პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოპედით მიმავალ ცოტნეს, მოკვლის განზრახვით, მაღალი სიჩქარით დააჯახა ავტომობილი" - გახმაურებული ავარიის საქმეს მკვლელობის კვალიფიკაცია მიენიჭა
"მოპედით მიმავალ ცოტნეს, მოკვლის განზრახვით, მაღალი სიჩქარით დააჯახა ავტომობილი" - გახმაურებული ავარიის საქმეს მკვლელობის კვალიფიკაცია მიენიჭა

პრო­კუ­რა­ტუ­რამ სო­ფელ ფო­ლა­და­ანთკარ­ში მომ­ხდარ ფაქ­ტზე საქ­მის კვა­ლი­ფი­კა­ცია შეც­ვა­ლა. სა­უ­ბა­რია ავა­რი­ა­ზე, რა დრო­საც რუს­თა­ვე­ლი ახალ­გაზ­რდა, 17 წლის ცოტ­ნე აღ­დგო­მე­ლაშ­ვი­ლი და­ი­ღუ­პა.

საქ­მე ამ ეტაპ­ზე მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით გრძელ­დე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ას გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

რო­გორც მათ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, თავ­და­პირ­ვე­ლად, ბრალ­დე­ბულს ბრა­ლი ალ­კოჰო­ლუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ ავ­ტო­მან­ქა­ნის მარ­თვი­სას მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის შე­დე­გად ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა და გან­საც­დელ­ში მი­ტო­ვე­ბა ედე­ბო­და, თუმ­ცა, მას მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბრალ­დე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით წა­რედ­გი­ნა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით­ვე, და­კა­ვე­ბუ­ლი პირი სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მან­ქა­ნით გზა­ზე მი­მა­ვალ ერთ-ერთ პირს და­ე­დევ­ნა და შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით, მოკ­ვლის გან­ზრახ­ვით მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით და­ა­ჯა­ხა ავ­ტო­მო­ბი­ლი.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ, გარ­დაბ­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ფო­ლა­და­ანთკარ­ში 2020 წლის 21 დე­კემ­ბერს მომ­ხდა­რი ც.ა.-ს გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­დე­გად, ვ.ზ.-ს, რო­მელ­საც ბრა­ლი ალ­კოჰო­ლუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ ავ­ტო­მან­ქა­ნის მარ­თვი­სას მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის შე­დე­გად ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა და გან­საც­დელ­ში მი­ტო­ვე­ბა ედე­ბო­და, ბრალ­დე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით წა­რუდ­გი­ნა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ვ.ზ. 2020 წლის 22 დე­კემ­ბერს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-7 ნა­წი­ლით და 128-ე მუხ­ლი წა­რედ­გი­ნა და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი და­მა­ტე­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე დად­გინ­და, რომ 2020 წლის 21 დე­კემ­ბერს, ვ.ზ.-მ შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, ც.ა.-ს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა ჩა­ი­დი­ნა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ 2020 წლის 21 დე­კემ­ბერს, გარ­დაბ­ნის რა­ი­ო­ნის, სო­ფელ ფო­ლა­და­ანთკარ­ში, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ვ.ზ.-სა და ი.ჯ.-ს შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. მათ გა­საშ­ვე­ლებ­ლად კონ­ფლიქ­ტში ი.ჯ.-ს დის­შვი­ლი - ც.ა. ჩა­ერ­თო. ვ.ზ.-მ მათ სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა და სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით ემუქ­რე­ბო­და, რაც კვლავ ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და.

ი.ჯ.-მ დის­შვილს მო­უ­წო­და იქა­უ­რო­ბა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა, რის შემ­დე­გაც ც.ა. მო­პე­დით მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის­კენ წა­ვი­და. ვ.ზ. სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მან­ქა­ნით გზა­ზე მი­მა­ვალ ც.ა.-ს და­ე­დევ­ნა და შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით, მოკ­ვლის გან­ზრახ­ვით მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით და­ა­ჯა­ხა ავ­ტო­მო­ბი­ლი. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ც.ა. ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

ვ.ზ.-ს ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 7-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა“, - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანზორი
3

უდანაშაულო პირის წინასწარი განზრახი მკვლელობისათვიოს 15 წლიანი პატიმრობა, მოკლულის შეურაცყოფაა!

ნათკა
0

საცოდავი ბავშვი, განზრახ როგორ უნდა დაეჯახო ადამიანს, სამუდამო უნდა მაგას...

ავტორი:

"მოპედით მიმავალ ცოტნეს, მოკვლის განზრახვით, მაღალი სიჩქარით დააჯახა ავტომობილი" - გახმაურებული ავარიის საქმეს მკვლელობის კვალიფიკაცია მიენიჭა

"მოპედით მიმავალ ცოტნეს, მოკვლის განზრახვით, მაღალი სიჩქარით დააჯახა ავტომობილი" - გახმაურებული ავარიის საქმეს მკვლელობის კვალიფიკაცია მიენიჭა

პროკურატურამ სოფელ ფოლადაანთკარში მომხდარ ფაქტზე საქმის კვალიფიკაცია შეცვალა. საუბარია ავარიაზე, რა დროსაც რუსთაველი ახალგაზრდა, 17 წლის ცოტნე აღდგომელაშვილი დაიღუპა.

საქმე ამ ეტაპზე მკვლელობის მუხლით გრძელდება. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, თავდაპირველად, ბრალდებულს ბრალი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ავტომანქანის მართვისას მოძრაობის წესების დარღვევის შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და განსაცდელში მიტოვება ედებოდა, თუმცა, მას მოგვიანებით ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა.

პროკურატურის ცნობითვე, დაკავებული პირი საკუთარი ავტომანქანით გზაზე მიმავალ ერთ-ერთ პირს დაედევნა და შურისძიების მიზნით, მოკვლის განზრახვით მაღალი სიჩქარით დააჯახა ავტომობილი.

"საქართველოს პროკურატურამ, გარდაბნის რაიონის სოფელ ფოლადაანთკარში 2020 წლის 21 დეკემბერს მომხდარი ც.ა.-ს გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად, ვ.ზ.-ს, რომელსაც ბრალი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ავტომანქანის მართვისას მოძრაობის წესების დარღვევის შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და განსაცდელში მიტოვება ედებოდა, ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა.

სამართალდამცველებმა ვ.ზ. 2020 წლის 22 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით და 128-ე მუხლი წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული დამატებითი მტკიცებულების საფუძველზე დადგინდა, რომ 2020 წლის 21 დეკემბერს, ვ.ზ.-მ შურისძიების მოტივით, ც.ა.-ს განზრახ მკვლელობა ჩაიდინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2020 წლის 21 დეკემბერს, გარდაბნის რაიონის, სოფელ ფოლადაანთკარში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ვ.ზ.-სა და ი.ჯ.-ს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მათ გასაშველებლად კონფლიქტში ი.ჯ.-ს დისშვილი - ც.ა. ჩაერთო. ვ.ზ.-მ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, რაც კვლავ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ი.ჯ.-მ დისშვილს მოუწოდა იქაურობა დაეტოვებინა, რის შემდეგაც ც.ა. მოპედით მისი საცხოვრებელი სახლისკენ წავიდა. ვ.ზ. საკუთარი ავტომანქანით გზაზე მიმავალ ც.ა.-ს დაედევნა და შურისძიების მიზნით, მოკვლის განზრახვით მაღალი სიჩქარით დააჯახა ავტომობილი. მიღებული დაზიანებების შედეგად ც.ა. ადგილზე გარდაიცვალა.

ვ.ზ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კასპში, ორი პირის მძევლად აყვანის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

"მარგოშვილი შინ მიბრუნებულა და ძმისთვის უთქვამს, - იბო მოვკალიო" - სასტიკი მკვლელობა პანკისის ხეობაში, ბრალდებულს ჯერ კიდევ ეძებენ

"დაზარალებულებმა განაცხადეს, რომ ლევანის მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვთ" - რას ითხოვს მიკროსაფინანსოზე თავდასხმაში ბრალდებული ლევან ზურაბაშვილი?