მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გირჩის" "ბიბლიური თავისუფლების" ყოფილ წევრებს თუ სურთ ეკლესიაში დაბრუნება, "სინანულის ფურცელზე“ დაადასტურონ გადაწყვეტილება" - საპატრიარქო
"გირჩის" "ბიბლიური თავისუფლების" ყოფილ წევრებს თუ სურთ ეკლესიაში დაბრუნება, "სინანულის ფურცელზე“ დაადასტურონ გადაწყვეტილება" - საპატრიარქო

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბით, „გირ­ჩის“ მიერ შექ­მნი­ლი „სა­ქარ­თვე­ლოს ქრის­ტი­ა­ნუ­ლი, ევან­გე­ლის­ტუ­რი, პრო­ტეს­ტან­ტუ­ლი ეკ­ლე­სია - ბიბ­ლი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ ყო­ფილ წევ­რებს, რომ­ლებ­საც სურთ მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბა, მარ­თებთ, მი­მარ­თონ ეკ­ლე­სი­ის ნე­ბის­მი­ერ მღვდელმსა­ხურს, რო­მელ­საც გა­ნუ­ცხა­დე­ბენ თა­ვი­ანთ სურ­ვილს ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას შემ­დეგ, რაც მღვდე­ლი დარ­წმუნ­დე­ბა ასე­თი პი­რის გულ­წრფელ სი­ნა­ნულ­ში, მის სა­ხელ­ზე უნდა გას­ცეს რე­კო­მენ­და­ცია ეპის­კო­პოს­თან წარ­სად­გე­ნად.

„ორ­გა­ნი­ზა­ცია „გირ­ჩის“ მიერ შექ­მნი­ლი „სა­ქარ­თვე­ლოს ქრის­ტი­ა­ნუ­ლი, ევან­გე­ლის­ტუ­რი, პრო­ტეს­ტან­ტუ­ლი ეკ­ლე­სია - ბიბ­ლი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ ყო­ფილ წევ­რებს, რომ­ლებ­საც სურთ სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბა, მარ­თებთ, მი­მარ­თონ სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ნე­ბის­მი­ერ მღვდელმსა­ხურს, რო­მელ­საც გა­ნუ­ცხა­დე­ბენ თა­ვი­ანთ სურ­ვილს ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ.

მღვდელმსა­ხუ­რი ვალ­დე­ბუ­ლია, აღ­ნიშ­ნულ პი­რებს გა­ე­სა­უბ­როს და გა­ნუ­მარ­ტოს ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მო­ძღვრე­ბის ძი­რი­თა­დი სა­კი­თხე­ბი. მას შემ­დეგ, რაც მღვდე­ლი დარ­წმუნ­დე­ბა ასე­თი პი­რის გულ­წრფელ სი­ნა­ნულ­ში, მის სა­ხელ­ზე უნდა გას­ცეს რე­კო­მენ­და­ცია ეპის­კო­პოს­თან წარ­სად­გე­ნად; რო­მელ­მაც ე.წ. „სი­ნა­ნუ­ლის ფურ­ცელ­ზე“ მას ხელ­მო­წე­რით უნდა და­ა­დას­ტუ­რე­ბი­ნოს სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ხოლო შემ­დეგ წა­უ­კი­თხოს შენ­დო­ბის ლოც­ვა და მის სა­ხელ­ზე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გას­ცეს ე.წ. "შენ­დო­ბის ფურ­ცე­ლი“ პი­რა­დი ხელ­მო­წე­რი­თა და ბეჭ­დით. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ ასე­თი პირი კვლავ ჩა­ით­ვლე­ბა მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წევ­რად“, - ნათ­ქვა­მია სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში. მას თან ერ­თვის სი­ნა­ნუ­ლი­სა და შენ­დო­ბის ფურ­ცლე­ბის ნი­მუ­შე­ბი.

სი­ნა­ნუ­ლის ფურ­ცე­ლი (გან­ცხა­დე­ბა)

„მე, (სა­ხე­ლი, გვა­რი), რო­მე­ლიც გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი პო­ლი­ტი­კურ ორ­გა­ნი­ზა­ცია „გირ­ჩის“ მიერ შექ­მნილ „სა­ქარ­თვე­ლოს ქრის­ტი­ა­ნულ, ევან­გე­ლის­ტურ, პრო­ტეს­ტან­ტულ ეკ­ლე­სია - ბიბ­ლი­ურ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში“

სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის სტა­ტუ­სით, მსურს კვლავ და­ვუბ­რუნ­დე სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის წი­აღს. ვაც­ნო­ბი­ე­რებ რა ჩემს და­ნა­შა­ულს, გა­მოვ­თქვამ სი­ნა­ნულს ჩემი ქმე­დე­ბე­ბის გამო და ვი­თხოვ შენ­დო­ბას.

შენ­დო­ბის ფურ­ცე­ლი

შენ­დო­ბის ფურ­ცე­ლი ეძ­ლე­ვა (სა­ხე­ლი, გვა­რი) ნიშ­ნად იმი­სა, რომ და­ტო­ვა რა პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია „გირ­ჩის“ მიერ შექ­მნი­ლი „სა­ქარ­თვე­ლოს ქრის­ტი­ა­ნუ­ლი, ევან­გე­ლის­ტუ­რი, პრო­ტეს­ტან­ტუ­ლი ეკ­ლე­სია - ბიბ­ლი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა“, რო­მელ­შიც გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი იყო სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის სტა­ტუ­სით, და გა­მო­ხა­ტა რა სი­ნა­ნუ­ლი თა­ვი­სი ქმე­დე­ბე­ბის გამო, ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით და­უბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის წი­აღს”, - ნათ­ქვა­მია სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
18

რაო ეკლეაიაში ფული შემოაკლდათ?

ზაალი
0

"დგ"-ს

ჯერ სიტყვა "ეკლესია" ისწავლე და მერე დაწერე კომენტარები. რა ყველაფერში ფული გელანდება? ვაი "საცოდავო საქართველოვ" ასეთი უგუნურები, რომ მოგიმრავლდა.

ავტორი:

"გირჩის" "ბიბლიური თავისუფლების" ყოფილ წევრებს თუ სურთ ეკლესიაში დაბრუნება, "სინანულის ფურცელზე“ დაადასტურონ გადაწყვეტილება" - საპატრიარქო

"გირჩის" "ბიბლიური თავისუფლების" ყოფილ წევრებს თუ სურთ ეკლესიაში დაბრუნება, "სინანულის ფურცელზე“ დაადასტურონ გადაწყვეტილება" - საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, „გირჩის“ მიერ შექმნილი „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლების“ ყოფილ წევრებს, რომლებსაც სურთ მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნება, მართებთ, მიმართონ ეკლესიის ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც განუცხადებენ თავიანთ სურვილს ეკლესიის წიაღში დაბრუნების შესახებ. ამის შესახებ განცხადებას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მღვდელი დარწმუნდება ასეთი პირის გულწრფელ სინანულში, მის სახელზე უნდა გასცეს რეკომენდაცია ეპისკოპოსთან წარსადგენად.

„ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ შექმნილი „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლების“ ყოფილ წევრებს, რომლებსაც სურთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნება, მართებთ, მიმართონ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც განუცხადებენ თავიანთ სურვილს ეკლესიის წიაღში დაბრუნების შესახებ.

მღვდელმსახური ვალდებულია, აღნიშნულ პირებს გაესაუბროს და განუმარტოს ქრისტიანული მოძღვრების ძირითადი საკითხები. მას შემდეგ, რაც მღვდელი დარწმუნდება ასეთი პირის გულწრფელ სინანულში, მის სახელზე უნდა გასცეს რეკომენდაცია ეპისკოპოსთან წარსადგენად; რომელმაც ე.წ. „სინანულის ფურცელზე“ მას ხელმოწერით უნდა დაადასტურებინოს საკუთარი გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ წაუკითხოს შენდობის ლოცვა და მის სახელზე ინდივიდუალურად გასცეს ე.წ. ,,შენდობის ფურცელი“ პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით. აღნიშნული პროცედურის შემდეგ ასეთი პირი კვლავ ჩაითვლება მართლმადიდებელი ეკლესიის წევრად“, - ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მას თან ერთვის სინანულისა და შენდობის ფურცლების ნიმუშები.

სინანულის ფურცელი (განცხადება)

„მე, (სახელი, გვარი), რომელიც გაწევრიანებული ვიყავი პოლიტიკურ ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ შექმნილ „საქართველოს ქრისტიანულ, ევანგელისტურ, პროტესტანტულ ეკლესია - ბიბლიურ თავისუფლებაში“

სასულიერო პირის სტატუსით, მსურს კვლავ დავუბრუნდე საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის წიაღს. ვაცნობიერებ რა ჩემს დანაშაულს, გამოვთქვამ სინანულს ჩემი ქმედებების გამო და ვითხოვ შენდობას.

შენდობის ფურცელი

შენდობის ფურცელი ეძლევა (სახელი, გვარი) ნიშნად იმისა, რომ დატოვა რა პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ შექმნილი „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება“, რომელშიც გაწევრიანებული იყო სასულიერო პირის სტატუსით, და გამოხატა რა სინანული თავისი ქმედებების გამო, ნებაყოფლობით დაუბრუნდა საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის წიაღს”, - ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეს რომელი საათიდან გაუქმდება ე.წ. კომენდანტის საათი?

ბაკურიანში საბაგიროს მეხი დაეცა

საპატრიარქო "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს