყ­ვა­ნეს მოს­კოვ­ში ცენ­ტრა­ლუ­რი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი კო­მი­ტე­ტის წევ­რად. 1937 წელს და­ა­პა­ტიმ­რეს და დახ­ვრი­ტეს. 1956 წელს რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი იქნა.

  • თურ­ქე­თის მხრი­დან:

იუ­სუფ ქე­მა­ლი, დე­ლე­გა­ცი­ის მე­თა­უ­რი. მოს­კო­ვი­დან ან­კა­რა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ მისი კა­რი­ე­რა აღ­მა­ვა­ლი გზით წა­ვი­და: იყო ქე­მა­ლის­ტთა მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, შემ­დეგ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი... 1933 წელს სა­ხელ­მწი­ფო საქ­მი­ა­ნო­ბას ჩა­მოს­ცილ­და და ან­კა­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი გახ­და, კი­თხუ­ლობ­და ლექ­ცი­ებს ეკო­ნო­ნი­კის სა­გან­ში. თურ­ქეთ­ში 1960 წლის სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის შემ­დეგ მცი­რე ხნით დაბ­რუნ­და პო­ლი­ტი­კა­ში - 1961 წელს იუ­სუფ ქე­მა­ლი პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტად იქნა არ­ჩე­უ­ლი. გარ­და­იც­ვა­ლა 1969 წელს.

რიზა ნური, დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რი. მოს­კო­ვი­დან ან­კა­რა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ მო­ნა­წი­ლე­ობ­და ლო­ზა­ნის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში თურ­ქე­თის დე­ლე­გა­ცი­ის მე­თა­უ­რის ის­მეთ ინე­ნი­უს თა­ნა­შემ­წის რან­გში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით რიზა ნური და­უ­პი­რის­პირ­და მუს­ტა­ფა ქე­მალს, რის გა­მოც ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვი­და. თურ­ქეთ­ში დაბ­რუნ­და ათა-თურ­ქის გად­რაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, 1938 წელს. იყო ჯურ­ნალ "თან­დი­დაღ"-ის რე­დაქ­ტო­რი და პრო­პა­გან­დი­რებ­და პან­თუ­რა­ნულ და პან­თურ­ქულ იდე­ებს. მისი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნაშ­რო­მია თურ­ქე­თის ის­ტო­რი­ოა 14 ტო­მად. გარ­და­იც­ვა­ლა 1942 წელს.

ალი ფუად ჯე­ბე­სოი, დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რი, გე­ნე­რა­ლი, თურ­ქე­თის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი რსფსრ-ში. მოს­კო­ვუ­რი მი­სი­ის ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ იგი თურ­ქე­თის დიდი ეროვ­ნუ­ლი კრე­ბის დე­პუ­ტა­ტად იქნა არ­ჩე­უ­ლი, გახ­და ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის წევ­რი და მისი ლი­დე­რი, ქურ­თე­ბის აჯან­ყე­ბის (1925 წელი) დროს ალი ფუად ჯე­ბე­სო­ის სა­ხელ­მწი­ფო ღა­ლა­ტი და­აბ­რა­ლეს, და­ა­კავ­ბეს, მაგ­რამ 1926 წელს გა­ა­მარ­თლეს. 1931 წელს იგი კვლავ იქნა არ­ჩე­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რად, 1939-43 წლებ­ში ეკა­ვა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოს­ტი. 1948 წლი­დან იგი ისევ დე­პუ­ტა­ტი გახ­და და სპი­კე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბაც ჰქონ­და. 1960 წლის სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის დროს და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა ისევ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ამის შემ­დეგ იგი პო­ლი­ტი­კი­დან სა­ბო­ლო­ოდ წა­ვი­და. გარ­და­იც­ვა­ლა 1968 წელს. ალი ფუად ჯე­ბე­სო­იმ და­წე­რა მე­მუ­ა­რე­ბის ოთხტო­მე­უ­ლი სა­ხელ­წო­დე­ბით "მოს­კო­ვუ­რი მო­გო­ნე­ბე­ბი" (1956 წელს), რო­მელ­შიც მოს­კო­ვის მო­ლა­პა­რა­კე­ბა ფარ­თო­დაა გად­მო­ცე­მუ­ლი და რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, დღემ­დე არ არის თარ­გმნი­ლი ქარ­თუ­ლად. არა­და, სა­ჭი­როა.

ავ­ტო­რი: სი­მონ კი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
1

გმადლობთ ბატონო სიმონ! ძალიან საინტერესო ისტორიულ სტატიებს აქვეყნებთ ამ საიტზე.

ავთო
0

დედამიწაზე სამართალს მხოლოდ დიდი სახელმწიფოები აწესებენ

ავტორი:

რა ხდებოდა 100 წლის წინ მოსკოვში: "ბათუმი - ჩვენ, ართვინ-არტაანი - თქვენ" -  ლენინის წერილის მიხედვით, რაზე უნდა დალაპარაკებოდა სტალინი თურქებს?

რა ხდებოდა 100 წლის წინ მოსკოვში: "ბათუმი - ჩვენ, ართვინ-არტაანი - თქვენ" -  ლენინის წერილის მიხედვით, რაზე უნდა დალაპარაკებოდა სტალინი თურქებს?

1921 წლის 16 მარტი. მოსკოვში, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის შენობაში ერთობ მნიშვნელოვანი დიპლომატიური მოლაპარაკების ფინალი იწყება - ხელი უნდა მოეწეროს "რუსეთ-თურქეთის მეგობრობისა და ძმობის ხელშეკრულებას".

აი, სხდომათა დარბაზში შედის თურქეთის დელეგაცია: ეკონომიკის მინისტრი იუსუფ ქემალი (მეთაური), თურქეთის ელჩი რუსეთში, გენერალი ალი ფუად ჯებესოი, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი რიზა ნური-ბეი...

რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი გიორგი ჩიჩერინი თურქეთის დელეგაციის წევრებს მაგიდასთან იწვევს, რომელზეც ხელშეკრულების პარაფირებული ტექსტი დევს. დგება ისტორიული მომენტი: დოკუმენტს ხელს ჯერ აწერენ გიორგი ჩიჩერინი და სრულიად რუსეთის ცაკ-ის წარმომადგენელი ჯელალედინ კორკმასოვი, შემდეგ კი იუსუფ ქემალი, რიზა ნური და ალი ფუადი.

მოსკოვში ხელმოწერილი "რუსეთ-თურქეთის მეგობრობისა და ძმობის ხელშეკრულებით", საქართველოს ტერიტორიების ბედიც გადაწყდა - ქართველთა დაუკითხავად, რუსეთის წითელი არმიის მიერ ოკუპირებული თბილისიდან შორს... იგივე ხელშეკრულება ეხებოდა აგრეთვე სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიას და საზღვრებს.

  • ისტორიიდან: სან-სტეფანოს ზავის მნიშვნელობა საქართველოსთვის

საქართველო-თურქეთის (ოსმალეთის) ურთიერთობა მჭიდროდაა დაკავშირებული რუსეთ-თურქეთის ურთიერთობასთან, უფრო მეტიც, ძალზე ხშირად ორი დიდი იმპერიის სამხედრო დაპირისპირება განსაზღვრავდა ხოლმე საქართველოს ბედს. ასე იყო XVIII საუკუნეში (იასის სამშვიდობო ხელშეკრულება, 1792 წელს); XIX საუკუნეში (ადრიანოპოლის სამშვიდობო ხელშეკრულება, 1829 წელს; სან-სტეფანოს სამშვიდობო (საზავო) ხელშეკრულება 1878 წელს). საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო სან-სტეფანოს ხელშეკრულება, რომლის თანახმად, რუსეთის იმპერიამ 1878-79 წლების ომში დამარცხებული ოსმალეთისაგან ისტორიული ქართული ტერიტორიები (ტაო-კლარჯეთი, ერუშეთი... აჭარა და ართვინ-არტაანი) მიიღო - კონტრიბუციის სახით. აქვე შევნიშნავთ, რომ სან-სტეფანოს ხელშეკრულებით და მოგვიანებით, ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით დადგენილი რუსეთ-ოსმალეთის სახელმწიფო საზღვარი იურიდიულად უცვლელი იყო 37 წლის განმავლობაში.

გიორგი ჩიჩერინი

პირველი მსოფლიო ომში ანტანტასა და "ოთხთა კავშირს" შორის საომარი მოქმედებები კავკასიაშიც გაჩაღდა. რუსეთი, როგორც ანტანტის წევრი, "ოთხთა კავშირის" წევრ ოსმალეთთან ომში ჩაება. კავკასიის ფრონტზე მომხდარმა მოვლენებმა კორექტივები შეიტანა სასაზღვრო-ტერიტორიულ საკითხებშიც: ბათუმსა და ართვინს ჯერ ოსმალები (ბრესტის 1918 წლის 3 მარტის ზავით და ბათუმის 1918 წლის 4 ივნისის უსამართლო ხელშეკრულებით), მოგვიანებით კი, ოსმალეთის დამარცხების შემდგომ, ბრიტანელები დაეუფლნენ (მუდროსის 1918 წლის ოქტომბრის ზავით), არტაანი კი პროთურქული ელემენტებისაგან ჩამოყალიბებულმა თვითმარქვია ე. წ. "ყარსის რესპუბლიკამ" ჩაიგდო ხელში. საქართველოს მთავრობის დიპლომატიისა და ქართული შეიარაღებული ძალების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი თურქეთთან საკმაოდ სწრაფად აღდგა თითქმის იმავე სახით, როგორიც პირველ მსოფლიო ომამდე იყო: 1920 წლის ივლისში, როცა აჭარა (ბათუმის ოლქი ართვინითურთ) საქართველოს დაუბრუნდა, ქვეყნის ხელისუფლების მიერ კონტროლირებული სახელმწიფო ტერიტორიის ფართობმა თითქმის აბსოლუტურ მაქსიმუმს მიაღწია. ეს იყო უდიდესი მიღწევა XIV საუკუნის 30-იანი წლების შემდგომ, როცა გიორგი ბრწყინვალემ საქართველო კვლავ გააერთიანა. აქვე დავამატებთ, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია მკვეთრად იყო გამოხატული დასავლური ვექტორით.

აი, ასეთი მდგომარეობა ჰქონდა საქართველოს 1920 წლის ივლისში, მაგრამ რა ხდება თურქეთში?

  • თურქული "ეროვნული აღთქმა" და ბათუმის საკითხი

პირველ მსოფლიომ ომში დამარცხებული ოსმალეთის ტერიტორია გამარჯვებულებმა - ანტანტის წევრებმა - გავლენის სფეროებად გადაინაწილეს. გენერალი მუსტაფა ქემალი, თავის თანამზრახველებთან ერთად, არ შეურიგდა შექმნილ სიტუაციას და ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა დაიწყო: რეგიონებში ჩამოაყალიბა "თურქთა უფლებების დაცვის საზოგადოებები", მიიმხრო ოსმალეთის პარლამენტის დეპუტატთა ნაწილი, სახელმწიფო და საზოგადოებრივი მოღვაწეები და ჯერ ერზერუმში (1919 წლის აგვისტო), შემდეგ კი სივასში (1919 წლის სექტემბერი) "უფლებების დაცვის საზოგადოებათა" წარმომადგენლების ყრილობები ჩაატარა "სამშობლოს გადარჩენის გზების" ძიების მიზნით. აქვე აუცილებელია ითქვას, რომ კონსტანტინოპოლში, ანტანტის წარმომადგენლების კონტროლით, ოსმალეთის სულთნის მეჰმედ VI-ის მთავრობა ჯერ კიდევ არსებობას განაგრძობდა. მართალია, სულთნის მთავრობას მუსტაფა ქემალის მიმართ სიმპათიები არ ჰქონდა, მაგრამ მაინც დათანხმდა პარლამენტის (დეპუტატთა პალატის) არჩევნების ჩატარებას. არჩევნების შედეგებმა ანტანტის წარმომადგენლებს იმედი გაუცრუა - დეპუტატთა უმრავლესობამ მუსტაფა ქემალის მხარე დაიკავა: მათ პირველივე სხდომაზე, 1920 წლის 28 იანვარს მიიღეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი - "თურქეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია", ანუ "ეროვნული აღთქმა", რომლითაც თურქეთის მომავალი საზღვრები და სახელმწიფო მოწყობა განისაზღვრა. სხვათა შორის, ამ დეკლარაციის მეორე პუნქტში ბათუმის ოლქი თურქეთის ტერიტორიად არის წარმოდგენილი, "რომელიც "დედა-სამშობლოს" ჯერ კიდევ 1918 წლის ივნისში დაუბრუნდა". ამასთან, პარლამენტმა "ეროვნულ აღთქმაში" ბათუმის ოლქის მოსახლეობის ნების პლებისციტით გამოხატვის პრინციპიც შეიტანა.

მუსტაფა ქემალი

1920 წლის 16 მარტის შემდეგ კი, როცა ანტანტამ კონსტანტინოპოლის ოკუპირება მოახდინა და ოსმალეთის ახლადარჩეული, მაგრამ ჯიუტი პარლამენტი დაშალა, მუსტაფა ქემალმა ანატოლიის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ ანგორაში (ანკარაში) თავისი მთავრობა და საკანონმდებლო ორგანო - დიდი ეროვნული კრება ჩამოაყალიბა, რომელშიც კონსტანტინოპოლიდან გამოქცეული 105 დეპუტატი შევიდა, დანარჩენი კი - 233 დეპუტატი, ხელახლა აირჩიეს.

საინტერესოა, რომ იმ პერიოდში რუსეთისა და თურქეთის ლიდერების - ვლადიმერ ლენინისა და მუსტაფა ქემალის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა: ორივე ანტანტის ქვეყნებისა და მათი მოკავშირეების ინტერვენციას ებრძოდა, ევროპას ორივე - მოსკოვიც და ანგორაც მტრად თვლიდნენ. ბუნებრივია, საერთო პრობლემებმა საგარეო-პოლიტიკურ ინტერესთა დამთხვევა გამოიწვია - რუსეთის კომუნისტურმა და თურქეთის ქემალისტურმა მთავრობებმა ერთმანეთს დახმარების ხელი გაუწოდეს. 1920 წლის მაისში მუსტაფა ქემალმა მოსკოვში თავისი მთავრობის "საგარეო საქმეთა სახკომი" (ასე უწოდებდნენ თურქი ქემალისტები მინისტრებს, რუსი კომუნისტების მსგავსად) ბექირ სამი-ბეი და მისი მოადგილე იუსუფ ქემალი მოსკოვში გაგზავნა. ისინი ჯერ თავიანთ საბჭოტა კოლეგებს - სახკომ გიორგი ჩიჩერინს და მის მოადგილეს - ლევ კარახანს შეხვდნენ, შემდეგ კი თვით სახკომსაბჭოს თავმჯდომარეს ვლადიმერ ლენინს. თურქები მოსკოვში საკმაოდ ხანგრძლივი დროით დარჩნენ - აგვისტოს ბოლომდე. ამ ხნის განმავლობაში შემუშავდა "მეგობრობა-ძმობის ხელშეკრულების" პროექტი, აგრეთვე შეთანხმება ფინანსებით და იარაღით დახმარების თაობაზე (დაახლოებით 8 ტონა ოქრო, რამდენიმე ათასი შაშხანა, ქვემეხები და ჭურვები).

ეხმარებოდნე რა თურქ "ამხანაგებს", რუს ბოლშევიკებს უფრო შორს მიმავალი მიზნები ჰქონდათ - საბჭოთა რუსეთი ქემალისტურ მთავრობას ახლო აღმოსავლეთში ბოლშევიკური იდეების გატარების (მსოფლიო რევოლუციის) ინსტრუმენტად განიხილავდა. რასაკვირველია, როგორც ქემალისტები, ასევე კომუნისტები ქართველ სოციალ-დემოკრატებს ეჭვითა და უნდობლობით უყურებდნენ და თბილისის დასავლური დიპლომატია აშკარად არ მოსწონდათ.

კიდევ ერთი მიზანი, რომელიც თურქ ქემალისტებსა და რუს კომუნისტებს აერთიანებდათ: ორივენი ცდილობდნენ ყოფილი იმპერიების რაც შეიძლება მეტი ტერიტორია გაეკონტროლებინათ. უფრო მეტიც, ანგორის მთავრობა მოქმედებდა 1918 წლის 4 ივნისს ბათუმში საქართველოსა და სომხეთთან დადებული კაბალურ ხელშეკრულებათა დებულებებით და როგორც საქართველოს ისტორიულ აჭარა-ტაო-კლარჯეთს, ასევე სომხურ ყარსსა და ყაგიზმანს (ანუ თურქეთის აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ვილაიეთებს) თავის ტერიტორიებად მიიჩნევდა.

უნდა აღინიშნოს, რომ "აღთქმის" საფუძველზე პირველი პროტესტი ტერიტორიების გამო თურქეთმა საქართველოს ჯერ კიდევ 1920 წლის ივლისში გამოუცხადა, როცა დიდმა ბრიტანეთმა აჭარიდან ჯარები გაიყვანა და ბათუმი საქართველოს დაუბრუნა, თუმცა იმ დროს ქემალისტების პროტესტისათვის თბილისს ჯეროვანი ყურადღება არ მიუქცევია. არადა, თითქმის იგივე განმეორდა 1921 წლის იანვარშიც, როცა საქართველოს დიპლომატიური მისია სიმონ მდივნის ხელმძღვანელობით ანგორაში ჩავიდა: "შეხვედრის დროს, საზღვრებზე საუბრისას, მუსტაფა ქემალმა "ეროვნული აღთქმა" შეგვახსენა და მისი ტექსტი გადმოგვცა", - ატყობინებდა ქართველი ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროს თბილისში. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, "ეროვნული აღთქმა" თურქეთისთვის დღესაც მოქმედი იურიდიული დოკუმენტია, რადგან სწორედ მასში არის დაფიქსირებული თურქეთის ტერიტორიის ფარგლები.

  • თურქები მოსკოვში: "ბათუმი და ართვინ-არტაანი ჩვენია!"

1920 წლის მეორე ნახევარში თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა სულ უფრო მტკიცდებოდა. წლის დასასრულს გადაწყდა მეგობრობის ხელშეკრულების გაფორმებაც. საინტერესოა, რომ ბაქოს გავლით მოსკოვს მიმავალი ანგორის მთავრობის დელეგაცია იუსუფ ქემალის მეთაურობით ბათუმიდან თბილისში 4 თებერვალს, რუსეთის თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა. საქართველოს ხელისუფლებამ თურქები დიდი პატივით მიიღო, გაიმართა ხანმოკლე მოლაპარაკება, რომლის დროსაც ქემალისტებმა დაადასტურეს ახლო მომავალში საქართველოსთან ხელშეკრულების დადების სურვილი.

საბჭოთა სარკინიგზო ტრანსპორტის ცუდი მუშაობის გამო თურქეთის დელეგაციამ მოსკოვში ჩასვლა დააგვიანა. თურმე ბაქოში მათი ვაგონი შეცდომით რომელიღაც მეორეხარისხოვანი ნელმავალი ეშელონისთვის ჩაუბამთ. იუსუფ ქემალი თითქმის ყოველი სადგურიდან ტელეფონით უკავშირდებოდა საგარეო საქმეთა სახკომს გიორგი ჩიჩერინს და დახმარებას სთხოვდა, სპეციალური ორთქლმავალი გვჭირდებაო. როგორც იქნა, 19 თებერვალს, თურქები მოსკოვში ჩავიდნენ...

სანამ დელეგაციის წევრები მილაგ-მოლაგდებოდნენ და პოლიტიკურ სიტუაციას გაეცნობოდნენ, მათ შორის კავკასიაშიც (სადაც რუსეთ-საქართველოს ომი იყო უკვე დაწყებული), რამდენიმე დღე გავიდა, 26 თებერვალს კი რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკება (კონფერენცია) დაიწყო. თურქებმა მთავარი მოთხოვნა დააფიქსირეს: 1920 წლის აგვისტოში შედგენილ ძმობა-მეგობრობის ხელშეკრულების პროექტში ცვლილებები უნდა შესულიყო კავკასიაში მომხდარი მოვლენების გათვალისწინებით: დოკუმენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დებულება უნდა ყოფილიყო თურქეთის ტერიტორიისა და მისი აღმოსავლეთის საზღვრის აღიარება რუსეთის მიერ.

ამ დროს კი საქართველოში ყოველი მხრიდან შემოსეულმა რუსეთის ჯარებმა თბილისი დაიკავეს, მთავრობა ევაკუირებულია ჯერ ქუთაისში, შემდეგ ბათუმში... მარტის დასაწყისში ანგორიდან (ანკარიდან) მიღებული დირექტივების საფუძველზე იუსუფ ქემალმა რუსეთის მთავრობას ბათუმის, ართვინისა და არტაანის, აგრეთვე ყარსის თურქეთის შემადგენლობაში აღიარება მოსთხოვა. ამით მან ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ეს ქალაქები მხოლოდ და მხოლოდ თურქეთს ეკუთვნის...

როგორც თურქული, რუსული და სომხური წყაროებით ირკვევა, გიორგი ჩიჩერინი წინააღმდეგი ყოფილა, რომ თურქეთს ყარსის ოლქი გადასცემოდა. სამეცნიერო ლიტერატურაში სომეხთა ლობისტად წოდებული გიორგი ჩიჩერინი მართლაც "კბილებით იცავდა" სომეხთა ინტერესებს, კატეგორიულად მოითხოვდა თურქებს დაებრუნებინათ ყარსი და ალექსანდროპოლი (დღევანდელი გიუმრი, ყოფილი ლენინაკანი), რომლებიც ქემალისტებმა სომხეთთან 1920 წლის აგვისტოს ბოლოს დაწყებული ომის დროს ჩაიგდეს ხელში. ცნობილი რუსი დიპლომატის ამგვარ მოქმედებას თურქეთის დელეგაცია ძალზე გაუნაწყენებია, მოლაპარაკების გაგრძელებაზე უარიც კი უთქვამთ.

საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ საქართველოს მხარდამჭერი არც ანკარაში და არც მოსკოვში არავინ იყო. ჩვენი მოსკოველი ელჩი, სოციალ-დემოკრატი გერასიმე მახარაძე ჩეკამ დააპატიმრა, ხოლო ანკარაში საქართველოს ელჩს სიმონ მდივანს მუსტაფა ქემალი სიტყვით დახმარებას ჰპირდებოდა, საქმით კი პირიქით აკეთებდა - ულტიმატუმი წამოგვიყენეს, რომ ჩვენს სამხედრო გარნიზონებს უმოკლეს ვადაში ართვინი და არტაანი უნდა დაეტოვებინათ. ნათქვამია, ძალა აღმართსა ხნავსო. რა უნდა ექნა უთანასწოროდ ბრძოლაში მყოფ საქართველოს მთავრობას?

გერასიმე მახარაძე

თბილისმა ანგორას ალტერნატივა შესთავაზა: ჩვენ ჯარს გავიყვანთ, მაგრამ სამოქალაქო მართვა-გამგებლობა ჩვენი დარჩესო. თურქებმა უარი განაცხადეს. მათი არმია ბათუმისკენ მიიწევდა. 7 მარტს ქართულმა ჯარმა ართვინი და არტაანი დატოვა. მოსკოვში რუსეთის სახკომსაბჭოს თავმჯდომარე ვლადიმერ ლენინი შეშფოთებულია თურქების დელეგაციის ჯიუტობით. და აი, საქართველოსათვის ასეთ დრამატულ ჟამს არენაზე გამოჩნდა კავკასიის პრობლემათა მცოდნე, რუსეთის ეროვნებათა საქმეების სახალხო კომისარი იოსებ სტალინი.

  • ლენინი: "თურქებს სტალინი დაელაპარაკება"

9 მარტს ვლადიმერ ლენინი გიორგი ჩიჩერინს წერილს წერს: "ამხანაგო ჩიჩერინ! მე უკიდურესად ვარ შეშფოთებული იმით, რომ თურქები ბათუმის შესახებ თანხმობას აჭიანურებენ და დროს იგებენ, სანამ მათი არმია ქალაქისაკენ მიიწევს. ჩვენ არ უნდა მივცეთ მათ გაჭიანურების უფლება. განიხილეთ ასეთი ზომა: თქვენ მოლაპარაკებას წყვეტთ იმ მოტივით, რომ ჩემთან ნახევარსაათიანი შეხვედრა გსურთ, სტალინი კი ამასობაში თურქების დელეგაციასთან გულახდილად მოილაპარაკებს, რომ საქმე დღესვე ბოლომდე მიიყვანოს" (ვ.ი.ლენინი. თხზულებათა სრული კრებული, ტომი 52-ე, გვ.92, მოსკოვი, 1970 (რუს). // http://bolshevick.org/teoriya-i-praktika-bolshevizma/lenin/52.pdf

ვლადიმერ ლენინს სულაც არ სურდა თავისი თურქი კოლეგის, მუსტაფა ქემალის განაწყენება, რადგან კრემლი თურქეთს, როგორც უკვე ვთქვით, აღმოსავლეთში თავის მნიშვნელოვან რევოლუციურ მოკავშირედ მიაჩნევდა. როგორც თურქი მკვლევარები ამტკიცებენ, მოლაპარაკების დროს ბათუმის კუთვნილების ირგვლივ წარმოქმნილი უთანხმოების გადაჭრაში მთავარი როლი სწორედ იოსებ სტალინს შეუსრულებია. ამასვე ადასტურებენ სომეხი ისტორიკოსებიც.

როგორც ლენინის წერილიდან ხდება ცნობილი, 9 მარტს მან თურქებთან საკითხის გარკვევა იოსებ სტალინს დაავალა, 10 მარტს კი იუსუფ ქემალმა თავისი მოთხოვნები ბათუმის თურქეთის შემადგენლობაში აღიარებაზე უკან წაიღო, ორიოდე დღის შემდეგ კი ხელშეკრულების პროექტზე საზეიმო ხელმოწერის თარიღად 16 მარტი დაინიშნა.

  • სტალინი: "ბათუმი ჩვენ, ართვინ-არტაანი - თქვენ"

იბადება კითხვა: მაინც რა მოხდა 9 მარტის ღამეს ისეთი, რამაც თურქების პრეტენზიები დააცხრო? ზუსტად თქმა ძნელია (მოლაპარაკების სტენოგრამა საქართველოს არქივებში არ არის), მაგრამ შედეგი გვაფიქრებინებს, რომ სტალინი თურქებთან შეხვედრისას ერთგვარ კომპრომისზე წავიდა: მან პრიორიტეტი მიანიჭა ბათუმს, როგორც შავიზღვისპირეთის უმნიშვნელოვანეს ნავსადგურსა და ბაქოს ნავთობსადენის ბოლო მონაკვეთის შენარჩუნებას, სხვა ქართული მიწები კი, სომხურთან ერთად, თურქებს დაუთმო. თუმცაღა, ბათუმის შენარჩუნებაც საეჭვო კომპრომისად გამოიყურება: თურქებს თითქოსდა უთქვამთ, ბათუმი ჩვენია, მისი სიუზერენები ჩვენ ვართ, მაგრამ კარგი, გითმობთ, ოღონდ აჭარას ავტონომიის სტატუსი უნდა მიანიჭოთო.

რასაკვირველია, იოსებ სტალინმა კარგად იცოდა, რომ ისტორიული ტაო-კლარჯეთი ქართული ცივილიზაციის ერთ-ერთი აკვანი იყო - მას ხომ სასულიერო განათლება ჰქონდა მიღებული და ისიც იცოდა, რომ თურქეთისათვის გადაცემულ ტერიტორიაზე უამრავი ქართული ქრისტიანული ძეგლი იყო შემორჩენილი... მაშ, რატომ მოხდა, რომ შატბერდი, ბერთა, ანჩი, პარხალი და იშხანი თურქეთს დარჩა? შეიძლება სტალინი ფიქრობდა, რომ ეს მხოლოდ დროებითია, იმჟამად აუცილებელი იყო თურქეთთან მეგობრობის შენარჩუნება, ვითარებას კი მომავალში გამოასწორებდა? ასე იყო თუ ისე, საქართველომ ტერიტორიის თითქმის ერთი მესამედი დაკარგა.

მოვლენებს თუ წინ გავუსწრებთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ იოსებ სტალინმა მეორე მსოფლიო ომის მიწურულს საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიების საკითხი მართლაც გაიხსენა და თურქეთს მათი დაბრუნება ოფიციალურად მოსთხოვა... ალბათ, მძიმე ტვირთად აწვა 1921 წლის 9 მარტის ღამით გაწეული კომპრომისი თურქებთან....

მოსკოვის ხელშეკრულება:

ა) "თურქეთი თმობს სიუზერენიტეტს ბათუმზე"

მოსკოვში ხელმოწერილი 16-მუხლიანი დოკუმენტის მთავარი მარცვალი პირველ მუხლშია, რომელშიც თურქეთის ჩრდილო-დასავლეთი საზღვარია მოცემული (ანუ საზღვარი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან). "ცნებაში "თურქეთი" იგულისხმება ის ტერიტორიები, რომლებიც განისაზღვრა ოსმალეთის დეპუტატთა პალატის მიერ შემუშავებული 1336 (1920) წლის 28 იანვრის "ეროვნული აღთქმით", - ნათქვამია მასში. შემდეგ აღწერილია თურქეთის ამჟამინდელი საზღვარი - სარფიდან ნახჭევანამდე. რაც შეეხება ბათუმის ოლქს, მეორე მუხლში ვკითხულობთ: "თურქეთი თანახმაა დაუთმოს თავისი სიუზერენიტეტი საქართველოს ბათუმის პორტზე, ქალაქსა და იმ ტერიტორიაზე, რომელიც ამ ხელშეკრულების პირველ მუხლში მოცემული საზღვრის ჩრდილოეთით მდებარეობს, იმ პირობით, რომ 1) ამ ადგილების მოსახლეობა ფართო ავტონომიით ისარგებლებს, რაც უზრუნველყოფს თითოეული თემის სარწმუნოებრივ-კულტურულ უფლებებს და მიიღებს ისეთ საადგილმამულო კანონს, რომელიც მათ სურვილებს ეთანხმება; 2) თურქეთს მიეცემა ბათუმის პორტით სხვადასხვა საქონლის თავისუფალი ტრანზიტის უფლება, უბაჟოდ და დაბრკოლებების გარეშე, ხარჯების დაუბეგრავად".

აქვე მოკლედ განვმარტოთ, თუ რას ნიშნავს ტერმინი "სიუზერენიტეტი" ("სუვერენიტეტისაგან" განსხვავებით). "სიუზერენი" - ფრანგული წარმოშობისაა და ნიშნავს მმართველს [მფლობელს], ხოლო "სიუზერენიტეტი" - ამა თუ იმ ტერიტორიის მართვის [ფლობის] უფლებას. ეს ტერმინი ძირითადად შუა საუკუნეებში იხმარებოდა, თუმცა დღესაც შემორჩენილია.

ხელშეკრულების სხვა მუხლებით განისაზღვრა ნახიჩევანის ოლქის საზღვრები და სტატუსი (ავტონომია აზერბაიჯანის პროტექტორატით), ორივე მხარე აუქმებდა ადრე ხელმოწერილ ყველა ხელშეკრულებას, რომლებიც მათ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდნენ, დაუშვებლად მიიჩნევდნენ ერთმანეთის ტერიტორიაზე მტრული ორგანიზაციების ან დაჯგუფებების არსებობას... ცალკეული მუხლები ეხებოდა საკონსულო კონვენციის დადებას, ვაჭრობას, მოსახლეობისათვის გადაადგილების თავისუფლებას და ოპტაციას (მოქალაქეობის შეცვლას, რაც ბათუმის ოლქის მოსახლეობაზეც ვრცელდებოდა), აგრეთვე ბოსფორ-დარდანელის სრუტეების სტატუსის შემუშავებას შავი ზღვის რეგიონის სახელმწიფოების კონფერენციაზე. მე-15 მუხლის მიხედვით, რუსეთი ვალდებულებას იღებდა, ამიერკავკასიის რესპუბლიკების - აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხების სსრ-ების - მიმართ ძალისხმევა განეხორციელებინა იმ მიზნით, რომ მათაც დაედოთ თურქეთთან მსგავსი ხელშეკრულება (რაც შესრულდა კიდეც 1921 წლის 13 ოქტომბერს ყარსში. იხ. ქვემოთ).

მოსკოვის ხელშეკრულებას თან ახლდა ორი დანართი, რომლებშიც მოცემულია თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვრის დელიმიტაცია (არაქსისა და არფაჩაის ზონების ჩათვლით, რუსეთის გენშტაბის მიერ შედგენილი ტოპოგრაფიული რუკების მიხედვით.

ბ) სამართლიანი თუ უსამართლო?

საერთოდ, ამ ხელშეკრულების ირგვლივ ბევრი კრიტიკა გამოთქმულა, განსაკუთრებით 1990-იანი წლებიდან დაწყებული და ახლაც ხშირად ითქმის: ყველაზე მეტად სომხები აქტიურობენ, რადგან მათ, ყარსზე და არარატის მთაზე რომ არაფერი ვთქვათ, დაკარგეს სევრის ხელშეკრულებით მოპოვებული შავ ზღვაზე გასასვლელი დაკარგეს.

მაინც როგორი სტატუსი აქვს მოსკოვის ხელშეკრულებას? რატომ უნდა იყოს ამ დოკუმენტით დადგენილი საქართველო-თურქეთისა და სომხეთ საქართველოს საზღვრები, როცა არც საქართველოს და არც სომხეთის წარმომადგენლებს მასზე ხელი არ მოუწერიათ? და რატომ არის დღესაც ძალაში ასი წლის წინ ხელმოწერილი დოკუმენტი? რატომ ვერ (არ) ხერხდება მისი დენონსირება?

  • მოდით, გავაანალიზოთ

პირველი:

საერთაშორისო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს სუვერენულ და საერთაშორისოდ აღიარებულ სახელმწიფოებს შორის - ასე იყო 1921 წლის დროინდელი საერთაშორისო სამართლით და ეს პრინციპი დღესაც არ შეცვლილა. იყვნენ თუ არა კომუნისტური რუსეთისა და ქემალისტური თურქეთის მთავრობები საერთაშორისოდ აღიარებულნი? თუ გადავხედავთ იმდროინდელი ევროპული (დასავლური) სახელმწიფოების დამოკიდებულებას ანგორისა და მოსკოვის მთავრობების მიმართ, დავინახავთ, რომ არც ერთი და არც მეორე დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოების მიერ იურიდიულად აღიარებულნი არ იყვნენ, ანუ მათ არ ჰქონდათ უფლებამოსილება რაიმე საერთაშორისო ხელშეკრულება დაედოთ. განსაკუთრებით ეს ეხება ქემალისტების მთავრობის სტატუსს: რადგან კონსტანტინოპოლში 1921 წლის მარტისათვის არსებობდა ოსმალეთის (თურქეთის) სულთნის კანონიერი მთავრობა, აქედან გამომდინარე, ოსმალეთის 1909 წლის კონსტიტუციის მიხედვით, ქემალისტური მთავრობა უკანონო იყო და ბუნებრივია, მას არანაირი საერთაშორისო უფლებამოსილება არ გააჩნდა. რა დასამალია და იმ დროს თვითონ მუსტაფა ქემალი სისხლის სამართლის დამნაშავედ (სულთნის მთავრობის მოწინააღმდეგედ) იყო შერაცხული და მას სამხედრო ტრიბუნალის მიერ 1920 წლის 11 მაისს გამოტანილი განაჩენით სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა.

მეორე:

წესით და რიგით, რადგანაც ქემალისტური მთავრობა უკანონო იყო, მას არ ჰქონდა უფლება მოსკოვში, რუსეთთან მოლაპარაკების დროს საქართველოს ტერიტორიისა და საზღვრების ბედი გადაეწყვიტა. მაგრამ თუნდაც ის კანონიერი ყოფილიყო, ამ შემთხვევაშიც კი ქემალისტების მიერ ხელშეკრულების გაფორმება მაინც უსამართლო იქნებოდა - მათ ხომ იურიდიულად ჰყავდათ აღიარებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომლის მთავრობა 1921 წლის 16 მარტისთვის ჯერ კიდევ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა (ბათუმში). უფრო მეტიც, ანგორის მთავრობამ ფაქტიურად დაარღვია დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოსთან, რომელიც 1921 წლის 8 თებერვალს იყო დამყარებული.

მესამე - მოსკოვის ხელშეკრულება უკანონო და უსამართლოა საქართველოსთვის იმის გამოც, რომ მოლაპარაკებაში თბილისი არ მონაწილეობდა (ამის შესახებ ზემოთ უკვე ვთქვით) და მისი ტერიტორია, ისარგებლეს რა ქვეყნის უმწეო მდგომარეობით, ორმა მეზობელმა გაიყო. ეს იყო საქართველოსთვის, ქართველი ხალხისათვის იძულებით თავსმოხვეული ქემალისტურ-კომუნისტური გარიგება.

  • მოსკოვის ხელშეკრულების დენონსაციის მცდელობები

ასეთი არასამართლებრივი სტატუსის მქონე ხელშეკრულება, ბუნებრივია, დიდი ხნის დენონსირებული (გაუქმებული) უნდა იყოს, მაგრამ ის მაინც დღემდე არსებობს ისტორიული არტეფაქტის სახით. გასაგებია, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში მას კიდევ გააჩნდა მნიშვნელობა (იმ დროს სსრკ-ს და თურქეთს საზღვარი საერთო ჰქონდათ), მაგრამ საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ, როცა რუსეთის და თურქეთის ტერიტორიებს უკვე ერთმანეთისაგან მრავალი კილომეტრი აშორებთ, როცა საქართველო საერთაშორისო სამართალსუბიექტია, მოსკოვის ხელშეკრულება უიმედოდ მოძველებულია.

1921 წლიდან მოყოლებული, მოსკოვის ხელშეკრულების გაუქმების (დენონსაციის მცდელობა) რამდენჯერმე იყო: პირველად 1945 წლის მარტში, როცა იოსებ სტალინმა თურქეთს ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენა და ახალი ხელშეკრულების გაფორმება მოსთხოვა (მაგრამ უშედეგოდ), მეორედ - 2016 წლის თებერვალში, როცა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა, თურქეთთან ურთიერთობის გაუარესების ფონზე (სირიაში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით), ხელშეკრულების დენონსაციის მიზნით საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანეს (მაგრამ ასევე უშედეგოდ). რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დოკუმენტის ცალმხრივი გაუქმება მიზანშეუწონლად მიიჩნია, რაც ანკარასთან დამოკიდებულებას კიდევ უფრო გაამწვავებდა.

  • ხელშეკრულების მოქმედების ვადა: მითები თუ სინამდვილე?

მოსკოვის ხელშეკრულების 100 წლისთავის მოახლოებასთან დაკავშირებით გაისმის ხმები, რომელთა თანახმად, 2021 წლის 16 მარტს დოკუმენტი თავის იურიდიულ ძალას კარგავს და ავტომატურად გაუქმდება. მავანნი ამტკიცებენ, რომ ხელშეკრულება 100 წლის ვადით არის დადებულიო. საინტერესოა, რატომ გავრცელდა ასეთი თვალსაზრისი, რა არგუმენტები აქვთ ავტორებს? თუ ყურადღებით წავიკითხავთ ტექსტს, მასში მოქმედების ვადა მითითებული არ არის, ესე იგი, ეს ნიშნავს რომ ხელშეკრულება უვადოა. მით უმეტეს, რომ როცა ხელშეკრულებით საზღვრები და ტერიტორიის ფარგლებია დადგენილი, იმ ხელშეკრულებაში ვადები არ იწერება, სამომავლოდ რაიმე კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.

არის საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ხელშეკრულების ვადის იდეა სომეხ მკვლევარებს დაებადათ: ჯერ კიდევ 1990-იან წლებში სომეხი დიპლომატი ლევონ ეირამჯიანცი ვარაუდობდა, რომ მოსკოვის ხელშეკრულებას დანართის აქვს ე.წ. "საიდუმლო ოქმები" (რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის მსგავსად), რომლებშიც დოკუმენტის მოქმედების საბოლოო ვადაა მითითებული - 100 წელი და როგორც უკვე ვთქვით, მას ვადა გასდის. ლევონ ეირამჯიანცმა ეს ჰიპოთეზა საჯაროდ 2001 წელს გააჟღერა. მას შემდეგ მიმდინარეობს სპეკულაციაც ამ თემაზე. ლოგიკურია კითხვის გაჩენა: თუ სომეხმა მეცნიერებმა, რომლებსაც რუსულ (და თურქულ) არქივებში ყველგან ხელი მიუწვდებათ, დღემდე ვერ იპოვეს "საიდუმლო ოქმები", ესე იგი, მათი არსებობის იდეა მხოლოდ მითებს განეკუთვნება, რეალურად არავითარი "საიდუმლო ოქმები" არ არსებობს. სამწუხაროდ, "სომხური პოზიცია" ქართველმა პოლიტოლოგებმაც "გაიზიარეს" და მათი უსაფუძვლო განცხადებების წყალობით ბევრ ქართველს დღემდე სჯერა, რომ მოსკოვის ხელშეკრულება გაუქმდება და საქართველოს ისტორიული ტერიტორიების დაბრუნების შანსი გაუჩნდება...

  • მოსკოვის შემდეგ - ყარსში: დეჟავიუ

მოსკოვის ხელშეკრულების მე-15 მუხლით რუსეთი ვალდებულებას იღებდა, რომ ამიერკავკასიის რესპუბლიკები მოსკოვის ხელშეკრულების პირობებს აღიარებდნენ, ანუ კრემლი მათზე ზეწოლას მოახდენდა. მოვლენებს ისევ წინ გავუსწრებთ: საქმე ის იყო, რომ როგორც ქართველ კომუნისტებს, ისე მათ სომეხ კოლეგებს, ტერიტორიების დაკარგვა გულზე მაინცდამაინც არ ეხატებოდათ. შესაბამისად, როცა 1921 წლის ზაფხულში ცნობილი გახდა, მოლაპარაკება ყარსში გაიმართებაო, მათ რევანშის აღება განიზრახეს. პარტიის ცენტრალური ხაზიდან გადამხრელების ("უკლონისტების") განზრახვა ცნობილი გახდა რუსეთის კომპარტიის კავკასიის ბიუროსთვის (ორჯონიკიძე, კიროვი, ფიგატნერი, პლეშჩაკოვი და სხვები), რომელმაც მკაცრი დირექტივა მისცა ქართველ და სომეხ ამხანაგებს: ყარსში მოლაპარაკება ჩატარდეს მოსკოვის ხელშეკრულების ჩარჩოების მკაცრი დაცვით; კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკებმა მოახდინონ თურქეთთან სოლიდარობის დემონსტრაცია; არ დაუშვან ცალკეული რესპუბლიკების სეპარატისტული გამოსვლები; გამოიჩინონ ერთსულოვნება... ცხადია, ასეთი მკაცრი გაფრთხილების შემდეგ ძალზე რთული იქნებოდა პრეტენზიების წამოყენება, თუმცა ქართველმა უკლონისტებმა ბედი მაინც სცადეს.

რა მოხდა ყარსში, როგორი დიპლომატიური გაწევ-გამოწევა იყო მოლაპარაკების დროს, ეს ცალკე საუბრის თემას წარმოადგენს. ახლა კი ისევ მოსკოვის ხელშეკრულებაზე ვიმსჯელოთ.

  • 2008 წლის აგვისტო: რატომ არ შევიდნენ რუსი სამხედროები აჭარაში?

სხვათა შორის, სხვადასხვა წყაროებით ირკვევა, რომ 21-ე საუკუნეში იყო მომენტი, როცა 1921 წლის 16 მარტის ხელშეკრულება აქტიურ პოლიტიკაში იქნა გამოყენებული: 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს, როცა რუსეთის ჯარები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას მიუახლოვდნენ, თუმცა მის ტერიტორიაზე არ შესულან. სავარაუდოდ, თურქეთმა რუსეთი გააფრთხილა, ამ ტერიტორიის მთავარი სიუზერენი მე ვარო....

თუმცა არსებობს კიდევ ერთი თვალსაზრისი: თურქებს სურდათ აჭარაში ჯარების შეყვანა, მაგრამ კრემლმა წინასწარ მკაცრად განუცხადა ანკარას, რომ მსგავსი ნაბიჯი არ გადაედგა, რადგანაც რუსეთის ინტერესები იქნებოდა შელახული.

რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ეს ვარაუდები? ალბათ, მასში არის ჭეშმარიტების მარცვალი. გავიხსენოთ თურქეთის იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის რეჯეფ ერდოღანის სასწრაფო ვიზიტი მოსკოვში სწორედ იმ ხანებში, როცა მან რუსეთის ლიდერებს კავკასიის სტაბილურობის პლატფორმის პროექტი გაუზიარა....

----------------

მოსკოვის ხელშეკრულებაზე კიდევ ბევრის თქმა შეიძლება (არის საკმაოდ ბევრი უცნობი და საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი დეტალები), მაგრამ მოკლე რეზიუმეს სახით პუბლიკაცია შეიძლება ასე დავასრულოთ:

ა) რადგან მოსკოვის უვადო ხელშეკრულების რიგი დებულებები დღეისათვის აშკარად ეწინააღმდეგებიან თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ნორმებს - ვენის კონვენციის პრინციპებს და უიმედოდ მოძველდნენ, ამიტომ მიზანშეწონილი იქნება, რომ ხელმომწერმა მხარეებმა ხელშეკრულების დენონსირება განახორციელონ (ერთობლივი განცხადების ან ნოტების მეშვეობით).

ბ) მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება უშუალოდ ეხება საქართველოს ტერიტორიას და საზღვრებს, სამწუხაროდ, იურიდიული თვალსაზრისით, საქართველო რაიმე პრაქტიკული პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმა არ შეუძლია, რადგან მის ხელმომწერ მხარეს არ წარმოადგენს.

----------------

დაბოლოს, ორიოდე სიტყვით, თუ რა ბედი ეწიათ იმ ადამიანებს, რომლებმაც 100 წლის წინ ხელი მოაწერეს მოსკოვის ხელშეკრულებას...

რუსეთის მხრიდან:

გიორგი ჩიჩერინი, დელეგაციის მეთაური, საგარეო საქმეთა სახკომი. თურქებთან მოლაპარაკების შემდეგ იგი მეთაურობდა საბჭოთა დელეგაციას გენუის კონფერენციაზე, ხელი მოაწერა რაპალოს შეტანხმებას. 1923 წელს მეთაურობდა საბჭოთა დელეგაციას ლოზანის კონფერენციაზე, რომლის დროსაც სრუტეების საკითხიც იქნა განხილული. 1925-27 წლებში ხელი მოაწერა სსრკ-თურქეთის შეთანხმებას მეგობრობისა და ნეიტრალიტეტის შესახებ (რომელიც 1945 წელს იოსებ სტალინის მიერ იქნა დენონსირებული), ასევე სპარსეთთან (ირანთან). გიორგი ჩიჩერინი 1930 წლიდან პენსიაზე იმყოფებოდა. გარდაიცვალა 1936 წელს.

ჯალალედინ კორკმასოვი, დელეგაციის წევრი, დაღესტნის ასსრ-ის სახკომსაბჭოს თავმჯდომარე, იმავდროულად მიწვეული იყო საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატში, თურქ ქემალისტების დელეგაციასთან მოლაპარაკების დროს. ხელსეკრულების გაფორმების შემდეგ იგი დაღესტანში თავის საქმიანობას დაუბრუნდა. 1931 წელს გადაიყვანეს მოსკოვში ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად. 1937 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს. 1956 წელს რეაბილიტირებული იქნა.

  • თურქეთის მხრიდან:

იუსუფ ქემალი, დელეგაციის მეთაური. მოსკოვიდან ანკარაში დაბრუნების შემდეგ მისი კარიერა აღმავალი გზით წავიდა: იყო ქემალისტთა მთავრობის წარმომადგენელი დიდ ბრიტანეთში, შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი... 1933 წელს სახელმწიფო საქმიანობას ჩამოსცილდა და ანკარის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა, კითხულობდა ლექციებს ეკონონიკის საგანში. თურქეთში 1960 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ მცირე ხნით დაბრუნდა პოლიტიკაში - 1961 წელს იუსუფ ქემალი პარლამენტის დეპუტატად იქნა არჩეული. გარდაიცვალა 1969 წელს.

რიზა ნური, დელეგაციის წევრი. მოსკოვიდან ანკარაში დაბრუნების შემდეგ მონაწილეობდა ლოზანის კონფერენციაში თურქეთის დელეგაციის მეთაურის ისმეთ ინენიუს თანაშემწის რანგში. მოგვიანებით რიზა ნური დაუპირისპირდა მუსტაფა ქემალს, რის გამოც ემიგრაციაში წავიდა. თურქეთში დაბრუნდა ათა-თურქის გადრაცვალების შემდეგ, 1938 წელს. იყო ჯურნალ "თანდიდაღ"-ის რედაქტორი და პროპაგანდირებდა პანთურანულ და პანთურქულ იდეებს. მისი მნიშვნელოვანი ნაშრომია თურქეთის ისტორიოა 14 ტომად. გარდაიცვალა 1942 წელს.

ალი ფუად ჯებესოი, დელეგაციის წევრი, გენერალი, თურქეთის დიპლომატიური წარმომადგენელი რსფსრ-ში. მოსკოვური მისიის ვადის ამოწურვის შემდეგ იგი თურქეთის დიდი ეროვნული კრების დეპუტატად იქნა არჩეული, გახდა ოპოზიციური პარტიის წევრი და მისი ლიდერი, ქურთების აჯანყების (1925 წელი) დროს ალი ფუად ჯებესოის სახელმწიფო ღალატი დააბრალეს, დააკავბეს, მაგრამ 1926 წელს გაამართლეს. 1931 წელს იგი კვლავ იქნა არჩეული პარლამენტის წევრად, 1939-43 წლებში ეკავა საზოგადოებრივ საქმეთა მინისტრის პოსტი. 1948 წლიდან იგი ისევ დეპუტატი გახდა და სპიკერის თანამდებობაც ჰქონდა. 1960 წლის სამხედრო გადატრიალების დროს დააკავეს, თუმცა ისევ გაათავისუფლეს. ამის შემდეგ იგი პოლიტიკიდან საბოლოოდ წავიდა. გარდაიცვალა 1968 წელს. ალი ფუად ჯებესოიმ დაწერა მემუარების ოთხტომეული სახელწოდებით "მოსკოვური მოგონებები" (1956 წელს), რომელშიც მოსკოვის მოლაპარაკება ფართოდაა გადმოცემული და რომელიც, სამწუხაროდ, დღემდე არ არის თარგმნილი ქართულად. არადა, საჭიროა.

ავტორი: სიმონ კილაძე