მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტეხასში გამყინვარებაა: მილიონობით ადამიანი უშუქოდ დარჩა, ხალხი გაზის რიგში დგას - უჩვეულო ფოტოები აშშ-დან
ტეხასში გამყინვარებაა: მილიონობით ადამიანი უშუქოდ დარჩა, ხალხი გაზის რიგში დგას - უჩვეულო ფოტოები აშშ-დან

აშშ-ში, ტე­ხა­სის შტატ­ში, უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა ძლი­ე­რი ყინ­ვაა. ტემ­პე­რა­ტუ­რა -18 გრა­დუ­სამ­დე და­ე­ცა, რა­საც თან ერ­თვის ქა­რიშ­ხა­ლი. შექ­მნილ­მა პი­რო­ბებ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნა, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბი და მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი ელექტრო­ე­ნერ­გი­ი­სა და გათ­ბო­ბის გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი.

შტა­ტის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ავ­რცე­ლე­ბენ ფო­ტო­ებს, რომ­ლე­ბიც 90-იანი წლე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს მო­გა­გო­ნებთ - კად­რებ­ში ჩანს, რო­გორ დგა­ნან გა­ზის რიგ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი, სახ­ლე­ბი კი შიგ­ნი­და­ნაც გა­ყი­ნუ­ლია.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა ფო­ტოს, რო­მელ­ზეც ჩანს ჭაღი ყი­ნუ­ლის ლო­ლუ­ე­ბით.

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ძლი­ე­რი ყინ­ვის გამო, ტე­ხა­სის შტატ­ში 24 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ყინ­ვამ და­ა­ზი­ა­ნა წყლის მი­ლე­ბიც და CNN-ის ცნო­ბით მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ანს წყა­ლი არ მი­ე­წო­დე­ბა და ამას­თან, არ­სე­ბობს მისი და­ბინ­ძუ­რე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბაც.

~

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი ზო­გი­ერთს ლტოლ­ვილ­თა ბა­ნა­კებს ახ­სე­ნებს და და­ჯე­რე­ბა უჭირთ, რომ ეს ნამ­დვი­ლად აშშ-ში ხდე­ბა, თუმ­ცა ყო­ვე­ლი­ვე რე­ა­ლო­ბაა.

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
w
106

მოაშორეთ ეს უსაქმური ოცნება თორემ დაიქცა ქვეყანა

ვოოტ
43

ორმაგად დასაფასებელია, რომ მიუხედავად საკუთარ ქვეყანაში ყოველდღიურად თავსდატეხილი ახალ-ახალი პრობლემებისა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მაინც ახერხებენ დროის გამონახვას, რომ შეშფოთება (უკაცრავად, ღრმა შეშფოთება) გამოხატონ ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ტეხასში გამყინვარებაა: მილიონობით ადამიანი უშუქოდ დარჩა, ხალხი გაზის რიგში დგას - უჩვეულო ფოტოები აშშ-დან

ტეხასში გამყინვარებაა: მილიონობით ადამიანი უშუქოდ დარჩა, ხალხი გაზის რიგში დგას - უჩვეულო ფოტოები აშშ-დან

აშშ-ში, ტეხასის შტატში, უკვე რამდენიმე დღეა ძლიერი ყინვაა. ტემპერატურა -18 გრადუსამდე დაეცა, რასაც თან ერთვის ქარიშხალი. შექმნილმა პირობებმა მოქალაქეებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშეა დარჩენილი.

შტატის მაცხოვრებლები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ ფოტოებს, რომლებიც 90-იანი წლების საქართველოს მოგაგონებთ - კადრებში ჩანს, როგორ დგანან გაზის რიგში ადამიანები, სახლები კი შიგნიდანაც გაყინულია.

განსაკუთრებული რეზონანსი მოჰყვა ფოტოს, რომელზეც ჩანს ჭაღი ყინულის ლოლუებით.

ბოლო მონაცემებით, ძლიერი ყინვის გამო, ტეხასის შტატში 24 ადამიანი გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ ყინვამ დააზიანა წყლის მილებიც და CNN-ის ცნობით მილიონობით ადამიანს წყალი არ მიეწოდება და ამასთან, არსებობს მისი დაბინძურების საშიშროებაც.

~

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოები ზოგიერთს ლტოლვილთა ბანაკებს ახსენებს და დაჯერება უჭირთ, რომ ეს ნამდვილად აშშ-ში ხდება, თუმცა ყოველივე რეალობაა.

"ძალადობა და ქაოსი თბილისში... პრემიერი გიორგი გახარია მელიას დაკავების საკითხზე გუნდთან შეუთანხმებლობის გამო გადადგა" - რას წერენ უცხოურ მედიაში ნიკა მელიას დაკავებაზე

კონგოში გაერო-ს მანქანებზე თავდასხმის შედეგად იტალიის ელჩი გარდაიცვალა

მსოფლიოს პირველი ქვეყანა, რომელიც პანდემიაში ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება - ისრაელი აცრილ მოქალაქეებს "მწვანე პასპორტებს" ურიგებს