პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რომ არ გამლახოს ვინმემ, მჭირდება თავდაცვის საშუალება" - რა შემთხვევაში შეძლებს იაგო ხვიჩია იარაღის ტარებას?
"რომ არ გამლახოს ვინმემ, მჭირდება თავდაცვის საშუალება" - რა შემთხვევაში შეძლებს იაგო ხვიჩია იარაღის ტარებას?

"მე პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი ვარ, მაქვს ია­რა­ღის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა და თუ მე­მუქ­რე­ბა ბა­ტო­ნი მე­ლია, უნდა მივ­მარ­თო სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს, რომ ია­რა­ღის ტა­რე­ბის ნე­ბარ­თვა მქონ­დეს... უბ­რა­ლოდ, რომ არ გამ­ლა­ხოს ვინ­მემ, მე მჭირ­დე­ბა თავ­დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა" - ამის შე­სა­ხებ "გირ­ჩის" ლი­დერ­მა იაგო ხვი­ჩი­ამ გა­ნა­ცხა­და. მარ­თა­ლია, ხვი­ჩი­ას სა­დე­პუ­ტა­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში, ია­რა­ღის ტა­რე­ბის პრი­ვი­ლე­გია აქვს, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლა მა­ინც მო­უ­წევს, "ფი­ზი­კუ­რად მას­ზე დი­დის­გან", თუნ­დაც ნიკა მე­ლი­ას­გან თავი რომ და­იც­ვას.

დე­პუ­ტა­ტე­ბი იმ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა შო­რის არი­ან, რო­მელ­თაც ია­რა­ღით გა­და­ად­გი­ლე­ბის კა­ნო­ნით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა აქვთ და ეს უფ­ლე­ბა მხო­ლოდ პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში ყოფ­ნი­სას ეზღუ­დე­ბათ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ დე­პუ­ტატს ია­რა­ღის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა სა­დე­პუ­ტა­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც უნარ­ჩუნ­დე­ბა.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რა სა­მარ­თლებ­რი­ვი გზის გავ­ლა უწევს კა­ნონ­მდე­ბელს, რომ ია­რა­ღით ია­როს. ია­რა­ღის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა­ზე ნე­ბარ­თვას შს სა­მი­ნის­ტროს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო გას­ცემს. სარ­გებ­ლო­ბა­ში ან სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ია­რა­ღის ტა­რე­ბის, შე­ნახ­ვი­სა და გა­და­ად­გი­ლე­ბის წესი შს მი­ნის­ტრის #164-ე ბრძა­ნე­ბით რე­გუ­ლირ­დე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, რო­მელ­საც ია­რა­ღის ტა­რე­ბის სურ­ვი­ლი აქვს, ვალ­დე­ბუ­ლია, მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მი­მარ­თოს, სა­თა­ნა­დო პრო­ცე­დუ­რე­ბი გა­ი­ა­როს და მის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ია­რა­ღი სამ­სა­ხუ­რებ­რივ-საშ­ტა­ტო ია­რა­ღად და­ა­რე­გის­ტრი­როს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დე­პუ­ტატს პარ­ლა­მენ­ტში ია­რა­ღით სი­ა­რუ­ლი ეკ­რძა­ლე­ბა, თუმ­ცა ამ მხრივ კა­ნო­ნი ერ­თგვარ სა­გა­მო­ნაკ­ლი­სო დათ­ქმას აკე­თებს. კერ­ძოდ, რეგ­ლა­მენ­ტის მი­ხედ­ვით, პარ­ლა­მენ­ტის სა­სახ­ლე­ში და­უშ­ვე­ბე­ლია, მათ შო­რის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი­სათ­ვის, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და ცივი ია­რა­ღის ტა­რე­ბა. ამას­თან, რეგ­ლა­მენ­ტში ნათ­ქვა­მია, რომ ამ წე­სი­დან გა­მო­ნაკ­ლი­სი, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით და პარ­ლა­მენ­ტის სა­სახ­ლე­ში და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის რე­ჟი­მით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

დე­პუ­ტატს, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში ია­რა­ღით გა­მო­ცხად­დე­ბა, სან­ქცი­ის სა­ხით სხდო­მა­თა დარ­ბა­ზის და­ტო­ვე­ბა მო­უ­წევს.

ავ­ტო­რი: ნა­თია ინა­უ­რი

მკითხველის კომენტარები / 61 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიშო
0

ერთმნიშვნელოვნად იაგოებსაც გაგებით უნდა მოვეკიდოთ. ვის ხელში ვართ :დ. 

ILIA
2

ეს გოიმი საიდანღა გამოძვრა...

ავტორი:

"რომ არ გამლახოს ვინმემ, მჭირდება თავდაცვის საშუალება" - რა შემთხვევაში შეძლებს იაგო ხვიჩია იარაღის ტარებას?

"რომ არ გამლახოს ვინმემ, მჭირდება თავდაცვის საშუალება" - რა შემთხვევაში შეძლებს იაგო ხვიჩია იარაღის ტარებას?

"მე პარლამენტის წევრი ვარ, მაქვს იარაღის ტარების უფლება და თუ მემუქრება ბატონი მელია, უნდა მივმართო საქართველოს პარლამენტს, რომ იარაღის ტარების ნებართვა მქონდეს... უბრალოდ, რომ არ გამლახოს ვინმემ, მე მჭირდება თავდაცვის საშუალება" - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მართალია, ხვიჩიას სადეპუტატო უფლებამოსილების ფარგლებში, იარაღის ტარების პრივილეგია აქვს, თუმცა გარკვეული პროცედურების გავლა მაინც მოუწევს, "ფიზიკურად მასზე დიდისგან", თუნდაც ნიკა მელიასგან თავი რომ დაიცვას.

დეპუტატები იმ თანამდებობის პირთა შორის არიან, რომელთაც იარაღით გადაადგილების კანონით მინიჭებული უფლება აქვთ და ეს უფლება მხოლოდ პარლამენტის შენობაში ყოფნისას ეზღუდებათ. აღსანიშნავია ისიც, რომ დეპუტატს იარაღის ტარების უფლება სადეპუტატო უფლებამოსილების დასრულების შემდეგაც უნარჩუნდება.

AMBEBI.GE დაინტერესდა, რა სამართლებრივი გზის გავლა უწევს კანონმდებელს, რომ იარაღით იაროს. იარაღის ტარების უფლების მოპოვებაზე ნებართვას შს სამინისტროს მომსახურების სააგენტო გასცემს. სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღის ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესი შს მინისტრის #164-ე ბრძანებით რეგულირდება, რომლის მიხედვით, პარლამენტის წევრი, რომელსაც იარაღის ტარების სურვილი აქვს, ვალდებულია, მომსახურების სააგენტოს მიმართოს, სათანადო პროცედურები გაიაროს და მის მფლობელობაში არსებული იარაღი სამსახურებრივ-საშტატო იარაღად დაარეგისტრიროს.

აღსანიშნავია, რომ დეპუტატს პარლამენტში იარაღით სიარული ეკრძალება, თუმცა ამ მხრივ კანონი ერთგვარ საგამონაკლისო დათქმას აკეთებს. კერძოდ, რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის სასახლეში დაუშვებელია, მათ შორის პარლამენტის წევრისათვის, ცეცხლსასროლი იარაღისა და ცივი იარაღის ტარება. ამასთან, რეგლამენტში ნათქვამია, რომ ამ წესიდან გამონაკლისი, კანონმდებლობით და პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმით განისაზღვრება.

დეპუტატს, რომელიც პარლამენტის შენობაში იარაღით გამოცხადდება, სანქციის სახით სხდომათა დარბაზის დატოვება მოუწევს.

ავტორი: ნათია ინაური

"დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშლება" - პარლამენტში მისული ოპოზიციონერი დეპუტატების პირველი განცხადებები

"ვინც შედიხართ იქ, აყალბებთ 20 ივნისის მდგომარეობას, ყველა არაკაცები ხართ“ - დაპირისპირება პარლამენტთან

6-თვიანი ბოიკოტი დასრულდა - ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში მივიდნენ