პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრი პოლიციელი გამოწვევებით სავსე პერიოდში ოჯახის წევრებსაც ვერ ნახულობს... ამ ვითარებაში ხდება მათზე თავდასხმები" - რა განცხადება გაკეთდა შსს-ში?
"ბევრი პოლიციელი გამოწვევებით სავსე პერიოდში ოჯახის წევრებსაც ვერ ნახულობს... ამ ვითარებაში ხდება მათზე თავდასხმები" - რა განცხადება გაკეთდა შსს-ში?

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა­ში, პო­ლი­ცი­ის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მიზ­ნით, ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ვრცელ­დე­ბა, რაც პო­ლი­ცი­ის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბის შე­სუს­ტე­ბას და პო­ლი­ცი­ელ­თა ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

ამის შე­სა­ხებ შსს-ს სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა ნინო გი­ორ­გო­ბი­ან­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

"გვსურს, გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა­ში, პო­ლი­ცი­ის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მიზ­ნით, ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას, რო­მელ­მაც ბოლო პე­რი­ოდ­ში პერ­მა­ნენ­ტუ­ლი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო. ეს არის პირ­და­პირ, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი თავ­დას­ხმა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ზე, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუტ­ზე და ემ­სა­ხუ­რე­ბა პო­ლი­ცი­ის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბის შე­სუს­ტე­ბას და პო­ლი­ცი­ელ­თა ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვას.

ყო­ველ­დღი­უ­რად ხდე­ბა სა­მი­ნის­ტროს მი­მართ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა. ამ ყვე­ლაფ­რის მი­ზა­ნი, ყვე­ლას­თვის გა­სა­გე­ბია და ამას უკვე სა­ზო­გა­დო­ე­ბაც ხე­დავს, არის ერ­თა­დერ­თი - შე­სუს­ტდეს ნდო­ბა უწყე­ბის მი­მართ, იმ უწყე­ბის, რო­მე­ლიც 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში ზრუ­ნავს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე.

ყვე­ლამ კარ­გად იცის, თუ რა რე­ჟიმ­ში უწევთ მუ­შა­ო­ბა ჩვენს პო­ლი­ცი­ე­ლებს - სა­მი­ნის­ტროს თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელს იმი­სათ­ვის, რომ ქვე­ყა­ნა­ში და­ცუ­ლი იყოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მარ­თლწეს­რი­გი და უსაფრ­თხო­ე­ბა.

გან­სა­კუთ­რე­ბით, ალ­ბათ, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ეს ბოლო ერთი წელი, რაც პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, კრი­მი­ნალ­თან ბრძო­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში. ბევ­რი მათ­გა­ნი ამ გა­მოწ­ვე­ვე­ბით სავ­სე პე­რი­ოდ­ში სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რებ­საც კი ვერ ნა­ხუ­ლობს. იცით, ალ­ბათ, რომ ზო­გი­ერთ ჩვენს თა­ნამ­შრო­მელს ახ­ლად შე­ძე­ნი­ლი შვი­ლე­ბი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ჰყავ­დათ ნა­ნა­ხი. და აი, ამ რთულ ვი­თა­რე­ბა­ში ხდე­ბა მათ­ზე თავ­დას­ხმე­ბი.

აქვე მინ­და ისიც აღ­ვნიშ­ნო, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი უწყე­ბაა, და­ახ­ლო­ე­ბით 40 000 თა­ნამ­შრო­მე­ლი მუ­შა­ობს და რა თქმა უნდა, არის გა­დაც­დო­მის ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, რა­ზეც სა­მი­ნის­ტრო რე­ა­გი­რებს და ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­აქ­ტი­უ­ლად თა­ვად­ვე ვაწ­ვდით მე­დი­ას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის ტი­რა­ჟი­რე­ბა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გარ­და, აქ­ტი­უ­რად ხორ­ცი­ელ­დე­ბა სხვა უწყე­ბე­ბის მი­სა­მარ­თი­თაც. ისე­ვე რო­გორც მე, ჩემს კო­ლე­გებ­საც, სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან, არა­ერ­თხელ მო­უ­წი­ათ გან­ცხა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბა მე­დი­ის არა­ერთ ტყუ­ილ­ზე.

დღეს მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მა­გა­ლითს და­გი­სა­ხე­ლებთ, რად­გან თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი რომ ჩა­მოვ­თვა­ლო, ალ­ბათ, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო.

ბოლო პე­რი­ოდ­ში, ერთ-ერ­თმა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ათე­უ­ლის მე­თა­უ­რი - გელა კვა­ში­ლა­ვა პირ­და­პირ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო გა­და­ტა­ნა­ში, გა­მო­აქ­ვეყ­ნა მისი სუ­რა­თი და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა არ და­ა­დას­ტუ­რა აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი, შემ­დგომ ჩვენ­მა დე­პარ­ტა­მენ­ტმაც და­მა­ტე­ბით აუხ­სნა სი­უ­ჟე­ტის ავ­ტორს, რომ არას­წორ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობ­და, მა­ინც მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში გა­ვი­და რე­პორ­ტა­ჟი. ეს იყო ფეიკ ნი­უ­სის კლა­სი­კუ­რი მა­გა­ლი­თი.

ასე­ვე, ერთ-ერთი ტე­ლე­ვი­ზი­ის ეთერ­ში უმ­ძი­მე­სი ბრალ­დე­ბა მო­ვის­მი­ნეთ, თით­ქოს პო­ლი­ცია და კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში ჩაბ­მულ მო­ქა­ლა­ქე­ებს მფარ­ვე­ლო­ბენ. აქაც, ამ შემ­თხვე­ვა­შიც, ანონსში­ვე მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში გა­ვი­და ეს ინ­ფორ­მა­ცია, ხოლო შემ­დგომ გა­და­ვა­მოწ­მეთ ინ­ფორ­მა­ცია და ვუ­თხა­რით, რომ მათ მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი არ იყ­ვნენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, მა­ინც გა­აგ­რძე­ლეს სიც­რუ­ის ტი­რა­ჟი­რე­ბა. აგ­რეთ­ვე, რე­პორ­ტაჟ­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის კო­მენ­ტა­რის ინ­ტერპრე­ტი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეს, თით­ქოს­და პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნას რა­ი­მე კავ­ში­რი ჰქონ­და მათ მიერ მომ­ზა­დე­ბულ რე­პორ­ტაჟ­თან.

დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის კი­დევ ერთი ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის ახ­ლად და­ნიშ­ნუ­ლი უფ­რო­სის მი­მართ ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე არ­ხის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცრუ ინ­ფორ­მა­ცია. აქაც, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ილია კვა­ღი­ნი­ძემ თა­ვად გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში არას­დროს უმუ­შა­ვია, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­დია კვლავ გა­ნაგ­რძობ­და ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და ფო­ტო­სუ­რა­თე­ბის ტი­რა­ჟი­რე­ბას, იმ ფო­ტო­ე­ბის, რო­მელ­თა­გან მხო­ლოდ ერთ ფო­ტო­ზე ჩან­და ჩემი კო­ლე­გა.

კი­დევ ერთხელ მინ­და გა­ვი­მე­ო­რო ის, რაც და­სა­წყის­ში აღ­ვნიშ­ნე, რომ ნე­ბის­მი­ერ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, მათ შო­რის, მე­დი­ა­ში თუ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მყი­სი­ე­რად რე­ა­გი­რებს და თუ რო­მე­ლი­მე ფაქ­ტი შე­ი­ცავს და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს, ხდე­ბა მისი სწრა­ფი და ეფექ­ტი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბა.

რო­გორც სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა, არ შე­მიძ­ლია, არ გა­ვიხ­სე­ნო მე­დი­ას­თან კარ­გი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მა­გა­ლი­თი. ასე­თი საკ­მა­ოდ ბევ­რია, თუნ­დაც ბოლო ფაქ­ტი, რო­დე­საც კას­პში, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ მო­ქა­ლა­ქეს მძევ­ლად ჰყავ­და აყ­ვა­ნი­ლი ორი პირი და საქ­მე ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეს ეხე­ბო­და. მა­შინ ყვე­ლა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ჩვე­ნი თხოვ­ნა და სა­ნამ არ დას­რულ­და სპე­ცო­პე­რა­ცია, ფაქ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ გა­შუ­ქე­ბუ­ლა. ამა­ზე სა­ჯა­რო მად­ლო­ბა მა­ში­ნაც ვთქვი და ახლა კი­დევ ერთხელ ვი­ტყვი.

ბო­ლოს, მინ­და ვთქვა, რომ ჩვე­ნი დე­პარ­ტა­მენ­ტი კვლავ გა­აგ­რძე­ლებს ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ებ­ზე რე­ა­გი­რე­ბას და სა­მი­ნის­ტრო სა­მარ­თლებ­რი­ვად და­ი­ცავს იმ თა­ნამ­შრო­მელ­თა უფ­ლე­ბებს, ვისი პა­ტი­ვი და ღირ­სე­ბაც შე­ი­ლა­ხე­ბა" - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გო­ბი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჭიჭე
6

მიმართონ სასამართლოს, აუცილებელია!!!

Rati
14

Gamoxtnen exla es damcavebi .. kvelani xart ertnairi 

ავტორი:

"ბევრი პოლიციელი გამოწვევებით სავსე პერიოდში ოჯახის წევრებსაც ვერ ნახულობს... ამ ვითარებაში ხდება მათზე თავდასხმები" - რა განცხადება გაკეთდა შსს-ში?

"ბევრი პოლიციელი გამოწვევებით სავსე პერიოდში ოჯახის წევრებსაც ვერ ნახულობს... ამ ვითარებაში ხდება მათზე თავდასხმები" - რა განცხადება გაკეთდა შსს-ში?

შსს-ს ინფორმაციით, სხვადასხვა მედიასაშუალებაში, პოლიციის დისკრედიტაციის მიზნით, ცრუ ინფორმაციები ვრცელდება, რაც პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობის შესუსტებას და პოლიციელთა ღირსების შელახვას ემსახურება.

ამის შესახებ შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა ნინო გიორგობიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებაში, პოლიციის დისკრედიტაციის მიზნით, ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რომელმაც ბოლო პერიოდში პერმანენტული ხასიათი მიიღო. ეს არის პირდაპირ, მიზანმიმართული თავდასხმა შინაგან საქმეთა სამინისტროზე, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტზე და ემსახურება პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობის შესუსტებას და პოლიციელთა ღირსების შელახვას.

ყოველდღიურად ხდება სამინისტროს მიმართ ცრუ ინფორმაციის გავრცელება. ამ ყველაფრის მიზანი, ყველასთვის გასაგებია და ამას უკვე საზოგადოებაც ხედავს, არის ერთადერთი - შესუსტდეს ნდობა უწყების მიმართ, იმ უწყების, რომელიც 24-საათიან რეჟიმში ზრუნავს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე.

ყველამ კარგად იცის, თუ რა რეჟიმში უწევთ მუშაობა ჩვენს პოლიციელებს - სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს იმისათვის, რომ ქვეყანაში დაცული იყოს საზოგადოებრივი მართლწესრიგი და უსაფრთხოება.

განსაკუთრებით, ალბათ, აღსანიშნავია ეს ბოლო ერთი წელი, რაც პოლიციელები, კრიმინალთან ბრძოლის პარალელურად, აქტიურად არიან ჩართული კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში. ბევრი მათგანი ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი ვერ ნახულობს. იცით, ალბათ, რომ ზოგიერთ ჩვენს თანამშრომელს ახლად შეძენილი შვილები თვეების განმავლობაში არ ჰყავდათ ნანახი. და აი, ამ რთულ ვითარებაში ხდება მათზე თავდასხმები.

აქვე მინდა ისიც აღვნიშნო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე დიდი უწყებაა, დაახლოებით 40 000 თანამშრომელი მუშაობს და რა თქმა უნდა, არის გადაცდომის ერთეული შემთხვევები, რაზეც სამინისტრო რეაგირებს და ამის შესახებ ინფორმაციას პროაქტიულად თავადვე ვაწვდით მედიას.

აღსანიშნავია, რომ ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება, შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა, აქტიურად ხორციელდება სხვა უწყებების მისამართითაც. ისევე როგორც მე, ჩემს კოლეგებსაც, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტიდან, არაერთხელ მოუწიათ განცხადების გავრცელება მედიის არაერთ ტყუილზე.

დღეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითს დაგისახელებთ, რადგან თითოეული მათგანი რომ ჩამოვთვალო, ალბათ, რამდენიმე საათი იქნება საჭირო.

ბოლო პერიოდში, ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის ათეულის მეთაური - გელა კვაშილავა პირდაპირ დაადანაშაულა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადატანაში, გამოაქვეყნა მისი სურათი და მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა არ დაადასტურა აღნიშნული ფაქტი, შემდგომ ჩვენმა დეპარტამენტმაც დამატებით აუხსნა სიუჟეტის ავტორს, რომ არასწორ ინფორმაციას ფლობდა, მაინც მტკიცებით ფორმაში გავიდა რეპორტაჟი. ეს იყო ფეიკ ნიუსის კლასიკური მაგალითი.

ასევე, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში უმძიმესი ბრალდება მოვისმინეთ, თითქოს პოლიცია და კონკრეტული პოლიციელები პროსტიტუციაში ჩაბმულ მოქალაქეებს მფარველობენ. აქაც, ამ შემთხვევაშიც, ანონსშივე მტკიცებით ფორმაში გავიდა ეს ინფორმაცია, ხოლო შემდგომ გადავამოწმეთ ინფორმაცია და ვუთხარით, რომ მათ მიერ დასახელებული პირები არ იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მაინც გააგრძელეს სიცრუის ტირაჟირება. აგრეთვე, რეპორტაჟში შინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარის ინტერპრეტირება მოახდინეს, თითქოსდა პოლიციის მანქანას რაიმე კავშირი ჰქონდა მათ მიერ მომზადებულ რეპორტაჟთან.

დეზინფორმაციის გავრცელების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია შიდა ქართლის პოლიციის ახლად დანიშნული უფროსის მიმართ ერთდროულად რამდენიმე არხის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია. აქაც, მიუხედავად იმისა, რომ ილია კვაღინიძემ თავად გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში არასდროს უმუშავია, მთელი დღის განმავლობაში მედია კვლავ განაგრძობდა ცრუ ინფორმაციისა და ფოტოსურათების ტირაჟირებას, იმ ფოტოების, რომელთაგან მხოლოდ ერთ ფოტოზე ჩანდა ჩემი კოლეგა.

კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ის, რაც დასაწყისში აღვნიშნე, რომ ნებისმიერ ინფორმაციაზე, მათ შორის, მედიაში თუ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო მყისიერად რეაგირებს და თუ რომელიმე ფაქტი შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ხდება მისი სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება.

როგორც სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა, არ შემიძლია, არ გავიხსენო მედიასთან კარგი თანამშრომლობის მაგალითი. ასეთი საკმაოდ ბევრია, თუნდაც ბოლო ფაქტი, როდესაც კასპში, შეიარაღებულ მოქალაქეს მძევლად ჰყავდა აყვანილი ორი პირი და საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხებოდა. მაშინ ყველა მედიასაშუალებამ გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და სანამ არ დასრულდა სპეცოპერაცია, ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ გაშუქებულა. ამაზე საჯარო მადლობა მაშინაც ვთქვი და ახლა კიდევ ერთხელ ვიტყვი.

ბოლოს, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი დეპარტამენტი კვლავ გააგრძელებს ცრუ ინფორმაციებზე რეაგირებას და სამინისტრო სამართლებრივად დაიცავს იმ თანამშრომელთა უფლებებს, ვისი პატივი და ღირსებაც შეილახება" - აღნიშნა გიორგობიანმა.

"გია შალიკაშვილი 2006 წელს წამებით მოკლეს, ბეტონის ფილები ჰქონდა მობმული, ფრჩხილები კი დამძვრალი" - რას ყვებიან წლების წინ და ფოთში დღეს მომხდარ მკვლელობებზე მეზობლები და ნათესავები

"სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი დაკავებულია" - ვაჟა სირაძის კომენტარი ფოთში მომხდარ მკვლელობაზე

"სავარაუდოდ, ეს უკავშირდება ანგარიშსწორებას" - ფოთში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალი ხდება ცნობილი