მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჭირვეულის მორჯულება" ხდება" - რას ამბობს გიგი უგულავა ხელისუფლებაზე
"ჭირვეულის მორჯულება" ხდება" - რას ამბობს გიგი უგულავა ხელისუფლებაზე

ოპო­ზი­ცი­ამ სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა პირ­ნათ­ლად შე­ას­რუ­ლა, ახლა ჯერი არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზეა, - ამის შე­სა­ხებ “ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გიგი უგუ­ლა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ოპო­ზი­ცია არის ბო­ი­კო­ტის რე­ჟიმ­ში - ეს არის ფაქ­ტი და და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი არის, სურ­ვი­ლე­ბი, სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ქუ­ლე­ბის ჩა­წე­რის მცდე­ლო­ბე­ბი.

"ჩვენ ვნა­ხეთ ფაქ­ტი, რომ პირ­ვე­ლი მოწ­ვე­ვა და პარ­ლა­მენ­ტის მომ­დევ­ნო სხდო­მებ­ზე “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” არის მარ­ტო. ჩვენ ვნა­ხეთ ფაქ­ტე­ბი, რომ 50-ზე მეტ­მა დე­პუ­ტატ­მა შე­ი­ტა­ნა გან­ცხა­დე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ და ჩვენ ასე­ვე, მი­უ­ხე­და­ვად ბა­ქი­ბუ­ქი­სა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მხრი­დან ვხე­დავთ ფაქ­ტებს, რომ მათ შე­ეძ­ლოთ ამ გან­ცხა­დე­ბე­ბის კენ­ჭისყრა ამ კვი­რა­ში, მაგ­რამ გა­და­დეს ერთი თვით. მათ შე­ეძ­ლოთ ის დრა­კო­ნუ­ლი კა­ნო­ნე­ბი, ან­ტი­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კა­ნო­ნე­ბი მი­ე­ღოთ ამ კვი­რა­ში, მაგ­რამ გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი დრო­ით გა­და­დეს. ეს იმის­თვის არის, რომ ისი­ნი ბა­ქი­ბუ­ქო­ბენ, მაგ­რამ ნელ-ნელა მა­ინც “ჭირ­ვე­უ­ლის მორ­ჯუ­ლე­ბა” ხდე­ბა და გრძნო­ბენ, რომ გა­მო­სა­ვა­ლი არა­ნა­ი­რი არ არის, არც კა­ნო­ნე­ბის მი­ღე­ბა­ში, არც უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტა­ში. ოპო­ზი­ცი­ამ სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა პირ­ნათ­ლად შე­ას­რუ­ლა, ახლა ჯერი არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე, ამი­ტომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­წე­ლა ეს პრო­ცე­სი?! მა­შინ თვი­თონ­ვე მოვა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მა­გი­დას­თან. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და უმ­რავ­ლე­სო­ბა არის მარ­ტო და ოპო­ზი­ცია არის ბო­ი­კო­ტის რე­ჟიმ­ში ეს არის ფაქ­ტი, და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი არის, სურ­ვი­ლე­ბი, სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი და ივა­ნიშ­ვილ­თან ქუ­ლე­ბის ჩა­წე­რის მცდე­ლო­ბე­ბი”, - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

გარ­და ამის,ა გიგი უგუ­ლა­ვამ კო­ლე­გა ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რებს მო­უ­წო­და, რომ გა­მოს­ვლე­ბის დროს თავი შე­ი­კა­ვონ შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის­გან და იყ­ვნენ მო­ზო­მი­ლე­ბი.

“მინ­და მო­ვუ­წო­დო ჩემს ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ კო­ლე­გას, რომ უხე­ში და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვონ, იმი­ტომ, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს, მაგ­რამ ასე­ვე ჩვენ ვხე­დავთ, რომ ფუნ­და­მენ­ტურ სა­კი­თხზე რა­საც ჰქვია არ­ჩევ­ნე­ბის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რომ ის ტო­ტა­ლუ­რად გა­ყალბ­და და სამ­წუ­ხა­როდ, ბო­ი­კო­ტი არის ერ­თა­დერ­თი სწო­რი ფორ­მა, ამა­ში ვართ ერ­თი­ა­ნი, ამი­ტომ გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი უნდა მოვ­ზო­მოთ იმი­სათ­ვის, რომ ვი­ყოთ მო­ზო­მი­ლე­ბი და იმი­სათ­ვის, რომ ერ­თი­ა­ნო­ბას საფრ­თხე არ შე­ექ­მნას”, - გა­ნა­ცხა­და გიგი უგუ­ლა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯაფარა
75
ეს და ამისნაირი კლეპტოკრატები რო მოშორდებიან ქაეთულ პოლიტიკას, მერე წავალთ განვითარებისაკენ.
სიმართლე მწარეა-არ დაბლოკოთ
72

ერთიანები კი არა მორალურად გათითოკაცებულები ხართ. ახლა გულს იმშვიდებთ, თურმე ხელისუფლება უკან იხევს, ვაი შენს პარტრონს; ახლა არიგებს სხვებს ჭკუას თურმე არ უნდა იბილწსიტყვაონ, თვითონ კი ბიმძური სიტყვების კორიანტელს აყენებდა. რაც შენი გამზრდელია ნაგინები შენი გაზრდისათვის იმდენი სიკეთე საქართველოს მოსახლეობას. 

ავტორი:

"ჭირვეულის მორჯულება" ხდება" - რას ამბობს გიგი უგულავა ხელისუფლებაზე

"ჭირვეულის მორჯულება" ხდება" - რას ამბობს გიგი უგულავა ხელისუფლებაზე

ოპოზიციამ საშინაო დავალება პირნათლად შეასრულა, ახლა ჯერი არის ხელისუფლებაზეა, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია არის ბოიკოტის რეჟიმში - ეს არის ფაქტი და დანარჩენი ყველაფერი არის, სურვილები, სპეკულაციები და ბიძინა ივანიშვილთან ქულების ჩაწერის მცდელობები.

"ჩვენ ვნახეთ ფაქტი, რომ პირველი მოწვევა და პარლამენტის მომდევნო სხდომებზე “ქართული ოცნება” არის მარტო. ჩვენ ვნახეთ ფაქტები, რომ 50-ზე მეტმა დეპუტატმა შეიტანა განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ და ჩვენ ასევე, მიუხედავად ბაქიბუქისა “ქართული ოცნების” მხრიდან ვხედავთ ფაქტებს, რომ მათ შეეძლოთ ამ განცხადებების კენჭისყრა ამ კვირაში, მაგრამ გადადეს ერთი თვით. მათ შეეძლოთ ის დრაკონული კანონები, ანტიკონსტიტუციური კანონები მიეღოთ ამ კვირაში, მაგრამ განუსაზღვრელი დროით გადადეს. ეს იმისთვის არის, რომ ისინი ბაქიბუქობენ, მაგრამ ნელ-ნელა მაინც “ჭირვეულის მორჯულება” ხდება და გრძნობენ, რომ გამოსავალი არანაირი არ არის, არც კანონების მიღებაში, არც უფლებამოსილების შეწყვეტაში. ოპოზიციამ საშინაო დავალება პირნათლად შეასრულა, ახლა ჯერი არის ხელისუფლებაზე, ამიტომ ხელისუფლებამ გაწელა ეს პროცესი?! მაშინ თვითონვე მოვა მოლაპარაკებების მაგიდასთან. ხელისუფლება და უმრავლესობა არის მარტო და ოპოზიცია არის ბოიკოტის რეჟიმში ეს არის ფაქტი, დანარჩენი ყველაფერი არის, სურვილები, სპეკულაციები და ივანიშვილთან ქულების ჩაწერის მცდელობები”, - განაცხადა უგულავამ.

გარდა ამის,ა გიგი უგულავამ კოლეგა ოპოზიციონერებს მოუწოდა, რომ გამოსვლების დროს თავი შეიკავონ შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან და იყვნენ მოზომილები.

“მინდა მოვუწოდო ჩემს ყველა ოპოზიციონერ კოლეგას, რომ უხეში და შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისგან თავი შეიკავონ, იმიტომ, რომ განსხვავებული აზრი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ასევე ჩვენ ვხედავთ, რომ ფუნდამენტურ საკითხზე რასაც ჰქვია არჩევნების მიმართ დამოკიდებულება, რომ ის ტოტალურად გაყალბდა და სამწუხაროდ, ბოიკოტი არის ერთადერთი სწორი ფორმა, ამაში ვართ ერთიანი, ამიტომ გამონათქვამები უნდა მოვზომოთ იმისათვის, რომ ვიყოთ მოზომილები და იმისათვის, რომ ერთიანობას საფრთხე არ შეექმნას”, - განაცხადა გიგი უგულავამ.

"ახალგაზრდა, პუტკუცუნი ბიჭი, რომელსაც თუ დაიჭერენ ყველას შეგვეცოდება..." - ვახტანგ მეგრელიშვილი ნიკა მელიაზე

"მეგრელიშვილი და ხვიჩია დაბოლილები მოვიდნენ... ნათელაშვილმა ზრდილობიანად თხოვა, დაეტოვებინათ იქაურობა" - კუკავა ოპოზიციის შეხვედრის დეტალებზე

უგულავა "გირჩზე" - "ღრმად არასერიოზული ხალხია, ბოდვაა მათთან საუბარი"