პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოლიტიკა ყველაზე "პერსპექტიული" რამაა ხალხის სიყვარულის დასაკარგად" - ვიქტორ სანიკიძის გზა კალათბურთიდან ქართულ "დრიმ თიმში"
"პოლიტიკა ყველაზე "პერსპექტიული" რამაა ხალხის სიყვარულის დასაკარგად" - ვიქტორ სანიკიძის გზა კალათბურთიდან ქართულ "დრიმ თიმში"

ამე­რი­კუ­ლი "დრი­მი" არ გა­მო­ვი­და. სა­მა­გი­ე­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში გახ­და "ოც­ნე­ბის გუნ­დის" და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი. გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და კავ­ში­რებს ქარ­თუ­ლი სპორ­ტის და­სახ­მა­რებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნებს და იმე­დი აქვს, რომ პო­ლი­ტი­კი­დან მეტ­სა­ხე­ლის გა­რე­შე წავა. კა­ლათ­ბურ­თი­დან პარ­ლა­მენ­ტში გა­და­ბარ­გე­ბის შემ­დეგ ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძეს მე­დი­ას­თან არ ულა­პა­რა­კია.

"კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ მო­თა­მა­შეს კა­ლათ­ბურთზე, ახალ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, უახ­ლო­ეს გეგ­მებ­ზე, თორ­ნი­კე შენ­გე­ლი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­სა და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ:

- სა­ქარ­თვე­ლოს გარ­და, შვი­დი ქვეყ­ნის ცხრა კლუბ­ში გი­თა­მა­ში­ათ და, ბუ­ნებ­რი­ვია, ბევ­რი რამ ის­წავ­ლეთ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის, კულ­ტუ­რის, ენის მქო­ნე ხალ­ხე­ბის­გან. რა იყო მთა­ვა­რი, რაც ლე­გი­ო­ნე­რო­ბამ მოგ­ცათ?

- უცხო ქვე­ყა­ნა­ში მარ­ტო ცხოვ­რე­ბა აშშ-ის "ჯუ­ნი­ორ კო­ლე­ჯში" ყოფ­ნი­სას ვის­წავ­ლე. ბევ­რი სირ­თუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას სწო­რედ ამე­რი­კა­ში მი­ვეჩ­ვიე და შემ­დეგ არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში არ გამ­ჭირ­ვე­ბია. ბევ­რი უცხო­ე­ლი მე­გო­ბა­რიც შე­ვი­ძი­ნე, ლე­გი­ო­ნე­რო­ბის კი­დევ ერთი და­დე­ბი­თი მხა­რე კი უცხო ენე­ბის შეს­წავ­ლაც არის. სწო­რედ ჩემი კა­რი­ე­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ინ­გლი­სურ­სა და რუ­სულ­თან ერ­თად დღეს მეტ-ნაკ­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბით შე­მიძ­ლია ლა­პა­რა­კი იტა­ლი­ურ, ეს­პა­ნურ, ფრან­გულ, ბერ­ძნულ ენებ­ზე. ეს­ტო­ნუ­რი და თურ­ქუ­ლი სი­ტყვე­ბის მა­რა­გიც მაქვს.

- თუმ­ცა ახალ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად ქარ­თუ­ლად მო­გი­წევთ ლა­პა­რა­კი. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პრო­პორ­ცი­უ­ლი სიით სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მა­ლე­ვე და­თან­ხმდით?

- სა­ბერ­ძნეთ­ში ვიქ­ნე­ბი "არი­სის" სპორ­ტუ­ლი დი­რექ­ტო­რი, იტა­ლი­ა­ში მწვრთნე­ლი თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში პარ­ლა­მენ­ტა­რი, ჩემი მი­ზა­ნი მხო­ლოდ ერ­თია - წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა სამ­შობ­ლოს მო­ვახ­მა­რო. სა­ზღვარ­გა­რეთ თხუთ­მე­ტი წე­ლი­წა­დი ვი­ცხოვ­რე და არ მინ­და ჩემი შვი­ლიც უცხო­ეთ­ში გა­ი­ზარ­დოს, ბე­ბია-ბა­ბუ­ას, ნა­თე­სა­ვებს, ჩემი მე­გობ­რე­ბის შვი­ლებს იშ­ვი­ა­თად ნა­ხუ­ლობ­დეს. ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე ბევ­რი არ მი­ფიქ­რია. უდი­დეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას­თან ერ­თად სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში საქ­მი­ა­ნო­ბა კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაც არის, რომ შენს ქვე­ყა­ნას გა­მო­ად­გე.

- მთე­ლი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 13-ნომ­რი­ა­ნი მა­ი­სუ­რით ითა­მა­შეთ. ცხა­დია, პარ­ტი­ულ სი­ა­ში მე-13 ნომ­რად ყოფ­ნაც "შემ­თხვე­ვი­თი" არ ყო­ფი­ლა.

- თუ და­მი­ჯე­რებთ, წი­ნას­წარ არც ვი­ცო­დი, პირ­ველ ათე­ულს წა­რად­გენ­დნენ, ოცე­ულს, თუ მთელ სიას. მხო­ლოდ პრე­ზენ­ტა­ცი­ამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე პარ­ტი­ის ოფის­ში სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კი­თხებ­ზე სა­ლა­პა­რა­კოდ მი­სულ­მა შე­ვი­ტყვე სი­ა­ში ჩემი რი­გი­თი ნომ­რის შე­სა­ხებ და ეს სიმ­ბო­ლურ ჟეს­ტად, და­ფა­სე­ბად და პა­ტი­ვის­ცე­მად მი­ვი­ღე, რის­თვი­საც თქვე­ნი გა­ზე­თის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ვე­უბ­ნე­ბი მად­ლო­ბას ჩვენს გუნდს.

- რას უპა­სუ­ხებთ მათ, ვინც ფიქ­რობს, რომ პარ­ლა­მენ­ტში არ არის სპორ­ტსმე­ნე­ბის, მუ­სი­კო­სე­ბი­სა თუ მსა­ხი­ო­ბე­ბის ად­გი­ლი?

- ერთ-ერთი პა­სუ­ხი ისაა, რომ პარ­ლა­მენ­ტში სპორ­ტის კო­მი­ტე­ტიც არის! დარ­გობ­რი­ვი კო­მი­ტე­ტე­ბი სა­ჭი­რო რომ არ იყოს, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში მხო­ლოდ იუ­რის­ტე­ბი იმუ­შა­ვებ­დნენ. რად­გან არ­სე­ბობს, სპორ­ტის კო­მი­ტეტ­ში სწო­რედ ამ სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უნდა მუ­შა­ობ­დნენ. ისე­ვე რო­გორც კულ­ტუ­რის, მეც­ნი­ე­რე­ბის, ჯან­დაც­ვი­სა თუ სა­ფი­ნან­სო-სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­მი­ტე­ტებ­შია აუ­ცი­ლე­ბე­ლი შე­სა­ბა­მი­სი დარ­გე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ყოფ­ნა.

- რუ­სულ კლუბ­ში თქვენც გი­თა­მა­ში­ათ და სხვებ­საც, მაგ­რამ მოს­კო­ვის ცსკა-ში თორ­ნი­კე შენ­გე­ლი­ას გა­დას­ვლას სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ინც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვა...

- მე ის ვიცი, რომ არც თორ­ნი­კეს, არც მე და არც ერთ ქარ­თველს არ გა­უ­ხარ­და თო­კოს ცსკა-ში გა­დას­ვლა! მაგ­რამ არის ბევ­რი ნი­უ­ან­სი, რის გა­მოც ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. "ბას­კო­ნი­ა­ში" დარ­ჩე­ნა უკან გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბო­და. სა­უ­კე­თე­სო სე­ზო­ნის და ეს­პა­ნე­თის ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ თორ­ნი­კეს კა­რი­ე­რის NBA-ში გაგ­რძე­ლე­ბის შან­სიც ჰქონ­და, მაგ­რამ პან­დე­მი­ის გამო ეროვ­ნუ­ლი სა­კა­ლათ­ბუ­რო ჩემ­პი­ო­ნა­ტი ნო­ემ­ბრამ­დე გა­ი­წე­ლა, სე­ზო­ნის დას­რუ­ლე­ბამ­დე კი ახალ მო­თა­მა­შეს ვინ და­ი­მა­ტებ­და? გა­მო­დის, ივ­ლი­სი­დან ნო­ემ­ბრამ­დე თოკო უგუნ­დოდ უნდა ყო­ფი­ლი­ყო და ამე­რი­კულ ვა­რი­ანტს და­ლო­დე­ბო­და. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ავთო
10

არც პოლიტიკამდე უყვარდი დიდად ხალხს

goga
10

ტეხავს, კაი ტიპი მეგონა ერთი პერიოდი, მარა ფული ბაბა ფული. 

ავტორი:

"პოლიტიკა ყველაზე "პერსპექტიული" რამაა ხალხის სიყვარულის დასაკარგად" - ვიქტორ სანიკიძის გზა კალათბურთიდან ქართულ "დრიმ თიმში"

"პოლიტიკა ყველაზე "პერსპექტიული" რამაა ხალხის სიყვარულის დასაკარგად" - ვიქტორ სანიკიძის გზა კალათბურთიდან ქართულ "დრიმ თიმში"

ამერიკული "დრიმი" არ გამოვიდა. სამაგიეროდ, საქართველოში გახდა "ოცნების გუნდის" და პარლამენტის წევრი. გამოცდილებასა და კავშირებს ქართული სპორტის დასახმარებლად გამოიყენებს და იმედი აქვს, რომ პოლიტიკიდან მეტსახელის გარეშე წავა. კალათბურთიდან პარლამენტში გადაბარგების შემდეგ ვიქტორ სანიკიძეს მედიასთან არ ულაპარაკია.

"კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოთამაშეს კალათბურთზე, ახალ საქმიანობაზე, უახლოეს გეგმებზე, თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებასა და სხვა საინტერესო საკითხებზე ვესაუბრეთ:

- საქართველოს გარდა, შვიდი ქვეყნის ცხრა კლუბში გითამაშიათ და, ბუნებრივია, ბევრი რამ ისწავლეთ განსხვავებული ტრადიციების, კულტურის, ენის მქონე ხალხებისგან. რა იყო მთავარი, რაც ლეგიონერობამ მოგცათ?

- უცხო ქვეყანაში მარტო ცხოვრება აშშ-ის "ჯუნიორ კოლეჯში" ყოფნისას ვისწავლე. ბევრი სირთულის მიუხედავად, დამოუკიდებლობას სწორედ ამერიკაში მივეჩვიე და შემდეგ არც ერთ ქვეყანაში არ გამჭირვებია. ბევრი უცხოელი მეგობარიც შევიძინე, ლეგიონერობის კიდევ ერთი დადებითი მხარე კი უცხო ენების შესწავლაც არის. სწორედ ჩემი კარიერის დამსახურებაა, რომ ინგლისურსა და რუსულთან ერთად დღეს მეტ-ნაკლები წარმატებით შემიძლია ლაპარაკი იტალიურ, ესპანურ, ფრანგულ, ბერძნულ ენებზე. ესტონური და თურქული სიტყვების მარაგიც მაქვს.

- თუმცა ახალ საქმიანობაში ყველაზე ხშირად ქართულად მოგიწევთ ლაპარაკი. "ქართული ოცნების" პროპორციული სიით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მალევე დათანხმდით?

- საბერძნეთში ვიქნები "არისის" სპორტული დირექტორი, იტალიაში მწვრთნელი თუ საქართველოში პარლამენტარი, ჩემი მიზანი მხოლოდ ერთია - წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება სამშობლოს მოვახმარო. საზღვარგარეთ თხუთმეტი წელიწადი ვიცხოვრე და არ მინდა ჩემი შვილიც უცხოეთში გაიზარდოს, ბებია-ბაბუას, ნათესავებს, ჩემი მეგობრების შვილებს იშვიათად ნახულობდეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით "ქართული ოცნების" შემოთავაზებაზე ბევრი არ მიფიქრია. უდიდეს პასუხისმგებლობასთან ერთად საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობა კარგი შესაძლებლობაც არის, რომ შენს ქვეყანას გამოადგე.

- მთელი კარიერის განმავლობაში 13-ნომრიანი მაისურით ითამაშეთ. ცხადია, პარტიულ სიაში მე-13 ნომრად ყოფნაც "შემთხვევითი" არ ყოფილა.

- თუ დამიჯერებთ, წინასწარ არც ვიცოდი, პირველ ათეულს წარადგენდნენ, ოცეულს, თუ მთელ სიას. მხოლოდ პრეზენტაციამდე რამდენიმე დღით ადრე პარტიის ოფისში საორგანიზაციო საკითხებზე სალაპარაკოდ მისულმა შევიტყვე სიაში ჩემი რიგითი ნომრის შესახებ და ეს სიმბოლურ ჟესტად, დაფასებად და პატივისცემად მივიღე, რისთვისაც თქვენი გაზეთის მეშვეობითაც ვეუბნები მადლობას ჩვენს გუნდს.

- რას უპასუხებთ მათ, ვინც ფიქრობს, რომ პარლამენტში არ არის სპორტსმენების, მუსიკოსებისა თუ მსახიობების ადგილი?

- ერთ-ერთი პასუხი ისაა, რომ პარლამენტში სპორტის კომიტეტიც არის! დარგობრივი კომიტეტები საჭირო რომ არ იყოს, საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ იურისტები იმუშავებდნენ. რადგან არსებობს, სპორტის კომიტეტში სწორედ ამ სფეროს წარმომადგენლები უნდა მუშაობდნენ. ისევე როგორც კულტურის, მეცნიერების, ჯანდაცვისა თუ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებშია აუცილებელი შესაბამისი დარგების სპეციალისტების ყოფნა.

- რუსულ კლუბში თქვენც გითამაშიათ და სხვებსაც, მაგრამ მოსკოვის ცსკა-ში თორნიკე შენგელიას გადასვლას საქართველოში მაინც განსაკუთრებული აჟიოტაჟი მოჰყვა...

- მე ის ვიცი, რომ არც თორნიკეს, არც მე და არც ერთ ქართველს არ გაუხარდა თოკოს ცსკა-ში გადასვლა! მაგრამ არის ბევრი ნიუანსი, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მიიღო. "ბასკონიაში" დარჩენა უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. საუკეთესო სეზონის და ესპანეთის ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ თორნიკეს კარიერის NBA-ში გაგრძელების შანსიც ჰქონდა, მაგრამ პანდემიის გამო ეროვნული საკალათბურო ჩემპიონატი ნოემბრამდე გაიწელა, სეზონის დასრულებამდე კი ახალ მოთამაშეს ვინ დაიმატებდა? გამოდის, ივლისიდან ნოემბრამდე თოკო უგუნდოდ უნდა ყოფილიყო და ამერიკულ ვარიანტს დალოდებოდა. განაგრძეთ კითხვა