პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერ-მინისტრმა 4 რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა
პრემიერ-მინისტრმა 4 რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ 4 რე­გი­ონ­ში ახა­ლი სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლე­ბი და­ნიშ­ნა.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გუ­რი­ის რე­გი­ონ­ში სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას გი­ორ­გი სა­ხო­კია და­ი­კა­ვებს, რო­მე­ლიც დღემ­დე სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე იყო. 2014 წლი­დან გი­ორ­გი სა­ხო­კია მუ­შა­ობ­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, მათ შო­რის - იყო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სი, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე, სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი. 2013-2014 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში შიდა აუ­დი­ტის სამ­სა­ხურს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. აქვს კერ­ძო სექ­ტორ­ში, ასე­ვე არა­ერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტში, მათ შო­რის მმარ­თველ პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა. გი­ორ­გი სა­ხო­კია პრო­ფე­სი­ით სა­მარ­თალმცოდ­ნეა, გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი აქვს ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ასე­ვე არის არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე.

შიდა ქარ­თლის რე­გი­ონ­ში სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლად მა­მუ­კა სა­ღა­რე­იშ­ვი­ლი და­ი­ნიშ­ნა. მა­მუ­კა სა­ღა­რე­იშ­ვი­ლი 2005 წლი­დან, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნიტ­რო­ში სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობს. იგი 2015 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან 2018 წლის აგ­ვის­ტომ­დე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, ხოლო შემ­დეგ - შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი იყო. 2018 წლის სექ­ტემ­ბრი­დან იყო თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, ხოლო 2020 წლის აპ­რი­ლი­დან - სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე.

რაჭა-ლე­ჩხუმ-ქვე­მო სვა­ნეთ­ში სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლი პარ­მენ მარ­გვე­ლი­ძე იქ­ნე­ბა. პარ­მენ მარ­გვე­ლი­ძეს, რო­მე­ლიც 2013-2017 წლებ­ში აღ­ნიშ­ნულ რე­გი­ონ­ში სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლი უკვე იყო, სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბის მდი­და­რი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. იგი არა­ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, მათ შო­რის იყო მომ­სა­ხუ­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე, ქუ­თა­ი­სის სერ­ვის­ცენ­ტრის უფ­რო­სი, უბ­ნის ოფი­ცერ­თა სამ­მარ­თვე­ლოს იმე­რე­თი­სა და რაჭა-ლე­ჩხუ­მის სექ­ტო­რის უფ­რო­სი, მომ­სა­ხუ­რე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს ამ­ბრო­ლა­უ­რის სერ­ვის­ცენ­ტრის უფ­რო­სი, გა­და­სა­ხა­დე­ბის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს ამ­ბრო­ლა­უ­რის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი.

მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის რე­გი­ონ­ში სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ვით ნო­ზა­ძე და­ი­კა­ვებს. და­ვით ნო­ზა­ძე პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტია, მას გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი აქვს ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. და­ვით ნო­ზა­ძეს აქვს რო­გორც სა­ჯა­რო, ისე კერ­ძო სექ­ტორ­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა. სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში იგი მუ­შა­ობ­და არა­სა­პა­ტიმ­რო სას­ჯელ­თა აღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ში, მათ შო­რის ას­რუ­ლებ­და სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სის მო­ვა­ლე­ო­ბას, იყო სა­ა­გენ­ტოს თბი­ლი­სის პრო­ბა­ცი­ის ბი­უ­როს უფ­რო­სი, უწყე­ბის იუ­რის­ტი, 2004-2010 წლებ­ში კი კერ­ძო სექ­ტორ­ში საქ­მი­ა­ნობ­და.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე მწარეა-არ დაბლოკოთ
0

კი ბატონო დანიშნეთ, მაგრამ გააფრთხილეთ კიდეც,რომ ხალხს მოუსმინონ და არ გაიბღინძნონ

არც ნაცი, არც ქოცი
0

და სამართლებრივად რა არის ეს ,,გუბერნიებიო", რა ფუნქციები აქვთ კანონმდებლობით? და ბოლოს რა საჭიროა?!

ავტორი:

პრემიერ-მინისტრმა 4 რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა

პრემიერ-მინისტრმა 4 რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 4 რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა.

მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას გიორგი სახოკია დაიკავებს, რომელიც დღემდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. 2014 წლიდან გიორგი სახოკია მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის - იყო ადმინისტრაციის უფროსი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, საჯარო ინფორმაციის სამმართველოს უფროსი. 2013-2014 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოში შიდა აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობდა. აქვს კერძო სექტორში, ასევე არაერთ საერთაშორისო პროექტში, მათ შორის მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. გიორგი სახოკია პროფესიით სამართალმცოდნეა, განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე არის არაერთი საერთაშორისო პროგრამის მონაწილე.

შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად მამუკა საღარეიშვილი დაინიშნა. მამუკა საღარეიშვილი 2005 წლიდან, შინაგან საქმეთა სამინიტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს. იგი 2015 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის აგვისტომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ხოლო შემდეგ - შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. 2018 წლის სექტემბრიდან იყო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ხოლო 2020 წლის აპრილიდან - სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგველიძე იქნება. პარმენ მარგველიძეს, რომელიც 2013-2017 წლებში აღნიშნულ რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული უკვე იყო, საჯარო სამსახურში მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვს. იგი არაერთი წლის განმავლობაში მუშაობდა შემოსავლების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის იყო მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ქუთაისის სერვისცენტრის უფროსი, უბნის ოფიცერთა სამმართველოს იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სექტორის უფროსი, მომსახურების სამმართველოს ამბროლაურის სერვისცენტრის უფროსი, გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს ამბროლაურის განყოფილების უფროსი.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას დავით ნოზაძე დაიკავებს. დავით ნოზაძე პროფესიით იურისტია, მას განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დავით ნოზაძეს აქვს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება. სხვადასხვა პერიოდში იგი მუშაობდა არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში, მათ შორის ასრულებდა სააგენტოს უფროსის მოვალეობას, იყო სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსი, უწყების იურისტი, 2004-2010 წლებში კი კერძო სექტორში საქმიანობდა.

სააკაშვილი უკრაინის ელჩის წინააღმდეგ - რას აცხადებს უკრაინის საგარეო უწყება?

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

არეულობა "ევროპულ საქართველოში" - არაოფიციალური ინფორმაციით, ბაქრაძე პარტიიდან მიდის, უგულავასა და ბოკერიას შორის კი დაპირისპირებაა