პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ინფორმაცია აქვს თამარ გაბუნიას მულტიორგანული ანთების სინდრომით დაავადებულ ბავშვებზე - "მათ მკურნალობას სახელმწიფო დააფინანსებს"
რა ინფორმაცია აქვს თამარ გაბუნიას მულტიორგანული ანთების სინდრომით დაავადებულ ბავშვებზე - "მათ მკურნალობას სახელმწიფო დააფინანსებს"

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, მულ­ტი­ორ­გა­ნუ­ლი ან­თე­ბის სინ­დრო­მით და­ა­ვა­დე­ბულ ბავ­შვე­ბის მკურ­ნა­ლო­ბას სა­ხელ­მწი­ფო სრუ­ლად და­ა­ფი­ნან­სებს.

მი­სი­ვე თქმით, სინ­დრო­მის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტი აქვთ შე­სა­ბა­მის კლი­ნი­კებს და აფ­თი­აქ­ში არ უნდა ვე­ძე­ბოთ.

"მულ­ტი­ორ­გა­ნუ­ლი ან­თე­ბის სინ­დრო­მი, რამ­დე­ნი­მე თვის უკან გახ­და ცნო­ბი­ლი ზო­გა­დად სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, როცა ბრი­ტა­ნეთ­ში და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ეს შემ­თხვე­ვე­ბი და­ფიქ­სირ­და. ჩვენ­თან ამ სინ­დრომ­მა ახლა და­ი­წყო გარ­კვე­ულ­წი­ლად გა­მოვ­ლე­ნა და და­ახ­ლო­ე­ბით 55-დან 60 შემ­თხვე­ვამ­დე არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ჩვენ­თან. შემ­თხვე­ვე­ბის დიდი ნა­წი­ლი იყო მსუ­ბუ­ქი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის, ყვე­ლა სა­ბედ­ნი­ე­როდ დამ­თავ­რდა კარ­გად.

უმ­რავ­ლე­სო­ბა შემ­თხვე­ვე­ბი იყო გა­ტა­რე­ბუ­ლი იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში, ასე­ვე „ნიუ ჰოს­პი­ტალ­ში” მოხ­და ბავ­შვე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა, რამ­დე­ნი­მე ბავ­შვი ნამ­კურ­ნა­ლე­ბი იყო სხვა კლი­ნი­კებ­შიც. პრო­ტო­კო­ლი 10 ნო­ემ­ბერს არის მომ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნალ პე­დი­ატ­რე­ბის მიერ და სა­მი­ნის­ტრომ და­ამ­ტკი­ცა აღ­ნი­შუ­ლი პრო­ტო­კო­ლი, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს სწო­რე­დაც ამ სინ­დრო­მის მარ­თვას.

შემ­თხვე­ვე­ბის დიდი ნა­წი­ლის­თვის საკ­მა­რი­სია სტან­დარ­ტუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა, სა­ჭი­როა ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში “მო­ნოგ­ლო­ბუ­ლინ­გი”, რო­მე­ლიც აქვს იმ კლი­ნი­კებს, რომ­ლე­ბიც ამ მე­დი­კა­მენტს იყე­ნებ­დნენ მა­ნამ­დეც. გუ­შინ მქონ­და იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კას­თან სა­უ­ბა­რი და მათ­თან ამ მე­დი­კა­მენ­ტის დე­ფი­ცი­ტი არ არის და ბავ­შვებს რო­დე­საც დას­ჭირ­დე­ბათ, რა თქმა უნდა, შე­უძ­ლი­ათ ამის გა­მო­ყე­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა და­ფი­ნან­სე­ბას, სა­ხელ­მწი­ფო კო­ვიდ­თან და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სინ­დრო­მებ­თან ასო­ცი­რე­ბულ ხარ­ჯებს აფი­ნან­სებს ფაქ­ტი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბით.

ეს მე­დი­კა­მენ­ტი აფ­თი­აქ­ში არ უნდა ვე­ძე­ბოთ, ეს არის სა­ა­ვად­მყო­ფოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რომ უზ­რუნ­ველ­ყოს შე­სა­ბა­მის შემ­თხვე­ვებ­ში მე­დი­კა­მენტზე წვდო­მა პა­ცი­ენ­ტის­თვის და ხარ­ჯე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა არის სა­ხელ­მწი­ფოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ამ­დე­ნად ბა­ზარ­ზე და მით უფრო “შავ ბა­ზარ­ზე” არა­ვინ არ შე­ე­ცა­დოს მო­ძი­ე­ბას. მოხ­დე­ბა მკურ­ნა­ლო­ბის სრუ­ლად და­ფი­ნან­სე­ბა, ხარ­ჯებს წარ­მო­ად­გე­ნენ და მოხ­დე­ბა სრუ­ლად და­ფი­ნან­სე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

თქვენზე დიდ იმედებს ვამყარებთ წარმატებები 

ნელი
0

კარგია რომ გაავრცელეთ ამაზე ინფორმაცია

ავტორი:

რა ინფორმაცია აქვს თამარ გაბუნიას მულტიორგანული ანთების სინდრომით დაავადებულ ბავშვებზე - "მათ მკურნალობას სახელმწიფო დააფინანსებს"

რა ინფორმაცია აქვს თამარ გაბუნიას მულტიორგანული ანთების სინდრომით დაავადებულ ბავშვებზე - "მათ მკურნალობას სახელმწიფო დააფინანსებს"

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მულტიორგანული ანთების სინდრომით დაავადებულ ბავშვების მკურნალობას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.

მისივე თქმით, სინდრომის სამკურნალო მედიკამენტი აქვთ შესაბამის კლინიკებს და აფთიაქში არ უნდა ვეძებოთ.

"მულტიორგანული ანთების სინდრომი, რამდენიმე თვის უკან გახდა ცნობილი ზოგადად სამედიცინო საზოგადოებისთვის, როცა ბრიტანეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს შემთხვევები დაფიქსირდა. ჩვენთან ამ სინდრომმა ახლა დაიწყო გარკვეულწილად გამოვლენა და დაახლოებით 55-დან 60 შემთხვევამდე არის დაფიქსირებული ჩვენთან. შემთხვევების დიდი ნაწილი იყო მსუბუქი მიმდინარეობის, ყველა საბედნიეროდ დამთავრდა კარგად.

უმრავლესობა შემთხვევები იყო გატარებული იაშვილის სახელობის კლინიკაში, ასევე „ნიუ ჰოსპიტალში” მოხდა ბავშვების მკურნალობა, რამდენიმე ბავშვი ნამკურნალები იყო სხვა კლინიკებშიც. პროტოკოლი 10 ნოემბერს არის მომზადებული პროფესიონალ პედიატრების მიერ და სამინისტრომ დაამტკიცა აღნიშული პროტოკოლი, რომელიც ითვალისწინებს სწორედაც ამ სინდრომის მართვას.

შემთხვევების დიდი ნაწილისთვის საკმარისია სტანდარტული მკურნალობა, საჭიროა ზოგიერთ შემთხვევაში “მონოგლობულინგი”, რომელიც აქვს იმ კლინიკებს, რომლებიც ამ მედიკამენტს იყენებდნენ მანამდეც. გუშინ მქონდა იაშვილის კლინიკასთან საუბარი და მათთან ამ მედიკამენტის დეფიციტი არ არის და ბავშვებს როდესაც დასჭირდებათ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ ამის გამოყენება. რაც შეეხება დაფინანსებას, სახელმწიფო კოვიდთან და მასთან დაკავშირებულ სინდრომებთან ასოცირებულ ხარჯებს აფინანსებს ფაქტიური ანაზღაურებით.

ეს მედიკამენტი აფთიაქში არ უნდა ვეძებოთ, ეს არის საავადმყოფოს პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყოს შესაბამის შემთხვევებში მედიკამენტზე წვდომა პაციენტისთვის და ხარჯების ანაზღაურება არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, ამდენად ბაზარზე და მით უფრო “შავ ბაზარზე” არავინ არ შეეცადოს მოძიებას. მოხდება მკურნალობის სრულად დაფინანსება, ხარჯებს წარმოადგენენ და მოხდება სრულად დაფინანსება”, - განაცხადა გაბუნიამ.

აქცია "ქართული ოცნების" ყრილობის პარალელურად - რა ვითარებაა "ექსპო ჯორჯიასთან"?

საქართველოში კორონავირუსის 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილია 23 პაციენტი - როგორია მონაცემები რეგიონების მიხედვით?

"წამალს ვერ ნიშნავენ, არ იციან რა დაალევინონ... საშინელი ტკივილები აქვს, ვერ დადის" - 20 წლის მარიამს, რომელსაც დიაგნოზს ვერ უსვამენ, დახმარება ესაჭიროება