მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ კობახიძე გაკოტრებულს მეძახის, იქ რატომ ჯდება? მსიამოვნებს გაჩეჩილი კაცის ყურება?" - გიგი უგულავა
"თუ კობახიძე გაკოტრებულს მეძახის, იქ რატომ ჯდება? მსიამოვნებს გაჩეჩილი კაცის ყურება?" - გიგი უგულავა

ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერთი ლი­დე­რის, გიგი უგუ­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა უნდა მი­ი­ღოს და მას კო­ბა­ხი­ძე ან სხვა პირი ვერ მი­ი­ღებს.

რო­გორც უგუ­ლა­ვამ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და, არა­ნა­ი­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის გუნ­დი არ არ­სე­ბობს, ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ხა­რი­ას­თან ერ­თად დამ­თავ­რდა; „არ­სე­ბობს ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც არის ივა­ნიშ­ვი­ლის უკა­ნას­კნე­ლი ცხე­ნი“.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რით წა­ვი­და ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ბრი­უ­სელ­ში, უგუ­ლა­ვა ამ­ბობს, რომ „არაფ­რით“.

"არაფ­რით წა­ვი­და ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ბრი­უ­სელ­ში. მმარ­თვე­ლი გუნ­დი აზ­როვ­ნებს არა ში­ნა­არ­სით, არა­მედ მა­კუ­ლა­ტუ­რის ოდე­ნო­ბით. კო­ლექ­ტი­ურ ვინ­მე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილს ჰგო­ნია, რომ თუ სქელ ფურ­ცლებს ჩა­ი­ტან, ეს ყვე­ლა­ფე­რი აზ­რთან კავ­შირ­შია. 6-პუნ­ქტი­ან გეგ­მა­ში შე­მა­ვა­ლი სა­კი­თხე­ბი ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მაგ­რამ თუ არ არის თან­ხმო­ბა მთა­ვარ სა­კი­თხზე, ჩა­ტა­ნი­ლი „პა­პ­კე­ბი“ არა­ფერს ნიშ­ნავს. მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის რე­ფორ­მა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია და გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ყვე­ლა სხვა რე­ფორ­მა­ზეც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, მაგ­რამ მა­ტყუ­ა­რაა ყვე­ლა ის, ვინც გე­ტყვით, რომ 8-9 წლის მერე, როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაძ­ვე­ლე­ბუ­ლი, და­ძენ­ძი­ლი და ნა­ხე­ვა­რი ფე­ხით უკვე გაგ­დე­ბუ­ლი ხარ, შენ სრულ­ფა­სო­ვა­ნი რე­ფორ­მა ჩა­ა­ტა­რო.

ასე­თი რამ არ არ­სე­ბობს. ამით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის „გაპ­რა­ვე­ბა“, რომ ეს იმ­დე­ნად დიდი რა­მეა, რომ მე სხვა ყვე­ლა სა­კი­თხი და­ვი­ვი­წყო, ან სა­სარ­გებ­ლო იდი­ო­ტო­ბაა ან მავ­ნებ­ლო­ბა და ხალ­ხის მო­ტყუ­ე­ბა. იმის იმე­დი, რომ სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მას „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ჩა­ა­ტა­რებს, არ უნდა გვქონ­დეს. ეს მო­მა­ვალ­მა კო­ა­ლი­ცი­ურ­მა მთავ­რო­ბამ უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს კი­დეც. ამ 6-პუნ­ქტი­ან გეგ­მას რომ და­ვა­მა­ტოთ ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბი, ეს იქ­ნე­ბა მომ­დევ­ნო სამი თვის გეგ­მა კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის. სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მა სწრა­ფად უნდა და­ი­წყოს, მაგ­რამ იმის ზღა­პა­რი, რომ მუ­რუ­სი­ძეს­თან ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი კო­ბა­ხი­ძე სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მას მოგ­ვცემს, ეს არის თვა­ლის ახ­ვე­ვა. ამი­ტომ მთა­ვა­რი სა­კი­თხი რჩე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა, პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის სა­კი­თხი, რიგ­გა­რე­შე სა­კი­თხი ან რო­გორ მივ­დი­ვართ ამ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბამ­დე. პლე­ბის­ცი­ტი უნდა იყოს მა­გი­და­ზე, ეს არის ვე­ლი­დუ­რი და ძლი­ე­რი იდეა“, - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, მმარ­თველ გუნდს ოპო­ზი­ცი­ას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი­სას ახა­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა არ წა­რუდ­გე­ნია, რო­გორც უგუ­ლა­ვა ამ­ბობს, "ეს იყო ძვე­ლი შე­თა­ვა­ზე­ბის ოდ­ნავ მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტი“.

"ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოა, წყალ­წა­ღე­ბუ­ლი რომ ხავსს ეჭი­დე­ბო­და, ასე­თი მე­სი­ჯ­ბოქ­სი აქვს „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, რო­დე­საც ცე­ლი­ვით იყე­ნებს სი­ტყვა „სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას“. მინ­და ბა­ტონ თა­ლაკ­ვა­ძეს ვუ­თხრა, რომ ყვე­ლა სა­ზი­ზღრო­ბა და უსა­მარ­თლო­ბა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ეგი­დით არის ჩა­დე­ნი­ლი, ცე­ლი­ვით ნუ ის­ვრით ამ სი­ტყვას, ორ­ლე­სუ­ლი მახ­ვი­ლი­ვი­თაა და უკან და­გიბ­რუნ­დე­ბათ! ეს წი­ნა­და­დე­ბე­ბი სა­მარ­თლი­ა­ნი არ არის. არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მი­სას­ვლე­ლი გზე­ბი ღრმად შე­უ­თან­ხმებ­ლი სა­კი­თხია. თუმ­ცა, ის, რომ შარლ მი­შე­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი დარ­ჩა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ნიშ­ნავს იმას, რომ ეს პრო­ცე­სი უნდა დას­რულ­დეს მალე და მხა­რე­ებ­მა ერ­თმა­ნეთს ჩა­ქუ­ჩი კი არ ურტყან, მხა­რე­ე­ბის მიღ­მა ხალ­ხს დარ­ჩეს გან­ცდა, რომ ქვე­ყა­ნამ გა­ი­მარ­ჯვა. მო­ლა­პა­რა­კე­ბის ეს მატ­რი­ცა დიდ­ხანს ვერ იქ­ნე­ბა. შე­დე­გი ან უნდა მო­ი­ტა­ნოს ამან, ან კრი­ზი­სი ახალ ფა­ზა­ში გა­და­დის, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ კი­დევ უფრო მე­ტად და­ი­ძა­ბე­ბა შიგ­ნით სი­ტუ­ა­ცია პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით. ამავდრო­უ­ლად ევ­რო­პის უმაღ­ლეს კავ­შირს თუ უარს ეუბ­ნე­ბი, მა­შინ იძუ­ლე­ბის სხვა პერ­კე­ტე­ბი უნდა ჩა­ერ­თოს. „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ახლა აქვს და­ნა­შა­უ­ლის სპი­რა­ლი­დან გა­მოს­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რაც თა­ნა­ბარ, თა­ვი­სუ­ფალ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აძ­ლევს მას შანსს დარ­ჩეს პო­ლი­ტი­კურ მო­თა­მა­შედ“, - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ და დას­ძი­ნა, რომ ოპო­ზი­ცი­ის უმ­თავ­რე­სი მო­თხოვ­ნა კვლავ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბია.

"ეს აკ­ვი­ა­ტე­ბა კი არ არის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პა­რა­დიგ­მა უნდა შე­იც­ვა­ლოს. შე­უძ­ლე­ბე­ლია ისე რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ისე­დაც არ იყო რე­ფორ­მებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ჭა­ობ­ზე და კონ­სერ­ვა­ცი­ის­კენ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა. პირ­ვე­ლად უნდა გა­და­ვი­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კო­ა­ლი­ცი­ურ მმარ­თვე­ლო­ბა­ზე, სა­დაც აღარ იქ­ნე­ბი­ან „მე­გატ­რო­ნე­ბი“, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ფერს თა­ვის თავ­ზე ირ­გე­ბენ. ჩვენ თუ არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი არ გა­დავ­დგით, ასე­თი ეკო­ნო­მი­კით შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, ბი­უ­ჯეტს ვე­ღარ შე­ვავ­სებთ“, - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

პო­ლი­ტი­კუ­რი მხა­რე­ე­ბის შე­სა­თან­ხმებ­ლად, გიგი უგუ­ლა­ვას თქმით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია კო­ბა­ხი­ძეც და უმ­რავ­ლე­სო­ბის სხვა წევ­რე­ბიც რა­ცი­ო­ნა­ლუ­რე­ბი იყ­ვნენ.

"თუ გა­კოტ­რე­ბულს მე­ძა­ხის, იქ რა­ტომ ჯდე­ბა? მსი­ა­მოვ­ნებს გა­ჩე­ჩი­ლი კა­ცის ყუ­რე­ბა? რა­ტომ მიჯ­დე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე, თუ მე გა­კოტ­რე­ბუ­ლი ვარ? რა აზრი აქვს ამის და­ძა­ხე­ბას, რო­დე­საც იცი, რომ მე­ო­რე დღეს მო­გი­წევს ჩემ­თან ლა­პა­რა­კი?! ცოტა რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი უნდა იყოს კო­ბა­ხი­ძეც და სხვაც. სი­ტყვებს და ეპი­თე­ტებს ისეთს მო­ვი­გო­ნებ, არც მას და არც მა­მა­მისს რომ არ გა­უ­გი­ათ. საპ­რო­ტეს­ტო მუხ­ტით არის ეგ კაცი გა­და­ყე­ნე­ბუ­ლი, გვახ­სოვს რო­გორ ეპო­ტი­ნე­ბო­და სამი დღე სკამს და პან­ღუ­რით მო­უ­წია უმ­რავ­ლე­სო­ბას გაშ­ვე­ბა. ეს ხალ­ხი არა­ფერს წყვეტს, სი­ნამ­დვი­ლე­ში წყვეტს ივა­ნიშ­ვი­ლი. არა­ნა­ი­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის გუნ­დი არ არ­სე­ბობს, ნუ მო­ვი­ტყუ­ებთ თავს, ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ხა­რი­ას­თან ერ­თად დამ­თავ­რდა. არ­სე­ბობს ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც არის ივა­ნიშ­ვი­ლის უკა­ნას­კნე­ლი ცხე­ნი. ღა­რი­ბაშ­ვილ­თან ერ­თად დამ­თავ­რდე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბა. სკა­მი, რო­მელ­ზეც სა­თა­და­რი­გო­ე­ბი სხე­დან, აღარ არ­სე­ბობს. ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლია, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მის შემ­დეგ მოვა, არ მო­ვი­დეს იმ ტალ­ღა­ზე, რომ მას თავი გა­უ­პოს. ეს არის ამ ქვეყ­ნის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, რომ თა­ვი­დან არ წა­ვი­დეთ შუ­რის­ძი­ე­ბის მო­რევ­ში. ამას უნდა ავ­ცდეთ, ამი­ტომ არის რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი აუ­ცი­ლე­ბე­ლი, თო­რემ რო­გორც ტალ­ღას ვერ გა­ა­ჩე­რებ, ისე ვერ გა­ა­ჩე­რებ ცვლი­ლე­ბებს, ვერც ივა­ნიშ­ვი­ლი გა­ა­ჩე­რებს თა­ვი­სი ფუ­ლით“, - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიგი უგულავას
51

ჰოჰოოო, როგორ გენატრება, თანამდებობა და სკამი, ფული კი გაქვს, მაგრამ ძალაუფლება უფრო ტკბილი ყოფილა...არააააა...გიგილო, ისევ კობახიძის გაჩეჩილი თავის ყურება სჯობს, შენი შეშლილი სახის ყურებას.

გიორგი
39

რქიანს ისევ გაჩეჩილი ჯობია ჯეელო!!!

ავტორი:

"თუ კობახიძე გაკოტრებულს მეძახის, იქ რატომ ჯდება? მსიამოვნებს გაჩეჩილი კაცის ყურება?" - გიგი უგულავა

"თუ კობახიძე გაკოტრებულს მეძახის, იქ რატომ ჯდება? მსიამოვნებს გაჩეჩილი კაცის ყურება?" - გიგი უგულავა

ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, გადაწყვეტილება რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა უნდა მიიღოს და მას კობახიძე ან სხვა პირი ვერ მიიღებს.

როგორც უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, არანაირი უმრავლესობის გუნდი არ არსებობს, ეს ყველაფერი გახარიასთან ერთად დამთავრდა; „არსებობს ღარიბაშვილი, რომელიც არის ივანიშვილის უკანასკნელი ცხენი“.

რაც შეეხება იმას, თუ რით წავიდა ღარიბაშვილი ბრიუსელში, უგულავა ამბობს, რომ „არაფრით“.

"არაფრით წავიდა ღარიბაშვილი ბრიუსელში. მმართველი გუნდი აზროვნებს არა შინაარსით, არამედ მაკულატურის ოდენობით. კოლექტიურ ვინმე შალვა პაპუაშვილს ჰგონია, რომ თუ სქელ ფურცლებს ჩაიტან, ეს ყველაფერი აზრთან კავშირშია. 6-პუნქტიან გეგმაში შემავალი საკითხები ყველა მნიშვნელოვანია. მაგრამ თუ არ არის თანხმობა მთავარ საკითხზე, ჩატანილი „პაპკები“ არაფერს ნიშნავს. მართლმსაჯულების რეფორმა უმნიშვნელოვანესია და გრძელვადიან პერსპექტივაში ყველა სხვა რეფორმაზეც მნიშვნელოვანი, მაგრამ მატყუარაა ყველა ის, ვინც გეტყვით, რომ 8-9 წლის მერე, როცა ხელისუფლებაში დაძველებული, დაძენძილი და ნახევარი ფეხით უკვე გაგდებული ხარ, შენ სრულფასოვანი რეფორმა ჩაატარო.

ასეთი რამ არ არსებობს. ამით ხელისუფლების „გაპრავება“, რომ ეს იმდენად დიდი რამეა, რომ მე სხვა ყველა საკითხი დავივიწყო, ან სასარგებლო იდიოტობაა ან მავნებლობა და ხალხის მოტყუება. იმის იმედი, რომ სასამართლო რეფორმას „ქართული ოცნება“ ჩაატარებს, არ უნდა გვქონდეს. ეს მომავალმა კოალიციურმა მთავრობამ უნდა განახორციელოს და განახორციელებს კიდეც. ამ 6-პუნქტიან გეგმას რომ დავამატოთ ეკონომიკური რეფორმები, ეს იქნება მომდევნო სამი თვის გეგმა კოალიციური მთავრობის. სასამართლო რეფორმა სწრაფად უნდა დაიწყოს, მაგრამ იმის ზღაპარი, რომ მურუსიძესთან ჩახუტებული კობახიძე სასამართლო რეფორმას მოგვცემს, ეს არის თვალის ახვევა. ამიტომ მთავარი საკითხი რჩება პოლიტიკური მართლმსაჯულება, პოლიტპატიმრების საკითხი, რიგგარეშე საკითხი ან როგორ მივდივართ ამ რიგგარეშე არჩევნებამდე. პლებისციტი უნდა იყოს მაგიდაზე, ეს არის ველიდური და ძლიერი იდეა“, - განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისას ახალი შეთავაზება არ წარუდგენია, როგორც უგულავა ამბობს, "ეს იყო ძველი შეთავაზების ოდნავ მოდიფიცირებული ვარიანტი“.

"ძალიან სასაცილოა, წყალწაღებული რომ ხავსს ეჭიდებოდა, ასეთი მესიჯბოქსი აქვს „ქართულ ოცნებას“, როდესაც ცელივით იყენებს სიტყვა „სამართლიანობას“. მინდა ბატონ თალაკვაძეს ვუთხრა, რომ ყველა საზიზღრობა და უსამართლობა სამართლიანობის ეგიდით არის ჩადენილი, ცელივით ნუ ისვრით ამ სიტყვას, ორლესული მახვილივითაა და უკან დაგიბრუნდებათ! ეს წინადადებები სამართლიანი არ არის. არჩევნებამდე მისასვლელი გზები ღრმად შეუთანხმებლი საკითხია. თუმცა, ის, რომ შარლ მიშელის წარმომადგენელი დარჩა საქართველოში, ნიშნავს იმას, რომ ეს პროცესი უნდა დასრულდეს მალე და მხარეებმა ერთმანეთს ჩაქუჩი კი არ ურტყან, მხარეების მიღმა ხალხს დარჩეს განცდა, რომ ქვეყანამ გაიმარჯვა. მოლაპარაკების ეს მატრიცა დიდხანს ვერ იქნება. შედეგი ან უნდა მოიტანოს ამან, ან კრიზისი ახალ ფაზაში გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტად დაიძაბება შიგნით სიტუაცია პოლიტიკური თვალსაზრისით. ამავდროულად ევროპის უმაღლეს კავშირს თუ უარს ეუბნები, მაშინ იძულების სხვა პერკეტები უნდა ჩაერთოს. „ქართულ ოცნებას“ ახლა აქვს დანაშაულის სპირალიდან გამოსვლის შესაძლებლობა, რაც თანაბარ, თავისუფალ სიტუაციაში აძლევს მას შანსს დარჩეს პოლიტიკურ მოთამაშედ“, - განაცხადა უგულავამ და დასძინა, რომ ოპოზიციის უმთავრესი მოთხოვნა კვლავ რიგგარეშე არჩევნებია.

"ეს აკვიატება კი არ არის, ხელისუფლების პარადიგმა უნდა შეიცვალოს. შეუძლებელია ისე რეფორმების განხორციელება. ეს ხელისუფლება ისედაც არ იყო რეფორმებზე ორიენტირებული, ჭაობზე და კონსერვაციისკენ ორიენტირებული ხელისუფლებაა. პირველად უნდა გადავიდეს ხელისუფლება კოალიციურ მმართველობაზე, სადაც აღარ იქნებიან „მეგატრონები“, რომლებიც ყველაფერს თავის თავზე ირგებენ. ჩვენ თუ არაორდინალური ნაბიჯები არ გადავდგით, ასეთი ეკონომიკით შეუძლებელი იქნება, ბიუჯეტს ვეღარ შევავსებთ“, - განაცხადა უგულავამ.

პოლიტიკური მხარეების შესათანხმებლად, გიგი უგულავას თქმით, აუცილებელია კობახიძეც და უმრავლესობის სხვა წევრებიც რაციონალურები იყვნენ.

"თუ გაკოტრებულს მეძახის, იქ რატომ ჯდება? მსიამოვნებს გაჩეჩილი კაცის ყურება? რატომ მიჯდება მოლაპარაკებებზე, თუ მე გაკოტრებული ვარ? რა აზრი აქვს ამის დაძახებას, როდესაც იცი, რომ მეორე დღეს მოგიწევს ჩემთან ლაპარაკი?! ცოტა რაციონალური უნდა იყოს კობახიძეც და სხვაც. სიტყვებს და ეპითეტებს ისეთს მოვიგონებ, არც მას და არც მამამისს რომ არ გაუგიათ. საპროტესტო მუხტით არის ეგ კაცი გადაყენებული, გვახსოვს როგორ ეპოტინებოდა სამი დღე სკამს და პანღურით მოუწია უმრავლესობას გაშვება. ეს ხალხი არაფერს წყვეტს, სინამდვილეში წყვეტს ივანიშვილი. არანაირი უმრავლესობის გუნდი არ არსებობს, ნუ მოვიტყუებთ თავს, ეს ყველაფერი გახარიასთან ერთად დამთავრდა. არსებობს ღარიბაშვილი, რომელიც არის ივანიშვილის უკანასკნელი ცხენი. ღარიბაშვილთან ერთად დამთავრდება ივანიშვილის მმართველობა. სკამი, რომელზეც სათადარიგოები სხედან, აღარ არსებობს. ერთადერთი გამოსავალია, რომ ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც მის შემდეგ მოვა, არ მოვიდეს იმ ტალღაზე, რომ მას თავი გაუპოს. ეს არის ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა, რომ თავიდან არ წავიდეთ შურისძიების მორევში. ამას უნდა ავცდეთ, ამიტომ არის რიგგარეშე არჩევნები აუცილებელი, თორემ როგორც ტალღას ვერ გააჩერებ, ისე ვერ გააჩერებ ცვლილებებს, ვერც ივანიშვილი გააჩერებს თავისი ფულით“, - განაცხადა უგულავამ.

11 თვიანი პაუზის შემდე, საქართველო უკრაინაში ელჩს აბრუნებს

რას ამბობს გიგა ბოკერია ყოფილი თანაგუნდელების გადაწყვეტილებაზე - "არ დავმალავ... ეს მიმაჩნია სამწუხარო და მცდარ გადაწყვეტილებად"

"გიგა ბოკერია არასდროს ირხეოდა "ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა" - ოთო კახიძე