პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კილერის ცოლს სახელი შეუცვალეს და მოსკოვიდან ყირიმში ჩაიყვანეს, ისრები კრემლისკენაა მიმართული" - ზელიმხან ხანგოშვილის ძმა საქმის ახალ დეტალებს ჰყვება
"კილერის ცოლს სახელი შეუცვალეს და მოსკოვიდან ყირიმში ჩაიყვანეს, ისრები კრემლისკენაა მიმართული" - ზელიმხან ხანგოშვილის ძმა საქმის ახალ დეტალებს ჰყვება

ბერ­ლი­ნის სა­სა­მარ­თლომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ჩე­ჩე­ნი სა­ვე­ლე მე­თა­უ­რის, ზე­ლიმ­ხან ხან­გოშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მოწ­მის, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გა­მო­ძი­ე­ბო პლატ­ფორ­მის Bellingcat-ის ჟურ­ნა­ლის­ტის და­კი­თხვა და­ი­წყო. მოწ­მის ვი­ნა­ო­ბა და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია და ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დაც­ვის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა.

გერ­მა­ნელ გა­მომ­ძი­ებ­ლებს ზე­ლიმ­ხან ხან­გოშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქის, ვა­დიმ კრა­სი­კო­ვის ვი­ნა­ო­ბის და რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან მისი კავ­ში­რის დად­გე­ნა­ში სწო­რედ Bellingcat-ის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა და­ეხ­მა­რა.

რო­გორც "დო­ი­ჩე ველ­ლე" იუ­წყე­ბა, ბერ­ლი­ნის სა­სა­მარ­თლო­ში 2 მარტს გა­მარ­თულ სხდო­მა­ზე მოწ­მემ გა­ნა­ცხა­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი კრა­სი­კო­ვის ცოლ­მა და ქა­ლიშ­ვილ­მა, შეც­ვლი­ლი გვა­რით მოს­კო­ვი 2019 წლის დე­კემ­ბრის და­სა­წყის­ში და­ტო­ვეს და რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა თან­ხლე­ბით ყი­რიმ­ში გა­ემ­გზავრნენ.

ზე­ლიმ­ხან ხან­გოშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 2020 წლის 7 ოქ­ტომ­ბრი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს. გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, ბრალ­დე­ბუ­ლი, ვინ­მე ვა­დიმ სო­კოლ­ვის სა­ხე­ლით, გერ­მა­ნი­ა­ში სა­გან­გე­ბოდ ჩა­ვი­და ხან­გოშ­ვი­ლის მო­საკ­ლა­ვად და ეს და­ვა­ლე­ბა რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი. საბ­რალ­დე­ბო დას­კვნის მი­ხედ­ვით, ზე­ლიმ­ხან ხან­გოშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა იყო შუ­რის­ძი­ე­ბა ჩეჩ­ნე­თის მე­ო­რე ომში და რუ­სე­თის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სხვა კონ­ფლიქ­ტებ­ში მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გამო. კრემ­ლი ხან­გოშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას­თან კავ­შირს უარ­ყოფს.

AMBEBI.GE მოკ­ლუ­ლი ჩე­ჩე­ნი სა­ვე­ლე მე­თა­უ­რის ძმას, ზუ­რაბ ხან­გოშ­ვილს ევ­რო­პა­ში და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც გვი­თხრა, რომ კრა­სი­კო­ვის ბრა­ლი თით­ქმის დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია და სა­ბო­ლოო ვერ­დიქტს ბერ­ლი­ნის სა­სა­მარ­თლო აპ­რი­ლის ბო­ლოს გა­მო­ი­ტანს.

"ზე­ლიმ­ხა­ნის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, რაც კი ინ­ფორ­მა­ცია მო­დი­ო­და მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბის და საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ, Bellingcat-მა მო­ი­ძია, ჩვენც და გა­მო­ძი­ე­ბა­საც ინ­ფორ­მა­ცია მათ­ზე დაყ­რდნო­ბით გვქონ­და. ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის და­კი­თხვა, დე­ტა­ლე­ბის აღ­წე­რა და და­ზუს­ტე­ბა. სა­სა­მარ­თლო­საც და ად­ვო­კა­ტებ­საც ბევ­რი კი­თხვე­ბი აქვთ. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, კი­ლე­რის ცო­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი მი­ი­ღეს, მას გვარ-სა­ხე­ლი შე­უც­ვა­ლეს და მოს­კო­ვი­დან ყი­რიმ­ში ეფ-ეს-ბე-ს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის თან­ხლე­ბით ჩა­იყ­ვა­ნეს. კრა­სი­კო­ვი მათი და­ვა­ლე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი იყო და ამი­ტო­მაც იცავს და გა­და­მა­ლა სპეც­სამ­სა­ხურ­მა მისი ოჯა­ხი. ისიც ით­ქვა, რომ კი­ლე­რი მარ­ტო არ მოქ­მე­დებ­და, მაგ­რამ მისი ვი­ნა­ო­ბა ჯერ არ გამ­ჟღავ­ნე­ბუ­ლა, არც ის ვიცი, ჰყავს თუ არა გა­მო­ძი­ე­ბას ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი. აპ­რი­ლის ბო­ლომ­დე ალ­ბათ დას­რულ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი".

ზუ­რაბ ხან­გოშ­ვი­ლი გვე­უბ­ნე­ბა, რომ კრა­სი­კოვს თით­ქმის და­უმ­ტკიც­და და­ნა­შა­უ­ლი და ისიც, რომ ზე­ლიმ­ხა­ნის მკვლე­ლო­ბა მას კრემ­ლმა და­უკ­ვე­თა, რაც არ გა­მო­რი­ცხავს კა­დი­რო­ვის წვლილს ამ საქ­მე­ში.

"კა­დი­რო­ვი, კრემ­ლი და ეფ-ეს-ბ რამ გაყო? ის­რე­ბი კრემ­ლის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი და დამ­კვეთ-შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი ეფ-ეს-ბე-ს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან. გა­მო­ძი­ე­ბა ყვე­ლა ვერ­სი­ა­ზე მუ­შა­ობს და ამი­ტომ იყო პრო­ცეს­ზე კი­თხვე­ბი სის­ხლის აღე­ბის წეს­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც. სის­ხლის აღე­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლია, ასე რომ ყო­ფი­ლი­ყო, ამის შე­სა­ხებ გა­ვი­გებ­დით. თავ­და­პირ­ვე­ლად გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ვი­ღაც ნა­თე­სავ­მა აიღო სის­ხლი, ზე­ლიმ­ხა­ნი ჩე­ჩენ­მა მოკ­ლაო. რო­მე­ლი­მე გვა­რის ასე­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო, ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად გვე­ტყოდ­ნენ. ამა­ვე დროს, ჩეჩ­ნე­ბი სის­ხლის ასა­ღე­ბად რუ­სებს და კი­ლე­რებს არ აგ­ზავ­ნი­ან, ამას ძმა, ბი­ძაშ­ვი­ლი, ნა­თე­სა­ვი, მოგ­ვა­რე აკე­თებს...

ცხა­დია, სა­სა­მარ­თლო ყვე­ლა ვერ­სი­ა­ზე იმუ­შა­ვებს, ყვე­ლა მხრივ ექ­ნე­ბა კი­თხვე­ბი და ყვე­ლას უნდა მო­უს­მი­ნოს. შე­იძ­ლე­ბა იყოს რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მცდე­ლო­ბა, რომ ის­რე­ბი სის­ხლის აღე­ბის მო­ტი­ვის­კენ მი­მარ­თონ, თუმ­ცა ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხე­ბენ, თით­ქმის დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია, რომ კი­ლე­რი კრა­სი­კო­ვია. მას ალ­ბათ სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბას მი­უს­ჯი­ან... ახ­ლა­ხან რუ­სე­თის სა­ელ­ჩომ ახა­ლი, გერ­მა­ნე­ლი ად­ვო­კა­ტი აუყ­ვა­ნა - საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი და ცნო­ბი­ლი ად­ვო­კა­ტი. მათ სა­ერ­თოდ არ აინ­ტე­რე­სებთ კი­ლე­რი, მისი გა­მარ­თლე­ბის იმე­დიც არ აქვთ, ვე­ღარ და­ეხ­მა­რე­ბი­ან, ამი­ტომ, ვი­ნა­ი­დან კვა­ლი მოს­კოვ­ში და რუ­სულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან მი­დის, ცდი­ლო­ბენ, ეს არ და­დას­ტურ­დეს და ამა­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და­იხ­მა­რონ, უბ­რა­ლოდ, ად­ვო­კა­ტი პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით რა­ღაც როლს ითა­მა­შებს. თუმ­ცა ესეც დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია, რომ ზე­ლიმ­ხა­ნის მკვლე­ლო­ბა მოს­კო­ვის დაკ­ვე­თა იყო" - გვე­უბ­ნე­ბა ზუ­რაბ ხან­გოშ­ვი­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, ეთ­ნი­კუ­რად ჩე­ჩე­ნი ზე­ლიმ­ხან ხან­გოშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ჩეჩ­ნე­თის მე­ო­რე ომში რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძო­და და მოს­კო­ვის მიერ ტე­რო­რიზ­მის ბრალ­დე­ბით იძებ­ნე­ბო­და, 2019 წლის 23 აგ­ვის­ტოს, ბერ­ლინ­ში მოკ­ლეს. პო­ლი­ცი­ამ იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვა ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, რო­მელ­საც თან ჰქონ­და ევ­რო­პა­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე, ვინ­მე ვა­დიმ სო­კო­ლო­ვის სა­ხელ­ზე გა­ცე­მუ­ლი ყალ­ბი რუ­სუ­ლი პას­პორ­ტი.

ზე­ლიმ­ხან ხან­გოშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო 2015 წელს, მას­ზე თბი­ლის­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმი­სა და მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის შემ­დეგ და­ტო­ვა. თავ­დას­ხმის საქ­მე დღემ­დე გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლია.

G
9

Vendeta gamoricxulia, chveni mtis xalxi svanebi, xevsurebi, moxeveebi, qistebi kilerebs ar qiraoben.

ავტორი:

"კილერის ცოლს სახელი შეუცვალეს და მოსკოვიდან ყირიმში ჩაიყვანეს, ისრები კრემლისკენაა მიმართული" - ზელიმხან ხანგოშვილის ძმა საქმის ახალ დეტალებს ჰყვება

"კილერის ცოლს სახელი შეუცვალეს და მოსკოვიდან ყირიმში ჩაიყვანეს, ისრები კრემლისკენაა მიმართული" - ზელიმხან ხანგოშვილის ძმა საქმის ახალ დეტალებს ჰყვება

ბერლინის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ჩეჩენი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, საერთაშორისო საგამოძიებო პლატფორმის Bellingcat-ის ჟურნალისტის დაკითხვა დაიწყო. მოწმის ვინაობა და საცხოვრებელი ადგილი გასაიდუმლოებულია და ის განსაკუთრებული დაცვის ქვეშ იმყოფება.

გერმანელ გამომძიებლებს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქის, ვადიმ კრასიკოვის ვინაობის და რუსეთის სპეცსამსახურებთან მისი კავშირის დადგენაში სწორედ Bellingcat-ის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიება დაეხმარა.

როგორც "დოიჩე ველლე" იუწყება, ბერლინის სასამართლოში 2 მარტს გამართულ სხდომაზე მოწმემ განაცხადა, რომ ბრალდებული კრასიკოვის ცოლმა და ქალიშვილმა, შეცვლილი გვარით მოსკოვი 2019 წლის დეკემბრის დასაწყისში დატოვეს და რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელთა თანხლებით ყირიმში გაემგზავრნენ.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი 2020 წლის 7 ოქტომბრიდან მიმდინარეობს. გამოძიების თანახმად, ბრალდებული, ვინმე ვადიმ სოკოლვის სახელით, გერმანიაში საგანგებოდ ჩავიდა ხანგოშვილის მოსაკლავად და ეს დავალება რუსეთის ხელისუფლებისგან ჰქონდა მიღებული. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა იყო შურისძიება ჩეჩნეთის მეორე ომში და რუსეთის საწინააღმდეგო სხვა კონფლიქტებში მისი მონაწილეობის გამო. კრემლი ხანგოშვილის მკვლელობასთან კავშირს უარყოფს.

AMBEBI.GE მოკლული ჩეჩენი საველე მეთაურის ძმას, ზურაბ ხანგოშვილს ევროპაში დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ კრასიკოვის ბრალი თითქმის დამტკიცებულია და საბოლოო ვერდიქტს ბერლინის სასამართლო აპრილის ბოლოს გამოიტანს.

"ზელიმხანის მკვლელობის შემდეგ, რაც კი ინფორმაცია მოდიოდა მკვლელის ვინაობის და საქმიანობის შესახებ, Bellingcat-მა მოიძია, ჩვენც და გამოძიებასაც ინფორმაცია მათზე დაყრდნობით გვქონდა. ახლა მიმდინარეობს გამომძიებელი ჟურნალისტების დაკითხვა, დეტალების აღწერა და დაზუსტება. სასამართლოსაც და ადვოკატებსაც ბევრი კითხვები აქვთ. როგორც აღმოჩნდა, კილერის ცოლის უსაფრთხოების ზომები მიიღეს, მას გვარ-სახელი შეუცვალეს და მოსკოვიდან ყირიმში ეფ-ეს-ბე-ს თანამშრომლების თანხლებით ჩაიყვანეს. კრასიკოვი მათი დავალების შემსრულებელი იყო და ამიტომაც იცავს და გადამალა სპეცსამსახურმა მისი ოჯახი. ისიც ითქვა, რომ კილერი მარტო არ მოქმედებდა, მაგრამ მისი ვინაობა ჯერ არ გამჟღავნებულა, არც ის ვიცი, ჰყავს თუ არა გამოძიებას ეჭვმიტანილი. აპრილის ბოლომდე ალბათ დასრულდება ყველაფერი".

ზურაბ ხანგოშვილი გვეუბნება, რომ კრასიკოვს თითქმის დაუმტკიცდა დანაშაული და ისიც, რომ ზელიმხანის მკვლელობა მას კრემლმა დაუკვეთა, რაც არ გამორიცხავს კადიროვის წვლილს ამ საქმეში.

"კადიროვი, კრემლი და ეფ-ეს-ბ რამ გაყო? ისრები კრემლისკენაა მიმართული და დამკვეთ-შემსრულებლები ეფ-ეს-ბე-ს თანამშრომლები არიან. გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს და ამიტომ იყო პროცესზე კითხვები სისხლის აღების წესთან დაკავშირებითაც. სისხლის აღება გამორიცხულია, ასე რომ ყოფილიყო, ამის შესახებ გავიგებდით. თავდაპირველად გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ვიღაც ნათესავმა აიღო სისხლი, ზელიმხანი ჩეჩენმა მოკლაო. რომელიმე გვარის ასეთი წარმომადგენელი რომ ყოფილიყო, ჩვენ აუცილებლად გვეტყოდნენ. ამავე დროს, ჩეჩნები სისხლის ასაღებად რუსებს და კილერებს არ აგზავნიან, ამას ძმა, ბიძაშვილი, ნათესავი, მოგვარე აკეთებს...

ცხადია, სასამართლო ყველა ვერსიაზე იმუშავებს, ყველა მხრივ ექნება კითხვები და ყველას უნდა მოუსმინოს. შეიძლება იყოს რუსეთის სპეცსამსახურების მცდელობა, რომ ისრები სისხლის აღების მოტივისკენ მიმართონ, თუმცა ვეღარ მოახერხებენ, თითქმის დამტკიცებულია, რომ კილერი კრასიკოვია. მას ალბათ სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან... ახლახან რუსეთის საელჩომ ახალი, გერმანელი ადვოკატი აუყვანა - საკმაოდ ძლიერი, ძვირადღირებული და ცნობილი ადვოკატი. მათ საერთოდ არ აინტერესებთ კილერი, მისი გამართლების იმედიც არ აქვთ, ვეღარ დაეხმარებიან, ამიტომ, ვინაიდან კვალი მოსკოვში და რუსულ სპეცსამსახურებთან მიდის, ცდილობენ, ეს არ დადასტურდეს და ამაში პროფესიონალი დაიხმარონ, უბრალოდ, ადვოკატი პოლიტიკური თვალსაზრისით რაღაც როლს ითამაშებს. თუმცა ესეც დამტკიცებულია, რომ ზელიმხანის მკვლელობა მოსკოვის დაკვეთა იყო" - გვეუბნება ზურაბ ხანგოშვილი.

საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და მოსკოვის მიერ ტერორიზმის ბრალდებით იძებნებოდა, 2019 წლის 23 აგვისტოს, ბერლინში მოკლეს. პოლიციამ იმავე დღეს დააკავა ეჭვმიტანილი, რომელსაც თან ჰქონდა ევროპაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე, ვინმე ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული ყალბი რუსული პასპორტი.

ზელიმხან ხანგოშვილმა საქართველო 2015 წელს, მასზე თბილისში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმისა და მკვლელობის მცდელობის შემდეგ დატოვა. თავდასხმის საქმე დღემდე გამოუძიებელია.

"აქამდე არ ვუჩივლე, ბავშვი რომ დაორსულდა და ახლა რა აზრი აქვს?" - დედა ამბობს, რომ 13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული მისი მეგობარია და არ სურს დასაჯოს

მამაკაცი სანადირო თოფით თავის მოკვლას აპირებდა, დაინახა პოლიციელები და მათი მიმართულებით გაისროლა - რა მოხდა იმერეთში?

გორში, 14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს