მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ალდაგის" ტვირთის დაზღვევა - საჩუქრად ბენე ჯგუფის მომხმარებლებს
"ალდაგის" ტვირთის დაზღვევა - საჩუქრად ბენე ჯგუფის მომხმარებლებს

სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია ალ­დაგ­სა და ბენე ჯგუფს შო­რის მიღ­წე­უ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში, ბენე ჯგუ­ფის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სა­ჩუქ­რად ალ­და­გის ტვირ­თის და­ზღვე­ვას მი­ი­ღე­ბენ.

და­ზღვე­ვა ტვირ­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბას გუ­ლის­ხმობს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ გა­და­ზიდ­ვის დროს ტვირ­თი სრუ­ლად ან ნა­წი­ლობ­რივ­და­ზი­ან­და. ალ­და­გის და­ზღვე­ვით და­ფა­რუ­ლია ყვე­ლა შე­საძ­ლო რის­კი, მათ შო­რის ქურ­დო­ბა, ძარ­ცვა, ყა­ჩა­ღო­ბა, მა­ცივ­რის მწყობ­რი­დან გა­მოს­ვლა, რომ­ლის დრო­საც შე­საძ­ლოა პრო­დუქ­ცია და­ზი­ან­დეს. და­ზღვე­ვის შე­თა­ვა­ზე­ბულ პა­კეტ­ში შე­დის იმ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­ზღვე­ვაც, რო­მე­ლიც ტვირ­თის და­ზი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კომ­პა­ნი­ას შე­საძ­ლოა და­უდ­გეს თა­ვი­სი კლი­ენ­ტე­ბის წი­ნა­შე.

„ალ­დაგ­სა და ბენე ექ­სკლუ­ზივს შო­რის პარტნი­ო­რო­ბის ხან­გრძლი­ვი გა­მოც­დი­ლე­ბა არ­სე­ბობს. ეს ურ­თი­ერ­თო­ბა გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ჩვენს კლი­ენ­ტებს შევ­თა­ვა­ზოთ რის­კე­ბის სრულ­ყო­ფი­ლი და­ზღვე­ვა იმი­სათ­ვის, რომ მათი ტვირ­თი იყოს მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ცუ­ლი გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ფი­ნან­სუ­რი და­ნა­კარ­გე­ბის­გან. ალ­დაგს ვენ­დო­ბით, რო­გორც ლი­დერ სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ას, რო­გორც რის­კის მარ­თვის, ისე ანა­ზღა­უ­რე­ბის სის­წრა­ფი­სა და მოქ­ნი­ლო­ბის კუ­თხით და მზად ვართ, ეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ჩვე­ნი კლი­ენ­ტე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ გა­ვაგ­რძე­ლოთ,“ - გა­ნა­ცხა­და ბენე ჯგუ­ფის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა გი­ორ­გი გოგ­ლი­ძემ.

„ალ­და­გი მრა­ვა­ლი წე­ლია, რაც კომ­პა­ნი­ებს ტვირ­თის და­ზღვე­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით ემ­სა­ხუ­რე­ბა. სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­და­ზიდ­ვე­ბის სფე­რო­ში და­ზღვე­ვა რის­კის მარ­თვის ერთ ერთი ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი მე­ქა­ნიზ­მია. მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ გვეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა, ბენე ჯგუფ­თან ერ­თად ვიზ­რუ­ნოთ მათი მომ­ხმა­რებ­ლის ფი­ნან­სურ სტა­ბი­ლუ­რო­ბა­სა და მდგრა­დო­ბა­ზე,“ - გა­ნა­ცხა­და ალ­და­გის კორ­პო­რა­ტი­უ­ლი და­ზღვე­ვის დი­რექ­ტორ­მა, და­ვით ეჯი­ბი­ამ.

ბენე ჯგუ­ფი სა­ქარ­თვე­ლო­ში წამ­ყვა­ნი ლო­ჯის­ტი­კუ­რი კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც ბიზ­ნესს სთა­ვა­ზობს გა­და­ზიდ­ვებს, რო­გორც სახ­მე­ლე­თო, ისე სა­ზღვაო-სა­ჰა­ე­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით. ბენე ჯგუ­ფის სერ­ვი­სი მო­ი­ცავს ტრან­სპორ­ტი­რე­ბის მთლი­ან ციკლს, რო­მე­ლიც იწყე­ბა მარ­შრუ­ტის შერ­ჩე­ვით და სრულ­დე­ბა A პუნ­ქტი­დან B პუნ­ქტამ­დე ტვირ­თის მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფექ­ტუ­რი და უსაფრ­თხო მი­წო­დე­ბით.

ალ­და­გი წამ­ყვა­ნი სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­აა სა­ქარ­თვე­ლო­ში. დღე­ი­სათ­ვის ის ფლობს სა­და­ზღვე­ვო ბაზ­რის ყვე­ლა­ზე მსხვილ (28%) წილს, ხოლო ტვირ­თე­ბის და­ზღვე­ვა­ში ბაზ­რის 40% წილს. ალ­დაგს მხო­ლოდ 2020 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კლი­ენ­ტე­ბის­თვის 50 მლნ ლა­რამ­დე თან­ხა აქვს ანა­ზღა­უ­რე­ბუ­ლი.

R

ავტორი:

"ალდაგის" ტვირთის დაზღვევა - საჩუქრად ბენე ჯგუფის მომხმარებლებს

"ალდაგის" ტვირთის დაზღვევა - საჩუქრად ბენე ჯგუფის მომხმარებლებს

სადაზღვევო კომპანია ალდაგსა და ბენე ჯგუფს შორის მიღწეული სტრატეგიული შეთანხმების ფარგლებში, ბენე ჯგუფის მომხმარებლები საჩუქრად ალდაგის ტვირთის დაზღვევას მიიღებენ.

დაზღვევა ტვირთის ღირებულების ანაზღაურებას გულისხმობს იმ შემთხვევაში, თუ გადაზიდვის დროს ტვირთი სრულად ან ნაწილობრივდაზიანდა. ალდაგის დაზღვევით დაფარულია ყველა შესაძლო რისკი, მათ შორის ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, მაცივრის მწყობრიდან გამოსვლა, რომლის დროსაც შესაძლოა პროდუქცია დაზიანდეს. დაზღვევის შეთავაზებულ პაკეტში შედის იმ პასუხისმგებლობის დაზღვევაც, რომელიც ტვირთის დაზიანების შემთხვევაში კომპანიას შესაძლოა დაუდგეს თავისი კლიენტების წინაშე.

„ალდაგსა და ბენე ექსკლუზივს შორის პარტნიორობის ხანგრძლივი გამოცდილება არსებობს. ეს ურთიერთობა გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ რისკების სრულყოფილი დაზღვევა იმისათვის, რომ მათი ტვირთი იყოს მაქსიმალურად დაცული გაუთვალისწინებელი ფინანსური დანაკარგებისგან. ალდაგს ვენდობით, როგორც ლიდერ სადაზღვევო კომპანიას, როგორც რისკის მართვის, ისე ანაზღაურების სისწრაფისა და მოქნილობის კუთხით და მზად ვართ, ეს თანამშრომლობა ჩვენი კლიენტების სასარგებლოდ გავაგრძელოთ,“ - განაცხადა ბენე ჯგუფის დამფუძნებელმა გიორგი გოგლიძემ.

„ალდაგი მრავალი წელია, რაც კომპანიებს ტვირთის დაზღვევის მიმართულებით ემსახურება. საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში დაზღვევა რისკის მართვის ერთ ერთი ყველაზე ეფექტური მექანიზმია. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა საშუალება, ბენე ჯგუფთან ერთად ვიზრუნოთ მათი მომხმარებლის ფინანსურ სტაბილურობასა და მდგრადობაზე,“ - განაცხადა ალდაგის კორპორატიული დაზღვევის დირექტორმა, დავით ეჯიბიამ.

ბენე ჯგუფი საქართველოში წამყვანი ლოჯისტიკური კომპანიაა, რომელიც ბიზნესს სთავაზობს გადაზიდვებს, როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო-საჰაერო მიმართულებით. ბენე ჯგუფის სერვისი მოიცავს ტრანსპორტირების მთლიან ციკლს, რომელიც იწყება მარშრუტის შერჩევით და სრულდება A პუნქტიდან B პუნქტამდე ტვირთის მაქსიმალურად ეფექტური და უსაფრთხო მიწოდებით.

ალდაგი წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში. დღეისათვის ის ფლობს სადაზღვევო ბაზრის ყველაზე მსხვილ (28%) წილს, ხოლო ტვირთების დაზღვევაში ბაზრის 40% წილს. ალდაგს მხოლოდ 2020 წლის განმავლობაში კლიენტებისთვის 50 მლნ ლარამდე თანხა აქვს ანაზღაურებული.

R

„სმარტის“ სუპერმარკეტი ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზეც გაიხსნა

რა უნდა იცოდეთ სიგარეტის თანამედროვე ანალოგზე - რა არის უნიკოტინო ჰითსტიკი?

გულწრფელი მადლობა სამედიცინო პერსონალს!