პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გეფიცებით, რაც "ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში აღარ არის, უფრო მეტად მოქმედებს ნერვებსა და ფსიქიკაზე..." - გოგი ჭიჭინაძე
"გეფიცებით, რაც "ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში აღარ არის, უფრო მეტად მოქმედებს ნერვებსა და ფსიქიკაზე..." - გოგი ჭიჭინაძე

"მე არ ვარ აქ სა­ჭი­რო. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მე და ჩემს კო­ლე­გებს გვაქვს შეგ­რძნე­ბა, რომ ჩვენ მათ­თვის ვართ ცეკ­ვა-თა­მა­ში, დამ­კვრე­ლე­ბი"

გოგი ჭი­ჭი­ნა­ძე ყო­ველ­თვის ხმა­მაღ­ლა და შე­უ­ლა­მა­ზებ­ლად გა­მო­ხა­ტავ­და თა­ვის პო­ზი­ცი­ას. ვფიქ­რობ, ამ­ჯე­რა­დაც ასე მოხ­და. ცნო­ბი­ლი მა­ესტრო "კვი­რის პა­ლიტ­რის"რეს­პონ­დენ­ტია.

- რო­გორ გა­დის თქვენ­თვის პან­დე­მი­უ­რი პე­რი­ო­დი?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა პე­და­გო­გო­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა - კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის სა­ო­პე­რო კა­თედ­რის გამ­გე ვარ. მარ­ტი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ, რომ ჩვე­ნი ძა­ლი­ან სპე­ცი­ფი­კუ­რი სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი არ ჩაგ­ვე­შა­ლოს. ჩვენს სფე­რო­ში კა­ტას­ტრო­ფუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა, ფაქ­ტობ­რი­ვად, მიგ­დე­ბუ­ლი ვართ. რაც შე­ე­ხე­ბა ზო­გა­დად კულ­ტუ­რას, ოპე­რას, დრა­მა­ტულ თე­ატ­რებ­სა და სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სას­წავ­ლებ­ლებს, აქ მხო­ლოდ ერთი რე­გუ­ლა­ცი­აა - გა­ნაგ­რძეთ მუ­შა­ო­ბა, ოღონდ ხალ­ხის თავ­შეყ­რის გა­რე­შე, და­ი­ცა­ვით დის­ტან­ცია, და­ნარ­ჩე­ნი კი, თავ­ში ქვა გიხ­ლი­ათ, რაც გინ­დათ, ის ქე­ნით... პო­ლო­ნეთ­ში, სა­დაც უზარ­მა­ზარ ფი­ლარ­მო­ნი­ა­სა და მის ორ­კესტრს ვხელ­მძღვა­ნე­ლობ, გვა­ძა­ლე­ბენ, დავ­წე­როთ ჩვე­ნი მო­საზ­რე­ბე­ბი, რო­მელ­თა სა­ფუძ­ველ­ზეც კვი­რა­ში ერთხელ ახალ-ახალ რე­გუ­ლა­ცი­ებს იძ­ლე­ვი­ან.

ნორ­მა­ლურ ქვეყ­ნებ­ში თუ კულ­ტუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბა გა­ჩერ­და, კა­ტას­ტრო­ფის შეგ­რძნე­ბა აქვთ. ისი­ნი ხვდე­ბი­ან, რამ­ხე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ამას. ჩვენ­თან კი - რა დროს მუ­სი­კა და სოლ­ფე­ჯი­ოა, ადა­მი­ანს შია, რა დროს თე­ატ­რია, ადა­მი­ანს შია... დარ­გე­ბი, რომ­ლე­ბიც ჭა­მას­თან არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, იგ­ნო­რი­რე­ბუ­ლია, მი­ზე­ზით - ეს არ არის დღეს პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვერ ხე­დავს კულ­ტუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას. ამი­ტომ არც წუ­ხან და ეი­ო­ლე­ბათ კულ­ტუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის გა­ჩე­რე­ბა.

მეს­მის, რომ სა­ჭი­როა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი. მა­გა­ლი­თად, მე ვარ თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი და მი­ვი­ღე ბრძა­ნე­ბა: "სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გიკ­რძა­ლავთ, გყავ­დეთ დამ­სწრე პუბ­ლი­კა!". ეს გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ აქვე უნდა დას­ძი­ნონ: "გიბ­რძა­ნებთ, დად­გათ, მა­გა­ლი­თად, მო­ნოს­პექ­ტაკ­ლე­ბი, გა­მარ­თოთ და ონ­ლა­ინ უჩ­ვე­ნოთ პო­ე­ზი­ის სა­ღა­მო­ე­ბი".პო­ლო­ნეთ­შიც ბო­ლოს ოქ­ტომ­ბერ­ში ჩა­ვა­ტა­რე კონ­ცერ­ტი და რე­გუ­ლა­ცი­ის გამო მა­ყუ­რე­ბელ­თა 25% და­ეს­წრო. უკვე ორი თვეა, ყო­ველ პა­რას­კევს ნა­ხე­ვა­რი ორ­კესტრი მუ­შა­ობს (მეტი არ შე­იძ­ლე­ბა). მუ­სი­კოს­თა რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ბა­მი­სად შევ­ცვა­ლეთ პროგ­რა­მა. მო­ი­თხო­ვენ, ჩავ­წე­როთ კონ­ცერ­ტე­ბი და ვუჩ­ვე­ნოთ ონ­ლა­ინ. ამას ჩვენ კი არ ვფა­ფხუ­რობთ, მთავ­რო­ბა აწე­სებს რე­გუ­ლა­ცი­ებს, ოღონდ ისე, რომ არ გავ­ჩერ­დეთ და ხალ­ხი კულ­ტუ­რუ­ლი საკ­ვე­ბის გა­რე­შე არ დავ­ტო­ვოთ. ჩვენ­თან კი ვერ ხვდე­ბი­ან, რომ ნავ­თის თუ გა­ზის მილი არ გა­დაგ­ვარ­ჩენს, რად­გან ნავ­თი რომ გვექ­ნე­ბა, კულ­ტუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის­გან უკვე ძა­ლი­ან შორს ვიქ­ნე­ბით... ტე­ლე­ვი­ზი­ით რაც გა­დის, ეს ტრა­გე­დია არ არის, ტრა­გე­დია ის არის, რაც უნდა გა­დი­ო­დეს და არ გა­დის. მა­გა­ლი­თად, ხომ არ­სე­ბობს უამ­რა­ვი სე­რი­ა­ლი, მა­ინ­ცდა­მა­ინც სას­წა­ულს რა­ტომ ყი­დუ­ლობ, სე­რი­ა­ლი მა­ინც ნორ­მა­ლუ­რი უჩ­ვე­ნე ხალ­ხს! ვე­რა­ვინ და­მარ­წმუ­ნებს, რომ თვი­თონ ძა­ლი­ან გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნია, მაგ­რამ რად­გან ხალ­ხის მა­სას ეს უფრო ერ­გე­ბა, იმი­ტომ უჩ­ვე­ნებს მდა­რე ხა­რის­ხის ფილ­მს. კულ­ტუ­რუ­ლი და ნი­ჭი­ე­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი შე­ეც­დე­ბა, ტე­ლე­ვი­ზი­ის­თვის ფუ­ლიც იშო­ვოს და არც ერი და­ამ­ცი­როს ასე­თი უგე­მოვ­ნო­ბით.

მე არ ვარ აქ სა­ჭი­რო. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მე და ჩემს კო­ლე­გებს გვაქვს შეგ­რძნე­ბა, რომ ჩვენ მათ­თვის ვართ ცეკ­ვა-თა­მა­ში, დამ­კვრე­ლე­ბი. სა­ხელ­მწი­ფოს კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ხედ­ვა არ აქვს, არა­და, ამით და სპორ­ტით გვიც­ნობს მსოფ­ლიო. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მკითხველი
26

ამ კაცმა უამრავი საყურადღებო რამ თქვა და შეხედეთ სათაურს - რაზე გააკეთა აქცენტი ჟურნალისტმა! ამისთანებს ინტერვიუ არ უნდა მისცე

თამაზი
57
როგორ შეიძლება სავსებით არ დაეთანხმო ბატონ გოგის ნააზრევს. ხელისუფლებას ნამდვილად შესწევს ძალა მეტი სიკეთე მოუტანოს ხალხს და არ მისცეს სალაპარაკო უსაფუძვლო ამბიციით გაჟღენთილ ოპოზიციას. გოგი ჭიჭინაძე ისეთი ინტელექტუალური გენეტიკის წარმომადგენელია, ყოველთვის სასიამოვნოა მისი შეხედულების გათვალისწინება.
ავტორი:

"გეფიცებით, რაც "ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში აღარ არის, უფრო მეტად მოქმედებს ნერვებსა და ფსიქიკაზე..." - გოგი ჭიჭინაძე

"გეფიცებით, რაც "ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში აღარ არის, უფრო მეტად მოქმედებს ნერვებსა და ფსიქიკაზე..." - გოგი ჭიჭინაძე

"მე არ ვარ აქ საჭირო. წლების განმავლობაში მე და ჩემს კოლეგებს გვაქვს შეგრძნება, რომ ჩვენ მათთვის ვართ ცეკვა-თამაში, დამკვრელები"

გოგი ჭიჭინაძე ყოველთვის ხმამაღლა და შეულამაზებლად გამოხატავდა თავის პოზიციას. ვფიქრობ, ამჯერადაც ასე მოხდა. ცნობილი მაესტრო "კვირის პალიტრის" რესპონდენტია.

- როგორ გადის თქვენთვის პანდემიური პერიოდი?

- საქართველოში ჩემი საქმიანობა პედაგოგობით შემოიფარგლება - კონსერვატორიის საოპერო კათედრის გამგე ვარ. მარტიდან მოყოლებული, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი ძალიან სპეციფიკური სწავლების პროცესი არ ჩაგვეშალოს. ჩვენს სფეროში კატასტროფული სიტუაციაა, ფაქტობრივად, მიგდებული ვართ. რაც შეეხება ზოგადად კულტურას, ოპერას, დრამატულ თეატრებსა და სახელოვნებო სასწავლებლებს, აქ მხოლოდ ერთი რეგულაციაა - განაგრძეთ მუშაობა, ოღონდ ხალხის თავშეყრის გარეშე, დაიცავით დისტანცია, დანარჩენი კი, თავში ქვა გიხლიათ, რაც გინდათ, ის ქენით... პოლონეთში, სადაც უზარმაზარ ფილარმონიასა და მის ორკესტრს ვხელმძღვანელობ, გვაძალებენ, დავწეროთ ჩვენი მოსაზრებები, რომელთა საფუძველზეც კვირაში ერთხელ ახალ-ახალ რეგულაციებს იძლევიან.

ნორმალურ ქვეყნებში თუ კულტურული ცხოვრება გაჩერდა, კატასტროფის შეგრძნება აქვთ. ისინი ხვდებიან, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამას. ჩვენთან კი - რა დროს მუსიკა და სოლფეჯიოა, ადამიანს შია, რა დროს თეატრია, ადამიანს შია... დარგები, რომლებიც ჭამასთან არ არის დაკავშირებული, იგნორირებულია, მიზეზით - ეს არ არის დღეს პრიორიტეტული. ხელისუფლება ვერ ხედავს კულტურული ცხოვრების აუცილებლობას. ამიტომ არც წუხან და ეიოლებათ კულტურული ცხოვრების გაჩერება.

მესმის, რომ საჭიროა რეგულაციები. მაგალითად, მე ვარ თეატრის ხელმძღვანელი და მივიღე ბრძანება: "სიტუაციიდან გამომდინარე, გიკრძალავთ, გყავდეთ დამსწრე პუბლიკა!". ეს გასაგებია, მაგრამ აქვე უნდა დასძინონ: "გიბრძანებთ, დადგათ, მაგალითად, მონოსპექტაკლები, გამართოთ და ონლაინ უჩვენოთ პოეზიის საღამოები".პოლონეთშიც ბოლოს ოქტომბერში ჩავატარე კონცერტი და რეგულაციის გამო მაყურებელთა 25% დაესწრო. უკვე ორი თვეა, ყოველ პარასკევს ნახევარი ორკესტრი მუშაობს (მეტი არ შეიძლება). მუსიკოსთა რაოდენობის შესაბამისად შევცვალეთ პროგრამა. მოითხოვენ, ჩავწეროთ კონცერტები და ვუჩვენოთ ონლაინ. ამას ჩვენ კი არ ვფაფხურობთ, მთავრობა აწესებს რეგულაციებს, ოღონდ ისე, რომ არ გავჩერდეთ და ხალხი კულტურული საკვების გარეშე არ დავტოვოთ. ჩვენთან კი ვერ ხვდებიან, რომ ნავთის თუ გაზის მილი არ გადაგვარჩენს, რადგან ნავთი რომ გვექნება, კულტურული ცხოვრებისგან უკვე ძალიან შორს ვიქნებით... ტელევიზიით რაც გადის, ეს ტრაგედია არ არის, ტრაგედია ის არის, რაც უნდა გადიოდეს და არ გადის. მაგალითად, ხომ არსებობს უამრავი სერიალი, მაინცდამაინც სასწაულს რატომ ყიდულობ, სერიალი მაინც ნორმალური უჩვენე ხალხს! ვერავინ დამარწმუნებს, რომ თვითონ ძალიან გემოვნებიანია, მაგრამ რადგან ხალხის მასას ეს უფრო ერგება, იმიტომ უჩვენებს მდარე ხარისხის ფილმს. კულტურული და ნიჭიერი ხელმძღვანელი შეეცდება, ტელევიზიისთვის ფულიც იშოვოს და არც ერი დაამციროს ასეთი უგემოვნობით.

მე არ ვარ აქ საჭირო. წლების განმავლობაში მე და ჩემს კოლეგებს გვაქვს შეგრძნება, რომ ჩვენ მათთვის ვართ ცეკვა-თამაში, დამკვრელები. სახელმწიფოს კულტურის განვითარების ხედვა არ აქვს, არადა, ამით და სპორტით გვიცნობს მსოფლიო. წაიკითხეთ სრულად

მეუფე იაკობს კორონავირუსი დაუდასტურდა

"პანდემიის პერიოდში თავდაუზოგავად მუშაობდა..." - მარნეულში გარდაიცვალა 23 წლის ექიმი, რომელმაც კოვიდი რამდენიმე დღის წინ დაამარცხა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 39 პაციენტი გარდაიცვალა