მინდა მოგიწოდოთ ყველას, ნუ აყვებით ჭორებს. დავიცადოთ, სანამ გამოჩნდება ვაქცინა, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, როცა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველომდე მოვა და დადგება საკითხი გავიკეთოთ თუ არა, ეს კითხვები ექიმებს შემდეგ უნდა დავუსვათ.
„თუ ადევნებთ თვალ-ყურს, ყოველ წუთს რაღაც იცვლება კოვიდის დაავადებასთან დაკავშირებით, ვაქცინასთან დაკავშირებით. სულ მუდმივად რაღაც ცვლილებები და ახალი ამბებია. ამასწინათ იყო კიდევ ახალი ამბავი, რომ მოიპარეს ვაქცინის დოკუმენტაცია, ჰაკერები რომ შეცვიდნენ და გადააკეთეს. იყო ასეთი ინფორმაციაც. მე ასევე მინდა მოგიწოდოთ ყველას, ნუ აყვებით ჭორებს. დავიცადოთ, სანამ გამოჩნდება ვაქცინა. ფიზიკურად ვაქცინა ჯერ არ არის ჩვენამდე მოღწეული. რომ დადგება საკითხი გავიკეთოთ თუ არ გავიკეთოთ, მაშინ დავსვათ ის კითხვები, რაც გვაინტერესებს. პირველ რიგში ექიმებს დავუსვათ ეს კითხვები. ვნახოთ, რას გვიპასუხებენ ექიმები. მერე გადავწყვიტოთ. წინასწარ ნუ მივიღებთ გადაწყვეტილებას იმაზე, რაც არ ვიცით. დავაცადოთ, მოვიდეს ეს ვაქცინა და იქნებ გვიშველოს“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
რა ჰაკერები შეცვივდნენ და გადააკეთეს ამას ხომ არ უფრენს. რა უბედურებაა ეს ხალხი სულ დადებილდა?
ექიმებს დავუსვათ გავიკეთოთ თუ არა არაა? ინგლისელები და ამერიკელები და ფრანგები და გერმანელები,როგორც ჩანს ჩამოსაწერები და გიჟები არიან რომ იკეთებენ ვაქცინას. და ექიმი ,რომ გეტყვის შენ ხო კარგად ხარ აბა რისთვის იწვალა ხალხმა ვაქცინა რომ არ გაიკეთოო? მერე შენთან უნდა მოვიდეთ და მერე თქვენგან უნდა მივიღოთ კურთხევა.? ამას ღმერთი ელაპარაკება თუ რა საფულძველზე ეჭვდება?
სხვაა ამბავია ამას იქ ყავს თავისი ხალხი. და იქიდან გაარკვია,რომ ბეზოს და ბილ გეითს ჩიპეპი აქვთ მაგ ვირუსებში და აბა თუ იცით რატომ???
თქვენი სახელფასოდან ფული უნდა მოიპარონ ხალხოოოოო!