პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საბერძნეთში ქართველები დააკავეს, რომლებიც სულ ცოტა, 24 ჯგუფურ ძარცვაში არიან ბრალდებულები - რას წერს ბერძნული მედია
საბერძნეთში ქართველები დააკავეს, რომლებიც სულ ცოტა, 24 ჯგუფურ ძარცვაში არიან ბრალდებულები - რას წერს ბერძნული მედია

ბერ­ძნულ გა­მო­ცე­მა­ში iefimerida.gr გა­მოქ­ვეყ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია, ქარ­თვე­ლე­ბის ჯგუ­ფის და­კა­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა რა­ი­ონ­ში მრა­ვალ­ჯე­რად ძარ­ცვა­ში არი­ან ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი. მე­დი­ა­ში ასე­ვე გა­მო­აქ­ვეყ­ნდა მათი ფო­ტო­ე­ბი.

"ესე­ნი არი­ან ქარ­თვე­ლი სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვე­ბი, რომ­ლებ­მაც მი­ნი­მუმ 24 ძარ­ცვა ჩა­ი­დი­ნეს. ქარ­თვე­ლე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბე­ბი მოხ­და 4 დე­კემ­ბერს. სა­ბერ­ძნე­თის პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, რო­მელ­მაც ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, დაჯ­გუ­ფე­ბამ ჩა­ი­დი­ნა მი­ნი­მუმ 24 ქურ­დო­ბა კიფ­სელ­ში, ეგ­ზარ­ქი­ა­ში, ვი­რო­ნას­ში, ნეა სმირნ­ში, ნეოს კოს­მოს­ში, დაფ­ნი­ში, გა­ლა­ცი­ში, ალი­მოს­ში, პა­ლეო ფა­ლი­რო­ში, კა­ლი­თე­ა­ში, ზოგ­რა­ფუ ამ­პე­ლო­კი­პო­ში, ილი­ონ­ში, კი­ფი­სი­ა­ში და სხვა უბ­ნებ­ში", - წერს გა­მო­ცე­მა.

აღ­ნიშ­ნულს გა­მო­ეხ­მა­უ­რა "ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცენ­ტრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი".

"სა­ბერ­ძნე­თის პო­ლი­ცია სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ იტყო­ბი­ნე­ბა და კვლავ ყო­ველ­გვა­რი პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის და­ფარ­ვის გა­რე­შე აქ­ვეყ­ნებს ინ­ფორ­მა­ცი­ას", - წერს ავ­თან­დილ გი­უ­ნაშ­ვი­ლი.

ის AMBEBI.GE -თან ამ­ბობს, რომ პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის უკონ­ტრო­ლოდ გავ­რცე­ლე­ბა, აქამ­დეც არა­ერ­თხელ მომ­ხდა­რა. არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა ქარ­თველ ემიგ­რანტს არ უმ­ტკიც­დე­ბა, შე­ლა­ხუ­ლი იმი­ჯი კი ქვეყ­ნებს შო­რი­საც აფუ­ჭებს ურ­თი­ერ­თო­ბას და და­ზა­რა­ლე­ბულ­ზეც საკ­მა­ოდ მძი­მედ მოქ­მე­დებს.

"ამ სა­კი­თხზე არა­ერ­თხელ გა­მოვ­თქვი მო­საზ­რე­ბა. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მოხ­დეს პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის და­ფარ­ვა, ეს შე­ე­ხე­ბა ეროვ­ნულ მა­ხა­სი­ა­თე­ბელ­საც. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი ყვე­ლა რე­ი­ტინ­გულ ბერ­ძნულ პრე­სა­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა, რაც ქმნის გან­წყო­ბას, რომ თით­ქოს ყვე­ლა ქარ­თვე­ლი ამით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. ეს აფერ­ხებს ქვეყ­ნებს შო­რის მე­გობ­რო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის იმიჯს ლა­ხავს, რომ­ლე­ბიც სა­ბერ­ძნეთ­ში სა­მუ­შა­ოდ არი­ან ჩა­მო­სულ­ნი და არა­ვი­თა­რი და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნი­ათ.

მა­გა­ლი­თად ქალი, რო­მე­ლიც ფო­ტო­ზეა აღ­ბეჭ­დი­ლი, სხვა პი­რებს სა­ერ­თოდ არ იც­ნობ­და. რა კრი­მი­ნა­ლურ დაჯ­გუ­ფე­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი, რო­დე­საც შე­იძ­ლე­ბა ბრა­ლი ვერც და­უმ­ტკი­ცონ. სა­სა­მარ­თლოს არ აქვს დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი, რომ მათ ეს და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნეს. რო­დე­საც პირ­და­პირ აცხა­დე­ბენ, რომ ქარ­თულ­მა დაჯ­გუ­ფე­ბამ ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი, ეს არას­წო­რია. ასე­თი რა­ღაც არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში არ ხდე­ბა. ერ­თია, რომ ბრა­ლი წა­რედ­გი­ნათ და მე­ო­რე რო­დე­საც ბრა­ლი არ არის დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა ეს ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ა­მარ­თლონ, მერე არა­ვინ აღარ და­წერს, რომ ქარ­თვე­ლე­ბი არა­ფერ შუ­ა­ში იყ­ვნენ", - აცხა­დებს ავ­თან­დილ გი­უ­ნაშ­ვი­ლი.

ავ­ტო­რი: თე­ო­ნა რა­მა­ზაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გელა
0

ახალგაზრდებში უნდა მოხდეს ქურდების დერომანტიზაცია.

ანა
20

არ შეიძლება უჩივლონ პერსონალური მონაცემების დარღვევის ფაქტზე? ასე როგორ შეიძლება?

ავტორი:

საბერძნეთში ქართველები დააკავეს, რომლებიც სულ ცოტა, 24 ჯგუფურ ძარცვაში არიან ბრალდებულები - რას წერს ბერძნული მედია

საბერძნეთში ქართველები დააკავეს, რომლებიც სულ ცოტა, 24 ჯგუფურ ძარცვაში არიან ბრალდებულები - რას წერს ბერძნული მედია

ბერძნულ გამოცემაში iefimerida.gr გამოქვეყნდა ინფორმაცია, ქართველების ჯგუფის დაკავების თაობაზე, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა რაიონში მრავალჯერად ძარცვაში არიან ეჭვმიტანილები. მედიაში ასევე გამოაქვეყნდა მათი ფოტოები.

"ესენი არიან ქართველი სამართალდამრღვევები, რომლებმაც მინიმუმ 24 ძარცვა ჩაიდინეს. ქართველების დაპატიმრებები მოხდა 4 დეკემბერს. საბერძნეთის პოლიციის ცნობით, რომელმაც ფოტოები გამოაქვეყნა, დაჯგუფებამ ჩაიდინა მინიმუმ 24 ქურდობა კიფსელში, ეგზარქიაში, ვირონასში, ნეა სმირნში, ნეოს კოსმოსში, დაფნიში, გალაციში, ალიმოსში, პალეო ფალიროში, კალითეაში, ზოგრაფუ ამპელოკიპოში, ილიონში, კიფისიაში და სხვა უბნებში", - წერს გამოცემა.

აღნიშნულს გამოეხმაურა "ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის წარმომადგენელი".

"საბერძნეთის პოლიცია საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ იტყობინება და კვლავ ყოველგვარი პერსონალური მონაცემების დაფარვის გარეშე აქვეყნებს ინფორმაციას", - წერს ავთანდილ გიუნაშვილი.

ის AMBEBI.GE -თან ამბობს, რომ პერსონალური მონაცემების უკონტროლოდ გავრცელება, აქამდეც არაერთხელ მომხდარა. არის შემთხვევები, როდესაც წარდგენილი ბრალდება ქართველ ემიგრანტს არ უმტკიცდება, შელახული იმიჯი კი ქვეყნებს შორისაც აფუჭებს ურთიერთობას და დაზარალებულზეც საკმაოდ მძიმედ მოქმედებს.

"ამ საკითხზე არაერთხელ გამოვთქვი მოსაზრება. აუცილებლად უნდა მოხდეს პერსონალური მონაცემების დაფარვა, ეს შეეხება ეროვნულ მახასიათებელსაც. აღნიშნული ფაქტი ყველა რეიტინგულ ბერძნულ პრესაში გამოქვეყნდა, რაც ქმნის განწყობას, რომ თითქოს ყველა ქართველი ამით არის დაკავებული. ეს აფერხებს ქვეყნებს შორის მეგობრობის განვითარებას. ასეთი დამოკიდებულება უამრავი ადამიანის იმიჯს ლახავს, რომლებიც საბერძნეთში სამუშაოდ არიან ჩამოსულნი და არავითარი დანაშაული არ ჩაუდენიათ.

მაგალითად ქალი, რომელიც ფოტოზეა აღბეჭდილი, სხვა პირებს საერთოდ არ იცნობდა. რა კრიმინალურ დაჯგუფებაზეა ლაპარაკი, როდესაც შეიძლება ბრალი ვერც დაუმტკიცონ. სასამართლოს არ აქვს დამტკიცებული, რომ მათ ეს დანაშაული ჩაიდინეს. როდესაც პირდაპირ აცხადებენ, რომ ქართულმა დაჯგუფებამ ჩაიდინა დანაშაული, ეს არასწორია. ასეთი რაღაც არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. ერთია, რომ ბრალი წარედგინათ და მეორე როდესაც ბრალი არ არის დამტკიცებული. შეიძლება ეს ადამიანები გაამართლონ, მერე არავინ აღარ დაწერს, რომ ქართველები არაფერ შუაში იყვნენ", - აცხადებს ავთანდილ გიუნაშვილი.

ავტორი: თეონა რამაზაშვილი

"ბუსა ციხიდან ერთ წელში გამოვა, დავინდეთ… სხვათა შორის, ლევანს მასთან შერიგებაც უნდოდა" - რას ამბობს თოფაძე ჟვანიას საქმესა და შვილიშვილის მდგომარეობაზე?

შემოსავლების სამსახურის თანამშრომელზე ფიზიკური ანგარიშსწორება ყოფილმა თანამშრომელმა განახორციელა - უწყების განცხადება

"იმ პირობით, რომ ცოლად შეირთავდა, სექსუალური კავშირი დაამყარა და გოგონასთან კონტაქტი გაწყვიტა" - რა წერია ქობულეთში დაკავებულის ბრალდებაში?