პრემიერი ჩხოროწყუში მოსწავლეების მიერ მერიის შენობის დასუფთავებაზე - ვერ წარმომიდგენია, ეს ადამიანები იმ შენობაში სამუშაოდ ხვალ როგორ უნდა მივიდნენ - უმკაცრესი რეაგირება ექნება ამაზე გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ჩხოროწყუში მოსწავლეების მიერ მერიის შენობის დასუფთავების საკითხზე გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც უმკაცრესი რეაგირება ექნება. პრემიერის შეფასებით, აღნიშნული ფაქტი აღმაშფოთებელია.
"შეფასება შეიძლება იყოს მხოლოდ უმძიმესი აღშფოთება, ვერ წარმომიდგენია, ეს ადამიანები იმ შენობაში სამუშაოდ ხვალ როგორ უნდა მივიდნენ და როგორ უნდა ემსახურონ მოქალაქეებს იქ, სადაც ასეთი აღმაშფოთებელი რამ მოხდა. დარწმუნებული ვარ, გამოძიება მივა ბოლომდე და უმკაცრესი რეაგირება ექნება ამაზე გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც“,- განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ ჩხოროწყუს მერიის შენობაში, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებმა საგაკვეთილო პროცესის შემდეგ საპირფარეშო დაასუფთავეს. ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მოქალაქემ გაავრცელა. როგორც მერიაში “ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, შენობაში მოსწავლეები დასუფთავების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის ინიციატივით მოხვდნენ.
ვერ ვაცადეთ ჩალაძეს? მალტიდან მოჰქონდა ათასობით ვაქცინა,რომელიც მორჩა მალტას და დაუნაწილა სხვადასხვა ქვეყნებს! საიდან მორჩა ამდენი ვაქციცა? საკითხავი ესაა,სულ მალტაში ხომ 400 ათასი კაცი ცხოვრობს! მაგრამ ეს ხომ ბრბოზე გათვლილი ტრიუკია,რომელის კარგად ეხერხება მიშას, ხალხმა ზოგმა სულ არ იცის მალტა რამხელა ქვეყანაა. რომ ეთქვა ისრაელს მორჩა და მოგვცემენო კიდევ დავიჯერებდი!
რა თვალთმაქცია, საზოგადოებას რომ არ ქონოდა მძაფრი რეაქცია ისე გაატარებდა თითქოსდა არაფერი.