მსოფლიო
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოპოზიციასთან მოლაპარკებებში ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას არ მიიღებს - რა განაცხადა პრემიერმა?
ოპოზიციასთან მოლაპარკებებში ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას არ მიიღებს - რა განაცხადა პრემიერმა?

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე და კახა კუ­ჭა­ვა. ამის შე­სა­ხებ მან ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის, შარლ მი­შე­ლის პი­რად წარ­მო­მად­გე­ნელ კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სონ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

„ჩვე­ნი გუნ­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ჩვე­ნი მხრი­დან ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, ასე­ვე ვიცე-სპი­კე­რი კახა კუ­ჭა­ვა...

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ბა­ტო­ნი კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნი ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. გულ­წრფე­ლი მად­ლი­ე­რე­ბით მინ­და აღ­ვნიშ­ნო პრე­ზი­დენტ შარლ მი­შე­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა ამ პრო­ცეს­ში. მო­გეხ­სე­ნე­ბათ კარ­გად, რომ პრე­ზი­დენტ შარლ მი­შე­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა არ არის სის­ტე­მა­ტუ­რი და ხში­რი შემ­თხვე­ვა სხვა ქვეყ­ნებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში და ჩვენს მი­მართ მისი და ევ­რო­კავ­ში­რის ინ­ტე­რე­სი ხაზს უს­ვამს თუ რა­ო­დენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ევ­რო­კავ­ში­რის­თვის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს რა თქმა უნდა, არის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა ნდო­ბი­სა ჩვე­ნი ქვეყ­ნის, სა­ხელ­მწი­ფოს მი­მართ. ეს ჩვენ გვა­კის­რებს დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას - ყვე­ლა აქ­ტორს: ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ოპო­ზი­ცი­ას. ასე­თი­ვე პა­თო­სით და სუ­ლის­კვე­თე­ბით გან­მსჭვა­ლუ­ლი უნდა მო­ვე­კი­დოთ ამ სა­კითხს. სრუ­ლი მზა­ო­ბა მინ­და და­ვა­დას­ტუ­რო ჩვე­ნი გუნ­დის და პარ­ტი­ის სა­ხე­ლით, რომ ჩვენ ვიქ­ნე­ბით შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მხა­რე, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს მი­ი­ღებს. ეს არა­ერ­თხელ გან­გვი­ცხა­დე­ბია მათ შო­რის ოპო­პო­ზი­ცი­ას­თან არა­ერ­თი შეხ­ვედ­რის დროს, არა­ერთ ფორ­მატ­ში“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა და დას­ძი­ნა: "ბა­ტო­ნი და­ნი­ელ­სი­ნი არის გა­მოც­დი­ლი დიპ­ლო­მა­ტი. იგი ძა­ლი­ან კარ­გად იც­ნობს სა­ქარ­თვე­ლოს და ჩვენ გვაქვს ძა­ლი­ან დიდი მო­ლო­დი­ნი, რომ ეს პრო­ცე­სი დას­რულ­დე­ბა მოკ­ლე დრო­ში. იმე­დი მაქვს კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი დი­ა­ლო­გის, ოპო­ზი­ცი­ის კონ­სტრუქ­ცი­უ­ლო­ბის".

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
49

მო­ვუ­წო­დებ ჩემს მე­გობ­რებს ოპო­ზი­ცი­ა­ში, თქვენ უნდა მო­ძებ­ნოთ გზე­ბი მთავ­რო­ბას­თან მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად. აი­ღეთ თქვე­ნი მან­და­ტე­ბი, წარ­მო­ად­გი­ნეთ ხალ­ხი, რო­მელ­მაც ხმა მოგ­ცათ. გა­ა­კე­თეთ ეს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუნ­დაც გჯე­რო­დეთ, რომ მთავ­რო­ბამ არ­ჩევ­ნე­ბი მო­ი­პა­რა, რად­გან თქვე­ნი უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი ტრან­სატ­ლან­ტი­კურ ოჯახ­ში ამას არ ამ­ბო­ბენ,” - აღ­ნიშ­ნა მე­თიუ ბრა­ი­ზამ. გაიგეთ ოპოზიცია რას გეუბნებათ დასავლეთი!! ამაზე ნათელი პასუხი რა გინდათ!

mimino
64

რათქმაუნდა არ ჩაგრთავდნენ, იმიტომ, რომ დასავლეთში წითელი გაქვს ანთებული, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება შენ წინააღმდეგ ბევრი საქმე აღიძვრება, განსაკუთრებით ფულის გათეთრებაზე, ამის მაღალი დასაბუთებული ვარაუდი არსებობს...

ავტორი:

ოპოზიციასთან მოლაპარკებებში ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას არ მიიღებს - რა განაცხადა პრემიერმა?

ოპოზიციასთან მოლაპარკებებში ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას არ მიიღებს - რა განაცხადა პრემიერმა?

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში ჩართული იქნება ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და კახა კუჭავა. ამის შესახებ მან ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ჩვენი მხრიდან ჩართული იქნება პარტიის თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა...

როგორც მოგეხსენებათ, ბატონი კრისტიან დანიელსონი ვიზიტით იმყოფება საქართველოში. გულწრფელი მადლიერებით მინდა აღვნიშნო პრეზიდენტ შარლ მიშელის ჩართულობა ამ პროცესში. მოგეხსენებათ კარგად, რომ პრეზიდენტ შარლ მიშელის ჩართულობა არ არის სისტემატური და ხშირი შემთხვევა სხვა ქვეყნებთან მიმართებაში და ჩვენს მიმართ მისი და ევროკავშირის ინტერესი ხაზს უსვამს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისთვის. აქედან გამომდინარე, ეს რა თქმა უნდა, არის გამოხატულება ნდობისა ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს მიმართ. ეს ჩვენ გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას - ყველა აქტორს: ხელისუფლებას და ოპოზიციას. ასეთივე პათოსით და სულისკვეთებით განმსჭვალული უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს. სრული მზაობა მინდა დავადასტურო ჩვენი გუნდის და პარტიის სახელით, რომ ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ეს არაერთხელ განგვიცხადებია მათ შორის ოპოპოზიციასთან არაერთი შეხვედრის დროს, არაერთ ფორმატში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა: "ბატონი დანიელსინი არის გამოცდილი დიპლომატი. იგი ძალიან კარგად იცნობს საქართველოს და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მოლოდინი, რომ ეს პროცესი დასრულდება მოკლე დროში. იმედი მაქვს კონსტრუქციული დიალოგის, ოპოზიციის კონსტრუქციულობის".

"თითქოს რაღაც გავიტანე, შემოვიტანე, გავიქეცი... ვიყავი, ვარ და ყოველთვის ვიქნები ივანიშვილის შექმნილი მოძრაობის მხარდამჭერი"  - რას წერს ლაშა ნაცვლიშვილი "პოსტვიდან" წასვლაზე?

"რუსები ბიძინას ეუბნებიან, რომ დაულაგებენ ძალოვან სტრუქტურებს, მაგრამ მან უნდა დანიშნოს ძალოვანი მინისტრი, როგორც გახარია იყო" - მიხეილ სააკაშვილი

"ასე გამოიყურება სინათლე გვირაბის ბოლოს!" - სალომე ზურაბიშვილი ვაქცინაზე