პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის პირველი "ცათამბჯენის" და საფლავის ქვებით ნაგები ცნობილი შენობების ისტორია - როგორ შეიცვალა დედაქალაქის არქიტექტურა საბჭოთა პერიოდში
თბილისის პირველი "ცათამბჯენის" და საფლავის ქვებით ნაგები ცნობილი შენობების ისტორია - როგორ შეიცვალა დედაქალაქის არქიტექტურა საბჭოთა პერიოდში

გმირ­თა მო­ე­დან­ზე მდე­ბა­რე 11-სარ­თუ­ლი­ან შე­ნო­ბას შე­იძ­ლე­ბა თბი­ლი­სის პირ­ვე­ლი ცა­თამბჯე­ნიც ვუ­წო­დოთ, რად­გან 1938 წელს, როცა ის აშენ­და დე­და­ქა­ლა­ქის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­ნო­ბა იყო. მას­ში დე­და­ქა­ლა­ქის ცნო­ბი­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რობ­დნენ.

რო­გო­რი ის­ტო­რია აქვს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის 1930-იანი წლე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რის ნი­მუშს და ამ პე­რი­ოდ­ში აშე­ნე­ბულ რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან შე­ნო­ბას - ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით AMBEBI.GE-სთან პრო­ფე­სო­რი, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ცირა ელი­საშ­ვი­ლი სა­უბ­რობს.

- თა­ვი­დან, რო­დე­საც ის აშენ­და, "100-ბი­ნი­ან სახ­ლს" და "11-სარ­თუ­ლი­ანს" ეძახ­დნენ. როცა ვინ­მე ასე იტყო­და, ყვე­ლა აუხ­სნე­ლა­დაც მიხ­ვდე­ბო­და, რომ სა­უ­ბა­რი გმირ­თა მო­ე­დან­ზე არ­სე­ბულ ამ შე­ნო­ბა­ზე იყო, რომ­ლის ავ­ტო­რიც არ­ქი­ტექ­ტო­რი კა­ლაშ­ნი­კო­ვი და მას­თან ერ­თად, სე­ვე­რო­ვი იყო.

უნდა ით­ქვას, რომ ცალ­კე ამ 11-სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბის გა­მოკ­ვე­თა სწო­რი არ იქ­ნე­ბა, რად­გან მეტ-ნაკ­ლე­ბად იმა­ვე პე­რი­ოდ­ში აშენ­და მთავ­რო­ბის სახ­ლი; დი­ნა­მოს სტა­დი­ო­ნის ძვე­ლი ვა­რი­ან­ტი, რო­მელ­საც ე.წ. ქურ­დი­ა­ნის სტა­დი­ონს ეძახ­დნენ და არა ის, რო­მე­ლიც ახ­ლაა; იმე­ლის შე­ნო­ბა; წიგ­ნის სახ­ლი მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის ხიდ­თან; ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით აშენ­და ცირ­კის შე­ნო­ბა; ამ პე­რი­ოდ­ში აშენ­და კი­ნო­თე­ატ­რი რუს­თა­ვე­ლიც და ბა­რა­თაშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლიც.

ეს ის პე­რი­ო­დია, როცა არ­ქი­ტექ­ტუ­რამ ცოტა სახე იც­ვა­ლა. 30-იან წლებ­ში ლო­ზუნ­გი - "ხე­ლოვ­ნე­ბა მა­სებს" უნდა შეც­ვლი­ლი­ყო ლო­ზუნ­გით - "მა­სე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის­კენ"

მა­შინ ით­ქვა, რომ არ­ქი­ტექ­ტუ­რა უნდა ყო­ფი­ლი­ყო უფრო დი­ა­დი, უფრო ძლი­ე­რი, უფრო მო­ნუ­მენ­ტუ­რი, უფრო პომ­პე­ზუ­რი, ვიდ­რე - მა­ნამ­დე. იქამ­დე არ­ქი­ტექ­ტუ­რა სი­მარ­ტი­ვით და სი­სა­და­ვით გა­მო­ირ­ჩე­ო­და.

ამას თა­ვი­სი ახ­სნა ჰქონ­და კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მის მხრი­დან - მათ ჩათ­ვა­ლეს, რომ სა­ბი­ნაო პო­ლი­ტი­კა და პრობ­ლე­მა უკვე გა­და­წყვე­ტი­ლი იყო და უნდა გა­და­სუ­ლიყ­ვნენ უფრო ლა­მაზ და ეს­თე­ტი­კურ არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ზე, სი­მარ­ტი­ვე უნდა შეც­ვლი­ლი­ყო ეს­თე­ტი­კა­გა­რე­უ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რით.

მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა, რო­მე­ლიც არ­ქი­ტექ­ტო­რებ­სა და არ­ქი­ტექ­ტორ­თა ჯგუ­ფებს და­უ­სა­ხეს, იყო ის, რომ საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის არ­ქი­ტექ­ტუ­რას რომ შე­ხე­დავ­დი, ეს ცხოვ­რე­ბის ანა­რეკ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, თუ რამ­დე­ნად ბედ­ნი­ე­რია საბ­ჭო­თა ადა­მი­ა­ნი, რა კარგ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობს და ა.შ. ამი­ტომ მი­ვი­ღეთ სხვა­ნა­ი­რი ტი­პის არ­ქი­ტექ­ტუ­რა, მა­ნამ­დე არ­სე­ბულ­თან შე­და­რე­ბით მარ­თლა უხ­ვად დე­კო­რი­რე­ბუ­ლი, თვა­ლის­თვის უფრო სა­ა­მო სა­ყუ­რე­ბე­ლი და ა.შ.

ზუს­ტად ამ პე­რი­ოდ­შია აშე­ნე­ბუ­ლი ეს 100-ბი­ნი­ა­ნი სახ­ლი. შე­იძ­ლე­ბა, ერთი კომ­პლექ­სის ნა­წი­ლი არ იყოს, მაგ­რამ გმირ­თა მო­ე­დან­ზე არ­სე­ბუ­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბი ან­სამ­ბლუ­რო­ბას ქმნის: 11-სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი, ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცირ­კის შე­ნო­ბა, შემ­დეგ ზო­ო­პარკში შე­სას­ვლე­ლი, მერე - 40-50-იანი წლე­ბის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კორ­პუ­სი. მა­შინ საკ­მა­ოდ დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­დნენ, რომ რო­მე­ლი­მე ობი­ექ­ტი ცალ­კე­უ­ლად არ ყო­ფი­ლი­ყო გან­ხი­ლუ­ლი. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტი იყო, რა­საც სრუ­ლი­ად უგუ­ლე­ბელ­ჰყოფს დღე­ვან­დე­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რა.

თუ გა­და­ხე­დავთ სტა­ლი­ნუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რის ამ პე­რი­ოდს, მოს­კოვ­შიც და კი­ევ­შიც აუ­ცი­ლებ­ლად ნა­ხავთ იმის ანა­ლო­გებს, რაც თბი­ლის­ში 11-სარ­თუ­ლი­ა­ნის სა­ხით აშენ­და. ერთი ვერ­ტი­კა­ლი კოშ­კის სა­ხით და მერე შე­ნო­ბე­ბის გა­ნი­ვი ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა - ასე­თი ტი­პის შე­ნო­ბე­ბი მოს­კოვ­ში­ცაა და კი­ევ­შიც. ეს, რა თქმა უნდა, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ოდ­ში ერ­თი­ა­ნი ხელ­წე­რა იყო, რაც თა­ვის­თა­ვად, თბი­ლის­ზეც აი­სა­ხა.

ცა­თამბჯე­ნი ამ შე­ნო­ბას არას­დროს რქმე­ვია, შე­იძ­ლე­ბა, ბო­ლოს ვინ­მემ და­უ­ძა­ხა. "11-სარ­თუ­ლი­ა­ნი", "100-ბი­ნი­ა­ნი სახ­ლი", მას კი­დევ ეძახ­დნენ "სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­ბი­ნატს" - მაგ­რამ „ცა­თამბჯე­ნი“ ნამ­დვი­ლად არა. მა­შინ ეს თბი­ლის­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­ნო­ბა იყო, თუმ­ცა ტერ­მი­ნი გვი­ან­დე­ლია.

კი­დევ გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ საბ­ჭო­უ­რი პრაქ­ტი­კით, ამ სახ­ლში მთლად „უბ­რა­ლო“ ადა­მი­ა­ნე­ბი არ ცხოვ­რობ­დნენ, აქ თავი მო­ი­ყა­რა ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის ნა­წილ­მა - ცხოვ­რობ­და მწე­რა­ლი მი­ხე­ილ კვე­სე­ლა­ვა, მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი შავ­გუ­ლი­ძე, მსა­ხი­ო­ბი შალ­ვა ღამ­ბა­ში­ძე და სხვა ძა­ლი­ან ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი

მი­დი­ო­დი და ბი­ნას ყი­დუ­ლობ­დი - მა­შინ ასე მარ­ტი­ვად არ იყო საქ­მე, რო­გორც წესი, ამ ბი­ნებს სა­ხელ­მწი­ფო არი­გებ­და და თვი­თონ გან­კარ­გავ­და და გა­ნა­გებ­და, რო­მელ სახ­ლში ვინ უნდა შე­ეშ­ვათ. ასე­თი ტი­პის შე­ნო­ბე­ბი, სა­დაც სა­ხე­ლოვ­ნე­ბო თუ ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის ელი­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ოჯა­ხე­ბია თავ­მოყ­რი­ლი, არა მარ­ტო 11-სარ­თუ­ლი­ან­ში, არა­მედ სხვა­გა­ნაც არ­სე­ბობს. იქ გა­მოკ­რულ აბ­რებს რომ გა­და­ხე­დოთ, შთამ­ბეჭ­და­ვი სიაა.

- არ­ქი­ტექ­ტორ­ზე რისი თქმა შე­გიძ­ლი­ათ?

- კა­ლაშ­ნი­კო­ვი იმ პე­რი­ო­დის თბი­ლი­სის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ­ქი­ტექ­ტო­რია, ანა­ლო­გი­უ­რად - სე­ვე­რო­ვიც. თუ მა­ნამ­დე, მე­ფის რუ­სე­თის დროს ნაკ­ლე­ბი არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი გვყავ­და და ძი­რი­თა­დად უცხო­ე­ლე­ბი, საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში იყო ასე­თი პრაქ­ტი­კა, რომ სხვა­დას­ხვა არ­ქი­ტექ­ტო­რი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ზღვრებ­ში, სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას აშე­ნებ­და. არ იყო აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი, აქ და­ბა­დე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო.

მა­გა­ლი­თად, იმა­ვე პე­რი­ოდ­ში აშე­ნე­ბუ­ლი იმე­ლის შე­ნო­ბა არათ­ბი­ლი­სელ­მა არ­ქი­ტექ­ტორ­მა - ალექ­სეი შჩუ­სევ­მა აა­შე­ნა და ეს მსოფ­ლიო დო­ნის არ­ქი­ტექ­ტო­რია. მე­ო­რე მისი შე­ნო­ბა იყო (და არის, თუმ­ცა, ძა­ლი­ან გა­და­კე­თე­ბუ­ლი სა­ხით) ბა­თუ­მის „ინ­ტუ­რის­ტის“ შე­ნო­ბა. ეს ის ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­მაც ასე­ვე, მოს­კოვ­ში წი­თელ მო­ე­დან­ზე ლე­ნი­ნის მავ­ზო­ლე­უ­მი და­აპ­რო­ექ­ტა და ა.შ.

1930-იანი წლე­ბი ასე­ვე თბი­ლი­სის პირ­ვე­ლი გენ­გეგ­მის პე­რი­ო­დია, რის შემ­დე­გაც ქა­ლა­ქი ძა­ლი­ან მკვეთ­რად შე­იც­ვა­ლა რო­გორც ლან­დშაფ­ტის, ასე­ვე არ­ქი­ტექ­ტუ­რის თვალ­საზ­რი­სით.

ამ პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი სა­საფ­ლაო გა­უქ­მდა - კა­თო­ლი­კუ­რი იქ­ნე­ბო­და, რამ­დე­ნი­მე სომ­ხუ­რი სა­საფ­ლაო, ვე­რის და ა.შ. კო­მუ­ნის­ტებ­მა ამას პრაგ­მა­ტუ­ლად შე­ხე­დეს და ეს საფ­ლა­ვის ქვე­ბი სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლად გა­მო­ი­ყე­ნეს

ამი­ტო­მაა, რომ იგი­ვე, ცირკთან არ­სე­ბულ ქვებს შო­რის, რო­მე­ლიც პა­ტა­რა გა­ლავ­ნის სა­ხი­თაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, იგი­ვე, იმე­ლის შე­ნო­ბა­შიც ეს საფ­ლა­ვის ქვე­ბია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. 11-სარ­თუ­ლი­ა­ნის შემ­თხვე­ვა­ში ასე­თი ქვე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით შე­ნო­ბის ქვე­და რე­გის­ტრშია, სა­დაც წარ­წე­რი­ან ქვებს უბ­რა­ლოდ, ამო­ატ­რი­ა­ლებ­დნენ ხოლ­მე, შე­ნო­ბის ფა­სად­ზე კი­რით აკ­რავ­დნენ და სხვა­დას­ხვა ფორ­მას აძ­ლევ­დნენ - ესეც არ არის ლე­გენ­და და რე­ა­ლო­ბაა, რომ საფ­ლა­ვის ქვე­ბი რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან შე­ნო­ბა­ში სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლა­დაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

- ამ ცნო­ბი­ლი 11-სარ­თუ­ლი­ა­ნის ბი­ნად­რე­ბი ბოლო წლებ­ში წუხ­დნენ გმირ­თა მო­ედ­ნის ეს­ტა­კა­დის გამო, ზო­ო­პარ­კის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ კი, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­მა­ტე­ბი­თი კორ­პუ­სე­ბის აშე­ნე­ბის შიში ჰქონ­დათ...

- ეს­ტა­კა­დამ ნამ­დვი­ლად შე­ლა­ხა ამ შე­ნო­ბის არა მხო­ლოდ ვი­ზუ­ა­ლუ­რი მხა­რე (რად­გან არის წერ­ტი­ლე­ბი, სა­ი­და­ნაც მისი რე­ა­ლუ­რი, სრუ­ლი აღ­ქმა უკვე შე­უძ­ლე­ბე­ლია), არა­მედ, ამ სახ­ლში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის პი­რო­ბე­ბი გა­ა­უ­ა­რე­სა. ის ხმა­უ­რი, რაც ახლა მათ სახ­ლებ­ში შე­დის, მტვე­რი, რო­მელ­საც ისი­ნი სუნ­თქა­ვენ (და ეს თბი­ლი­სის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი, და­ვა­კე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­აა და იქ გა­მო­ნა­ბოლ­ქვი ისე­დაც კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი იყო ხოლ­მე), რა თქმა უნდა, ამ ეს­ტა­კა­დის არ­სე­ბო­ბამ მკვეთ­რად გა­ა­უ­ა­რე­სა. არ დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ რო­დე­საც 13 ივ­ნი­სის ტრა­გე­დია მოხ­და, ამ შე­ნო­ბის სარ­და­ფე­ბი, პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლე­ბი და ეზო მთლი­ა­ნად დატ­ბო­რი­ლი იყო.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს ეს ქა­ო­ტუ­რი მშე­ნებ­ლო­ბა, ამას უკვე პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ქა­ლაქ­გეგ­მა­რე­ბის რე­ა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და გენ­გეგ­მის რე­ა­ლუ­რი ამოქ­მე­დე­ბა სჭირ­დე­ბა. თუ ნე­ბის­მი­ერ ფო­ტოს აი­ღებთ, რო­მე­ლიც გა­და­ღე­ბუ­ლია 70-იან ან 80-იან წლე­ბამ­დეც და სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი 11-სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი ძა­ლი­ან კარ­გად ჩანს, ნა­ხავთ, რომ მის უკან გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა არ არ­სე­ბობს; მაგ­რამ თუ იმა­ვე წერ­ტი­ლი­დან დღეს გა­და­ვი­ღებთ ფო­ტოს, ეს იმის მა­გა­ლი­თია ზო­გა­დად, რას აკე­თებს ქა­ო­ტუ­რი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა.

ამი­ტომ, ეს გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა თუ დღეს 11-სარ­თუ­ლი­ა­ნის მხა­რეს არ­სე­ბობს, ისე­ვე, რო­გორც ტე­ლე­ვი­ზი­ის შე­ნო­ბის უკა­ნა მხა­რეს, თუ პო­ლი­ტი­კა არ შე­იც­ვა­ლა, შე­იძ­ლე­ბა, იგი­ვე გაჩ­ნდეს ყო­ფი­ლი ზო­ო­პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც

ამი­ტო­მაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ ამ ქა­ლა­ქის­თვის, სა­დაც ისე­დაც გა­უ­საძ­ლი­სია ცხოვ­რე­ბა, სწო­რედ ქა­ო­ტუ­რი გეგ­მა­რე­ბის და გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით, იმ კუნ­ძუ­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ დარ­ჩა - ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­უ­ბა­რია ვე­რეს ხე­ო­ბა­ზე და ზო­ო­პარ­კის ტე­რო­ტი­რი­ა­ზე, - ძა­ლი­ან სწო­რად იყოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, ქა­ლა­ქის სა­სი­კე­თოდ - აქ მხო­ლოდ დიდ რეკ­რე­ა­ცი­ა­ზე სა­უ­ბა­რი შე­იძ­ლე­ბა ყო­ველ­გვა­რი მი­ნი­მა­ლუ­რი ჩა­რე­ვის გა­რე­შე, ეს არაა ის ტე­რი­ტო­რია, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა, რა­ღაც შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის აშე­ნე­ბა­ზე ვი­ფიქ­როთ.

ფო­ტო­ე­ბი: სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი არ­ქი­ვი; გი­ორ­გი ნი­კო­ლიშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ჟა­მე­რაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Grisho
74

წელს შემოდგომაზე საბჭოთა კავშირი აღსდგება და ამ სტატიის დამწერის მაგვარი ხალხი, თუ ზემოდან უბრძანეს კიდევ გამოიყენებენ იმ მასალას..

გიო
32

მაშინ ყველაფერი შენდებოდა მაგრამ მაინც ცუდი დრო იყო, ასე გვეუბნებიან ქართველი პატრიოტები, ჩვენც ცხვრებივით ვიკეთებთ, ბეეე ბეეე

ავტორი:

თბილისის პირველი "ცათამბჯენის" და საფლავის ქვებით ნაგები ცნობილი შენობების ისტორია - როგორ შეიცვალა დედაქალაქის არქიტექტურა საბჭოთა პერიოდში

თბილისის პირველი "ცათამბჯენის" და საფლავის ქვებით ნაგები ცნობილი შენობების ისტორია - როგორ შეიცვალა დედაქალაქის არქიტექტურა საბჭოთა პერიოდში

გმირთა მოედანზე მდებარე 11-სართულიან შენობას შეიძლება თბილისის პირველი ცათამბჯენიც ვუწოდოთ, რადგან 1938 წელს, როცა ის აშენდა დედაქალაქის ყველაზე მაღალი შენობა იყო. მასში დედაქალაქის ცნობილი და გამორჩეული ადამიანები ცხოვრობდნენ.

როგორი ისტორია აქვს საბჭოთა კავშირის 1930-იანი წლების არქიტექტურის ნიმუშს და ამ პერიოდში აშენებულ რამდენიმე მნიშვნელოვან შენობას - ამასთან დაკავშირებით AMBEBI.GE-სთან პროფესორი, კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის ხელმძღვანელი ცირა ელისაშვილი საუბრობს.

- თავიდან, როდესაც ის აშენდა, "100-ბინიან სახლს" და "11-სართულიანს" ეძახდნენ. როცა ვინმე ასე იტყოდა, ყველა აუხსნელადაც მიხვდებოდა, რომ საუბარი გმირთა მოედანზე არსებულ ამ შენობაზე იყო, რომლის ავტორიც არქიტექტორი კალაშნიკოვი და მასთან ერთად, სევეროვი იყო.

უნდა ითქვას, რომ ცალკე ამ 11-სართულიანი შენობის გამოკვეთა სწორი არ იქნება, რადგან მეტ-ნაკლებად იმავე პერიოდში აშენდა მთავრობის სახლი; დინამოს სტადიონის ძველი ვარიანტი, რომელსაც ე.წ. ქურდიანის სტადიონს ეძახდნენ და არა ის, რომელიც ახლაა; იმელის შენობა; წიგნის სახლი მარჯანიშვილის ხიდთან; ცოტა მოგვიანებით აშენდა ცირკის შენობა; ამ პერიოდში აშენდა კინოთეატრი რუსთაველიც და ბარათაშვილის საცხოვრებელი სახლიც.

ეს ის პერიოდია, როცა არქიტექტურამ ცოტა სახე იცვალა. 30-იან წლებში ლოზუნგი - "ხელოვნება მასებს" უნდა შეცვლილიყო ლოზუნგით - "მასების ხელოვნებისკენ"

მაშინ ითქვა, რომ არქიტექტურა უნდა ყოფილიყო უფრო დიადი, უფრო ძლიერი, უფრო მონუმენტური, უფრო პომპეზური, ვიდრე - მანამდე. იქამდე არქიტექტურა სიმარტივით და სისადავით გამოირჩეოდა.

ამას თავისი ახსნა ჰქონდა კომუნისტური რეჟიმის მხრიდან - მათ ჩათვალეს, რომ საბინაო პოლიტიკა და პრობლემა უკვე გადაწყვეტილი იყო და უნდა გადასულიყვნენ უფრო ლამაზ და ესთეტიკურ არქიტექტურაზე, სიმარტივე უნდა შეცვლილიყო ესთეტიკაგარეული არქიტექტურით.

მთავარი ამოცანა, რომელიც არქიტექტორებსა და არქიტექტორთა ჯგუფებს დაუსახეს, იყო ის, რომ საბჭოთა პერიოდის არქიტექტურას რომ შეხედავდი, ეს ცხოვრების ანარეკლი უნდა ყოფილიყო, თუ რამდენად ბედნიერია საბჭოთა ადამიანი, რა კარგ პირობებში ცხოვრობს და ა.შ. ამიტომ მივიღეთ სხვანაირი ტიპის არქიტექტურა, მანამდე არსებულთან შედარებით მართლა უხვად დეკორირებული, თვალისთვის უფრო საამო საყურებელი და ა.შ.

ზუსტად ამ პერიოდშია აშენებული ეს 100-ბინიანი სახლი. შეიძლება, ერთი კომპლექსის ნაწილი არ იყოს, მაგრამ გმირთა მოედანზე არსებული ნაგებობები ანსამბლურობას ქმნის: 11-სართულიანი სახლი, ცოტა მოგვიანებით ცირკის შენობა, შემდეგ ზოოპარკში შესასვლელი, მერე - 40-50-იანი წლების ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსი. მაშინ საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევდნენ, რომ რომელიმე ობიექტი ცალკეულად არ ყოფილიყო განხილული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იყო, რასაც სრულიად უგულებელჰყოფს დღევანდელი არქიტექტურა.

თუ გადახედავთ სტალინური არქიტექტურის ამ პერიოდს, მოსკოვშიც და კიევშიც აუცილებლად ნახავთ იმის ანალოგებს, რაც თბილისში 11-სართულიანის სახით აშენდა. ერთი ვერტიკალი კოშკის სახით და მერე შენობების განივი ჰორიზონტალური განვითარება - ასეთი ტიპის შენობები მოსკოვშიცაა და კიევშიც. ეს, რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის პერიოდში ერთიანი ხელწერა იყო, რაც თავისთავად, თბილისზეც აისახა.

ცათამბჯენი ამ შენობას არასდროს რქმევია, შეიძლება, ბოლოს ვინმემ დაუძახა. "11-სართულიანი", "100-ბინიანი სახლი", მას კიდევ ეძახდნენ "საცხოვრებელ კომბინატს" - მაგრამ „ცათამბჯენი“ ნამდვილად არა. მაშინ ეს თბილისში ყველაზე მაღალი შენობა იყო, თუმცა ტერმინი გვიანდელია.

კიდევ გამორჩეული იყო იმ თვალსაზრისით, რომ საბჭოური პრაქტიკით, ამ სახლში მთლად „უბრალო“ ადამიანები არ ცხოვრობდნენ, აქ თავი მოიყარა ინტელიგენციის ნაწილმა - ცხოვრობდა მწერალი მიხეილ კვესელავა, მსახიობი გიორგი შავგულიძე, მსახიობი შალვა ღამბაშიძე და სხვა ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი

მიდიოდი და ბინას ყიდულობდი - მაშინ ასე მარტივად არ იყო საქმე, როგორც წესი, ამ ბინებს სახელმწიფო არიგებდა და თვითონ განკარგავდა და განაგებდა, რომელ სახლში ვინ უნდა შეეშვათ. ასეთი ტიპის შენობები, სადაც სახელოვნებო თუ ინტელიგენციის ელიტის წარმომადგენელთა ოჯახებია თავმოყრილი, არა მარტო 11-სართულიანში, არამედ სხვაგანაც არსებობს. იქ გამოკრულ აბრებს რომ გადახედოთ, შთამბეჭდავი სიაა.

- არქიტექტორზე რისი თქმა შეგიძლიათ?

- კალაშნიკოვი იმ პერიოდის თბილისის მნიშვნელოვანი არქიტექტორია, ანალოგიურად - სევეროვიც. თუ მანამდე, მეფის რუსეთის დროს ნაკლები არქიტექტორები გვყავდა და ძირითადად უცხოელები, საბჭოთა პერიოდში იყო ასეთი პრაქტიკა, რომ სხვადასხვა არქიტექტორი საბჭოთა კავშირის საზღვრებში, სხვადასხვა ადგილას აშენებდა. არ იყო აუცილებელი, რომ ადგილობრივი, აქ დაბადებული ყოფილიყო.

მაგალითად, იმავე პერიოდში აშენებული იმელის შენობა არათბილისელმა არქიტექტორმა - ალექსეი შჩუსევმა ააშენა და ეს მსოფლიო დონის არქიტექტორია. მეორე მისი შენობა იყო (და არის, თუმცა, ძალიან გადაკეთებული სახით) ბათუმის „ინტურისტის“ შენობა. ეს ის ადამიანია, რომელმაც ასევე, მოსკოვში წითელ მოედანზე ლენინის მავზოლეუმი დააპროექტა და ა.შ.

1930-იანი წლები ასევე თბილისის პირველი გენგეგმის პერიოდია, რის შემდეგაც ქალაქი ძალიან მკვეთრად შეიცვალა როგორც ლანდშაფტის, ასევე არქიტექტურის თვალსაზრისით.

ამ პერიოდში ძალიან ბევრი სასაფლაო გაუქმდა - კათოლიკური იქნებოდა, რამდენიმე სომხური სასაფლაო, ვერის და ა.შ. კომუნისტებმა ამას პრაგმატულად შეხედეს და ეს საფლავის ქვები სამშენებლო მასალად გამოიყენეს

ამიტომაა, რომ იგივე, ცირკთან არსებულ ქვებს შორის, რომელიც პატარა გალავნის სახითაა გამოყენებული, იგივე, იმელის შენობაშიც ეს საფლავის ქვებია გამოყენებული. 11-სართულიანის შემთხვევაში ასეთი ქვები განსაკუთრებით შენობის ქვედა რეგისტრშია, სადაც წარწერიან ქვებს უბრალოდ, ამოატრიალებდნენ ხოლმე, შენობის ფასადზე კირით აკრავდნენ და სხვადასხვა ფორმას აძლევდნენ - ესეც არ არის ლეგენდა და რეალობაა, რომ საფლავის ქვები რამდენიმე მნიშვნელოვან შენობაში სამშენებლო მასალადაა გამოყენებული.

- ამ ცნობილი 11-სართულიანის ბინადრები ბოლო წლებში წუხდნენ გმირთა მოედნის ესტაკადის გამო, ზოოპარკის გადატანის შემდეგ კი, ტერიტორიაზე დამატებითი კორპუსების აშენების შიში ჰქონდათ...

- ესტაკადამ ნამდვილად შელახა ამ შენობის არა მხოლოდ ვიზუალური მხარე (რადგან არის წერტილები, საიდანაც მისი რეალური, სრული აღქმა უკვე შეუძლებელია), არამედ, ამ სახლში მცხოვრები ადამიანების პირობები გააუარესა. ის ხმაური, რაც ახლა მათ სახლებში შედის, მტვერი, რომელსაც ისინი სუნთქავენ (და ეს თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი, დავაკებული ტერიტორიაა და იქ გამონაბოლქვი ისედაც კონცენტრირებული იყო ხოლმე), რა თქმა უნდა, ამ ესტაკადის არსებობამ მკვეთრად გააუარესა. არ დაგვავიწყდეს, რომ როდესაც 13 ივნისის ტრაგედია მოხდა, ამ შენობის სარდაფები, პირველი სართულები და ეზო მთლიანად დატბორილი იყო.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ეს ქაოტური მშენებლობა, ამას უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქალაქგეგმარების რეალური გადაწყვეტილება და გენგეგმის რეალური ამოქმედება სჭირდება. თუ ნებისმიერ ფოტოს აიღებთ, რომელიც გადაღებულია 70-იან ან 80-იან წლებამდეც და სადაც აღნიშნული 11-სართულიანი სახლი ძალიან კარგად ჩანს, ნახავთ, რომ მის უკან განაშენიანება არ არსებობს; მაგრამ თუ იმავე წერტილიდან დღეს გადავიღებთ ფოტოს, ეს იმის მაგალითია ზოგადად, რას აკეთებს ქაოტური განაშენიანება.

ამიტომ, ეს განაშენიანება თუ დღეს 11-სართულიანის მხარეს არსებობს, ისევე, როგორც ტელევიზიის შენობის უკანა მხარეს, თუ პოლიტიკა არ შეიცვალა, შეიძლება, იგივე გაჩნდეს ყოფილი ზოოპარკის ტერიტორიაზეც

ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ამ ქალაქისთვის, სადაც ისედაც გაუსაძლისია ცხოვრება, სწორედ ქაოტური გეგმარების და განაშენიანების თვალსაზრისით, იმ კუნძულებთან მიმართებაში, რომელიც ჯერ კიდევ დარჩა - ამ შემთხვევაში საუბარია ვერეს ხეობაზე და ზოოპარკის ტეროტირიაზე, - ძალიან სწორად იყოს გადაწყვეტილება მიღებული, ქალაქის სასიკეთოდ - აქ მხოლოდ დიდ რეკრეაციაზე საუბარი შეიძლება ყოველგვარი მინიმალური ჩარევის გარეშე, ეს არაა ის ტერიტორია, სადაც შეიძლება, რაღაც შენობა-ნაგებობების აშენებაზე ვიფიქროთ.

ფოტოები: საქართველოს ეროვნული არქივი; გიორგი ნიკოლიშვილი, გიორგი ჟამერაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

სოფელ ოფურჩხეთში ნამახვანჰესის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა - რა პრობლებებზე საუბრობენ ადგილობრივები

"სად იყო საზოგადოება, როცა ქალბატონ ჯულიეტამდე რამდენიმე კვირით ადრე, დონარა კინწურაშვილი გამოეთხოვა წუთისოფელს?" - გიორგი კალანდია გაბუნიას მონოლოგს ეხმაურება