სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
AstraZeneca-ს ვაქცინა ვირუსის გადაცემის რისკს ამცირებს - ოქსფორდელი მეცნიერების კვლევა
AstraZeneca-ს ვაქცინა ვირუსის გადაცემის რისკს ამცირებს - ოქსფორდელი მეცნიერების კვლევა

ოქსფორ­დელ მეც­ნი­ე­რებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კარ­გი ამ­ბა­ვი აქვთ. მკვლე­ვა­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ Oxford-AstraZeneca-ს ვაქ­ცი­ნა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამ­ცი­რებს ვირუ­სის გა­და­ცე­მის რისკს და გარ­და ამი­სა, უზ­რუნ­ველ­ყოფს ვირუ­სი­სად­მი მდგრა­დო­ბას, და­ცუ­ლო­ბას პირ­ვე­ლი დო­ზის მი­ღე­ბის შემ­დე­გაც. ბრი­ტა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში თვლი­ან, რომ ეს ამ­ყა­რებს მათ იმე­დებს პან­დე­მი­ის და­მარ­ცხე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"ყო­ვე­ლი­ვე არის დე­მონ­ტრი­რე­ბა იმი­სა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ვაქ­ცი­ნა ეფექ­ტი­ა­ნია, ის ამ­ცი­რებს ვირუ­სის გა­და­ცე­მას“ - ამ­ბობს მეთ ჰენ­კო­კი.

ბრი­ტა­ნე­ლი მკვლე­ვა­რი, იმუ­ნო­ლო­გი, პრო­ფე­სო­რი ელენ ფლე­ჩე­რი ამ­ბობს, რომ ყო­ვე­ლი­ვეს და­სა­ზუს­ტებ­ლად ჯერ კი­დევ არის შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვე­ბი ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი, თუმ­ცა წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბი იმე­დის მომ­ცე­მია. "ამის და­ზუს­ტე­ბას და სა­ბო­ლო­ოდ და­დას­ტუ­რე­ბას, დრო დას­ჭი­რე­ბა", - ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი.

"ეს არის მარ­თლაც შე­სა­ნიშ­ნა­ვი სი­ახ­ლე, მაგ­რამ კი­დევ გვჭირ­დე­ბა კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ კვლავ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია და ვა­ტა­როთ პირ­ბა­დე", - ამ­ბობს ბრი­ტა­ნე­ლი მკვლე­ვა­რი, დაგ ბრა­უ­ნი.

ცნო­ბის­თვის, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. გა­მო­ცე­მა Bloomberg-ის ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ამ დრო­ის­თვის მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია 104.6 მი­ლი­ონ­ზე მეტ ადა­მი­ანს ჩა­უ­ტარ­და. მათ შო­რის, აშშ-ში 33.7 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი აიც­რა, რაც მო­სახ­ლე­ო­ბის 10.2%-ს შე­ად­გენს. აშშ-ს ჩი­ნე­თი მოჰ­ყვე­ბა 24 მი­ლი­ონ­ზე მეტი ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტით, რაც მო­სახ­ლე­ო­ბის 1.7%-ს შე­ად­გენს. ევ­რო­კავ­შირ­ში კი, სა­ერ­თო ჯამ­ში ვაქ­ცი­ნა­ცია 13.4 მი­ლი­ონ ადა­მი­ანს ჩა­უ­ტარ­და.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რაც არ უნდა წეროთ
2

არ ვიცრები, ხომ არის სურვილისამებრ?!

???
6

100 მილიონზე მეტი ადამიანი აცრეს და ახლა იკვლევენ შედეგებს. იქნებ 5-6 თვის შემდეგ ყველა აცრილს ჯანმრთელობა გაუარესდეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

AstraZeneca-ს ვაქცინა ვირუსის გადაცემის რისკს ამცირებს - ოქსფორდელი მეცნიერების კვლევა

AstraZeneca-ს ვაქცინა ვირუსის გადაცემის რისკს ამცირებს - ოქსფორდელი მეცნიერების კვლევა

ოქსფორდელ მეცნიერებს საზოგადოებისთვის კარგი ამბავი აქვთ. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინა მნიშვნელოვნად ამცირებს ვირუსის გადაცემის რისკს და გარდა ამისა, უზრუნველყოფს ვირუსისადმი მდგრადობას, დაცულობას პირველი დოზის მიღების შემდეგაც. ბრიტანეთის ხელისუფლებაში თვლიან, რომ ეს ამყარებს მათ იმედებს პანდემიის დამარცხებასთან დაკავშირებით.

"ყოველივე არის დემონტრირება იმისა, რომ აღნიშნული ვაქცინა ეფექტიანია, ის ამცირებს ვირუსის გადაცემას“ - ამბობს მეთ ჰენკოკი.

ბრიტანელი მკვლევარი, იმუნოლოგი, პროფესორი ელენ ფლეჩერი ამბობს, რომ ყოველივეს დასაზუსტებლად ჯერ კიდევ არის შესაბამისი კვლევები ჩასატარებელი, თუმცა წინასწარი მონაცემები იმედის მომცემია. "ამის დაზუსტებას და საბოლოოდ დადასტურებას, დრო დასჭირება", - ამბობს პროფესორი.

"ეს არის მართლაც შესანიშნავი სიახლე, მაგრამ კიდევ გვჭირდება კვლევების ჩატარება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის შემდეგ კვლავ შევინარჩუნოთ სოციალური დისტანცია და ვატაროთ პირბადე", - ამბობს ბრიტანელი მკვლევარი, დაგ ბრაუნი.

ცნობისთვის, მსოფლიოს მასშტაბით ვაქცინაციის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს. გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 104.6 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. მათ შორის, აშშ-ში 33.7 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 10.2%-ს შეადგენს. აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება 24 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით, რაც მოსახლეობის 1.7%-ს შეადგენს. ევროკავშირში კი, საერთო ჯამში ვაქცინაცია 13.4 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა.

"უცხოეთის ზოგიერთი ქვეყნის დედაქალაქებში ჩემი ჩამოგდების გეგმის დამუშავება მიმდინარეობდა" - ილჰამ ალიევი

"ისმის კითხვები: რას აკეთებს რუსეთის ფედერაცია უკრაინის საზღვართან? პასუხი ძალიან მარტივია, ჩვენ იქ ვცხოვრობთ" - ლავროვი

ჩინეთის CDC-ის დირექტორის თქმით, ინფორმაცია, თითქოს მან აღიარა, რომ "კოვიდის" საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინები ნაკლებეფექტიანია, "სრული გაუგებრობაა"