პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღესვე რომ შემოვიტანოთ ვაქცინა და ვაქცინაცია დავიწყოთ, არანაირი ხინჯი არ იქნება - შერჩეული 10 ცენტრიდან, 3 - რეგიონშია, 7 - თბილისში" - ცერცვაძე
"დღესვე რომ შემოვიტანოთ ვაქცინა და ვაქცინაცია დავიწყოთ, არანაირი ხინჯი არ იქნება - შერჩეული 10 ცენტრიდან, 3 - რეგიონშია, 7 - თბილისში" - ცერცვაძე

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუს­ზე ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით შერ­ჩე­უ­ლი 10 ცენ­ტრი­დან, 3 რე­გი­ონ­შია, 7 თბი­ლის­ში და მათ შო­რის, ერთი ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოა, სა­დაც ვაქ­ცი­ნის შე­სა­ნა­ხად სა­ჭი­რო - 80 გრა­დუ­სი­ა­ნი 2 მა­ცი­ვა­რია გან­თავ­სე­ბუ­ლი.

რო­გორც ცერ­ცვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ვაქ­ცი­ნა­ცია დღეს­ვე რომ და­ი­წყოს, პრო­ცეს­ში ხინ­ჯი არ იქ­ნე­ბა.

"ჩვე­ნი კლი­ნი­კა კო­ვი­დის მარ­თვა­ში პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან არის ჩარ­თუ­ლი, ის არის ფლაგ­მა­ნი, აქვს ყვე­ლა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი რე­სურ­სი, რათა ვაქ­ცი­ნა­ცია ჩა­ტარ­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბით დაც­ვით და უმაღ­ლეს დო­ნე­ზე. ჯერ არ მი­ნა­ხავს ვაქ­ცი­ნის კო­ლო­ფი რამ­ხე­ლაა, მაგ­რამ ძა­ლი­ან ბევ­რი კო­ლო­ფის შე­ნახ­ვა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი რო­გორც ჩვე­ნი ცენ­ტრის მა­ცივ­რებ­ში, ასე­ვე ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში. ჩვენ შე­ვი­ნა­ხავთ მხო­ლოდ იმ რა­ო­დე­ნო­ბას, რაც ჩვენ დაგ­ვჭირ­დე­ბა და ძი­რი­თა­დი მასა ლუ­გარ­ში იქ­ნე­ბა შე­ნა­ხუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ექი­მებს, იმ­დენ­ჯერ არი­ან გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი და ტრე­ნი­რე­ბუ­ლი, ისე კარ­გად ფლო­ბენ რო­გორც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცესს, ასე­ვე ყვე­ლა შე­საძ­ლო გარ­თუ­ლე­ბის მარ­თვას, რომ დღეს­ვე რომ შე­მო­ი­ტა­ნოთ ვაქ­ცი­ნა და და­ვი­წყოთ ვაქ­ცი­ნა­ცია არა­ნა­ი­რი ხინ­ჯი არ იქ­ნე­ბა. ის გარ­თუ­ლე­ბე­ბი, რაც „ფა­ი­ზერს“ ახა­სი­ა­თებს, ალერ­გი­უ­ლი, მძი­მე ალერ­გი­უ­ლი, რა­საც ანა­ფი­ლაქ­ცია ჰქვია, ამის მარ­თვის უზარ­მა­ზა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქვს. 20 წელ­ზე მე­ტია დი­რექ­ტო­რი ვარ, გარ­თუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი იყო, მაგ­რამ ერთი ლე­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვაც არ ყო­ფი­ლა. უნდა ნა­ხოთ, რო­გო­რი დო­ნის სა­თავ­სო­ე­ბია გამ­ზა­დე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის. მი­ნა­ხავს უცხო­ეთ­ში, ტე­ლე­ვი­ზი­ი­თაც, იმ სეგ­მენ­ტში, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და ჰე­პა­ტიტს, შიდსს და ახლა ეხე­ბა კო­ვიდს, არაფ­რით ჩვე­ნი კლინ­კე­ბი არ ჩა­მორ­ჩე­ბა უცხო­ე­თის კლი­ნი­კებს, თუ არ უს­წრე­ბენ. ნა­ხეთ რო­გო­რი სივ­რცე­ე­ბია გა­მო­ყო­ფი­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის, იმ ხალ­ხის­თვის ვინც ელო­დე­ბა და ვინც გა­ი­კე­თებს და ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი უნდა ელო­დოს გარ­თუ­ლე­ბა ექ­ნე­ბა თუ არა. ერთი კორ­პუ­სი უკვე არის გამ­ზა­დე­ბუ­ლი და კი­დევ ერთი ასე­თი­ვე კორ­პუ­სი არის რე­ზერვში", - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

ავტორი:

"დღესვე რომ შემოვიტანოთ ვაქცინა და ვაქცინაცია დავიწყოთ, არანაირი ხინჯი არ იქნება - შერჩეული 10 ცენტრიდან, 3 - რეგიონშია, 7 - თბილისში" - ცერცვაძე

"დღესვე რომ შემოვიტანოთ ვაქცინა და ვაქცინაცია დავიწყოთ, არანაირი ხინჯი არ იქნება - შერჩეული 10 ცენტრიდან, 3 - რეგიონშია, 7 - თბილისში" - ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსზე ვაქცინაციისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეული 10 ცენტრიდან, 3 რეგიონშია, 7 თბილისში და მათ შორის, ერთი ინფექციური საავადმყოფოა, სადაც ვაქცინის შესანახად საჭირო - 80 გრადუსიანი 2 მაცივარია განთავსებული.

როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვაქცინაცია დღესვე რომ დაიწყოს, პროცესში ხინჯი არ იქნება.

"ჩვენი კლინიკა კოვიდის მართვაში პირველივე დღიდან არის ჩართული, ის არის ფლაგმანი, აქვს ყველა მატერიალური და ინტელექტუალური რესურსი, რათა ვაქცინაცია ჩატარდეს საერთაშორისო სტანდარტებით დაცვით და უმაღლეს დონეზე. ჯერ არ მინახავს ვაქცინის კოლოფი რამხელაა, მაგრამ ძალიან ბევრი კოლოფის შენახვა იქნება შესაძლებელი როგორც ჩვენი ცენტრის მაცივრებში, ასევე ლუგარის ლაბორატორიაში. ჩვენ შევინახავთ მხოლოდ იმ რაოდენობას, რაც ჩვენ დაგვჭირდება და ძირითადი მასა ლუგარში იქნება შენახული. რაც შეეხება ექიმებს, იმდენჯერ არიან გადამზადებული და ტრენირებული, ისე კარგად ფლობენ როგორც ვაქცინაციის პროცესს, ასევე ყველა შესაძლო გართულების მართვას, რომ დღესვე რომ შემოიტანოთ ვაქცინა და დავიწყოთ ვაქცინაცია არანაირი ხინჯი არ იქნება. ის გართულებები, რაც „ფაიზერს“ ახასიათებს, ალერგიული, მძიმე ალერგიული, რასაც ანაფილაქცია ჰქვია, ამის მართვის უზარმაზარი გამოცდილება გვაქვს. 20 წელზე მეტია დირექტორი ვარ, გართულების შემთხვევები იყო, მაგრამ ერთი ლეტალური შემთხვევაც არ ყოფილა. უნდა ნახოთ, როგორი დონის სათავსოებია გამზადებული ვაქცინაციისთვის. მინახავს უცხოეთში, ტელევიზიითაც, იმ სეგმენტში, რომელიც ეხებოდა ჰეპატიტს, შიდსს და ახლა ეხება კოვიდს, არაფრით ჩვენი კლინკები არ ჩამორჩება უცხოეთის კლინიკებს, თუ არ უსწრებენ. ნახეთ როგორი სივრცეებია გამოყოფილი ვაქცინაციისთვის, იმ ხალხისთვის ვინც ელოდება და ვინც გაიკეთებს და ნახევარი საათი უნდა ელოდოს გართულება ექნება თუ არა. ერთი კორპუსი უკვე არის გამზადებული და კიდევ ერთი ასეთივე კორპუსი არის რეზერვში", - განაცხადა ცერცვაძემ.

რას ამბობს თბილისის ვიცე-მერი ვაკის პარკში სასტუმროს აშენების საკითხზე?

"ისე მოხდა, რომ ჩემი მეუღლეც "გააჩერეს" და ოჯახში შემომტანი მხოლოდ მე ვარ..." - იუმორისტი ოჯახსა და ეკრანს მიღმა ცხოვრებაზე

"იმიჯის შელახვის ბრალდებას აყენებს სათამაშო ბიზნესი მაშინ, როდესაც უამრავ ადამიანს თვითონ აყენებს ტრაგიკულ ზიანს" - რატომ უჩივლა "სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ" გიორგი ბახტურიძეს