მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამაგრდი, შვილო... ნიკასი არასოდეს შემრცხვება და ვიამაყებთ ყოველთვის მე და მისი შვილი" - რას ამბობს ანზორ მელია შვილის დაკავებაზე
"გამაგრდი, შვილო... ნიკასი არასოდეს შემრცხვება და ვიამაყებთ ყოველთვის მე და მისი შვილი" - რას ამბობს ანზორ მელია შვილის დაკავებაზე

სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზმმა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლია და­ა­კა­ვა.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ნიკა მე­ლია პარ­ტი­ის ოფის­ში, სა­კუ­თარ კა­ბი­ნეტ­ში აიყ­ვა­ნეს. მა­ნამ­დე კი აღ­ნიშ­ნულ ოთახ­ში, ისე რო­გორც მთლი­ა­ნად პარ­ტი­ის ოფის­ში, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ე.წ.წი­წა­კის სპრეი გა­უშ­ვეს.

გვე­სა­უბ­რე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლი ნიკა მე­ლი­ას მამა ან­ზორ მე­ლია:

- შო­კი­რე­ბუ­ლი ვარ, ამ კად­რებს რომ ვუ­ყუ­რებ­დი. არ ვიცი რა უნდა ვთქვა, ჯერ ანა­ლი­ზის უნა­რიც კი არ მაქვს. თით­ქოს სა­დღაც სხვა ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ და არა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

- ხომ არ გქონ­დათ ამ დი­ლით კო­მუ­ნი­კა­ცია თქვენს შვილ­თან?

- არა, გია ბა­რა­მი­ძის და­დე­ბუ­ლი სუ­რა­თი ვნა­ხე, ერ­თად რომ არი­ან გა­და­ღე­ბუ­ლი. იქ მი­ვა­წე­რე, თქვენ გე­ნაც­ვა­ლეთ-მეთ­ქი. ეს იყო ჩემი სი­ტყვე­ბი, სხვა არა­ფე­რი. მთე­ლი ღამე გა­ვა­თე­ნეთ მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ, რო­გორ გგო­ნი­ათ შვი­ლი იქ იყოს და მა­მამ და დე­დამ და­ი­ძი­ნოს? უია­რა­ღოდ იყ­ვნენ, ცა­რი­ე­ლი ხე­ლე­ბით და ნა­ხეთ, რო­გო­რი შტურ­მი მი­ი­ტა­ნეს ოფის­ზე. ამ­ხე­ლა შტურ­მი, ამ­დე­ნი პო­ლი­ცი­ე­ლი და სპეც­რაზ­მე­ლი რაში სჭირ­დე­ბო­დათ? ეს სცე­ნა რაში სჭირ­დე­ბო­დათ? ფილ­მს გა­და­ი­ღებ­და ადა­მი­ა­ნი, სას­წა­უ­ლი იყო.

ან გა­ზის გაშ­ვე­ბა რაში სჭირ­დე­ბო­დათ? იქ ხალ­ხს ნა­კა­დით შე­ას­ხეს გაზი და ცუ­დად გრძნო­ბენ თავს. თან ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა, როცა გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­ლო­დინ­ში ვართ. ეს ადას­ტუ­რებს კი­დევ ერთხელ იმას, რომ გა­და­წყვე­ტი­ლია ყვე­ლა­ფე­რი წი­ნას­წარ. ღა­რი­ბაშ­ვი­ლიც სწო­რედ ამი­ტომ და­ნიშ­ნეს, ეს ყვე­ლა­ფე­რი ივა­ნიშ­ვი­ლის გა­კე­თე­ბუ­ლია.

100 წე­ლი­წა­დია დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის და 100 წლის თავ­ზე მოხ­და ეს, ყო­ჩაღ, ყო­ჩაღ. მარ­ტო ნიკა კი არ აიყ­ვა­ნეს, ოფი­სი და­ან­გრი­ეს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მეხ­სი­ე­რე­ბის ბა­რა­თე­ბიც წა­ი­ღეს ოფი­სი­დან.

- გქონ­დათ მო­ლო­დი­ნი იმის, რომ და­ა­პა­ტიმ­რებ­დნენ?

- გუ­შინ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­მოს­ვლის შემ­დეგ ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბო­და, რომ ეს მოხ­დე­ბო­და და ამი­ტომ ტე­ლე­ვი­ზორს არ მოვ­შო­რე­ბი­ვარ. მე­უღ­ლეც ადევ­ნებ­და თვალს, ერ­თად ვუ­ყუ­რებ­დით ამ ყვე­ლა­ფერს. ჩვენ ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, ვუ­გებთ და ვამ­ხნე­ვებთ ერ­თმა­ნეთს. ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­ვი­ხიბ­ლე ნი­კას ქცე­ვით. როცა შე­ვიდ­ნენ სპეც­რაზ­მე­ლე­ბი, ცალ­კე ოთახ­ში იყო ნიკა, გა­მო­ვი­და იქი­დან. წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ გა­უ­წე­ვია, არც მო­წო­დე­ბა არ იყო, მშვი­დად გაყ­ვა. იმა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ძა­ლი­ან მალე დას­რულ­დე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი. თვი­თონ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს ნი­კას.

- რას ეტყო­დით ნი­კას?

- გა­მაგრდი, შვი­ლო! ნიკა ვაჟ­კა­ცი და გმი­რია ნამ­დვი­ლად. ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იქ იყო მის გვერ­დით. ნი­კამ შე­უძ­ლე­ბე­ლი შეძ­ლო, გა­ა­ერ­თი­ა­ნა მთე­ლი ოპო­ზი­ცია, სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი. მისი არა­სო­დეს შემ­რცხვე­ბა და ვი­ა­მა­ყებთ ყო­ველ­თვის ნი­კა­თი მე დ მისი შვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 145 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
76
უიმეე, ლააა ვუკოო ლაააა....
გელა
252

აი, ასეთი უნდა იყოს ყველა ქართველი მამა!!!

 

გმადლობთ ნიკასთვის!!!

ავტორი:

"გამაგრდი, შვილო... ნიკასი არასოდეს შემრცხვება და ვიამაყებთ ყოველთვის მე და მისი შვილი" - რას ამბობს ანზორ მელია შვილის დაკავებაზე

"გამაგრდი, შვილო... ნიკასი არასოდეს შემრცხვება და ვიამაყებთ ყოველთვის მე და მისი შვილი" - რას ამბობს ანზორ მელია შვილის დაკავებაზე

სპეციალური დანიშნულების რაზმმა "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა.

სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში, სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.

გვესაუბრება დაკავებული ნიკა მელიას მამა ანზორ მელია:

- შოკირებული ვარ, ამ კადრებს რომ ვუყურებდი. არ ვიცი რა უნდა ვთქვა, ჯერ ანალიზის უნარიც კი არ მაქვს. თითქოს სადღაც სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ და არა საქართველოში.

- ხომ არ გქონდათ ამ დილით კომუნიკაცია თქვენს შვილთან?

- არა, გია ბარამიძის დადებული სურათი ვნახე, ერთად რომ არიან გადაღებული. იქ მივაწერე, თქვენ გენაცვალეთ-მეთქი. ეს იყო ჩემი სიტყვები, სხვა არაფერი. მთელი ღამე გავათენეთ მე და ჩემმა მეუღლემ, როგორ გგონიათ შვილი იქ იყოს და მამამ და დედამ დაიძინოს? უიარაღოდ იყვნენ, ცარიელი ხელებით და ნახეთ, როგორი შტურმი მიიტანეს ოფისზე. ამხელა შტურმი, ამდენი პოლიციელი და სპეცრაზმელი რაში სჭირდებოდათ? ეს სცენა რაში სჭირდებოდათ? ფილმს გადაიღებდა ადამიანი, სასწაული იყო.

ან გაზის გაშვება რაში სჭირდებოდათ? იქ ხალხს ნაკადით შეასხეს გაზი და ცუდად გრძნობენ თავს. თან ყველაფერი ხდება, როცა გასაჩივრებულია გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მოლოდინში ვართ. ეს ადასტურებს კიდევ ერთხელ იმას, რომ გადაწყვეტილია ყველაფერი წინასწარ. ღარიბაშვილიც სწორედ ამიტომ დანიშნეს, ეს ყველაფერი ივანიშვილის გაკეთებულია.

100 წელიწადია დღეს საქართველოს ოკუპაციის და 100 წლის თავზე მოხდა ეს, ყოჩაღ, ყოჩაღ. მარტო ნიკა კი არ აიყვანეს, ოფისი დაანგრიეს. როგორც ამბობენ, მეხსიერების ბარათებიც წაიღეს ოფისიდან.

- გქონდათ მოლოდინი იმის, რომ დააპატიმრებდნენ?

- გუშინ ღარიბაშვილის გამოსვლის შემდეგ ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ეს მოხდებოდა და ამიტომ ტელევიზორს არ მოვშორებივარ. მეუღლეც ადევნებდა თვალს, ერთად ვუყურებდით ამ ყველაფერს. ჩვენ ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, ვუგებთ და ვამხნევებთ ერთმანეთს. ყველაზე მეტად მოვიხიბლე ნიკას ქცევით. როცა შევიდნენ სპეცრაზმელები, ცალკე ოთახში იყო ნიკა, გამოვიდა იქიდან. წინააღმდეგობა არ გაუწევია, არც მოწოდება არ იყო, მშვიდად გაყვა. იმაში დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე დასრულდება ეს ყველაფერი. თვითონ ღარიბაშვილი გაათავისუფლებს ნიკას.

- რას ეტყოდით ნიკას?

- გამაგრდი, შვილო! ნიკა ვაჟკაცი და გმირია ნამდვილად. ყველა ოპოზიციის წარმომადგენელი იქ იყო მის გვერდით. ნიკამ შეუძლებელი შეძლო, გააერთიანა მთელი ოპოზიცია, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანები. მისი არასოდეს შემრცხვება და ვიამაყებთ ყოველთვის ნიკათი მე დ მისი შვილი.

"მაინცდამაინც დაგასპოილეროთ გინდათ?! ჯერჯერობით მოვდივარ, ხომ ხედავთ?!.. მოდით, დავიწყოთ ბოდიშით..." - ფრაზები, რომლითაც გიორგი გახარიამ თავი დაგვამახსოვრა

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

ირაკლი ღარიბაშვილმა ორი ახალი ვიცე-პრემიერი წარადგინა