სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Covid-19-ის ახალი, სახიფათო მუტაცია ვაქცინის ეფექტიანობას ათჯერ ამცირებს - რას წერს BBC-ის რუსული ბიურო
Covid-19-ის ახალი, სახიფათო მუტაცია ვაქცინის ეფექტიანობას ათჯერ ამცირებს - რას წერს BBC-ის რუსული ბიურო

BBC-ის რუ­სუ­ლი ბი­უ­რო წერს რომ, კემ­ბრი­ჯის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­ხი­ფა­თო მუ­ტა­ცია, რო­მე­ლიც ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტუ­რო­ბას 10-ჯერ ამ­ცი­რებს.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მეც­ნი­ერ­თა ცნო­ბით, მუ­ტა­ცია გა­ნი­ცა­და ე.წ. ბრი­ტა­ნულ­მა შტამ­მა და ამ დრო­ის­თვის ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღ­წე­რი­ლია სულ 11 შემ­თხვე­ვა. მკვლე­ვა­რე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სის ამ სა­ხე­ო­ბას E484K-ს უწო­დე­ბენ. BioNTech/Pfizer-ის ვაქ­ცი­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ, ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში ან­ტის­ხე­უ­ლებ­ზე ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ვაქ­ცი­ნა კონ­კრე­ტუ­ლი მუ­ტა­ცი­ი­სად­მი 10-ჯერ უფრო ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტი­ა­ნია.

დიდი ბრი­ტა­ნე­თის ჯან­დაც­ვის მდი­ვან­მა, მეთ ჰენ­კოკ­მა და­ა­დას­ტურ­მა, რომ მუ­ტა­ცი­ის ეს სა­ხე­ო­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნეს ბრის­ტოლ­სა და ლი­ვერ­პულ­ში, სა­დაც ახლა მო­სახ­ლე­ო­ბის მა­სობ­რი­ვად ტეს­ტი­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ამ დრო­ის­თვის ახალ მუ­ტა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით კვლე­ვე­ბი კვლავ გრძელ­დე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით მეც­ნი­ე­რებ­მა არ იცი­ან თუ რამ­დე­ნად გა­დამ­დე­ბია და რამ­დე­ნად სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა ის.

მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, მეც­ნი­ე­რე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა ხელს შე­უ­წყობს ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის, ასე­ვე ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის შემ­ცი­რე­ბას. მა­ში­ნაც კი, თუ ის არ იქ­ნე­ბა დი­დად ეფექ­ტი­ა­ნი ახა­ლი მუ­ტი­რე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტის მი­მართ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. გა­მო­ცე­მა Bloomberg-ის ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ამ დრო­ის­თვის მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია 104.6 მი­ლი­ონ­ზე მეტ ადა­მი­ანს ჩა­უ­ტარ­და.

მათ შო­რის, აშშ-ში 33.7 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი აიც­რა, რაც მო­სახ­ლე­ო­ბის 10.2%-ს შე­ად­გენს. აშშ-ს ჩი­ნე­თი მოჰ­ყვე­ბა 24 მი­ლი­ონ­ზე მეტი ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტით, რაც მო­სახ­ლე­ო­ბის 1.7%-ს შე­ად­გენს. ევ­რო­კავ­შირ­ში კი, სა­ერ­თო ჯამ­ში ვაქ­ცი­ნა­ცია 13.4 მი­ლი­ონ ადა­მი­ანს ჩა­უ­ტარ­და.

რო­გორც "ბლუმ­ბერ­გი" წერს, მსოფ­ლი­ო­ში ვაქ­ცი­ნა­ცია ყო­ველ­დღი­უ­რად სა­შუ­ა­ლოდ 3-3.5 მი­ლი­ონ ადა­მი­ანს უტარ­დე­ბა. ყვე­ლა­ზე სწრა­ფი ტემ­პით მო­სახ­ლე­ო­ბის ვაქ­ცი­ნა­ცია ის­რა­ელ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­დაც უკვე 5 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი აიც­რა, რაც მთლი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის 55.8%-ს შე­ად­გენს. ის­რა­ე­ლის გარ­და, ვაქ­ცი­ნა­ცია სწრა­ფი ტემ­პით არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ა­მი­რო­ებ­სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სად, მო­სახ­ლე­ო­ბის 33% და 15%-ს ვაქ­ცი­ნა­ცია უკვე ჩა­უ­ტარ­და.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sniper
291

წასულია ჩვენი საქმე. ამ ვირუსის გამჩერებელი აღარავინაა მე მგონი. ჩამოგვიყვანენ 7.5 მილიარდიდან 1 მილიარდამდე და მერე გამოაჩენენ ნამდვილ ანტიდოტს.

₩₩₩
1

ყველაზე ფართომასშტაბიანი ექსპერიმენტი ადამიანის სულსა და სხეულზე, რაც კი კაცობრიობის ისტორიაში მომხდარა, სრული ჟონგლიორობა ადამიანის ბედით.... აცრიან ეხლა, ნახევარი წლის შემდეგ იტყვიან: აჰ, ასე კი არა, ისე უნდა ყოფილიყო" ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

Covid-19-ის ახალი, სახიფათო მუტაცია ვაქცინის ეფექტიანობას ათჯერ ამცირებს - რას წერს BBC-ის რუსული ბიურო

Covid-19-ის ახალი, სახიფათო მუტაცია ვაქცინის ეფექტიანობას ათჯერ ამცირებს - რას წერს BBC-ის რუსული ბიურო

BBC-ის რუსული ბიურო წერს რომ, კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს კორონავირუსის სახიფათო მუტაცია, რომელიც ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობას 10-ჯერ ამცირებს.

გამოცემის ინფორმაციით, მეცნიერთა ცნობით, მუტაცია განიცადა ე.წ. ბრიტანულმა შტამმა და ამ დროისთვის ოფიციალურად აღწერილია სულ 11 შემთხვევა. მკვლევარები კორონავირუსის ამ სახეობას E484K-ს უწოდებენ. BioNTech/Pfizer-ის ვაქცინის მიღების შემდეგ, ადამიანის ორგანიზმში ანტისხეულებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აღნიშნული ვაქცინა კონკრეტული მუტაციისადმი 10-ჯერ უფრო ნაკლებად ეფექტიანია.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა დაადასტურმა, რომ მუტაციის ეს სახეობა აღმოაჩინეს ბრისტოლსა და ლივერპულში, სადაც ახლა მოსახლეობის მასობრივად ტესტირება მიმდინარეობს.

ამ დროისთვის ახალ მუტაციასთან დაკავშირებით კვლევები კვლავ გრძელდება. ჯერჯერობით მეცნიერებმა არ იციან თუ რამდენად გადამდებია და რამდენად სწრაფად ვრცელდება ის.

მიუხედავად ყველაფრისა, მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ ვაქცინაციის პროგრამა ხელს შეუწყობს ინფიცირების მაჩვენებლის, ასევე ვირუსით გარდაცვალების მაჩვენებლის შემცირებას. მაშინაც კი, თუ ის არ იქნება დიდად ეფექტიანი ახალი მუტირებული ვარიანტის მიმართ.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის პროგრამა მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 104.6 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.

მათ შორის, აშშ-ში 33.7 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 10.2%-ს შეადგენს. აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება 24 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით, რაც მოსახლეობის 1.7%-ს შეადგენს. ევროკავშირში კი, საერთო ჯამში ვაქცინაცია 13.4 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა.

როგორც "ბლუმბერგი" წერს, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 3-3.5 მილიონ ადამიანს უტარდება. ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 5 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც მთლიანი მოსახლეობის 55.8%-ს შეადგენს. ისრაელის გარდა, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს, სადაც შესაბამისად, მოსახლეობის 33% და 15%-ს ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა.

"პეკინი პასუხს აგებს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის ძირის გამოთხრის გამო!" - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

ერევანი რევანშზე ალაპარაკდა, ბაქო ყარაბაღში სომეხ სამხედროებს არ უშვებს - რა ვითარებაა ომის დამთავრებიდან სამი თვის შემდეგ?

"სომხეთში მომხდარ მიწისძვრას სერიოზული ნგრევა არ მოჰყოლია" - მედია