პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისე გახადეს, პარლამენტში არ შევალო, გეგონება სამშობლოს უნდა უღალატო" - ალეკო ელისაშვილი განმარტავს, რა შემთხვევაში შევა პარლამენტში
"ისე გახადეს, პარლამენტში არ შევალო, გეგონება სამშობლოს უნდა უღალატო" - ალეკო ელისაშვილი განმარტავს, რა შემთხვევაში შევა პარლამენტში

პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ლი­დე­რის, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ის და­თან­ხმდე­ბა პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მხა­რე­ე­ბი სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის და სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის რე­ფორ­მა­ზე შე­თან­ხმდე­ბი­ან.

ამის შე­სა­ხებ ელი­საშ­ვილ­მა "ფე­ის­ბუქ ლა­ივ­ში“ ისა­უბ­რა.

"მე მინ­და, რომ ცეკო-ს თავ­მდჯო­მა­რე იყოს ყვე­ლა­ზე სან­დო ადა­მი­ა­ნი, ხომ გინ­დათ ეს? ამის­თვის ვირ­ჯე­ბი. ვირ­ჯე­ბი იმის­თვის, რომ არ­ჩევ­ნებს ვენ­დო­ბო­დეთ, წე­სი­ე­რი ცეს­კო იყოს, წე­სი­ე­რი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა იყოს, რო­მე­ლიც რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ა­ზე კი არა, ქვეყ­ნის მო­მა­ვალ­ზე იქ­ნე­ბა მორ­გე­ბუ­ლი და ისე­თი წე­სე­ბი წა­მო­ვი­ღოთ ამ შეხ­ვედ­რი­დან და ისე­თი სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია, რომ გა­ყალ­ბე­ბის შან­სი იყოს მი­ნი­მუ­მამ­დე და­სუ­ლი. ეს საშ­ვი­ლიშ­ვი­ლო შე­დე­გი მინ­და წა­მო­ვი­ღო და ამის­თვის ვიბ­რძვი მე პი­რა­დად. ელ­ჩებ­თან დრო­ის სამი მე­ო­თხე­დი ეთ­მო­ბა იმას, ცეს­კო რო­გორ უნდა და­კომ­პლექტდეს, თავ­მჯდო­მა­რე რო­გო­რი უნდა იყოს, სა­ოლ­ქო კო­მი­სი­ას რა უნდა ჰქონ­დეს, არ­ჩევ­ნე­ბის წესი რო­გო­რი უნდა იყოს. ამას მივ­ყვე­ბით სა­ა­თო­ბით“, -გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ახლა არის მო­მენ­ტი, როცა ოპო­ზი­ცი­ას მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი­დან შე­უძ­ლია "სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი“ გა­მო­ი­ტა­ნოს.

"პირ­და­პირ გე­უბ­ნე­ბით, მე მწამს, რომ გვაქვს ახლა მო­მენ­ტი, რომ იმ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი გა­მო­ვი­ტა­ნოთ გა­წი­კწი­კე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო წე­სე­ბით, სან­დო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წე­სით. ამის­თვის ვიბ­რძვით. ეს არის ეროვ­ნუ­ლი ამო­ცა­ნა, რო­მელ­საც მი­ვა­დე­ქით ყვე­ლა. მთა­ვა­რი მე­ქა­ნიზ­მი რა არის, ქუ­ჩა­ში ხომ არ უნდა მივსდევ­დეთ ზარ­ბაზ­ნით? გაგ­ვი­კე­თე­ბია და და­ვან­გრი­ეთ ეს ერთხელ 90-ია­ნებ­ში. თუ მე იქი­დან ეს გა­რან­ტია მექ­ნე­ბა ხელ­ში, პარ­ლა­მენ­ტში შე­ვალ, რა თქმა უნდა, ისე გა­ხა­დეს, პარ­ლა­მენ­ტში არ შე­ვა­ლო, გე­გო­ნე­ბა სამ­შობ­ლოს უნდა უღა­ლა­ტო. ტყუ­ი­ლად პარ­ლა­მენ­ტში არ შე­ვალ ცო­ცხა­ლი თა­ვით და არც შევ­დი­ვარ ხომ ხე­დავთ, ერთი თვეა ფეხი გა­ფი­ჩი­ნე­ბუ­ლი მაქვს და ერთი თვეა მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე დავ­დი­ვარ „პას­ტით“ და ფურ­ცლით, რომ ეს უნდა გა­კეთ­დეს, ეს უნდა გა­კეთ­დეს, ამა­ზე ვმუ­შა­ობ და ამით თუ გა­მო­ვალ იქი­დან, გა­მო­ვალ თა­ვა­წე­უ­ლი. ყვე­ლა გა­მო­ვა თა­ვა­წე­უ­ლი, ვი­საც უნდა, რომ ეს ქვე­ყა­ნა წინ წა­ვი­დეს, არ აუ­რი­ოს ეს ქვე­ყა­ნა და რე­ვო­ლუ­ცია არ მო­ახ­დი­ნოს“, - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ქვე­ყა­ნა ერთ დღე­ში არ აშენ­დე­ბა.

"მე მჯე­რა იმის, რომ ქვე­ყა­ნა ერთ ორ­შა­ბათს არ აშენ­დე­ბა და უცებ ბედ­ნი­ერ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ გა­ვიღ­ვი­ძებთ. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს არ მო­უნ­დე­ბა, რომ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი იყოს ეს ქვე­ყა­ნა. უნდა ვიბ­რძო­ლოთ! შარ­შან ვიბ­რძო­ლეთ და გა­მოვ­გლი­ჯეთ სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა. წელს ვიბ­რძვით და უნდა გა­მოვ­გლი­ჯოთ სან­დო, სა­ი­მე­დო სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა და კი­დევ ერთხელ გე­უბ­ნე­ბით - თუ ამას ხელ­ში და­ვი­ჭერ და გა­მო­ვალ იქი­დან თა­ვა­წე­უ­ლი და პირ­ნა­თე­ლი ჩვენს შვი­ლებ­თან და ჩვენს მო­მა­ვალ­თან, კი ბა­ტო­ნო, შე­ვალ პარ­ლა­მენ­ტში", - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 137 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
112

გაუპრავებ არჩევნებს და ჩემი ოჯახის ხმებსაც ვეღარ მიიღებ მომავალ არჩევნებზე. სულ ეს იქნება. პირადად მე მიშაც და ბიძინაც ორივე ერთ ადგილზე და შენ მესამე იქნები იმავე ადგილზე

მართალია
93

მართალია, როგორც ჩანს გაუნათდა გონება.

ავტორი:

"ისე გახადეს, პარლამენტში არ შევალო, გეგონება სამშობლოს უნდა უღალატო" - ალეკო ელისაშვილი განმარტავს, რა შემთხვევაში შევა პარლამენტში

"ისე გახადეს, პარლამენტში არ შევალო, გეგონება სამშობლოს უნდა უღალატო" - ალეკო ელისაშვილი განმარტავს, რა შემთხვევაში შევა პარლამენტში

პარტია "მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ის დათანხმდება პარლამენტში შესვლას იმ შემთხვევაში, თუ მხარეები საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმაზე შეთანხმდებიან.

ამის შესახებ ელისაშვილმა "ფეისბუქ ლაივში“ ისაუბრა.

"მე მინდა, რომ ცეკო-ს თავმდჯომარე იყოს ყველაზე სანდო ადამიანი, ხომ გინდათ ეს? ამისთვის ვირჯები. ვირჯები იმისთვის, რომ არჩევნებს ვენდობოდეთ, წესიერი ცესკო იყოს, წესიერი საარჩევნო სისტემა იყოს, რომელიც რომელიმე პარტიაზე კი არა, ქვეყნის მომავალზე იქნება მორგებული და ისეთი წესები წამოვიღოთ ამ შეხვედრიდან და ისეთი საარჩევნო ადმინისტრაცია, რომ გაყალბების შანსი იყოს მინიმუმამდე დასული. ეს საშვილიშვილო შედეგი მინდა წამოვიღო და ამისთვის ვიბრძვი მე პირადად. ელჩებთან დროის სამი მეოთხედი ეთმობა იმას, ცესკო როგორ უნდა დაკომპლექტდეს, თავმჯდომარე როგორი უნდა იყოს, საოლქო კომისიას რა უნდა ჰქონდეს, არჩევნების წესი როგორი უნდა იყოს. ამას მივყვებით საათობით“, -განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ახლა არის მომენტი, როცა ოპოზიციას მოლაპარაკებებიდან შეუძლია "საქართველოს მომავალი“ გამოიტანოს.

"პირდაპირ გეუბნებით, მე მწამს, რომ გვაქვს ახლა მომენტი, რომ იმ მოლაპარაკებებიდან საქართველოს მომავალი გამოვიტანოთ გაწიკწიკებული საარჩევნო წესებით, სანდო საარჩევნო კომისიის წესით. ამისთვის ვიბრძვით. ეს არის ეროვნული ამოცანა, რომელსაც მივადექით ყველა. მთავარი მექანიზმი რა არის, ქუჩაში ხომ არ უნდა მივსდევდეთ ზარბაზნით? გაგვიკეთებია და დავანგრიეთ ეს ერთხელ 90-იანებში. თუ მე იქიდან ეს გარანტია მექნება ხელში, პარლამენტში შევალ, რა თქმა უნდა, ისე გახადეს, პარლამენტში არ შევალო, გეგონება სამშობლოს უნდა უღალატო. ტყუილად პარლამენტში არ შევალ ცოცხალი თავით და არც შევდივარ ხომ ხედავთ, ერთი თვეა ფეხი გაფიჩინებული მაქვს და ერთი თვეა მოლაპარაკებებზე დავდივარ „პასტით“ და ფურცლით, რომ ეს უნდა გაკეთდეს, ეს უნდა გაკეთდეს, ამაზე ვმუშაობ და ამით თუ გამოვალ იქიდან, გამოვალ თავაწეული. ყველა გამოვა თავაწეული, ვისაც უნდა, რომ ეს ქვეყანა წინ წავიდეს, არ აურიოს ეს ქვეყანა და რევოლუცია არ მოახდინოს“, - განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანა ერთ დღეში არ აშენდება.

"მე მჯერა იმის, რომ ქვეყანა ერთ ორშაბათს არ აშენდება და უცებ ბედნიერ საქართველოში არ გავიღვიძებთ. ბიძინა ივანიშვილს არ მოუნდება, რომ დემოკრატიული იყოს ეს ქვეყანა. უნდა ვიბრძოლოთ! შარშან ვიბრძოლეთ და გამოვგლიჯეთ საარჩევნო სისტემა. წელს ვიბრძვით და უნდა გამოვგლიჯოთ სანდო, საიმედო საარჩევნო სისტემა და კიდევ ერთხელ გეუბნებით - თუ ამას ხელში დავიჭერ და გამოვალ იქიდან თავაწეული და პირნათელი ჩვენს შვილებთან და ჩვენს მომავალთან, კი ბატონო, შევალ პარლამენტში", - განაცხადა ელისაშვილმა.

"ქუჩაში  სააკაშვილის და ბოკერიას გვერდით ვერ დავდგები" - პატრიოტთა ალიანსის“ სიის მე-4 ნომერი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შესვლას აპირებს

"პარტიებს მომდევნო 6 თვე საბიუჯეტო დაფინანსება არ შეუწყდება" - ანრი ოხანაშვილი

"ისე უნდა დაერხეს ქვეყანას, რომ ხალხი ქუჩაში გამოვარდეს - ასეთი განცდა აქვს ზოგიერთ ოპოზიციონერს" - ალეკო ელისაშვილი