პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკატერინე ტიკარაძის მრავალფეროვანი გარდერობი და სტილის ევოლუცია მენეჯერობიდან-მინისტრობამდე
ეკატერინე ტიკარაძის მრავალფეროვანი გარდერობი და სტილის ევოლუცია მენეჯერობიდან-მინისტრობამდე

ორი წლის წინ, "ოც­ნე­ბის" ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი მი­ნის­ტრის და­ვით სერ­გე­ენ­კოს პოს­ტი­დან წას­ვლა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კი მის ად­გილ­ზე ყვე­ლას­თვის უც­ნო­ბი ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის და­ნიშ­ვნა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც აქამ­დე არა­ფე­რი გაგ­ვე­გო.

პრო­ფე­სი­ით ექი­მი-სტო­მა­ტო­ლო­გი, რო­მე­ლიც კარ­გი მე­ნე­ჯე­რი გახ­ლდათ - ასე გაგ­ვაც­ნეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, თუმ­ცა ოპო­ზი­ცია მას ივა­ნიშ­ვი­ლის ოჯა­ხის სტო­მა­ტო­ლო­გად მო­იხ­სე­ნი­ებ­და.

ალ­ბათ ტი­კა­რა­ძის პერ­სო­ნა კი­დევ დიდ­ხანს ვერ და­იმ­სა­ხუ­რებ­და სხვა კუ­თხით სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბას, რომ არა პან­დე­მია. დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მი­ნის­ტრი ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე პან­დე­მი­ის და­წყე­ბის დროს ეთერ­ში დაბ­ნე­უ­ლი იდგა ხოლ­მე ეპი­დე­მი­ო­ლო­გებ­თან ერ­თად. მალე ტი­კა­რა­ძე კა­მე­რებს და­უ­მე­გობ­რდა და მისი გა­მო­ჩე­ნა ტე­ლე­ვი­ზი­ით ყო­ველ­დღი­ურ ამ­ბად იქცა.

გარ­და იმი­სა, რომ ოპო­ზი­ცია და სა­ზო­გა­დო­ე­ბა პან­დე­მი­ის დროს მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის გამო აკ­რი­ტი­კებ­დნენ, ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა მისი მუდ­მი­ვად და­ვარ­ცხნი­ლი თმა, ეს მა­შინ, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა სა­ლო­ნი და­კე­ტი­ლი იყო.

პან­დე­მი­ი­დან ერთი წლის თავ­ზე, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის ახა­ლი ვარ­ცხნი­ლო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კი­დევ ერთხელ იქცა ხუმ­რო­ბის თე­მად, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­დნენ, რომ მი­ნისტრს ყვე­ლა­ზე მე­ტად კარე და "ჩოლ­კა" მო­უხ­და.

ვარ­ცხნი­ლო­ბა ერ­თა­დერ­თი არ არის, რაც მი­ნის­ტრის იმიჯს სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის. თვა­ლი გა­და­ვავ­ლეთ ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნის შემ­დგომ აქ­ტი­ვო­ბებს და ალ­ბათ რთუ­ლია დათ­ვა­ლო კოს­ტი­უ­მე­ბის ის რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა მის გარ­დე­რობ­ში იყოს.

ტი­კა­რა­ძის არც ერთ შეხ­ვედ­რა­ში არ მე­ორ­დე­ბა ერთი და იგი­ვე ჩაც­მუ­ლო­ბა, გარ­და შინ­დის­ფე­რი კა­ბი­სა, რო­მე­ლიც ორ შეხ­ვედ­რა­ზე ეცვა.

რო­დე­საც ერთი წლის წინ, ambebi.ge ტი­კა­რა­ძის არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ზე ამ­ზა­დებ­და მა­სა­ლას, მი­ნის­ტრის ერთ-ერ­თმა ნაც­ნობ­მა გვი­თხრა, რომ მის გარ­დე­რობ­ში კოს­ტი­უ­მე­ბის დიდი ნა­წი­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­უღ­ლის ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძის ნა­ჩუ­ქა­რი იყო.

მი­ნისტრს ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­თან ნა­თელ-მი­რო­ნო­ბა აკავ­ში­რებს. ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი ტი­კა­რა­ძის უმ­ცრო­სი შვი­ლის, გო­გო­ნას ნათ­ლი­აა.

მარ­თა­ლია, ამ ერთი წლის მან­ძილ­ზე არა­ერ­თხელ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია მი­ნის­ტრის პოს­ტი­დან მისი გა­და­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ტი­კა­რა­ძე ოც­ნე­ბის მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში საკ­მა­ოდ მყა­რად ზის და გა­ხა­რი­ას წას­ვლის შემ­დეგ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის ერთ-ერთ კან­დი­და­ტა­დაც გა­ნი­ხი­ლე­ბო­და...

სა­ხა­სი­ა­თო ფო­ტო­ე­ბი ექ­სპრე­მი­ერ გა­ხა­რი­ას­თან ერ­თად

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aburjga
127

რაც გინდათ ის ილაპარაკეთ, ძალიან კარგი ქალია! 

!
62

შეადარე ახლა ნაცების კანდიდატს.

ავტორი:

ეკატერინე ტიკარაძის მრავალფეროვანი გარდერობი და სტილის ევოლუცია მენეჯერობიდან-მინისტრობამდე

ეკატერინე ტიკარაძის მრავალფეროვანი გარდერობი და სტილის ევოლუცია მენეჯერობიდან-მინისტრობამდე

ორი წლის წინ, "ოცნების" ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მინისტრის დავით სერგეენკოს პოსტიდან წასვლა საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. განსაკუთრებულად კი მის ადგილზე ყველასთვის უცნობი ეკატერინე ტიკარაძის დანიშვნა, რომლის შესახებაც აქამდე არაფერი გაგვეგო.

პროფესიით ექიმი-სტომატოლოგი, რომელიც კარგი მენეჯერი გახლდათ - ასე გაგვაცნეს საზოგადოებას, თუმცა ოპოზიცია მას ივანიშვილის ოჯახის სტომატოლოგად მოიხსენიებდა.

ალბათ ტიკარაძის პერსონა კიდევ დიდხანს ვერ დაიმსახურებდა სხვა კუთხით საზოგადოების ყურადღებას, რომ არა პანდემია. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პანდემიის დაწყების დროს ეთერში დაბნეული იდგა ხოლმე ეპიდემიოლოგებთან ერთად. მალე ტიკარაძე კამერებს დაუმეგობრდა და მისი გამოჩენა ტელევიზიით ყოველდღიურ ამბად იქცა.

გარდა იმისა, რომ ოპოზიცია და საზოგადოება პანდემიის დროს მიღებული გადაწყვეტილებების გამო აკრიტიკებდნენ, ყურადღების ცენტრში მოექცა მისი მუდმივად დავარცხნილი თმა, ეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში ყველა სალონი დაკეტილი იყო.

პანდემიიდან ერთი წლის თავზე, ეკატერინე ტიკარაძის ახალი ვარცხნილობა საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ იქცა ხუმრობის თემად, სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მინისტრს ყველაზე მეტად კარე და "ჩოლკა" მოუხდა.

ვარცხნილობა ერთადერთი არ არის, რაც მინისტრის იმიჯს საინტერესოს ხდის. თვალი გადავავლეთ ეკატერინე ტიკარაძის მინისტრად დანიშვნის შემდგომ აქტივობებს და ალბათ რთულია დათვალო კოსტიუმების ის რაოდენობა, რომელიც შესაძლოა მის გარდერობში იყოს.

ტიკარაძის არც ერთ შეხვედრაში არ მეორდება ერთი და იგივე ჩაცმულობა, გარდა შინდისფერი კაბისა, რომელიც ორ შეხვედრაზე ეცვა.

როდესაც ერთი წლის წინ, ambebi.ge ტიკარაძის არაოფიციალურ ცხოვრებაზე ამზადებდა მასალას, მინისტრის ერთ-ერთმა ნაცნობმა გვითხრა, რომ მის გარდერობში კოსტიუმების დიდი ნაწილი ბიძინა ივანიშვილის მეუღლის ეკატერინე ხვედელიძის ნაჩუქარი იყო.

მინისტრს ივანიშვილების ოჯახთან ნათელ-მირონობა აკავშირებს. ბერა ივანიშვილი ტიკარაძის უმცროსი შვილის, გოგონას ნათლიაა.

მართალია, ამ ერთი წლის მანძილზე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია მინისტრის პოსტიდან მისი გადაყენების შესახებ, მაგრამ ტიკარაძე ოცნების მინისტრთა კაბინეტში საკმაოდ მყარად ზის და გახარიას წასვლის შემდეგ პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთ კანდიდატადაც განიხილებოდა...

სახასიათო ფოტოები ექსპრემიერ გახარიასთან ერთად