მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"...დავიჯერო ისე წავალ ამ ქვეყნიდან, რომ მელიქიშვილის გამზირზე აღარ გავივლიო?” - დოიჯაშვილის მეუღლე მომღერლის მდგომარეობაზე, შვილებსა და ისრაელში ცხოვრებაზე
"...დავიჯერო ისე წავალ ამ ქვეყნიდან, რომ მელიქიშვილის გამზირზე აღარ გავივლიო?” - დოიჯაშვილის მეუღლე მომღერლის მდგომარეობაზე, შვილებსა და ისრაელში ცხოვრებაზე

პა­რას­კევს "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ეთერ­ში ტე­ლე­მა­რა­თო­ნი გა­ი­მარ­თე­ბა. მა­რა­თონ­ზე შეგ­რო­ვე­ბუ­ლი თან­ხა კი მომ­ღე­რალ ზუ­რაბ დო­ი­ჯაშ­ვი­ლის ის­რა­ე­ლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოფ­რე­ნას მოხ­მარ­დე­ბა. ამ დღეს, კულ­ტუ­რის პა­ლა­ტა ფი­ლარ­მო­ნი­ის წინ ზუ­რაბ დო­ი­ჯაშ­ვი­ლის ვარ­სკვლავს გახ­სნის.

მა­რა­თო­ნის­თვის ან­გა­რი­შის ნო­მე­რი და­ვით ოქი­ტაშ­ვილ­მა გახ­სნა, ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სწო­რედ ის კუ­რი­რებს თან­ხის შეგ­რო­ვე­ბას, რო­მე­ლიც მომ­ღერ­ლის სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას უნდა მოხ­მარ­დეს.

ზუ­რაბ დო­ი­ჯაშ­ვი­ლი 9 თვეა, რაც ის­რა­ე­ლის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში მარ­თვით სუნ­თქვა­ზეა. დი­აგ­ნო­ზი გახ­ლავთ ამი­ოტრო­ფუ­ლი გვერ­დი­თი სკლე­რო­ზი. მომ­ღე­რა­ლი ის­რა­ელ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად ორი წლის წინ ოჯახ­თან ერ­თად წა­ვი­და და ერთ წე­ლი­წად­ში ცუ­დად გახ­და.

მე­უღ­ლე ქეთი ვა­და­ჭ­კო­რია AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ მე­უღ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლი და ამა­ვე დროს უი­მე­დოა, ექი­მე­ბი იმედს არ აძ­ლე­ვენ, და­ა­ვა­დე­ბა კი იშ­ვი­ა­თი და საკ­მა­ოდ მძი­მეა.

- რო­დე­საც ზუ­რას და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ გა­ვი­გეთ, მა­შინ კი­დევ იყო შან­სი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოგ­ვეყ­ვა­ნა, მაგ­რამ პან­დე­მია და­ემ­თხვა. ძა­ლი­ან რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო და ფი­ნან­სუ­რად ვერ მო­ხერ­ხდა გად­მოყ­ვა­ნა.

ამ წუ­თის მდგო­მა­რე­ო­ბა კი ასე­თია, დღეს რომ ჩემ­თან რე­ა­ნო­მო­ბი­ლი ჩა­მოფ­რინ­დეს, ზუ­რას ვერ გად­მო­ვიყ­ვანთ, რად­გან ამ ეტაპ­ზე მისი მდგო­მა­რე­ო­ბა არ გვაძ­ლევს ამის სა­შუ­ა­ლე­ბას. ძა­ლი­ან მინ­და, მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში წაყ­ვა­ნა, მისი ბოლო სურ­ვი­ლი ეს იყო.

- ბო­ლოს რო­დის გე­სა­უბ­რათ?

- 28 აპ­რილს... სახ­ლში ვი­ყა­ვით და ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და სუნ­თქვა. სას­წრა­ფო რომ გა­მო­ვი­ძა­ხეთ, ამ­ბობ­და, და­ვი­ჯე­რო ისე წა­ვალ ამ ქვეყ­ნი­დან, რომ მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე აღარ გა­ვივ­ლიო. ასე­თი გა­მარ­თუ­ლი წი­ნა­და­დე­ბით მას შემ­დეგ აღარ უსა­უბ­რია.

თვე­ნა­ხე­ვა­რი კო­მა­ში იყო, კო­მი­დან გა­მო­ვი­და, მაგ­რამ აპა­რა­ტის მოხ­სნა ვერ მო­ხერ­ხდა. და­ე­წყო კუნ­თე­ბის ატრო­ფია და წო­ნა­ში სწრა­ფი კლე­ბა, ჩა­ერ­თო პრო­ფე­სო­რე­ბის გუნ­დი და სწო­რედ მა­შინ და­უს­ვეს დი­აგ­ნო­ზი. ამის შემ­დეგ ძა­ლი­ან სწრა­ფად პროგ­რე­სი­რებს მისი და­ა­ვა­დე­ბა. სა­ა­თო­ბით შე­იძ­ლე­ბა დამ­ძიმ­დეს.

ამ ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სამი ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს, ფა­რუ­ლი სის­ხლდე­ნა ეწყე­ბო­და. ზუ­რას სა­ქარ­თვე­ლო­ში აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი გუ­ლის შუნ­ტი­რე­ბა და სწო­რედ ეს აცო­ცხლებს. უმაღ­ლეს დო­ნე­ზე აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და აქა­უ­რი ექი­მე­ბიც კი კი­თხუ­ლობ­დნენ, ვისი გა­კე­თე­ბუ­ლია შუნ­ტი­რე­ბა, გული რომ ამას უძ­ლებ­სო.

- მკი­თხველს რომ უთხრათ, ვინ იყ­ვნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბა­ტო­ნი ზუ­რას ექი­მე­ბი?

- ჩა­ფი­ძის კლი­ნი­კა­ში ჩა­უ­ტარ­და გულ­ზე შუნ­ტი­რე­ბა. ზვი­ად ბა­ხუ­ტაშ­ვილ­მა და დათო ლო­ლი­აშ­ვილ­მა გა­უ­კე­თეს. დათო დღემ­დე ზუ­რას გვერ­დით დგას.

- ქალ­ბა­ტო­ნო ქეთი, ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო ბინა და­კარ­გეთ და შემ­დეგ მთე­ლი ოჯა­ხი ის­რა­ელ­ში წახ­ვე­დით ...

- მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ იცის, რომ ბი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შეგ­ვექ­მნა და სახ­ლის გა­რე­შე დავ­რჩით. გა­დავ­წყვი­ტეთ, წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით ის­რა­ელ­ში სა­მუ­შა­ოდ. არა­ფე­რი გვი­თა­კი­ლია მე, ზუ­რას და შვი­ლებს. გვინ­დო­და, ისევ შეგ­ვე­ძი­ნა ჭერი სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ კაცი ბჭობ­და და ღმერ­თი იცი­ნო­დაო.

- შვი­ლე­ბი ახლა სად არი­ან?

- პან­დე­მი­ის და­წყე­ბის შემ­დეგ დაბ­რუნ­დნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რად­გან მათი სამ­სა­ხუ­რე­ბიც და­ი­ხუ­რა. ჩემი მე­სა­მე შვი­ლიშ­ვი­ლი აქ და­ი­ბა­და, ის­რა­ელ­ში.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოყ­ვა­ნის შემ­თხვე­ვა­ში, შე­უძ­ლი­ათ ქარ­თველ ექი­მებს ასე­თი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტის მარ­თვა?

- დიახ, ამ და­ა­ვა­დე­ბის რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში და ქარ­თველ ექი­მებს აქვთ გა­მოც­დი­ლე­ბა. მარ­თა­ლი რომ გი­თხრათ, ამა­ზე არ მი­ფიქ­რია, რად­გან ამ წუ­თას ზუ­რას მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია. არ ვიცი, რა იქ­ნე­ბა ერთ სა­ა­ათ­ში, ხვალ დი­ლას... ექი­მებს რომ ვე­კი­თხე­ბი, მე­უბ­ნე­ბი­ან, - ისე იქ­ნე­ბა, რო­გორც უფა­ლი გა­და­წყვეტ­სო.

- პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, თქვენ და თქვე­ნი შვი­ლე­ბი დაბ­რუნ­დე­ბით ის­რა­ელ­ში სცხოვ­რებ­ლად?

- ჩვენ ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა გვაქვს, რა­საც არც ის­რა­ე­ლი ჩა­მოგ­ვარ­თმევს და არც სა­ქარ­თვე­ლო. აქ ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს, რომ­ლე­ბიც გვერ­დში მიდ­გა­ნან და ამით ვსულ­დგმუ­ლობ, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოა ჩვე­ნი სამ­შობ­ლო. არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე რომ დავ­დგე, სად ვი­ცხოვ­რებ­დი, რა თქმა უნდა, სა­ქარ­თვე­ლო­ში. მი­თუ­მე­ტეს ვიცი, რითი დამ­თავ­რდე­ბა ზუ­რას ავად­მყო­ფო­ბა და არც სი­ცო­ცხლე­ში და არც მერე არ დავ­ტო­ვებ უჩე­მოდ.

სს „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი“ბან­კის კოდი - BAGAGE22ან­გა­რი­ში - GE06BG0000000498478658

მიმ­ღე­ბი - ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ა­და­ნიშ­ნუ­ლე­ბა - ზურა დო­ი­ჯაშ­ვი­ლის­თვის

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
LA
10

konkretulad ra diagnozia? ra daavadebazea laparaki?

ქეთი
3

ტურიზმის განვითარების ასოციაციას რომ არ ჩავურიცხოთ და პირდაპირ ოჯახს-ვერა?

ავტორი:

"...დავიჯერო ისე წავალ ამ ქვეყნიდან, რომ მელიქიშვილის გამზირზე აღარ გავივლიო?” - დოიჯაშვილის მეუღლე მომღერლის მდგომარეობაზე, შვილებსა და ისრაელში ცხოვრებაზე

"...დავიჯერო ისე წავალ ამ ქვეყნიდან, რომ მელიქიშვილის გამზირზე აღარ გავივლიო?” - დოიჯაშვილის მეუღლე მომღერლის მდგომარეობაზე, შვილებსა და ისრაელში ცხოვრებაზე

პარასკევს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში ტელემარათონი გაიმართება. მარათონზე შეგროვებული თანხა კი მომღერალ ზურაბ დოიჯაშვილის ისრაელიდან საქართველოში გადმოფრენას მოხმარდება. ამ დღეს, კულტურის პალატა ფილარმონიის წინ ზურაბ დოიჯაშვილის ვარსკვლავს გახსნის.

მარათონისთვის ანგარიშის ნომერი დავით ოქიტაშვილმა გახსნა, ბოლო დღეების განმავლობაში სწორედ ის კურირებს თანხის შეგროვებას, რომელიც მომღერლის სამშობლოში დაბრუნებას უნდა მოხმარდეს.

ზურაბ დოიჯაშვილი 9 თვეა, რაც ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მართვით სუნთქვაზეა. დიაგნოზი გახლავთ ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი. მომღერალი ისრაელში საცხოვრებლად ორი წლის წინ ოჯახთან ერთად წავიდა და ერთ წელიწადში ცუდად გახდა.

მეუღლე ქეთი ვადაჭკორია AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ მეუღლის მდგომარეობა კრიტიკული და ამავე დროს უიმედოა, ექიმები იმედს არ აძლევენ, დაავადება კი იშვიათი და საკმაოდ მძიმეა.

- როდესაც ზურას დაავადების შესახებ გავიგეთ, მაშინ კიდევ იყო შანსი, რომ საქართველოში გადმოგვეყვანა, მაგრამ პანდემია დაემთხვა. ძალიან რთული სიტუაცია იყო და ფინანსურად ვერ მოხერხდა გადმოყვანა.

ამ წუთის მდგომარეობა კი ასეთია, დღეს რომ ჩემთან რეანომობილი ჩამოფრინდეს, ზურას ვერ გადმოვიყვანთ, რადგან ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა არ გვაძლევს ამის საშუალებას. ძალიან მინდა, მისი საქართველოში წაყვანა, მისი ბოლო სურვილი ეს იყო.

- ბოლოს როდის გესაუბრათ?

- 28 აპრილს... სახლში ვიყავით და ძალიან გაუჭირდა სუნთქვა. სასწრაფო რომ გამოვიძახეთ, ამბობდა, დავიჯერო ისე წავალ ამ ქვეყნიდან, რომ მელიქიშვილის გამზირზე აღარ გავივლიო. ასეთი გამართული წინადადებით მას შემდეგ აღარ უსაუბრია.

თვენახევარი კომაში იყო, კომიდან გამოვიდა, მაგრამ აპარატის მოხსნა ვერ მოხერხდა. დაეწყო კუნთების ატროფია და წონაში სწრაფი კლება, ჩაერთო პროფესორების გუნდი და სწორედ მაშინ დაუსვეს დიაგნოზი. ამის შემდეგ ძალიან სწრაფად პროგრესირებს მისი დაავადება. საათობით შეიძლება დამძიმდეს.

ამ ერთი თვის განმავლობაში სამი ოპერაცია გაუკეთეს, ფარული სისხლდენა ეწყებოდა. ზურას საქართველოში აქვს გაკეთებული გულის შუნტირება და სწორედ ეს აცოცხლებს. უმაღლეს დონეზე აქვს გაკეთებული და აქაური ექიმებიც კი კითხულობდნენ, ვისი გაკეთებულია შუნტირება, გული რომ ამას უძლებსო.

- მკითხველს რომ უთხრათ, ვინ იყვნენ საქართველოში ბატონი ზურას ექიმები?

- ჩაფიძის კლინიკაში ჩაუტარდა გულზე შუნტირება. ზვიად ბახუტაშვილმა და დათო ლოლიაშვილმა გაუკეთეს. დათო დღემდე ზურას გვერდით დგას.

- ქალბატონო ქეთი, ფინანსური პრობლემების გამო ბინა დაკარგეთ და შემდეგ მთელი ოჯახი ისრაელში წახვედით ...

- მთელმა საქართველომ იცის, რომ ბინასთან დაკავშირებული პრობლემები შეგვექმნა და სახლის გარეშე დავრჩით. გადავწყვიტეთ, წამოვსულიყავით ისრაელში სამუშაოდ. არაფერი გვითაკილია მე, ზურას და შვილებს. გვინდოდა, ისევ შეგვეძინა ჭერი საქართველოში, მაგრამ კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო.

- შვილები ახლა სად არიან?

- პანდემიის დაწყების შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში, რადგან მათი სამსახურებიც დაიხურა. ჩემი მესამე შვილიშვილი აქ დაიბადა, ისრაელში.

- საქართველოში ჩამოყვანის შემთხვევაში, შეუძლიათ ქართველ ექიმებს ასეთი დაავადების მქონე პაციენტის მართვა?

- დიახ, ამ დაავადების რამდენიმე შემთხვევა იყო საქართველოში და ქართველ ექიმებს აქვთ გამოცდილება. მართალი რომ გითხრათ, ამაზე არ მიფიქრია, რადგან ამ წუთას ზურას მდგომარეობა კრიტიკულია. არ ვიცი, რა იქნება ერთ სააათში, ხვალ დილას... ექიმებს რომ ვეკითხები, მეუბნებიან, - ისე იქნება, როგორც უფალი გადაწყვეტსო.

- პანდემიის დასრულების შემდეგ, თქვენ და თქვენი შვილები დაბრუნდებით ისრაელში სცხოვრებლად?

- ჩვენ ორმაგი მოქალაქეობა გვაქვს, რასაც არც ისრაელი ჩამოგვართმევს და არც საქართველო. აქ ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც გვერდში მიდგანან და ამით ვსულდგმულობ, მაგრამ საქართველოა ჩვენი სამშობლო. არჩევანის წინაშე რომ დავდგე, სად ვიცხოვრებდი, რა თქმა უნდა, საქართველოში. მითუმეტეს ვიცი, რითი დამთავრდება ზურას ავადმყოფობა და არც სიცოცხლეში და არც მერე არ დავტოვებ უჩემოდ.

სს „საქართველოს ბანკი“ბანკის კოდი - BAGAGE22ანგარიში - GE06BG0000000498478658

მიმღები - ტურიზმის განვითარების ასოციაციადანიშნულება - ზურა დოიჯაშვილისთვის

რას საქმიანობს ლევან ვასაძის ულამაზესი ქალიშვილი, რომელიც მამის ბრენდის სახეა - თათა ვასაძის ფოტოები

"თავიდან ისე უნდოდათ საქმის წაყვანა, რომ ყველაფერში დამნაშავე კოვიდ-სასტუმროს ექიმი გამოსულიყო" - რატი თორდია შვილის საქმეში გამოვლენილ დარღვევებზე

კოვიდით გარდაცვლილი თეკლა თორდიას საქმეში მნიშვნელოვანი დარღვევები გამოვლინდა - "განიხილება ორი ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი"