პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სხვა ქვეყანაში რაგინდ კარგად იყო,  სამშობლოში ყოფნის განცდა მაინც ვერასდროს გექნება" - როგორ გაგრძელდა ინტერნეტჰიტად ქცეული ვიდეოს გმირი ბიჭუნას გზა
"სხვა ქვეყანაში რაგინდ კარგად იყო,  სამშობლოში ყოფნის განცდა მაინც ვერასდროს გექნება" - როგორ გაგრძელდა ინტერნეტჰიტად ქცეული ვიდეოს გმირი ბიჭუნას გზა

წლე­ბის წინ "ფე­ის­ბუკ­ზე“ გა­ვი­ცა­ნი... სიმ­ღე­რით - 12 წლის პუტ­კუ­ნა, თვალ­ციმ­ცი­მა, ლა­მა­ზი ბი­ჭის პა­ტა­რა გო­გო­ნას­თან დუ­ეტ­ში შე­სა­ნიშ­ნა­ვად, გუ­ლი­ა­ნად ნამ­ღერ­მა ფი­რუზ მა­ხა­თე­ლაშ­ვი­ლის სატ­რფი­ა­ლომ - "ნუ გიყ­ვარს, ქა­ლავ“, იმ­ხა­ნად სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი და­ი­პყრო. ახ­ლა­ხან ეს ნამ­ღე­რი ფე­ის­ბუქ-მო­გო­ნე­ბამ გა­მახ­სე­ნა. გა­ვი­ფიქ­რე, ნე­ტავ, სად არის ახლა-მეთ­ქი? კო­მენ­ტა­რებს ჩავ­ყე­ვი და მის სა­ხელ­სა და გვარ­საც გა­და­ვა­წყდი, შემ­დეგ - პი­რად გვერ­დსაც ვეწ­ვიე და...

უკვე დიდი ბიჭი ვი­ხი­ლე, ლა­მა­ზი, წარ­მო­სა­დე­გი, შეც­ვლი­ლი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი რე­პერ­ტუ­ა­რით, გი­ტა­რა­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბით და ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო ვო­კა­ლით. მა­შინ­ვე მივ­წე­რე და მყის­ვე მი­პა­სუ­ხა. 18 წლის ლუკა წიკ­ლა­უ­რი დღეს თა­ვის დიდ ოჯახ­თან ერ­თად საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობს. რო­გორ მოხ­ვდა სა­ზღვარ­გა­რეთ, სად სწავ­ლობს, რაზე ოც­ნე­ბობს და... კი­დევ ბევ­რი რა­მის გა­გე­ბა მინ­დო­და მას­ზე, ამი­ტომ, მოდი, ერ­თად მო­ვის­მი­ნოთ მისი ამ­ბა­ვი.

ლუკა წიკ­ლა­უ­რი:

- წარ­მო­შო­ბით გუ­და­მაყ­რი­დან ვარ, მაგ­რამ და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე თბი­ლის­ში. 6 წლის ვი­ყა­ვი, ლოტ­ბარ და მომ­ღე­რალ გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლის ფოლკ­ლო­რის ეროვ­ნულ სკო­ლა­ში რომ შე­მიყ­ვა­ნეს, მერე მომ­დევ­ნო ეტა­პიც იქვე გა­ვი­ა­რე - ან­სამ­ბლ "ლა­შა­რე­ლა­ში“ და მთა­ვარ ან­სამ­ბლ "ლა­შარ­შიც“ უნდა გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ მთე­ლი ოჯა­ხი, ერ­თად წა­მო­ვე­დით საფ­რან­გეთ­ში. მე ახლა ოჯა­ხის­გან შორს ვარ - ლი­ონ­ში, ისი­ნი კი სტრას­ბურ­გში არი­ან. წა­მო­ვე­დი, რად­გან ლი­ო­ნის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში და­ვი­წყე სწავ­ლა, სა­ო­პე­რო ვო­კა­ლის გან­ხრით.

- მოკ­ლედ, მუ­სი­კას ვერ მო­წყდი...

- მუ­სი­კას ვერც მოვ­წყდე­ბი, რად­გან ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი, რის გა­მოც აქ ვარ, სწო­რედ მუ­სი­კაა. ზო­გა­დად, ძა­ლი­ან მუ­სი­კა­ლუ­რი ოჯა­ხი გვაქვს, თუმ­ცა ყვე­ლას ისე არ უყ­ვარს მუ­სი­კა, რო­გორც - მე და მა­მას. ჩვენ მარ­თლაც შე­პყრო­ბი­ლე­ბი ვართ მუ­სი­კით. მა­მას - უჩა წიკ­ლა­ურს თბი­ლი­სის კონ­სერ­ვა­ტო­რია აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, კლა­სი­კუ­რი გი­ტა­რის გან­ხრით, ასე­ვე, 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ავ­ჭა­ლის წმ. ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის რე­გენ­ტიც იყო. დე­დას პრო­ფე­სი­უ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა არ მი­უ­ღია, მაგ­რამ ძა­ლი­ან კარ­გი სმე­ნა აქვს, სიმ­ღე­რით ჩემი და-ძმაც გა­მო­ირ­ჩე­ვა, ასე რომ, ხმებ­შიც ხში­რად ვმღე­რით ერ­თად.

- ოჯახ­ში მთე­ლი ან­სამ­ბლი ყო­ფილ­ხართ! რამ­დე­ნი და-ძმა გყავს?

- ექ­ვსნი ვართ - 4 ძმა და 2 და ანუ ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი მე ვარ - 18 წლის, შემ­დეგ მო­დი­ან: მათე, იო­ა­ნე, ქე­თე­ვა­ნი, თეკ­ლა და მარ­კო­ზი, რო­მე­ლიც 8 წლის არის.

- მშობ­ლებს ოთხი­ვე ვა­ჟის­თვის ქრის­ტეს მა­ხა­რებ­ლე­ბის სა­ხე­ლე­ბი და­ურ­ქმე­ვი­ათ...

- ჩემს მშობ­ლებს, უჩას და ნი­ნოს ჩვენს და­ბა­დე­ბამ­დე ჰქო­ნი­ათ ასე ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა საფ­რან­გეთ­ში წა­მოს­ვლას, ყვე­ლა­ფე­რი სპონ­ტა­ნუ­რად გა­და­წყდა და, რაც მთა­ვა­რია, ეს ყვე­ლას სურ­ვი­ლი იყო. რა თქმა უნდა, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სამ­შობ­ლოს­თან და ახ­ლობ­ლებ­თან გან­შო­რე­ბის სევ­დაც ახ­ლდა და, ასე­ვე, ყვე­ლამ ვი­ცო­დით, რომ წინ ბევ­რი სირ­თუ­ლე გვე­ლო­და, ფრან­გუ­ლი ენაც არ ვი­ცო­დით, მაგ­რამ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი მზად ვი­ყა­ვით, უფ­ლის თა­ნად­გო­მით, ყვე­ლა სირ­თუ­ლეს შევ­ჭი­დე­ბო­დით. ვიდ­რე თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში მი­ვი­დო­დით, ვერც კი ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დით, რომ ნამ­დვი­ლად მივფრი­ნავ­დით, ამ სევ­დას მძაფ­რად ვერ აღ­ვიქ­ვამ­დით, აე­რო­პორ­ტში კი, სა­დაც ჩვე­ნი აც­რემ­ლე­ბუ­ლი ახ­ლობ­ლე­ბი გვა­ცი­ლებ­დნენ, ჩვენც ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დეთ, ჩვენც ავცრემ­ლდით და იმ დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ის რა­ღაც გან­ცდა, თით­ქოს პა­ტა­რა შავი წერ­ტი­ლი­ვით რომ მოგ­ვყვე­ბა, არ გა­ნე­ლე­ბუ­ლა. ალ­ბათ, ამას უსამ­შობ­ლოდ ყოფ­ნა ჰქვია.

ვფიქ­რობ, სხვა ქვე­ყა­ნა­ში, რა­გინდ კარ­გა­დაც უნდა იყო, სამ­შობ­ლო­ში ყოფ­ნის გან­ცდა მა­ინც ვე­რას­დროს გექ­ნე­ბა. საფ­რან­გეთ­ში მა­ლე­ვე მოგ­ვცეს ბი­ნად­რო­ბის უფ­ლე­ბა, ენაც მალე შე­ვის­წავ­ლეთ, ადაპ­ტა­ცი­აც გა­ვი­ა­რეთ, უმ­ცრო­სე­ბი სკო­ლა­ში და­დი­ან, მშობ­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ, მეც ნატ­ვრა ავიხ­დი­ნე და კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ვსწავ­ლობ და უკვე მე­სა­მე წე­ლია, აქ ვართ. დღეს შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ უკვე და­ვიმ­კვიდ­რეთ თავი. ამის­თვის მეც და ჩემი ოჯა­ხიც მად­ლო­ბას ვე­უბ­ნე­ბით საფ­რან­გეთს.

- და მა­ინც, ლუკა, გარ­და უახ­ლო­ეს ნა­თე­სა­ვებ­თან და მე­გობ­რებ­თან ფი­ზი­კუ­რად და­შო­რე­ბი­სა, პი­რა­დად შენ რა და­გაკ­ლდა?

- ჩემი მუ­სი­კა­ლუ­რი წრე! თავ­და­პირ­ვე­ლად ეს წრე გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლი­თა და ფოლკ­ლო­რის სკო­ლა­ში შე­ძე­ნი­ლი მე­გობ­რე­ბით და­ი­წყო. გი­ორ­გი უში­კიშ­ვილ­მა ბავ­შვო­ბის წლე­ბი გა­მი­ლა­მა­ზა და მის­გან უდი­დე­სი სა­გან­ძუ­რი შე­ვი­ძი­ნე - ქარ­თუ­ლი პო­ლი­ფო­ნია. ახლა ვხვდე­ბი, მე თუ სხვა­დას­ხვა მუ­სი­კა­ლუ­რი ჟან­რის ათ­ვი­სე­ბა შე­მიძ­ლია, ეს სწო­რედ ქარ­თუ­ლი პო­ლი­ფო­ნი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბაა და ამის­თვის მუ­დამ მად­ლო­ბე­ლი ვიქ­ნე­ბი გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლის, რო­მელ­საც დიდი სიყ­ვა­რუ­ლით მო­ვი­კი­თხავ ლი­ო­ნი­დან.

ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში დიდი კვა­ლი და­ტო­ვა გია ბა­ღაშ­ვილ­მა და "იუ­მო­რი­ნა­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ. 14 წლის ვი­ყა­ვი, "იუ­მო­რი­ნა­ში“ რომ მოვ­ხვდი, თუმ­ცა მა­ნამ­დე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში კი­დევ ერ­თმა ადა­მი­ან­მა შე­ას­რუ­ლა დიდი როლი - 1 თუ 2 წლით ადრე მომ­ღე­რალ­სა და კომ­პო­ზი­ტორს და­ვით არჩვა­ძეს ინ­ტერ­ნე­ტით ჩემი ვი­დე­ო­ე­ბი უნა­ხავს, მომ­ძებ­ნა და მი­თხრა, რომ გა­და­ცე­მა­ში, რო­მელ­საც ერ­ქვა "სტუმ­რად იუ­მო­რი­ნა­ში“, მისი სიმ­ღე­რა - "ღი­ღი­ლო“ უნდა მემ­ღე­რა. რო­გორც ჩანს, ჩემი იქ გა­მოს­ვლა გია ბა­ღაშ­ვილს და­ა­მახ­სოვ­რდა. რო­დე­საც, რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, სა­ა­ხალ­წლო "იუ­მო­რი­ნის“ კონ­ცერ­ტე­ბის სცე­ნარ­ში "ქუ­ჩის მუ­სი­კო­სე­ბის“ ბავ­შვო­ბის წარ­მოდ­გე­ნა და­ა­მა­ტა, ბავ­შვე­ბი თი­თო­ე­უ­ლი მუ­სი­კო­სის გა­რეგ­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­არ­ჩია და მე შე­სა­ნიშ­ნა­ვი მომ­ღერ­ლი­სა და ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი ადა­მი­ა­ნის - გია და­ვი­თი­ა­ნის ბავ­შვო­ბა მო­მან­დო.

- პუტ­კუ­ნა ბავ­შვი რად­გან იყა­ვი, იმი­ტომ?

- დიახ, ზუს­ტად ამი­ტომ. მაგ­რამ მა­ინც შე­უ­თავ­სე­ბე­ლი ვი­ყა­ვი, რად­გან იმ პე­რი­ოდ­ში გია წო­ნა­ში საგ­რძნობ­ლად დაკ­ლე­ბუ­ლი იყო (იცი­ნის). მოკ­ლედ, მას შემ­დეგ ანუ 2016 წლი­დან 2018 წლამ­დე მათ­თან ერ­თად გა­მოვ­დი­ო­დი სცე­ნა­ზე. თუ ნე­ბას დამ­რთავთ, ამ სტა­ტი­ი­დან მო­ვი­კი­თხავ და­ვით არჩვა­ძეს და "ქუ­ჩის მუ­სი­კო­სე­ბის“ თი­თო­ე­ულ წევ­რს, ასე­ვე, უღ­რმეს მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი მუ­სი­კო­სებს იმ დღე­ე­ბის­თვის და უდი­დეს სიყ­ვა­რულს გა­ვუგ­ზავ­ნი მათ და გია ბა­ღაშ­ვილს.

- მოდი, ფრან­გულ ცხოვ­რე­ბა­ზეც გვი­ამ­ბე, აქაც ხომ მო­გი­წია სკო­ლა­ში სწავ­ლამ?

- დიახ. საფ­რან­გეთ­ში რომ ჩა­მო­ვე­დით, 16 წლის ვი­ყა­ვი და ერთი წელი ვის­წავ­ლე საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი დო­ნის ფრან­გულ ლი­ცე­უმ­ში, მაგ­რამ მუ­სი­კა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას ვერც იქ და ვერც იქვე, ახ­ლო­მახ­ლო, ვერ­სად მი­ვი­ღებ­დი. რა­ღაც ხნის შემ­დეგ წა­მო­ვე­დი ლი­ონ­ში, ჩე­მე­ბი კი სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ვიდ­ნენ სტრას­ბურ­გში. ლი­ო­ნის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში გი­ტა­რის კუ­თხით მინ­დო­და ჩა­ბა­რე­ბა, მაგ­რამ გი­ტა­რის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე მი­ღე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი იყო. წელი რომ არ გამ­ცდე­ნო­და, ამი­ტომ სა­ო­პე­რო ვო­კა­ლის გან­ხრით ჩა­ვა­ბა­რე. სწავ­ლის ხა­რის­ხი აქ ძა­ლი­ან მა­ღა­ლია, თუმ­ცა ოპე­რა ნამ­დვი­ლად არ არის ის ჟან­რი, რა­საც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გავ­ყვე­ბი. პა­რა­ლე­ლუ­რად, აქ, რუ­სულ მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ეკ­ლე­სი­ა­ში ვგა­ლობ რუ­სულ პო­ლი­ფო­ნი­ურ სა­გა­ლობ­ლებს. სამ­წუ­ხა­როდ, ლი­ონ­ში ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია არ არის. გა­ტა­ცე­ბე­ბიც მაქვს - მუ­სი­კის კე­თე­ბა სახ­ლში ან, თუ ამინ­დი მი­წყობს ხელს - ბუ­ნე­ბა­ში. მივ­დი­ვარ გი­ტა­რით, გან­ვმარ­ტოვ­დე­ბი და ასე ვქმნი სა­კუ­თარ მუ­სი­კას. ჩემ­თვის გან­ტვირ­თვაც მხო­ლოდ მუ­სი­კაა და... პო­ე­ზია. თვი­თო­ნაც ვწერ ლექ­სებს და პო­ე­მებს. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვარ ჯა­ზით - ამ კუ­თხით ბევ­რს ვმუ­შა­ობ, ვუკ­რავ და ვმღე­რი, ასე­ვე, თა­ნა­მედ­რო­ვე პო­პით, ტექ­ნო­საც ვუკ­რავ. ჩემ­თვის მუ­სი­კა ნიშ­ნავს არა რამე კონ­კრე­ტულ სტილს, არა­მედ - ყვე­ლა სტილს, ერ­თად. ისე­თი მუ­სი­კაც კი გა­მი­კე­თე­ბია, სა­დაც ჯაზი და პოპი ან პოპი და ფლა­მენ­კო, ან ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რი და ფლა­მენ­კო არის შერ­წყმუ­ლი. სა­ერ­თოდ, ფლა­მენ­კო ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და მის მე­ფედ პაკო დე ლუ­სი­ას მი­ვიჩ­ნევ. აქ ფლა­მენ­კოს დაკ­ვრაც და­ვი­წყე და ეს­პა­ნურ­საც ვსწავ­ლობ, რად­გან რა­ღაც ხნით ეს­პა­ნეთ­შიც მინ­და წა­ვი­დე. ასე­ვე, ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კა და უდი­დეს კლა­სი­კო­სებს ვუს­მენ. სა­მო­მავ­ლოდ ამე­რი­კა­ში ვა­პი­რებ წას­ვლას და მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რის იქ გაგ­რძე­ლე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს და-ძმას, ისი­ნი სტრას­ბურ­გში სწავ­ლო­ბენ. ჩემი ძმა - იო­ა­ნე არის ფეხ­ბურ­თე­ლი, და­დის ფეხ­ბურთზე და კარგ მო­მა­ვალს უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბენ.

- ოჯა­ხი­დან სუ­ლი­ე­რად რო­მელს უფრო გა­გი­ჭირ­დათ საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რე­ბა?

- პირ­ველ რიგ­ში - მშობ­ლებს, ალ­ბათ, უფრო მე­ტად დე­დას და შემ­დეგ - მა­მას. მაგ­რამ ამა­ზე არა­ვინ ვა­მახ­ვი­ლებთ ყუ­რა­დღე­ბას, რად­გან მთე­ლი ოჯა­ხი ერ­თად ვართ და ერ­თმა­ნეთს ვაძ­ლი­ე­რებთ, თო­რემ... სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ტო­ვეთ ბებო-პაპა, ბევ­რი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი, ვის­ზეც ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობთ და ვინც ჩვენ­ზე ნერ­ვი­უ­ლობს და... რა თქმა უნდა, ყვე­ლას გაგ­ვი­ჭირ­და.

- რას აკე­თებთ იმის­თვის, რომ უმ­ცრო­სებ­მა ქარ­თუ­ლი ენა არ და­ი­ვი­წყონ?

- ჩვენც რომ არ ვი­ყოთ, უფ­რო­სი და-ძმა და მხო­ლოდ პა­ტა­რა მარ­კო­ზი იყოს, ჩემი გმი­რი მშობ­ლე­ბი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებ­დნენ და მას ენას არ და­ა­ვი­წყებ­დნენ, მაგ­რამ ჩვენ ბევ­რნი ვართ და მას­ზე ყვე­ლა ვი­ღებთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. რომ წა­მო­ვე­დით, მარ­კოზს პირ­ვე­ლი კლა­სიც არ ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ამი­ტომ ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი აქ ჩვენ ვას­წავ­ლეთ. უკვე კარ­გად კი­თხუ­ლობს. გარ­და ამი­სა, შინ ერ­თმა­ნეთ­თან სულ ვურ­თი­ერ­თობთ, ბევ­რნი ვართ და ბევ­რსაც ვლა­პა­რა­კობთ, რა თქმა უნდა, ქარ­თუ­ლად. ჯერ­ჯე­რო­ბით სახ­ლში ფრან­გუ­ლად ლა­პა­რა­კი არ დაგ­ვი­წყია და ვფიქ­რობ, ეგ დრო არც დად­გე­ბა. რაც წა­მო­ვე­დით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ არ ჩა­მოვ­სულ­ვართ. იმე­დი მაქვს, ამის სა­შუ­ა­ლე­ბაც მალე მოგ­ვე­ცე­მა.

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მია
0

წარმატებები

ემიგრანტი
0

ბევრი წარმატება შენ ძალიან კარგო შვილო ❤️❤️❤️❤️❤️❤️

ავტორი:

"სხვა ქვეყანაში რაგინდ კარგად იყო,  სამშობლოში ყოფნის განცდა მაინც ვერასდროს გექნება" - როგორ გაგრძელდა ინტერნეტჰიტად ქცეული ვიდეოს გმირი ბიჭუნას გზა

"სხვა ქვეყანაში რაგინდ კარგად იყო,  სამშობლოში ყოფნის განცდა მაინც ვერასდროს გექნება" - როგორ გაგრძელდა ინტერნეტჰიტად ქცეული ვიდეოს გმირი ბიჭუნას გზა

წლების წინ "ფეისბუკზე“ გავიცანი... სიმღერით - 12 წლის პუტკუნა, თვალციმციმა, ლამაზი ბიჭის პატარა გოგონასთან დუეტში შესანიშნავად, გულიანად ნამღერმა ფირუზ მახათელაშვილის სატრფიალომ - "ნუ გიყვარს, ქალავ“, იმხანად სოციალური ქსელი დაიპყრო. ახლახან ეს ნამღერი ფეისბუქ-მოგონებამ გამახსენა. გავიფიქრე, ნეტავ, სად არის ახლა-მეთქი? კომენტარებს ჩავყევი და მის სახელსა და გვარსაც გადავაწყდი, შემდეგ - პირად გვერდსაც ვეწვიე და...

უკვე დიდი ბიჭი ვიხილე, ლამაზი, წარმოსადეგი, შეცვლილი და მრავალფეროვანი რეპერტუარით, გიტარაზე შესრულებული კომპოზიციებით და ძალიან სასიამოვნო ვოკალით. მაშინვე მივწერე და მყისვე მიპასუხა. 18 წლის ლუკა წიკლაური დღეს თავის დიდ ოჯახთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობს. როგორ მოხვდა საზღვარგარეთ, სად სწავლობს, რაზე ოცნებობს და... კიდევ ბევრი რამის გაგება მინდოდა მასზე, ამიტომ, მოდი, ერთად მოვისმინოთ მისი ამბავი.

ლუკა წიკლაური:

- წარმოშობით გუდამაყრიდან ვარ, მაგრამ დავიბადე და გავიზარდე თბილისში. 6 წლის ვიყავი, ლოტბარ და მომღერალ გიორგი უშიკიშვილის ფოლკლორის ეროვნულ სკოლაში რომ შემიყვანეს, მერე მომდევნო ეტაპიც იქვე გავიარე - ანსამბლ "ლაშარელაში“ და მთავარ ანსამბლ "ლაშარშიც“ უნდა გადავსულიყავი, მაგრამ მთელი ოჯახი, ერთად წამოვედით საფრანგეთში. მე ახლა ოჯახისგან შორს ვარ - ლიონში, ისინი კი სტრასბურგში არიან. წამოვედი, რადგან ლიონის კონსერვატორიაში დავიწყე სწავლა, საოპერო ვოკალის განხრით.

- მოკლედ, მუსიკას ვერ მოწყდი...

- მუსიკას ვერც მოვწყდები, რადგან ერთადერთი მიზეზი, რის გამოც აქ ვარ, სწორედ მუსიკაა. ზოგადად, ძალიან მუსიკალური ოჯახი გვაქვს, თუმცა ყველას ისე არ უყვარს მუსიკა, როგორც - მე და მამას. ჩვენ მართლაც შეპყრობილები ვართ მუსიკით. მამას - უჩა წიკლაურს თბილისის კონსერვატორია აქვს დამთავრებული, კლასიკური გიტარის განხრით, ასევე, 20 წლის განმავლობაში ავჭალის წმ. ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის რეგენტიც იყო. დედას პროფესიული მუსიკალური განათლება არ მიუღია, მაგრამ ძალიან კარგი სმენა აქვს, სიმღერით ჩემი და-ძმაც გამოირჩევა, ასე რომ, ხმებშიც ხშირად ვმღერით ერთად.

- ოჯახში მთელი ანსამბლი ყოფილხართ! რამდენი და-ძმა გყავს?

- ექვსნი ვართ - 4 ძმა და 2 და ანუ ყველაზე უფროსი მე ვარ - 18 წლის, შემდეგ მოდიან: მათე, იოანე, ქეთევანი, თეკლა და მარკოზი, რომელიც 8 წლის არის.

- მშობლებს ოთხივე ვაჟისთვის ქრისტეს მახარებლების სახელები დაურქმევიათ...

- ჩემს მშობლებს, უჩას და ნინოს ჩვენს დაბადებამდე ჰქონიათ ასე ჩაფიქრებული. რაც შეეხება საფრანგეთში წამოსვლას, ყველაფერი სპონტანურად გადაწყდა და, რაც მთავარია, ეს ყველას სურვილი იყო. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას სამშობლოსთან და ახლობლებთან განშორების სევდაც ახლდა და, ასევე, ყველამ ვიცოდით, რომ წინ ბევრი სირთულე გველოდა, ფრანგული ენაც არ ვიცოდით, მაგრამ თითოეული ჩვენგანი მზად ვიყავით, უფლის თანადგომით, ყველა სირთულეს შევჭიდებოდით. ვიდრე თბილისის აეროპორტში მივიდოდით, ვერც კი ვაცნობიერებდით, რომ ნამდვილად მივფრინავდით, ამ სევდას მძაფრად ვერ აღვიქვამდით, აეროპორტში კი, სადაც ჩვენი აცრემლებული ახლობლები გვაცილებდნენ, ჩვენც ძალიან განვიცადეთ, ჩვენც ავცრემლდით და იმ დღიდან მოყოლებული, ის რაღაც განცდა, თითქოს პატარა შავი წერტილივით რომ მოგვყვება, არ განელებულა. ალბათ, ამას უსამშობლოდ ყოფნა ჰქვია.

ვფიქრობ, სხვა ქვეყანაში, რაგინდ კარგადაც უნდა იყო, სამშობლოში ყოფნის განცდა მაინც ვერასდროს გექნება. საფრანგეთში მალევე მოგვცეს ბინადრობის უფლება, ენაც მალე შევისწავლეთ, ადაპტაციაც გავიარეთ, უმცროსები სკოლაში დადიან, მშობლები მუშაობენ, მეც ნატვრა ავიხდინე და კონსერვატორიაში ვსწავლობ და უკვე მესამე წელია, აქ ვართ. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ უკვე დავიმკვიდრეთ თავი. ამისთვის მეც და ჩემი ოჯახიც მადლობას ვეუბნებით საფრანგეთს.

- და მაინც, ლუკა, გარდა უახლოეს ნათესავებთან და მეგობრებთან ფიზიკურად დაშორებისა, პირადად შენ რა დაგაკლდა?

- ჩემი მუსიკალური წრე! თავდაპირველად ეს წრე გიორგი უშიკიშვილითა და ფოლკლორის სკოლაში შეძენილი მეგობრებით დაიწყო. გიორგი უშიკიშვილმა ბავშვობის წლები გამილამაზა და მისგან უდიდესი საგანძური შევიძინე - ქართული პოლიფონია. ახლა ვხვდები, მე თუ სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის ათვისება შემიძლია, ეს სწორედ ქართული პოლიფონიის დამსახურებაა და ამისთვის მუდამ მადლობელი ვიქნები გიორგი უშიკიშვილის, რომელსაც დიდი სიყვარულით მოვიკითხავ ლიონიდან.

ჩემს ცხოვრებაში დიდი კვალი დატოვა გია ბაღაშვილმა და "იუმორინაში“ მონაწილეობამ. 14 წლის ვიყავი, "იუმორინაში“ რომ მოვხვდი, თუმცა მანამდე ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთმა ადამიანმა შეასრულა დიდი როლი - 1 თუ 2 წლით ადრე მომღერალსა და კომპოზიტორს დავით არჩვაძეს ინტერნეტით ჩემი ვიდეოები უნახავს, მომძებნა და მითხრა, რომ გადაცემაში, რომელსაც ერქვა "სტუმრად იუმორინაში“, მისი სიმღერა - "ღიღილო“ უნდა მემღერა. როგორც ჩანს, ჩემი იქ გამოსვლა გია ბაღაშვილს დაამახსოვრდა. როდესაც, რამდენიმე წლის შემდეგ, საახალწლო "იუმორინის“ კონცერტების სცენარში "ქუჩის მუსიკოსების“ ბავშვობის წარმოდგენა დაამატა, ბავშვები თითოეული მუსიკოსის გარეგნობიდან გამომდინარე შეარჩია და მე შესანიშნავი მომღერლისა და ჩემი უსაყვარლესი ადამიანის - გია დავითიანის ბავშვობა მომანდო.

- პუტკუნა ბავშვი რადგან იყავი, იმიტომ?

- დიახ, ზუსტად ამიტომ. მაგრამ მაინც შეუთავსებელი ვიყავი, რადგან იმ პერიოდში გია წონაში საგრძნობლად დაკლებული იყო (იცინის). მოკლედ, მას შემდეგ ანუ 2016 წლიდან 2018 წლამდე მათთან ერთად გამოვდიოდი სცენაზე. თუ ნებას დამრთავთ, ამ სტატიიდან მოვიკითხავ დავით არჩვაძეს და "ქუჩის მუსიკოსების“ თითოეულ წევრს, ასევე, უღრმეს მადლობას გადავუხდი მუსიკოსებს იმ დღეებისთვის და უდიდეს სიყვარულს გავუგზავნი მათ და გია ბაღაშვილს.

- მოდი, ფრანგულ ცხოვრებაზეც გვიამბე, აქაც ხომ მოგიწია სკოლაში სწავლამ?

- დიახ. საფრანგეთში რომ ჩამოვედით, 16 წლის ვიყავი და ერთი წელი ვისწავლე საკმაოდ მაღალი დონის ფრანგულ ლიცეუმში, მაგრამ მუსიკალურ განათლებას ვერც იქ და ვერც იქვე, ახლომახლო, ვერსად მივიღებდი. რაღაც ხნის შემდეგ წამოვედი ლიონში, ჩემები კი საცხოვრებლად გადავიდნენ სტრასბურგში. ლიონის კონსერვატორიაში გიტარის კუთხით მინდოდა ჩაბარება, მაგრამ გიტარის გაკვეთილებზე მიღება შეზღუდული იყო. წელი რომ არ გამცდენოდა, ამიტომ საოპერო ვოკალის განხრით ჩავაბარე. სწავლის ხარისხი აქ ძალიან მაღალია, თუმცა ოპერა ნამდვილად არ არის ის ჟანრი, რასაც მთელი ცხოვრება გავყვები. პარალელურად, აქ, რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ვგალობ რუსულ პოლიფონიურ საგალობლებს. სამწუხაროდ, ლიონში ქართული ეკლესია არ არის. გატაცებებიც მაქვს - მუსიკის კეთება სახლში ან, თუ ამინდი მიწყობს ხელს - ბუნებაში. მივდივარ გიტარით, განვმარტოვდები და ასე ვქმნი საკუთარ მუსიკას. ჩემთვის განტვირთვაც მხოლოდ მუსიკაა და... პოეზია. თვითონაც ვწერ ლექსებს და პოემებს. დაინტერესებული ვარ ჯაზით - ამ კუთხით ბევრს ვმუშაობ, ვუკრავ და ვმღერი, ასევე, თანამედროვე პოპით, ტექნოსაც ვუკრავ. ჩემთვის მუსიკა ნიშნავს არა რამე კონკრეტულ სტილს, არამედ - ყველა სტილს, ერთად. ისეთი მუსიკაც კი გამიკეთებია, სადაც ჯაზი და პოპი ან პოპი და ფლამენკო, ან ქართული ფოლკლორი და ფლამენკო არის შერწყმული. საერთოდ, ფლამენკო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მის მეფედ პაკო დე ლუსიას მივიჩნევ. აქ ფლამენკოს დაკვრაც დავიწყე და ესპანურსაც ვსწავლობ, რადგან რაღაც ხნით ესპანეთშიც მინდა წავიდე. ასევე, ძალიან მაინტერესებს კლასიკური მუსიკა და უდიდეს კლასიკოსებს ვუსმენ. სამომავლოდ ამერიკაში ვაპირებ წასვლას და მუსიკალური კარიერის იქ გაგრძელებას.

რაც შეეხება ჩემს და-ძმას, ისინი სტრასბურგში სწავლობენ. ჩემი ძმა - იოანე არის ფეხბურთელი, დადის ფეხბურთზე და კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

- ოჯახიდან სულიერად რომელს უფრო გაგიჭირდათ საფრანგეთში ცხოვრება?

- პირველ რიგში - მშობლებს, ალბათ, უფრო მეტად დედას და შემდეგ - მამას. მაგრამ ამაზე არავინ ვამახვილებთ ყურადღებას, რადგან მთელი ოჯახი ერთად ვართ და ერთმანეთს ვაძლიერებთ, თორემ... საქართველოში დავტოვეთ ბებო-პაპა, ბევრი საყვარელი ადამიანი, ვისზეც ძალიან ვნერვიულობთ და ვინც ჩვენზე ნერვიულობს და... რა თქმა უნდა, ყველას გაგვიჭირდა.

- რას აკეთებთ იმისთვის, რომ უმცროსებმა ქართული ენა არ დაივიწყონ?

- ჩვენც რომ არ ვიყოთ, უფროსი და-ძმა და მხოლოდ პატარა მარკოზი იყოს, ჩემი გმირი მშობლები ყველაფერს გააკეთებდნენ და მას ენას არ დაავიწყებდნენ, მაგრამ ჩვენ ბევრნი ვართ და მასზე ყველა ვიღებთ პასუხისმგებლობას. რომ წამოვედით, მარკოზს პირველი კლასიც არ ჰქონდა დამთავრებული, ამიტომ ქართული ანბანი აქ ჩვენ ვასწავლეთ. უკვე კარგად კითხულობს. გარდა ამისა, შინ ერთმანეთთან სულ ვურთიერთობთ, ბევრნი ვართ და ბევრსაც ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, ქართულად. ჯერჯერობით სახლში ფრანგულად ლაპარაკი არ დაგვიწყია და ვფიქრობ, ეგ დრო არც დადგება. რაც წამოვედით, საქართველოში ჯერ არ ჩამოვსულვართ. იმედი მაქვს, ამის საშუალებაც მალე მოგვეცემა.

ავტორი: ირმა ხარშილაძე

ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლები აშენდება - რაზე ისაუბრეს საპატრიარქოში გმართულ შეხვედრაზე

ეკატერინე ტიკარაძე, მეუფე შიო, კარლ ჰარცელი... - რა შეხვედრა მიმდინარეობს საპატრიარქოში

ამირან გამყრელიძე ჟურნალისტს - თქვენმა ხელმძღვანელმა მითხრას: "ძალიან მინდა ამირან გამყრელიძე გადადგეს", იქნებ მერე გაგიწიოთ ანგარიში