სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვრეკავდი, ვემუდარებოდი, ჰოსპიტალიზაცია მოეხდინათ... სასტუმროში წყლის მიმწოდებელი არ ჰყავდა" - გარდაცვლილი 19 წლის გოგონას დედა
"ვრეკავდი, ვემუდარებოდი, ჰოსპიტალიზაცია მოეხდინათ... სასტუმროში წყლის მიმწოდებელი არ ჰყავდა" - გარდაცვლილი 19 წლის გოგონას დედა

კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი 19 წლის გო­გო­ნას დედა "მთა­ვარ არხთან" სა­უბ­რი­სას ჰყვე­ბა, რომ მისი შვი­ლი დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი რე­ა­გი­რე­ბის მსხვერ­პლია. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვირუ­სი გო­გო­ნას ერთი კვი­რის წინ და­უ­დას­ტურ­და.

რო­გორც ირმა ხე­ლაშ­ვი­ლი ამ­ბობს, ოჯა­ხი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­და პა­ცი­ენ­ტის კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნას, თუმ­ცა ეს ვერ მო­ხერ­ხდა.

"სა­ერ­თო დახ­მა­რე­ბაც არ აღ­მო­უ­ჩე­ნი­ათ ნორ­მა­ლუ­რად ბავ­შვის­თვის. სას­წრა­ფო­ში რომ დავ­რე­კე, დი­ა­ბე­ტი­ა­ნი ბავ­შვი მყავს და ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია მო­ახ­დი­ნეთ-თქო, მო­ვიდ­ნენ, ტეს­ტი­რე­ბა­ზე გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს, და­დე­ბი­თი რომ აჩ­ვე­ნა, ისევ უკან სახ­ლში გა­მოგ­ვის­ტუმ­რეს.

ვრე­კავ­დი, ვე­მუ­და­რე­ბო­დი, რომ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია მო­ეხ­დი­ნათ. წაგ­ვიყ­ვა­ნეს კო­ვიდ-სას­ტუმ­რო­ში. მე ჰოს­პი­ტა­ლი მჭირ­დე­ბა-თქო, ვე­უბ­ნე­ბო­დი. დამ­ძიმ­და ბავ­შვი, შა­ქა­რი ზე­მოთ ჰქონ­და. იქ წყლის მიმ­წო­დე­ბე­ლიც კი არა­ვინ ჰყავ­და. ექიმს სა­ერ­თოდ არ შე­უ­ხე­დია. სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა ჰქონ­და ბავ­შვს, სას­წრა­ფო­ში ვრე­კავ­დი, ის ჯან­დაც­ვა­ში მა­მი­სა­მარ­თებ­და. ამ სი­ტუ­ა­ცი­ას შე­ეს­წრო სას­ტუმ­რო­ში გერ­მა­ნუ­ლი ჰოს­პი­ტა­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი და ხვეწ­ნის შემ­დეგ მო­ახ­დი­ნეს ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია.

ვი­თხოვ­დით, რემ­დე­სი­ვი­რი იქ­ნებ ჩარ­თოთ მკურ­ნა­ლო­ბა­ში-თქო, თქვეს მას უკუჩ­ვე­ნე­ბე­ბი აქ­ვსო. ერთი სი­ტყვით, უარი გვი­თხრეს. დექ­სა­მე­ტა­ზო­ნის გა­დას­ხმა მი­დო­და, მაგ­რამ დექ­სა­მე­ტა­ზო­ნიც არ შე­იძ­ლე­ბო­და, რად­გან დი­ა­ბე­ტი­ა­ნი იყო ბავ­შვი", - ამ­ბობს ხე­ლაშ­ვი­ლი "მთა­ვარ არხთან" სა­უბ­რი­სას.

ცნო­ბის­თვის, 19 წლის თეკ­ლა თორ­დია გუ­შინ გარ­და­იც­ვა­ლა. იგი თავ­და­პირ­ვე­ლად კო­ვიდ-სას­ტუმ­რო­ში გა­დი­ო­და მკურ­ნა­ლო­ბას. მას შემ­დეგ კი, რაც მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და­უ­ფიქ­სირ­და, კერ­ძო კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. გო­გო­ნას თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბა - დი­ა­ბე­ტი ჰქონ­და.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოთხოვნა!
0

ვისაც აქვს 1.დიაბეტი, 2. გულის უკმარისობა მიუხედავად მდგომარეობისა პირველივე დღიდან უნდა მოხვდეს კლინიკაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ!

გიორგი-11
60

ღმერთმა გაანათლოს მისი სული... მაგრამ, ეშმაკთან რამ მიგიყვანათ? სამართალს ეძებთ გლავკანალში?

ავტორი:

"ვრეკავდი, ვემუდარებოდი, ჰოსპიტალიზაცია მოეხდინათ... სასტუმროში წყლის მიმწოდებელი არ ჰყავდა" - გარდაცვლილი 19 წლის გოგონას დედა

"ვრეკავდი, ვემუდარებოდი, ჰოსპიტალიზაცია მოეხდინათ... სასტუმროში წყლის მიმწოდებელი არ ჰყავდა" - გარდაცვლილი 19 წლის გოგონას დედა

კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის გოგონას დედა "მთავარ არხთან" საუბრისას ჰყვება, რომ მისი შვილი დაგვიანებული რეაგირების მსხვერპლია. მისი ინფორმაციით, ვირუსი გოგონას ერთი კვირის წინ დაუდასტურდა.

როგორც ირმა ხელაშვილი ამბობს, ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა პაციენტის კლინიკაში გადაყვანას, თუმცა ეს ვერ მოხერხდა.

"საერთო დახმარებაც არ აღმოუჩენიათ ნორმალურად ბავშვისთვის. სასწრაფოში რომ დავრეკე, დიაბეტიანი ბავშვი მყავს და ჰოსპიტალიზაცია მოახდინეთ-თქო, მოვიდნენ, ტესტირებაზე გადაგვიყვანეს, დადებითი რომ აჩვენა, ისევ უკან სახლში გამოგვისტუმრეს.

ვრეკავდი, ვემუდარებოდი, რომ ჰოსპიტალიზაცია მოეხდინათ. წაგვიყვანეს კოვიდ-სასტუმროში. მე ჰოსპიტალი მჭირდება-თქო, ვეუბნებოდი. დამძიმდა ბავშვი, შაქარი ზემოთ ჰქონდა. იქ წყლის მიმწოდებელიც კი არავინ ჰყავდა. ექიმს საერთოდ არ შეუხედია. სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა ბავშვს, სასწრაფოში ვრეკავდი, ის ჯანდაცვაში მამისამართებდა. ამ სიტუაციას შეესწრო სასტუმროში გერმანული ჰოსპიტალის თანამშრომელი და ხვეწნის შემდეგ მოახდინეს ჰოსპიტალიზაცია.

ვითხოვდით, რემდესივირი იქნებ ჩართოთ მკურნალობაში-თქო, თქვეს მას უკუჩვენებები აქვსო. ერთი სიტყვით, უარი გვითხრეს. დექსამეტაზონის გადასხმა მიდოდა, მაგრამ დექსამეტაზონიც არ შეიძლებოდა, რადგან დიაბეტიანი იყო ბავშვი", - ამბობს ხელაშვილი "მთავარ არხთან" საუბრისას.

ცნობისთვის, 19 წლის თეკლა თორდია გუშინ გარდაიცვალა. იგი თავდაპირველად კოვიდ-სასტუმროში გადიოდა მკურნალობას. მას შემდეგ კი, რაც მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, კერძო კლინიკაში გადაიყვანეს. გოგონას თანმდევი დაავადება - დიაბეტი ჰქონდა.

ქუთაისში სპორტის მუზეუმის დირექტორი ზურაბ ჯავახაძე კორონავირუსით გარდაიცვალა

კორონავირუსით ბერ-დიაკონი კირიონი გარდაიცვალა

რას უკავშირდება ბოლო ორ დღეში დაფიქსირებული ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი?