მსოფლიო
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეპარქიაში მოაჯირის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულ ჟურნალისტებს სერიოზული ტრავმები არ აქვთ" - მარტვილის მერი
"ეპარქიაში მოაჯირის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულ ჟურნალისტებს სერიოზული ტრავმები არ აქვთ" - მარტვილის მერი

მარ­ტვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის, ალექ­სან­დრე გრი­გა­ლა­ვას ინ­ფორ­მა­ცი­ით, მარ­ტვი­ლი­სა და ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ა­ში სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი­სა და მრევ­ლის შეხ­ვედ­რა­ზე აივ­ნის მო­ა­ჯი­რის ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბულ ჟურ­ნა­ლის­ტებ­სა და ოპე­რა­ტო­რებს სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო ტრავ­მა არ აღე­ნიშ­ნე­ბათ. ამის შე­სა­ხებ მან „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

მარ­ტვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი პი­რა­დად მო­ი­ნა­ხუ­ლა.

„ახ­ლაც ად­გილ­ზე ვიმ­ყო­ფე­ბი. სე­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მა არ აქვთ, ყვე­ლა გა­დარ­ჩა, ჯან­მრთე­ლად არი­ან და ალ­ბათ, მალე გა­ე­წე­რე­ბი­ან. სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში არა­ფე­რი სჭირთ. ერთი რამ ვიცი, რომ მო­ა­ჯი­რი ჩა­მო­ტყდა“, - გა­ნა­ცხა­და გრი­გა­ლა­ვამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მარ­ტვი­ლი­სა და ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ა­ში სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი­სა და მრევ­ლის შეხ­ვედ­რა­ზე რამ­დე­ნი­მე ჟურ­ნა­ლის­ტი და ოპე­რა­ტო­რი და­შავ­და. ად­გილ­ზე შეხ­ლა-შე­მოხ­ლის დროს, ჩა­მო­ინ­გრა აივ­ნის მო­ა­ჯი­რი, რის შე­დე­გა­დაც მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­დნენ. „ტვ პირ­ვე­ლის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტრავ­მა მი­ი­ღო მათ­მა ოპე­რა­ტორ­მა, რო­მე­ლიც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, ასე­ვე და­ზი­ან­და მათი ჟურ­ნა­ლის­ტი. ამას­თან, "მთა­ვა­რის არ­ხის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ცი­დენ­ტის დროს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს მათი ტე­ლე­ვი­ზი­ის ჟურ­ნა­ლისტს. ასე­ვე, სხვა­დას­ხვა და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღეს „რუს­თა­ვი 2-ის“, „ფორ­მუ­ლას“ და „პოს­ტი­ვის“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა.

ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში მე­უ­ფე სტე­ფა­ნე­სა და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს შო­რის შეხ­ვედ­რა მიმ­დი­ნა­რე­ობს. შეხ­ვედ­რას ის 2 დი­ა­კო­ნიც ეს­წრე­ბა, რო­მელ­საც მღვდელ­მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აეკ­რძა­ლა. პა­რა­ლე­ლუ­რად ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ა­ში მრევ­ლის ნა­წი­ლია შეკ­რე­ბი­ლი. მათ კი­თხვე­ბი აქვთ ახ­ლად და­ნიშ­ნულ მიტ­რო­პო­ლიტ სტე­ფა­ნეს­თან, რო­მელ­მაც ეპარ­ქი­ის ორ სა­სუ­ლი­ე­რო პირს მღვდელ­მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აუკ­რძა­ლა.

შე­გახ­სე­ნებთ იმა­საც, რომ ჭყონ­დი­დელ­მა მიტ­რო­პო­ლიტ­მა სტე­ფა­ნემ (კა­ლა­ი­ჯიშ­ვი­ლი) ეპარ­ქი­ის ორ დი­ა­კონს - კონ­სტან­ტი­ნე გა­ბი­სო­ნი­ა­სა და პეტ­რე ღუ­დუ­შა­ურს მღვდელ­მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აუკ­რძა­ლა.

დ.დ.
0

ტვინის მსუბუქი შერყევა მაგათ არ მოუვიდოდათ, მაგრამ მსუბუქი ტვინის შერყევის ნიშნებიც არა აქვთ???

ავტორი:

"ეპარქიაში მოაჯირის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულ ჟურნალისტებს სერიოზული ტრავმები არ აქვთ" - მარტვილის მერი

"ეპარქიაში მოაჯირის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულ ჟურნალისტებს სერიოზული ტრავმები არ აქვთ" - მარტვილის მერი

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე გრიგალავას ინფორმაციით, მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრაზე აივნის მოაჯირის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სიცოცხლისთვის სახიფათო ტრავმა არ აღენიშნებათ. ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა დაშავებულები პირადად მოინახულა.

„ახლაც ადგილზე ვიმყოფები. სერიოზული ტრავმა არ აქვთ, ყველა გადარჩა, ჯანმრთელად არიან და ალბათ, მალე გაეწერებიან. სიცოცხლისთვის საშიში არაფერი სჭირთ. ერთი რამ ვიცი, რომ მოაჯირი ჩამოტყდა“, - განაცხადა გრიგალავამ.

შეგახსენებთ, რომ მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრაზე რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა. ადგილზე შეხლა-შემოხლის დროს, ჩამოინგრა აივნის მოაჯირი, რის შედეგადაც მედიის წარმომადგენლები რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდნენ. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ტრავმა მიიღო მათმა ოპერატორმა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, ასევე დაზიანდა მათი ჟურნალისტი. ამასთან, "მთავარის არხის" ინფორმაციით, ინციდენტის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათი ტელევიზიის ჟურნალისტს. ასევე, სხვადასხვა დაზიანება მიიღეს „რუსთავი 2-ის“, „ფორმულას“ და „პოსტივის“ წარმომადგენლებმა.

ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში მეუფე სტეფანესა და სასულიერო პირებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ის 2 დიაკონიც ესწრება, რომელსაც მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აეკრძალა. პარალელურად ჭყონდიდის ეპარქიაში მრევლის ნაწილია შეკრებილი. მათ კითხვები აქვთ ახლად დანიშნულ მიტროპოლიტ სტეფანესთან, რომელმაც ეპარქიის ორ სასულიერო პირს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ეპარქიის ორ დიაკონს - კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა.

ტრაგედია გურჯაანში - ცოლ-ქმარს შორის დაწყებული ჩხუბის დროს 8 თვის ჩვილი გარდაიცვალა

გორში 97 წლის მამაკაცმა კორონავირუსი დაამარცხა

ჭიათურაში დაკარგული 24 წლის კახა კახიანი გარდაცვლილი იპოვეს