პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წარმომიდგენია, ბერა რა ცუდად არის. ისიც კი არ ვიცი, როგორ მოვიკითხო ან რა ვუთხრა?" - რას ამბობს ივანიშვილების ოჯახის ახლობელი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე?
"წარმომიდგენია, ბერა რა ცუდად არის. ისიც კი არ ვიცი, როგორ მოვიკითხო ან რა ვუთხრა?" - რას ამბობს ივანიშვილების ოჯახის ახლობელი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე?

"ტვპირ­ვე­ლის" ეთე­რით გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მტკი­ცე­ბით, ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ვაჟი ბერა და ქვეყ­ნის მოქ­მე­დი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქკო­მენ­ტა­რე­ბის" გამო ახალ­გაზ­რდებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ან­გა­რიშს­წო­რე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ. ჩა­ნა­წე­რებ­ში ასე­ვე ფი­გუ­რი­რებს სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძეც. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ეს 2011 წელს გა­კე­თე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რის ფაბ­რი­კა­ცი­აა.

მომ­ხდა­რის თა­ო­ბა­ზე ვე­სა­უბ­რეთ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­უღ­ლის ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძის მე­გო­ბარს ეკა­ტე­რი­ნე ჭი­ჭი­ნა­ძე. რო­მელ­საც არ სჯე­რა აღ­ნიშ­ნუ­ლი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რის ავ­თენ­ტუ­რო­ბის და მი­აჩ­ნია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი პრე­მი­ერ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

- ამ დღე­ებ­ში ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­თან კონ­ტაქ­ტი არ მქო­ნია, არ და­მი­რე­კავს და ვერც ვრე­კავ. ისიც არ ვიცი, რა ვუ­თხრა... შე­სა­ბა­მი­სად, არ ვიცი მათი პო­ზი­ცია. რა­საც ეს ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი აკე­თე­ბენ, არის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­ცი­ე­ლი. ამას რომ ცუდი შე­დე­გი მოჰ­ყვეს, ვინ აგებს პა­სუხს? რამ­დე­ნი შე­იძ­ლე­ბა ხალ­ხმა ით­მი­ნოს? გული მე­რე­ვა ასეთ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ზე, სა­ერ­თოდ არა­ფერს ვუ­ყუ­რებ.

ჩა­ნა­წე­რი გინდ 4 წლის წი­ნან­დე­ლი იყოს, გინ­დაც 20-ის, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ამაზ­რზე­ნია! მი­ზა­ნი ისაა, რომ ზუს­ტად ვიცი, ოპო­ზი­ცი­ას გულს უხეთ­ქავს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ფაქ­ტო­რი, იცი­ან მისი ხის­ტი პო­ზი­ცია და ეს აშ­ფო­თებთ და კი­დევ აშ­ფო­თებთ ის, რომ ახლა მი­დის ბრი­უ­სელ­ში, სა­დაც ბევ­რი რამ გა­და­წყდე­ბა. ეს აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი ირაკ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ იყო მი­მარ­თუ­ლი, ამა­ვე დროს, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნეს ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ანს - ბე­რას. ესე­ნი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი კი არა, ტე­რო­რის­ტე­ბი არი­ან. ეჭვი არ მე­პა­რე­ბა, რომ ეს არის ფალ­სი­ფი­კა­ცია, შე­კო­წი­წე­ბუ­ლი მა­სა­ლაა.

ბერა არის ყვე­ლა­ზე კე­თილ­შო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც კი ვიც­ნობ, პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით სუფ­თა ბი­ჭია... ესე­ნი თა­ვის შვი­ლებს არ უფრთხილ­დე­ბი­ან და სხვი­სე­ბი სულ ფეხ­ზე არ ჰკი­დი­ათ? დე­დას გე­ფი­ცე­ბით, შოკ­ში ვარ... წარ­მო­მიდ­გე­ნია, ბერა რა ცუ­და­დაა. ისე­თი ფა­ქი­ზი ფსი­ქი­კის ადა­მი­ა­ნი, რო­გო­რიც ბე­რაა, არც ვიცი, რო­გორ მო­ვი­კი­თხო, რა გა­ვა­კე­თო ან რა ვუ­თხრა? ეს არის არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი საქ­ცი­ე­ლი. ამათ თა­ვი­ან­თი მერ­კან­ტი­ლუ­რი სურ­ვი­ლე­ბის გარ­და, არა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებთ. წინა ინ­ტერ­ვი­უს­თვის ხომ მლან­ძღეს და ალ­ბათ ახ­ლაც გამ­ლან­ძღა­ვენ, მაგ­რამ რა ვქნა, არა უშავს, ბი­ძი­ნას ლან­ძღა­ვენ ეს უმა­დუ­რე­ბი და მე ვინ ვარ, მლან­ძღონ, თუ უნ­დათ! აგუ­რი აგურ­ზე არ და­უ­დი­ათ ამ უსაქ­მუ­რებს და ამით ჰგო­ნი­ათ, რე­ი­ტინგს მო­ი­პო­ვე­ბენ? პი­რი­ქით, ახლა თუ 3% აქვთ, მალე ნულ­ზე დავ­ლენ. წა­სუ­ლია ეს კაცი და თავი და­ა­ნე­ბონ, თა­ვებს და საქ­მეს მი­ხე­დონ, თუ რამე იცი­ან.

და რა მო­ი­გეს ამით? ჰგო­ნი­ათ, ვინ­მეს სჯე­რა? თა­ვის თავს ელა­პა­რა­კე­ბი­ან და აჯე­რე­ბენ მსგავს ამ­ბებს. ყვე­ლა­ფე­რი ხომ გა­ირ­კვე­ვა? წყა­რო და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი მო­იყ­ვა­ნონ, რომ და­ვი­ჯე­როთ. იმ ბიჭ­მა და­წე­რა, ჩემ­თან კი იყ­ვნენ, მაგ­რამ არა­ვინ დამ­მუქ­რე­ბია, უბ­რა­ლოდ, მთხო­ვეს, თავი შე­მე­კა­ვე­ბი­ნა, მე მარ­თლა მი­ვა­ყე­ნე ბე­რას შე­უ­რა­ცხყო­ფაო. 13-14 წლის ბი­ჭებ­ზეა ლა­პა­რა­კი, წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ თქვენ? რა მოხ­და მერე, ჩემი შვი­ლის საქ­მე­ში სკო­ლა­ში მეც ჩავ­რე­ულ­ვარ იმი­ტომ, რომ არ მინ­დო­და ჩემს შვილს უსი­ა­მოვ­ნე­ბა და ცუდი შემ­თხვე­ო­და...

მთლი­ა­ნო­ბა­ში ამ ჩა­ნა­წე­რის არ მჯე­რა. შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც ფაქ­ტი იყო, არ ვიცი, მაგ­რამ აშ­კა­რად აბ­და­უბ­და და შე­კო­წი­წე­ბუ­ლი დი­ა­ლო­გია, ირაკ­ლის ხმაც არ ჰგავს ირაკ­ლი­სას. გვა­რა­მი­ას წა­მოს­ცდა კი­დეც, - ეს "ტვპირ­ველ­ში" "გა­კე­თე­ბუ­ლი" რა­ღაც უბე­დუ­რე­ბა რო­მა­აო... ასე­თი სა­მარ­ცხვი­ნო მე­თო­დე­ბით თუ იბ­რძო­ლეს, ამათ­გან ცოტა ხან­ში სა­ერ­თოდ აღა­რა­ფე­რი დარ­ჩე­ბა. ისეთ ასაკ­ში ვარ, აღარ უნდა მიკ­ვირ­დეს, მაგ­რამ მიკ­ვირს და მა­გი­ჟებს, სა­დამ­დე მი­დის ადა­მი­ა­ნე­ბის უტიფ­რო­ბა. მა­სეთ ადა­მი­ა­ნებ­თან შე­ხე­ბა არ მქო­ნია და ამი­ტომ ვარ ალ­ბათ ასე­თი აღ­შფო­თე­ბუ­ლი. მათ­თვის კი ალ­ბათ ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის წე­სია".

მკითხველის კომენტარები / 105 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
55

ქართუ ბანკი აუცილებლად გაითვალისწინებს თქვენ წინდახედულობას )))

ვახო
105

მარტო ჩანაწერი არის თურმე ამაზრზენი დანარჩენი ყველაფერი მისაღებია ხომ ქალბატონო ეკა ჭიჭინაძევ.

ავტორი:

"წარმომიდგენია, ბერა რა ცუდად არის. ისიც კი არ ვიცი, როგორ მოვიკითხო ან რა ვუთხრა?" - რას ამბობს ივანიშვილების ოჯახის ახლობელი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე?

"წარმომიდგენია, ბერა რა ცუდად არის. ისიც კი არ ვიცი, როგორ მოვიკითხო ან რა ვუთხრა?" - რას ამბობს ივანიშვილების ოჯახის ახლობელი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე?

"ტვპირველის" ეთერით გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ტელეკომპანიის მტკიცებით, ჩანაწერის მიხედვით, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი "ფეისბუქკომენტარების" გამო ახალგაზრდებზე განხორციელებულ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ. ჩანაწერებში ასევე ფიგურირებს სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი ანზორ ჩუბინიძეც. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ეს 2011 წელს გაკეთებული ფარული ჩანაწერის ფაბრიკაციაა.

მომხდარის თაობაზე ვესაუბრეთ ბიძინა ივანიშვილის მეუღლის ეკატერინე ხვედელიძის მეგობარს ეკატერინე ჭიჭინაძე. რომელსაც არ სჯერა აღნიშნული აუდიოჩანაწერის ავთენტურობის და მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაციას ემსახურება.

- ამ დღეებში ივანიშვილების ოჯახთან კონტაქტი არ მქონია, არ დამირეკავს და ვერც ვრეკავ. ისიც არ ვიცი, რა ვუთხრა... შესაბამისად, არ ვიცი მათი პოზიცია. რასაც ეს ტელევიზიები აკეთებენ, არის უპასუხისმგებლო საქციელი. ამას რომ ცუდი შედეგი მოჰყვეს, ვინ აგებს პასუხს? რამდენი შეიძლება ხალხმა ითმინოს? გული მერევა ასეთ ტელევიზიებზე, საერთოდ არაფერს ვუყურებ.

ჩანაწერი გინდ 4 წლის წინანდელი იყოს, გინდაც 20-ის, რა მნიშვნელობა აქვს, ამაზრზენია! მიზანი ისაა, რომ ზუსტად ვიცი, ოპოზიციას გულს უხეთქავს ირაკლი ღარიბაშვილის ფაქტორი, იციან მისი ხისტი პოზიცია და ეს აშფოთებთ და კიდევ აშფოთებთ ის, რომ ახლა მიდის ბრიუსელში, სადაც ბევრი რამ გადაწყდება. ეს აუდიოჩანაწერები ირაკლის წინააღმდეგ იყო მიმართული, ამავე დროს, ფსიქოლოგიური დარტყმა მიაყენეს ახალგაზრდა ადამიანს - ბერას. ესენი ტელევიზიები კი არა, ტერორისტები არიან. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს არის ფალსიფიკაცია, შეკოწიწებული მასალაა.

ბერა არის ყველაზე კეთილშობილი ადამიანი, ვისაც კი ვიცნობ, პატარა ბავშვივით სუფთა ბიჭია... ესენი თავის შვილებს არ უფრთხილდებიან და სხვისები სულ ფეხზე არ ჰკიდიათ? დედას გეფიცებით, შოკში ვარ... წარმომიდგენია, ბერა რა ცუდადაა. ისეთი ფაქიზი ფსიქიკის ადამიანი, როგორიც ბერაა, არც ვიცი, როგორ მოვიკითხო, რა გავაკეთო ან რა ვუთხრა? ეს არის არაადამიანური საქციელი. ამათ თავიანთი მერკანტილური სურვილების გარდა, არაფერი აინტერესებთ. წინა ინტერვიუსთვის ხომ მლანძღეს და ალბათ ახლაც გამლანძღავენ, მაგრამ რა ვქნა, არა უშავს, ბიძინას ლანძღავენ ეს უმადურები და მე ვინ ვარ, მლანძღონ, თუ უნდათ! აგური აგურზე არ დაუდიათ ამ უსაქმურებს და ამით ჰგონიათ, რეიტინგს მოიპოვებენ? პირიქით, ახლა თუ 3% აქვთ, მალე ნულზე დავლენ. წასულია ეს კაცი და თავი დაანებონ, თავებს და საქმეს მიხედონ, თუ რამე იციან.

და რა მოიგეს ამით? ჰგონიათ, ვინმეს სჯერა? თავის თავს ელაპარაკებიან და აჯერებენ მსგავს ამბებს. ყველაფერი ხომ გაირკვევა? წყარო და დაზარალებულები მოიყვანონ, რომ დავიჯეროთ. იმ ბიჭმა დაწერა, ჩემთან კი იყვნენ, მაგრამ არავინ დამმუქრებია, უბრალოდ, მთხოვეს, თავი შემეკავებინა, მე მართლა მივაყენე ბერას შეურაცხყოფაო. 13-14 წლის ბიჭებზეა ლაპარაკი, წარმოგიდგენიათ თქვენ? რა მოხდა მერე, ჩემი შვილის საქმეში სკოლაში მეც ჩავრეულვარ იმიტომ, რომ არ მინდოდა ჩემს შვილს უსიამოვნება და ცუდი შემთხვეოდა...

მთლიანობაში ამ ჩანაწერის არ მჯერა. შეიძლება რაღაც ფაქტი იყო, არ ვიცი, მაგრამ აშკარად აბდაუბდა და შეკოწიწებული დიალოგია, ირაკლის ხმაც არ ჰგავს ირაკლისას. გვარამიას წამოსცდა კიდეც, - ეს "ტვპირველში" "გაკეთებული" რაღაც უბედურება რომააო... ასეთი სამარცხვინო მეთოდებით თუ იბრძოლეს, ამათგან ცოტა ხანში საერთოდ აღარაფერი დარჩება. ისეთ ასაკში ვარ, აღარ უნდა მიკვირდეს, მაგრამ მიკვირს და მაგიჟებს, სადამდე მიდის ადამიანების უტიფრობა. მასეთ ადამიანებთან შეხება არ მქონია და ამიტომ ვარ ალბათ ასეთი აღშფოთებული. მათთვის კი ალბათ ეს ჩვეულებრივი ცხოვრების წესია".

მეუფე სტეფანემ არქიმანდრიტი ათინოგენი ​სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა, რამდენიმე სასულიერო პირს კი მღვდელმსახურება აუკრძალა

"ეპიდვითარება უარესდება - შეიძლება საყოველთაო გავრცელება დაიწყოს" - ამირან გამყრელიძე

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქცია გრძელდება - რას პასუხობს შსს ბრალდებას, რომ პოლიცია რიონის ხეობაში საკომუნიკაციო სიგნალს სპეცაპარატურით ახშობს